რევანში რეალურია ევრო-დებიუტისას კინაღამ სენსაცია მოახდინეს თბილისის "კავკასიელებმა" -
ბოლო წუთამდე იგებდნენ როვიგოში და 4 ქულითღა რომ დამარცხდნენ,
ვაკეში მეტით რევანში რეალური ჩანსhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiჩვენი გუნდი ორი კვირის შეკრებილიც არაა, როვიგო კი 1935 წლიდან რაგბობს. თამამი სახელი და ფრინველიანი ლოგო კიდევ იგუა ფანობამ, მაგრამ შავ-ღვინისფერი ფორმა ერთიანად დაუწუნა შემქმნელს; მეტიც, შიშობდა თემი, შინაური ნაკრებით განათლებულ ევროპაში თავი მოგვეჭრება და "ჩელენჯზე" გასვლის შანსიც ნული (0) გვაქვსო.
მენცრებს ჩვენი პირველი ხაზის სისუსტე (!?) აფიქრებდათ. უცხო გარემოსაც თითქო უნდა დავეცადეთ და რაგბული ტრადიციით, თემიდასაც მასპინძლისთვის უნდა მოექონა თავი. მერე კიდევ, როვიგოს სიას რომ ჩავხედეთ, 23 კაცში ხუთი ალალი ლეგიონერი (2 ზელანდიელი, არგენტინელი, აფრიკელი და მოლდოველიც) შევნიშნეთ და ხუთიც ნატურალიზებული უცხოელი, მაგრამ იმისი იმედი გვქონდა, რომ ესენიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან.
შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ ვარაუდსაც გადააჭარბა. ლევან მაისაშვილმა გამგზავრებამდე რომ ბრძანა, გასამარჯვებლად გავალთ მოედანზეო, ცოდვა გამხელილი სჯობს და უმეტესობა იფიქრებდა, მწვრთნელი სპორტულ ეტიკეტს იცავს - აბა, ხომ არ იტყვის, ამოტოლა გზაზე იმად მივდივართ, რომ ღირსეულად წავაგოთო, ახლა კი კიდევ დავრწმუნდით, რომ ქართველი მორაგბეები სიტყვას ჰაიჰარად არ ისვრიან და მარადაც მზად არიან, ახალი წინაღობები დაძლიონ.
მსოფლიოში ნეთი ჭირსოირბ რა ხვითოცაა, აკიდოში ვწერთ ხოლმე. უფრო ფასეული დოვლათი ჩანს ნოშატელში გადაფუძნებული "ეპკრ" და მისი მედია-პარტნიორი, "იმგ" (ინთერნეშენალ მედია გრუპ, ხოლო "განათლებულად" აი-ემ-ჯი)
როვიგო ერთი პატარა, 50-ათასიანი ქალაქის რაგბის გუნდია ფეხბურთზე გადარეულ ქვეყანაში. ცხადია, რანგით მეორე ევრო-ტურნირის შესარჩევის ტელე-რეპორტაჟის მოსაწყობად კლუბს ფული თავად არ ექნებოდა, ამ ბითურმა მედია-ბატონმა კი ზედ თამაშის წინ ფანთათვის შეპირებული ვებ-სთრიმიც დაუყადაღა.
ასე დარჩა ქართული რაგბის თემი იტალიური თვითერის ამარა. ზოგმა ნამატჩევს სქაიპითაც მოიკითხა დელეგაციის წევრები. ამ ერთხელაც დამტკიცდა, რომ ავჭალისა და ვერა-ვაკის გარდა, მსოფლიოში ინტერნეთი ერთობ ჭირს - ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც ქართული რაგბის გუნდები ჩადიან (კოლორადო, იუტა, ჰონკონგი, კლერმონი), წესიერი ორგანიზაცია კი პირის შლისთვის ბოდიშს უნდა იხდიდეს, მაგრამ ეტყობა, რაგბი მაგ დონემდე ჯერაც ვერ იზარდა.
"ქოქოსას" რეიდებიბარემ ათი წელია, ჩვენივე დონის რაგბი ჩვენთვის უფრო მოყოლითაა და არა თვალ-და-თვალ. თვითების მოლოდინში იმდენი გადავიტანეთ, რომ ჩანაწერის ცქერას პრინციპულად აღარ ვაპირებთ, ხოლო რასაც ახლა წაიკითხავთ, მაგის წყარო სამი პიროვნების - სილვია სტიევანოს, სანდრო უჯმაჯურიძისა და დათო სელეპანიშვილის ვებ-პოსტებია.
მეტოქეს ვჯობდით ორივე ტაიმის საწყის ნახევრებში. თავიდან 8:0 ვიგებდით, ტაიმი 8:15 წავაგეთ, ბოლო წუთამდე ანგარიში 18:15 იყო, აქ კი როვიგომ მესამედაც დაგვალელოვა. უფრო მეტს მორჯულებული ოქმის გარჩევით შეიტყობთ, აქ კი დავამატებთ, რომ ჩვენმა ორმა ქიქერმა ჯამში ოთხი დაახაია, ხოლო იმათმა წყვილმა - ერთადერთი.
თავიდანვე მხარი იტკინა 12 ნომერმა და ნავარჯიშევი ხაზი აგვერია. საათის თავზე გოგრაში მწარედ მოხვდა ცხრასაც და მწყობრიდან გამოვიდა. ორივე ლელო გოშა შკინინმა დადო ლაშა ხმალაძის გარღვევებიდან - "ქოქოსამ" ჯერ თვითონ გაჭრა ხაზი და გარემარბს გაატანა ბურთი, მეორედ კი "ჩონჩხი" ცერცვაძე სატყუარად გამოიყენა, შემოურბინა და შორს მიაწოდა სპრინტერს.
"ლიგური ცუცურმა"შეტევაში წუნი ბლომად გვქონდა, როვიგო კი ტაქტიკურად სწორად ფეხოსნობდა და კარგადაც გვხურავდა. გადამწყვეტ ლელოზე სამჯერ რომ მოგვეძალნენ წითელ ზოლში, ვერაფერი დაგვაკლეს და ბოლო ხერხიც, "ლიგური ცუცურმა" სცადეს - კარისკენ შეაგორეს და ოვალი ძელის ძირიდან რომ ასხლტა, თოდუას ნაცვლად მენონის კერძი შეიქნა.
მეორე წყვილშიც, ჩვენებურად ღამის ათიდან, მასპინძელმა იმარჯვა. კალვიზანოს კაცი 4-ჯერ გაუსინბინეს და ერთხელ 13 მოთამაშის ამარაც დარჩა. ბუქარესტს ლომბარდიაში ფორად 12 ქულა მიჰქონდა, ბოლოს გარდასახული ლელო რომ გაუშვა, და ახლა დიდი ბრძოლა გადახდება.
ჩელენჯ თასი 2014-15ორ-მატჩა შესარჩევები
როვიგო 22:18 კავკასიელები<< როვიგოს "რაგბი დელტა"
15 სტეფან ბასონ (22 დავიდე ფაროლინი 67) 14 ბილი ნგავინი, 13 დენის მაისტროვიჩ, 12 ფრანჩესკო მენონ, 11 სთივენ ბორტოლუსი; 10 ლუჩანო როდრიგეს, 9 მარკო ფრატი (21 ჯორჯო ბრონძინი 51) /
1 გიჟერმო როან (17 ნიკოლა კვალიო 51) 2 ლუქ მაჰონი^კაპ (16 ენრიკო ჩეკატო 51) 3 გეორგე გაჟიონ (18 მასიმილიანო რავალე 51, როან 71) 4 მატეო მარან (19 ჯუზეპე ბოჯანი 52) 5 ჟან-ფრანსუა მონტორიოლ; 6 ემილიანო კაფინი, 7 ანდრეა დე’მარკი (20 გულიელმო ძანინი 66) 8 მატეო ფერო *
არ შესულა: 23 პითერ პავანელო -
3ლ: ფერო ბორტოლუსი მენონ; 2გ: ბასონ ფაროლინი; ჯ: ბასონ
<< თბილისის "კავკასიელები"
15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 ბექა წიკლაური, 13 სანდრო თოდუა, 12 გიორგი ტალახაძე (23 თორნიკე ცერცვაძე 3) 11 გიორგი შკინინი; 10 ლაშა ხმალაძე, 9 გიორგი კაჭარავა^კაპ (21 გიორგი ბეგაძე 65) /
1 ბაჩანა გოგიშვილი (17 სანდრო ქოიავა 47-75) 2 ბადრი ალხაზაშვილი (16 ირაკლი ჩომახაშვილი 61) 3 დავით გურგენაძე (18 გიორგი სანიკიძე 41) 4 ბექა ბიწაძე, 5 მიხეილ არჩუაშვილი; 6 გიორგი თხილაიშვილი (20 ბაჩო კოლელიშვილი 61) 7 გუჯა სურგულაძე, 8 ზვიად მაისურაძე სბ 24 (19 გიორგი მჭედლიშვილი 51) *
არ შესულა: 22 თემურ სოხაძე -
2ლ: შკინინი; გ: წიკლაური; 2ჯ: ყიასაშვილი წიკლაური
<< მსაჯები
რეფ: ჰლოიდ ლინთონ;
კიდ: ენდრიუ მაკ’მენემი (შტლ) / ჯეიმზ მაკ’ფეილ (ჰოლ)
შაბ 20/09 როვიგო (იტა) ბატალინი (1 800)
0:3(3) 0:8(14) 3:8(22) სბ(24კ) 10:8(25) 15:8(39) /
15:11(65) 15:18(71) 22:18(80)
ქიქერები: ბასონ 2/3, ფაროლინი 1/1 -
ყიასაშვილი 1/4, წიკლაური 2/3
მატჩის გმირი: შკინინი
ლუპიი 18:13 კალვიზანო6ჯ: ვლაიკუ / სბ: ბადალიჩესკუ -
ლ: დი’ჯულიო; გ 2ჯ: სიმორ / სბ: ბ.სტეინ მბანდა ვიოლი კავალიერი
რეფ ქონვეი (ირლ) @ ბუქარესტი, არკულ * Iტ 9:3
საპასუხო მატჩები @ შაბ 27/09
კავკასიელები 17.00 როვიგო @ ვაკე * რეფ ქარლი (ინგ)
კალვიზანო 21.30 ლუპიი @ პერონი * რეფ რუის (სფრ)
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 23 Sep 2014, 10:10