პარასკევის "ჩვენი თამაშიდან" >> უქმეებისთვის
"სულ ზანგები" ჰგონებიათ ნოემბრის პირველი ვიქენდი "ირბ-ული სარკმლის" მიღმა რომაა,
შაბათს რაგბეთი სამ მოსათელ ტესტსღა დააჭაშნიკებსhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiამ შემოდგომაზე სამხრეთელი ბუმბერაზები და მათი ჩრდილოელი მეტოქენი საგაისო მსოფლიო თასის წინ ბოლოჯერაც მოუსინჯავენ ერთმანეთს მკლავის ძალას. ტურნეთა კალენდარი ხუთ კვირაზეა გათვლილი. მათგან შუა სამზეღა მართებთ კლუბებს მოთამაშეთა ნაკრებში გაშვება, სულ კი 37 მატჩით უნდა ვისიამოვნოთ.
ბორჯღალოსნების სვლაგეზი ყველას კარგად მოგვეხსენება: ვაკე - დუბლინი - ვაკე. ევროპაში ჩამოდიან "ოთხი ერი", სამი არქიპელაგი, ჩრდილო’ამერიკული წყვილი, იაპონია და ნამიბიაც. ჰოდა, მახვშები ისე მოწადინებული არიან ყველას დასასაქმებლად, რომ ხუთი ტესტი ნეიტრალურ, მომცრო არენებზეც კი დაუნიშნავთ!
რედსის ღერძი ბრუნდებაშაბათის პირველი თამაში დილა’ადრიან, იაპონიაშია, რაგბის გურმანი კი დაელოდება საღამოს, როცა ავსტრალიას თვიქნემში ბარბაროსები დაუხვდებიან, ხოლო ზელანდიას ჩიკაგოში - არწივები.
ვოლაბებს ახალი გურუ, მაიქლ ჩეკა წინა კვირაში დაუნიშნეს. ძირით ლიბანელს ხუთი წლით უნდოდა კონტრაქტის დადება, მაგრამ ბოლოს სამს დაყაბულდა, ოღონდაც გაისად კიდევ ავარჯიშებს სიდნის "ვორათაზს", ვინაც წლეულს ზე 15-ში პირველად აჩემპიონა.
სახელოვან კლუბთან ბურთაობა ოზებს ტესტად რომ არ ეთვლებათ, მაგად გუნდიც ნარევი გაჰყავთ. უქმობენ კაპიტანი მაიქლ ჰუპერ, 100 კეპის პატრონი ადამ ეშლი-ქუპერ, მეორე’ხაზელი რობ სიმონს და ვორათაზის ღერძიც, რის გამოც 9-10 წყვილად ერთი წლის შემდეგ ბრუნდებიან მოკეთებული რედს’ელები - ვილ გენია და ქვეიდ ქუპერ.
ფიჯელმა ჰენრი სპეითმაც რომ გაასრულა ავსტრალიაში ბინადრობის 36-თვიანი ცენზი, ნაკრებში პირველად ითამაშებს; შანსი ეძლევათ ბებერ ბურჯებს - ბენ’ებს: რობინსონსა და ელიგზანდერს, კაპიტანი კია ფორსის ყოჩი მეთ ჰოჯსონ.
ევროპაში აღარ ითამაშებენბარბაროსები ამ ჯერზე ზელანდიელმა ლეგენდამ, ჯონ ქერვანმა შეკრიბა იმათგან, ვინც ნაკრებებმა დაიწუნეს. კაპიტანია სქოთი მეორე’ ხაზელი ალისთერ ქელოქ; 10 ნომრად "ოლ ბლექი" ქოლინ სლეიდ წერია; მესამე ხაზიც მთლიანად კივურია, გარემარბად კი დგას საშოვარზე იაპონიაში გადახვეწილი ოზი, "მაჩვი" ნიქ ქამინს.
ამერიკამ ბევრი იჩალიჩა, რათა ლიდერები სარკმლის გაღებამდე ეთრია და ინგლისის პრემიერ’შიპთან კომპრომისს მიაღწია: ქემ დოლან და სამუ მანოა (ნორსჰემპთონ), ერიქ ფრაი (ნიუქასლ), ბლეინ სქალი (ლესთერ), ჰეიდენ სმით და ქრის ვაილზ (სარასენს) "ოლ ბლექსს" ეტესტებიან, მაგრამ ევროპაში აღარ ეთამაშებიან რუმინეთს, ტონგასა და ფიჯს, რაც ალბათ "იგლზის" რეიტინგს შეეტყობა.
რაგბეთის გათიშულობის გამო იანკებს ზელანდიასთან ოდენ სამჯერ წაუგიათ - 3:51 (ბერქლი 1913), 6:53 (სან’დიეგო 1980) და 6:46 (გლოსთერ 1991 მთ). ჩიკაგოში მსოფლიოს ჩემპიონებს გულთბილად დაუხვდნენ და საჯარო ვარჯიშობაც გაამართვინეს, მაგრამ მავანთ თურმე არ ესმით, XXI საუკუნეში სპორტულ გუნდს როგორ შეიძლება ერქვას "ოლ ბლექს", რაც ამერიკულად "სულ ზანგებს" ნიშნავს!
მძიმე სეზონის ფინიშზეთამაში ეროვნული ბურთაობის კლუბის, "ბეარზის" (დათვები) 61-ათასა სტადიონზეა. შოუზე ყველა ბილეთი გაყიდულია. მასპინძლები ამის სანაცვლოდ ვარსკვლავთ’ცვენას ელოდნენ, მაგრამ კივთა მოძღვარმა, სთივ ჰანსენმა ბრძანა, ისე ვიქცევი, როგორც გუნდისთვისაა უმჯობესი მძიმე სეზონის ფინიშზეო. ჰოდა, "ბლედისლოუ 3"-ის დამწყებთაგან სამი (!) კაციღა დაიტოვა და კაპიტნობა ქიარან რიდს დააკისრა.
ისვენებენ სმითები - ბენ, კორნად და არონ. უფრო გამოუცდელი გუნდით ზელანდიას ბოლოჯერ 2009 წელს, იტალიაში უთამაშია. სამაგიეროდ, 10 ნომრად იწყებს შეწყალებული არონ ქრუდენ; შუამარბია სონი-ბილ ვილიამს, ვინც ბოლო ორი სეზონი ლიგაში გაატარა, 32 წლის დენ ქართერს კი მოტეხილი ფეხი აღარ სტკივა და მარქაფაშია.
მოსათელი ვიქენდი18.30 ბარბაროსები - ავსტრალიაბრბ: ნანაი-ვილიაიმს ჰალაი დე’იონხ საილი ქამინს <10-9> სლეიდ კუველი /
სთივენს პარსონს ტაჰავაო; ბერდ ქელოქ^კაპ; თომსონ თოდ ლუატუა *
მრქ) ბოსჰოფ ტუკულეტ პრეტორიუს / შვოლგერ დიუ’ტოი ადრიანსე; ბრიუსო ალემანო
ვლბ: ფოლაუ სპეით კურინდრანი ტომუა ჰორნ <10-9> ქუპერ გენია /
რობინსონ ფაინგა ელიგზანდერ; ქართერ ჰორვილ; ჰიგინბოთამ ჰოჯსონ^კაპ მაკ’ქალმან *
მრქ+) ტომანე ლეალიაფანო ფოლი ვაით / ჰენსონ სლიპერ კეპუ; სქელთონ მაკ’მან
რეფ პეიპერ (აფრ) @ ლონდონი, თვიქნემ
23.30 შტატები - ზელანდიაიგლ: ვაილზ სქალი ქელი ე.სუნიულა თომპსონ <10-9> სიდელ პეთრი /
ფრაი თილ ქილიფი; მანოა სმით; ქლევერ^კაპ ლავალა ბარეთ *
მრქ) ჰოლ ნიუა თარ / ქულიქენ ვოლეს მოეაკიოლა; ტუი’სამოა სთენფილ
ოლბ: დეგ ჯეინ ქროთი სბ.ვილიამს პიატაუ <10-9> ქრუდენ პერენარა /
მუდი ჰარის ფაუმუინა; სრაშ ტუიპულოტუ; ვიტო ქეინ რიდ^კაპ *
მრქ) სავეა ქართერ პულუ / მეალამუ ქროქეთ ბ.ფრენქს; რეთალიქ მესამ
რეფ იუბერ (აფრ) @ ჩიკაგო, სოულჯერ ფილდ
ირბ-ის რეიტინგი (27/10)
1 ზელანდია 9315, 2 აფრიკა 9041, 3 ინგლისი 8568,
4 ავსტრალია 8453, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7775, 9 სამოა 7635,
10 არგენტინა 7597, 11 იაპონია 7563, 12 ფიჯი 7458
13 ტონგა 7283, 14 იტალია 7092, 15 საქართველო 7046,
16 რუმინეთი 6842, 17 კანადა 6777, 18 შტატები 6730,
19 ურუგვაი 6358, 20 რუსეთი 6229, 21 ესპანეთი 6065,
22 ნამიბია 5839, 23 პორტუგალია 5773, 24 ჰონკონგი 5763
+/-: ზელ 55 ავს (29:28 გ)
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/