სამშაბათის "ჩვენი თამაშიდან" = გამოდის კვირაში 6-ჯერ, კვირის გარდა
მიმზიდველად წარმოაჩინეს ნოემბრის ტესტ-პროგრამის შესავლად
"ოლ ბლექსმა" ჩიკაგოში ზეპური რაგბის გაკვეთილი ჩაატარა,
ბარბაროსებმა და ვოლაბებმა კი თვიქნემის პუბლიკა შეაქციესhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiიანკთა უსაყვარლესი სპორტი - ამერიკული ბურთაობა რაგბის ჩამომავალი რომაა, საერთაშორისო ოვალურ’ბურთა თამაში შტატებში ვერ გავრცელდა. "არწივები" ერთის გარდა ყველა მსოფლიო თასზე მოხვდნენ, მაგრამ ლიანგს რაგბისა რომ ვერაფერი გაეგება, ჩიკაგოს შოუს ფრიადი მისია დაეკისრა - ახალ ბაზარზე 15-კაცა თამაშის მიმზიდველად წარმოჩინება.
მსოფლიოს ჩემპიონმა ზელანდიამ ამ ამოცანას თავი პირნათლად გაართვა - მეტოქე არ დაზოგა და 12 ეშხიანი ლელო შეიტანა. თამაშს იანკებიც ეცადნენ, მაგრამ "მეორე დონის" გუნდი რომ ბრძანდებიან, პირველიდან გადმოღებული მოტივები ვერაფერში ადგებათ, რაღაი კივებს აბსოლუტურად ყველაფერში ჩამორჩებიან და დაცვას ვერ ურღვევენ.
ვერ დაულელოვებიათმეტოქენი საუკუნის განმავლობაში ოდენ მეოთხედ შეიყარნენ. სულ პირველ, 1913 წლის, ბერქლის ტესტზე ლეგენდას ჰყვებიან, მაგ მარცხმა ჩაკლა ამერიკული რაგბიო. მაშინ კივებმა 13-ჯერ დაალელოვეს იანკები, ჩიკაგოს რბევის შემდეგ კი ბალანსი მთლად საზარელი გახდა = 4: 0-4 (21:224) ლ 0/41, ანუ ამერიკას ზელანდია აქამდე ერთხელაც ვერ დაულელოვებია და 7 ჯარიმაღა შეუგდია.
ტესტის არენა - სოულჯერ ფილდი - ნფლ-ის ასპარეზია, რის გამოც რაგბისთვის გააგანიერეს. იანკებს ძაან ბევრი, 42 ბოჭვა გაუცუდდათ; მათ 7 შეგორებაზე სამი შერკინებაღა მოიგეს; შეიმას ქელიმ და თოდ ქლევერმა კაცი 5-ჯერ გაატარეს, ჰეიდენ სმითმა კი 7-გზის!
აიწყვიტა რაგბში ლიგიდან დაბრუნებულმა სონი-ბილ ვილიამსმა და სანამ საათის თავზე ბარძაყი დაეჭიმებოდა, 6 მეტოქე გააბითურა, 132 მეტრზე ინავარდა და სამი ლელოც დადო, მაგრამ ბოლოზე "წინ პასი" დაუდგინეს; ასზე მეტი იზრაელ დეგმა და ჩარლი პიატაუმაც ირბინეს, ჯულიან სავეამ კი დუბლი შეასრულა და 30 ტესტის მონაგარი 29 ლელო გაუხდა.
ბარბაროსული ოინებიამერიკამ პირველივე ტაიმში 7 ლელო მიირთვა. ომობდნენ ინგლისის პრემიერ’შიპში მოღვაწენი - სამუ მანოა, ქრის ვაილზი და ბლეინ სქალი, მაგრამ სხვებს ერთობ აკლდათ ოსტატობა. ზელანდიამ თვით დენ ქართერი შეიყვანა, ამ შაბათს კი ინგლისთან დაასვენებს. სათუოა სონი-ბილის თამაშიც, ხოლო ნეითან ჰარისისა და ქორი ჯეინისთვის ევრო’ტურნე ამერიკაში დასრულდა.
თითქოს ეს არ კმაროდა და რაგბული გეოგრაფიის უმეცარმა "ჩიკაგო სანმა" დაწერა, ამერიკა ლეგენდარულ ავსტრალიურ (!) გუნდთან დამარცხდაო. არადა, ოზები ბრიტანეთში სუფევენ. მათ სამი წლის წინ, ბოლო ლონდონურ პაემანზე, 60:11 გაეპამპულავებინათ გამოჩენილი "წვეული კლუბი", ამჯერად კი ძლივს, 40:36 იმარჯვეს.
ბარბაროსებმა რა ოინი აღარ სცადეს: აუტიდან 40 მეტრზე მოაწოდეს ბურთი, მოლში 11 კაცი ჩააბეს, ახლო ჯარიმიდან ლელოში აწიეს მინი-აბრაგანი, მაგრამ მოატანა ბოლო 10-წუთეულმა და მაინც 22:40 ჩამორჩნენ. ეგრე არ უნდაო და "რაგბის გაერომ" კიდევ გაიბრძოლა. ჰოდა, ოზმა "მაჩვმა", ნიქ ქამინსმა ორ ლელოში დაიდო წილი.
მართლა მოღონიერებულანქამინსმა ხაზი 5-ჯერ გაჭრა და 115 მეტრზე იჭენავა, მაგრამ მასაც კი აჯობა ვოლაბმა ტევიტა კურინდრანიმ - 141. დრო გაწითლდა და მასპინძლები საკუთარი მეოთხედიდან ხელდახელ უტევდნენ; ოზებმა თერნოვერი გაახერხეს, მაგრამ ბურთი აუტში არ დაურტყამთ, რის გამოც თავზე’ხელაღებული რაგბი 4 წუთსაც გაგრძელდა და გაართო ხალხი.
ნიქს 7 და-ძმა რომ ჰყავს, საშოვარზე იაპონიაშია წასული. "მაჩვს" მსოფლიო თასზე თამაში ძაან უნდა და ცდილობს, კლუბთან კონტრაქტი ისე შეცვალოს, რომ "კოკა კოლამ" საგაისოდ ზე 15-ის "ფორსში" გაანათხოვროს ოსტატი, ხოლო ნათასევს – დაიბრუნოს.
და რასა იქმს თავად იაპონია? ორჯერ ერაგბება ძირძველ კივთა, მაორთა ნაკრებს. ამათ საზოგადოებას ახალი ჰაკა წარუდგინეს, 24 წუთში 25:0 დაწინაურდნენ და კონტრ-შეტევებით თამაშიც 40 ქულით მოიგეს. ერთი კია, "ალუბლები" მართლა მოღონიერებულან - მოლსა და შერკინებაში თითო საჯარიმო ლელოს გამორჩნენ.
ჩრდილოეთის ტესტები<< მოსათელი ვიქენდი
იაპონია 21:61 მაორი3ლ: [საჯ] (1 3) მაფი; 3გ: გორომარუ -
8ლ: ივზ ემერი (2 4) პოლპორთ ვესთ მილნერ-სქადერ ნგატაი ლოუ; 6გ 3ჯ: ვესთ
რეფ პირს (ინგ) @ 1/11 კობე, ნოევირ (21 234)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=14148963330:5(7) 0:8(14) 0:11(17) 0:18(21) 0:25(24) 7:25(27) 7:32(35) 7:35(40) /
7:42(47) 14:42(53) 14:47(55) 14:54(64) 21:54(73) 21:61(77)
ბარბაროსები 36:40 ავსტრალიაბარ: ნანაი-ვილიამს ჰალაი დე’იონხ (ტუკულეტ 54) საილი ქამინს <10-9> სლეიდ (ბოსჰოფ 69) კუველი (პრეტორიუს 60) /
სთივენს (დიუ’ტოი 50) პარსონს (შვოლგერ 50) ტაჰავაო-მატაუ (ადრიანსე 50) ბერდ ქელოქ^კაპ (ალემანო 50) თომსონ (ბრიუსო 52) თოდ ლუატუა -
5ლ: ჰალაი თომსონ საილი ქამინს ბოსჰოფ; 4გ: სლეიდ 2, ბოსჰოფ 2; ჯ: სლეიდ
ავს: ფოლაუ სპეით კურინდრანი ტომუა (ლეალიაფანო 65) ჰორნ <10-9> ქუპერ (ფოლი 54) გენია (ვაით 54) /
რობინსონ (სლიპერ 54) ფაინგა (ჰენსონ 54) ელიგზანდერ (კეპუ 59) ქართერ (სქელთონ 58) ჰორვილ; ჰიგინბოთამ (მაკ’მან 19) ჰოჯსონ^კაპ (სქელთონ 21-28) მაკ’ქალმან -
6ლ: ქართერ რობინსონ კურინდრანი ჰორნ ფოლი მაკ’მან; 5გ: ქუპერ 3, ფოლი 2
რეფ პეიპერ (აფრ) @ 1/11 ლონდონი, თვიქნემ (_)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...72&d=14148701455:0(15) 5:7(26) 12:7(28) 12:14(32) /
12:21(47) 19:21(49) 22:21(52) 22:26(56) 22:33(65) 22:40(68) 29:40(75) 36:40(79) ბოლო(80+4)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/225445.htmlბურთის ფლობა 44-56% (37-63 / 51-49)
ტერიტორია 39-61% (34-66 / 43-57)
სოლო 148-159 (633-798 მეტრი, გარღვევა 15-22
პასი 189-228, ოფლოუდი 25-25
ფეხით 18-4, სადგამიდან 5/6-5/6, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 88-105, აცლა 19-20, მოლი 2-2
ბოჭვა 152-118, გატარება 35-22
დაჯარიმება 10-15
თავისი*მეტოქის შერკინება 5*1-6*1, დერეფანი 5*1-14*3
წინსვლა (მეტრი: 115 ქამინს, 66 ნანაი-ვილიამს, 59 ბოსჰოფ, 52 ჰალაი -
141 კურინდრანი, 113 ფოლაუ, 99 ჰორნ, 66 სპეით, 57 მაკ’ქალმან
შტატები 6:74 ზელანდიააშშ: ვაილზ სქალი ქელი ე.სუნიულა თომპსონ (ნიუა 31, ჰოლ 79) <10-9> სიდელ პეთრი (შ.სუნიულა 61) /
ფრაი (ვოლეს 56) თილ (ქულიქენ 56) ქილიფი (მოეაკიოლა 56-72) მანოა ჰ.სმით; ქლევერ ^კაპ ლავალა ბარეთ (ტუი’სამოა 7, სთენფილ 68) -
2ჯ: სიდელ
ზელ: დეგ ჯეინ (სავეა 34) ქროთი ვილიამს (პულუ 60) პიატაუ <10-9> ქრუდენ (ქართერ 51) პერენარა /
მუდი (ბ.ფრენქს 52) ჰარის (მეალამუ 13) ფაუმუინა (ო.ფრენქს 72) სრაშ ტუი’პულოტუ; ვიტო (რეთალიქ 72) ქეინ რიდ^კაპ (მესამ 55) -
12ლ: ჰარის ჯეინ ტუი’პულოტუ ვილიამს (4 6) პიატაუ სავეა (7 12) მუდი ქრუდენ დეგ ქეინ; 7გ: ქრუდენ 4, ქართერ 3
რეფ იუბერ (აფრ) @ 1/11 ჩიკაგო, სოულჯერ ფილდ (61 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...79&d=14148849610:5(3) 3:5(11) 3:12(16) 6:12(18) 6:19(20) 6:26(22) 6:31(26) 6:38(30) 6:43(34) /
6:48(46) 6:53(49) 6:60(58) 6:67(66) 6:74(80)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/225417.htmlბურთის ფლობა 52-48% (67-33 / 30-70)
ტერიტორია 50-50% (70-30 / 21-79)
სოლო 105-136 (262-949 მეტრი, გარღვევა 5-26
პასი 125-221, ოფლოუდი 12-32
ფეხით 12-11, სადგამიდან 2/2-7/12, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 86-64, აცლა 15-9, მოლი 2-6
ბოჭვა 92-113, გატარება 42-10
დაჯარიმება 12-8
თავისი*მეტოქის შერკინება 3*0-5*4, დერეფანი 8*1-11*2
წინსვლა (მეტრი: 40 სიდელ -
132 ვილიამს, 120 დეგ, 118 პიატაუ, 85 ქროთი, 79 სავეა, 75 პერენარა, 73 ჯეინ, 57 ვიტო
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/პირველი ვიქენდისაქართველოს თარიღითა და დროით
პარ 7/11
კანადა 23.00 ნამიბია @ ქოლვინ’ბეი (უელ)
შაბ 8/11
იაპონია 09.00 მაორი @ ტოკიო
ჰონკონგი 14.00 რუსეთი @ ჰონკონგი
საქართველო 17.00 ტონგა @ ვაკე
იტალია 18.00 სამოა @ ასკოლი
ინგლისი 18.30 ზელანდია @ ლონდონი
უელსი 18.30 ავსტრალია @ კარდიფი
რუმინეთი 20.30 შტატები @ ბუქარესტი
საფრანგეთი 20.45 ფიჯი @ მარსელი
ირლანდია 21.30 აფრიკა @ დუბლინი
შოტლანდია 21.30 არგენტინა @ ედინბურგი
@