რიჩი მეასედ იყოჩებს შემოდგომის ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდის წინ "მსოფლიო რაგბმა" შეარჩია წლეულს,
სანაკრებო მატჩებში გატანილი ის ხუთი ლელო, რომელთაგანაც ჟიურიმ უნდა გამოავლინოს საუკეთესოhttp://Qaflan.netai.net/2014ვიქენდის წინათქმა წინა კვირაშიც ასე დავიწყეთ, ოღონდაც მაშინ "წლის მოთამაშეობაზე" წარდგენილი ხუთეული გაგაცანით. იმ კონკურსისგან განსხვავებით, ლელოს გამოსავლენს "მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაცია" (ირპა) ატარებს, ოღონდაც "უჩემოდ ვით იმღერეთო" პრინციპით, ირბ’ყოფილი მაინც უდგება წილში.
წლევანდელი ნომინანტები არიან: ჯემი რობერთს (15/03 უელ - შტლ), კორნალ ჰენდრიკს (14/06 აფრ - უელ), ქალბატონი მეგალი ჰარვი (13/08 კან - სფრ), დერიქ ჰოუხარდ (4/10 აფრ - ზელ) და ჯონი მეი (8/11 ინგ - ზელ). მსაჯულებად ოთხი ცნობილი მოთამაშეა მიწვეული. ისინი ფანთა მიერ სოც’მედიაში მიცემულ ხმებსაც გაითვალისწინებენ, კანდიდატ ლელოთა კოლაჟი კი იუთუბზე იხილეთ.
აქამდელი საუკეთესონი2008 ბრაიან ო’დრისქოლ (ირლ; 2009 ჟაკ ფური (აფრ; 2010 ქრის ეშთონ (ინგ;
2011 რადიკე სამო (ავს; 2012 ბრაიან ჰაბანა (აფრ; 2013 ბოდენ ბარეთ (ზელ)
ბილი 23 ნომრადმავანთა ახირებით, შაბათის ორი უგემრიელესი თამაში ერთმანეთს ნაწილობრივ - ერთი ტაიმით ფარავს, ანუ რაგბის გურმანმა ირლანდია - ავსტრალიის მეორე ნახევრიდან და უელსი - ზელანდიის პირველიდან ლაივში ერთ-ერთი უნდა მოიკლოს. აფრიკა ადრე თამაშობს იტალიაში, ინგლისი გვიან იღებს სამოას, ბოლოს კი საფრანგეთი - არგენტინაა.
დავიწყოთ შოუს თვლებით. სამყურები ოზებს 1927 წლიდან 31: 9-21*1 (427:634) ჩამორჩებიან და დუბლინშიც უარყოფითი ბალანსი აქვთ 5-11*1. ავსტრალიამ შარშან ავივაზე 32:15 იმარჯვა. ლენსთერს აქამდე ახსოვს ვოლაბთა ახალი გურუ მაიქლ ჩეკა, ამან კი ლამის კავშირის ჯინაზე, შინიდან იხმო ქერთლი ბილი, ვისაც ყოფილი მწვრთნელის ხარჭასთან კაფიაობა 48 ათასად დაუჯდა, და იგი 23 ნომრად ჩაწერა.
ბილის ჩასვლით გაიხარა დამარქაფებულმა დოსტმა, 2012 წელს 60 ათასით დაჯარიმებულმა ქვეიდ ქუპერმა, ჩეკამ კი ჭკუა იხმარა და ბიჭები ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრზე დააბინავა, რათა ესენი რეკორდის მოსახსნელად გინესს აღარ მიეძალონ. გარემარბად პირველად იწყებს ფიჯელი ჰენრი სპეითი, ირლანდიამ კი ლამის უკლებლივ აღადგინა ჩვენთან დასვენებული ბობოლები.
404 ათასი მიმდევარივერ მოკეთდა მხოლოდ შუამარბი ჯარედ პეინი და გორდონ დ’არსი ძირითადში დარჩა. სამაგიეროდ, კვაჭად დაბრუნდა რორი ბესთი. უელსს ეგრევე შეემატა შუამარბი ჯონათან დევისი, 109-კილოანი ჯორჯ ნორსი კი თავის ტოლა ჯულიან სავეასთან საომრად ემზადება და ისიც ახსოვს, რომ კივი ჯეელის აქტივში 32 ტესტში დადებული 29 ლელოა.
ზელანდიას არა უჭირს რა - ოთხი ჯანსაღი, ჩინებული 10 ნომრიდან ორი ჰყავდა დასაწუნებელი! უფროსობამ 23 კაცშიც აღარ ჩაწერა ბებერი დენ ქართერი - ამ დონეზე სატესტოდ ჯერ მზად ვერააო, და ზედ მიაყოლა არონ ქრუდენი, ვინაც ინგლისთან დაიწყო. ჰოდა, უელსთან გუნდს დაგეზავს ეშხიანი ბოდენ ბარეთი, ხოლო მონდომებული ქოლინ სლეიდი მას ბოლოსკენ შეეხიდება.
შუა კვირაში ასული ეყოლა მუსლიმი სონი-ბილ ვილიამსის წაწალს, მამამ კი მშობიარობას ინტერნეთით უყურა, უფალს მადლი არაბულად შესწირა და თვითერით 404 ათასი მიმდევარიც გაახარა. გაისარჯნენ სტატისტიკოსებიც და დათვალეს, რომ უბერებელი რიჩი მაკ’ქოუ 137-ე ტესტში მეასედ (!) უკაპიტნებს "ოლ ბლექსს" ... პირველი ყოჩობიდან 10 წლისა და ორი დღის, ანუ 112 მატჩის შემდეგ, და თანაც - კარდიფშივე.
ერთიანი სამოარიჩი რომ უნიკუმია, მაგას ბევრი ფიცი-მტკიცი არ ჭირდება, უფრო შთამბეჭდავი კია უელსის მარცხიანი სერია: 1905-53 წლებში ერთ’თავად შინ მორაგბე "ურჩხულები" 3-1 უგებდნენ შავებს, მაგრამ 1963 წლიდან მოყოლებული, უელსი - ზელანდიის ჯამური ბალანსია 0-25 (262:843) და მილენიუმზე რკენებისა 0-8 (111:273)
სამოა იფიცებოდა, კავშირმა მილიონები დაამღერა და თუ ირბ ჩვენს საწუხარს კიდევ წაუყრუებს, თვიქნემში, ინგლისთან დაგეგმილ ტესტს ჩავშლითო. დუბლინმა ბიჭებს უსმინა და საქმეში გარკვევას შეპირდა, ციცქნა ქვეყნის პრემიერმა ტუი’ლაეპა საილელემ კი, ვინაც თან რაგბის კავშირის თავ’კაცია, მომჩივნებს "განებივრებული ბავშვები" უწოდა და კიდეც დაექადნა, თუ ფული გირჩევნიათ, ნაკრებში სხვებს ვუხმობთო.
სამოას სხვებიც დაემუქრნენ, ჭკუით იყავით, თორემ მსოფლიო თასიდან და ოლიმპიადის შესარჩევებიდან მოგხსნითო. მაშინ ხმა აიმაღლეს ძირით მაქაურმა ოლ ბლექებმა: სონი-ბილმა, ქევენ მეალამუმ, ჯერომ კაინომ და ვიკტორ ვიტომ - თან ისე ტაქტიანად, რომ მათივე კავშირი ვერაფერში შედავებოდათ:
შავები გაიძრეს და როგორც კერძო პირებმა, ისე დადეს ინსტაგრამზე მეამბოხეებთან სოლიდარობის ფოტო დევიზით "ერთიანი სამოა"
ჩრდილოეთის ტესტები<< მესამე ვიქენდი
საქართველოს თარიღითა და დროით
22/11 იტალია 18.00 აფრიკა პადუა
შოტლანდია 18.30 ტონგა ქილმარნოქი
პორტუგალია 19.00 ნამიბია ლისაბონი
ირლანდია 20.30 ავსტრალია დუბლინი
რუმინეთი 20.30 კანადა ბუქარესტი
უელსი 21.30 ზელანდია კარდიფი
ინგლისი 23.00 სამოა ლონდონი
საფრანგეთი 24.00 არგენტინა პარიზი
23/11 საქართველო 17.00 იაპონია თბილისი
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/@ რაზმები ამავე თემის წინა გვერდზე
+++ ზოგი რამ, რაც გაზეთში ვერ ჩაეტია:
ტედი ტომამ (სფრ) გააცდინა ვიდეო-სესია და რაზმიდან ამოშალეს = 29 კაცი იყო და მარტო მაგას დაავიწყდაო
ზანგი ბურჯი ტრევორ ნიაკანე პირველად მოხვდა ბოკეს 15-ეულში
შოტლანდია - ტონგა პირველი მატჩია "პირველი დონის" გუნდისა,
რომელიც მთლად ხელოვნურ საფარზე გაიმართება =
აქამდე ბობოლებს უთამაშიათ შერეულზე =
ეგეთი აგია ამ შემოდგომიდან მილენიუმსა და მარიფილდში This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 22 Nov 2014, 12:53