მორიგი ტრიპლი შემოდგომის ტესტების მესამე ვიქენდზე
სამხრეთის "ოთხმა ერმა" რკენა სამგან მოიგო;
დამარცხდა მხოლოდ ეშხიანად მობურთალი ავსტრალია;
წლის მორაგბედ კი "ოლ ბლექი" ბროდი რეთალიქი სცნესhttp://Qaflan.netai.net/2014ზელანდიამ 1963 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 26-ედაც ძლია თავისსავით მომცრო, მაგრამ რაგბზე გადაგებული უელსი.
უბერებელმა რიჩი მაკ’ქოუმ შავებს მეასედ (!) უკაპიტნა, ნამატჩევს კი კივებს სამი "ოსკარი" ერგოთ - 23 წლის, ფრიად გაწაფული მეორე’ხაზელის გარდა, "ოლ ბლექსმა" სულ მერვედ და ზედიზედ მეხუთედ (2010-14) მოიპოვა "წლის გუნდის" წოდება, ხოლო სთივ ჰანსენი მესამედაც შეიქნა "საუკეთესო მწვრთნელი"
ჩემპიონებმა ბარაქიანად, 18 ქულითა და 4 ლელოთი კი იმარჯვეს, მაგრამ საომარი 10 წუთიღა რჩებოდა და უელსი ჯერაც ერთი ქულით იყო წინ. და მაინც, კელტთა ოცნებას, რომ გატეხდნენ კივურ ნავსს, ასრულება არ ეწერა - სტუმრებმა ციმციმ შეიტანეს სამი (!) ლელო.
მიმხდომი დაცვაპირველი ნახევარი ფრედ * 3:3 დასრულდა. უელსმა თვალი გაუსწორა ჰაკას, გამოიყენა მიმხდომი დაცვა, ბურთის წინ წაწევა კი შუამარბ ჯემი რობერთსს დააკისრა (29 მეტრი 11 სოლოზე)
სტუმართა ვარსკვლავები - ბენ სმითი და სონი-ბილ ვილიამსი ბევრჯერ მწარედ დასცეს, ვეინ ბარნსმა კი მაკ’ქოუ ბრეიქ’დაუნზე გაამტყუნა და ლი ჰაფპენიმ ჯარიმა შეაგდო * 3:0 @ 7
ჯონათან დევისმა ბურთს ფეხი მიჰკრა, მაგრამ ჯორჯ ნორსმა ვერ ივარგა; არონ ქრუდენისა და დენ ქართერის ნაცვლად მოთამაშე ბოდენ ბარეთმა მეორე დარტყმითღა გაქვითა ანგარიში, ზედ შესვენების წინ კი ზელანდია მიაწყდა ლელოს, მაგრამ სონი-ბილს ოვალი დაუვარდა.
ფულბექად დახიესმეორე ტაიმში უელსი წინ ორჯერ გავიდა, მანამდე კი კონრად სმითმა რომ მიიზიდა ალექს ქასბერთი, ჯულიან სავეამ გააბითურა დენ ბიგარი და 33-ე ტესტში 30-ე ლელო მიითვალა * 3:10 @ 44
უმალ ტონგელმა ტაულუპე "თობი" ფალეტაუმ შერკინებიდან კართან შეუშვა რის ვები * 10:10 @ 47, სემ ვაითლოქი კი რაქში დაჯარიმდა * 13:10 @ 52
ჰოდა, გურუ ჰანსენმა 10 ნომრად შეიყვანა საიმედო ქოლინ სლეიდი, ბენ სმითი ფრთაზე გადაიყვანა, ბარეთი კი მწყობრს განარიდა - უკან, ფულბექად დახია.
ისტორიას იშველიებსკივებმა ბურთაობა ააწყვეს. დენ ქოულზის რეიდის კვალად მაკ’ქოუ ლამის ეწია მიზანს, რაქიდან კი ბარეთმა იქეთა ფრთაზე გადაუკიდა კონრადს და ამან ჯერომ კაინო დაგეზა * 13:15 @ 64
იუბილარი რიჩი კიდევ დაჯარიმდა "ბოჭვაზე გვერდიდან შესვლისთვის" * 16:15 @ 68, მაგრამ ეგ იყო და ეგ - ბარეთმა გადაიკიდა და აიღო, ხოლო ჰაფპენი ოვალის ასხლტომამ შეაცდინა * 16:22 @ 71
უელსს ვეღარც მარქაფამ არგო - მაიქ ფილიპსს მოგერიებაზე დაუფარა ქიარან რიდმა, მეხუთე ლელოზე კი სლეიდის დიაგონალური ბენმა ჩამოუგდო ისევ და ისევ ბარეთს * 16:34 @ 77
ასე და ამგვარად, შარშან 14-ვე ტესტის მომგებმა ზელანდიამ 2014 წელი 12-1*1 ბალანსით დაასრულა, უელსის კივივე გურუ, ვორენ გეთლენდი კი ისტორიას იშველიებს "ურჩხულთა" სანუგეშებლად, ესაო და ჩემს ჯეელობაში სანამ ვაიქათო ვძლევდით ოქლენდს, კაი ხანი გავიდაო.
სტრატეგიამ გაამართლაირლანდია "ექვსი ერის" ფალავანია. "სამყურებმა" ავივაზე შარშან კინაღამ დაამარცხეს "ოლ ბლექსი", წლეულს, აფრიკის ჯობნის შემდეგ კი, ჩვენთან 13 კაცი დაასვენეს, რათა სულ ხელ-და-ხელ მობურთალი ავსტრალიის შესაბოჭად უზომოდ ბევრი ენერგია დაჭირდებოდათ.
მწვანეთა სტრატეგიამ გაამართლა - ლაღი ოზები ბოლოს წახდნენ, მსაჯი კი ჯარიმებს აღარ ნიშნავდა. არადა, ვოლაბებს მოედანზე ერთბაშად სამი 10 ნომერი ჰყავდათ და დასვენებული ოზი ოსტატები (გენია, ქუპერ, ბილ) დაღლილ მეტოქეებს ეთამაშებოდნენ.
ირლანდია წინ მალევე ბევრით გაიჭრა: რორი ბესთმა "ხროვულ გაკავებაში" ბურთი ზეზეულად რომ წაღლიტა მეტოქეს, ჯონათან სექსთონმა მოშიშვებულ ზურგში გადაუკიდა საიმონ ზიბოს, ბერნარდ ფოლისა და ტევიტა კურინდრანის გარღვევების შემდეგ კი ნიქ ფიპსს პასი ჩაუჭრა თომი ბოუმ და 80 მეტრი იქეთ იჭენავა * 17:0 @ 16
არ უმხელდაავსტრალია ათამაშდა და სამი საპასუხო ლელო გაიტანა: ზიბოს რომ ჩაუჭრეს, ფიპსმა ოთხი კაცის მოღორებით დააფინიშა; ფოლის ქიქ’აუთიდან ჰერნი სპეითი ალამთან რომ გააკავეს და ბურთიც ჩაკლეს, ფიპსის "წინ პასით" ფოლი ეწია მიზანს და ტელი’რეფმა აურია; ბოლოს კი მეთ ტომუამ და ფოლიმ გემოზე აპასავეს გუნდი * 17:17 @ 31
ტომუა არ დაცხრა და ფოლიმ ჯარიმაც შეაგდო. ტაიმი მაინც ფრედ * 20:20 დასრულდა. შესვენების შემდეგ ლელო აღარ დადებულა. ირლანდიამ ორი ჯარიმა გაიტანა და ავსტრალიამ ერთი. რობ ქარნის არეკნი ძელს მოხვდა, ოზებმა კი ბევრი და ძაან სახიფათოდაც უტიეს, მაგრამ ვერაფრით გადალახეს მასპინძელთა დაცვა * 26:23
ნამატჩევს სტუმართა ახალმა გურუმ, მაიქლ ჩეკამ დაიჩივლა, მსაჯებს აკვიატებული აქვთ, რომ შერკინება ჯაბანი გვყავს და მაგით ერთობ ვზარალობთო, ირლანდიის კივ მოძღვარს, ჯო შმიდტს კი სასწრაფოდ ამოკვეთეს ბრმა ნაწლავი - კაცი მთელი დღე ცუდად ყოფილა, მაგრამ გუნდს ტკივილს არ უმხელდა.
დაივიწყა და დაასრულაიტალია აფრიკასთან აქამდე ბლომად და უსიტყვოდ აგებდა, ამჯერად კი ბოლომდე გაუძალიანდა. ბოკეს წუნი მიეძალა. 6:8-ზე აძურის მაორმა მგეზავმა, ქელი ჰაიმონამ კარს შორიდან ვერ უწია ჯარიმა. საათის თავზე ბისმარკ დიუ’პლესის რეიდი გააგრძელა ნიზამ ქარმა და კობუს რეინახი ახეირა, ბოლო შეტევაში კი ვილი ლე’რუმ და ჰანდრე პოლარდმა ბრაიან ჰაბანას 57-ე ტესტ-ლელო მიათვლევინეს * 6:22
არგენტინას მოუხდა კაპიტნისა და კვაჭის, აგუსტინ კრევის დაბრუნება, ფიჯისა და ავსტრალიის მჯობნმა ფრანგებმა კი მას შემდეგღა გამოიღვიძეს, რაც 0:15 ჩამორჩნენ.
პუმებს ლელო არ გაუტანიათ - სამაგიეროდ, ნიკოლას სანჩესმა და ხუან-მარტინ ერნანდესმა შეაგდეს ოთხი (!) არეკნი. სტუმრებს ბოლო ნახევარ საათში დაღლა დაეტყოთ. იოან იუჟე ლელოსთან რომ შებოჭეს, რორი ქოქოთმა ვეზლი ფოფანმა დაგეზა * 10:18 @ 58
13:18-ზე ერნანდესმა ვერ გაიტანა ჯარიმა, წამატებულ წუთებზე კი არგენტინა ზედიზედ ჯარიმდებოდა. რეფმა ეგრეც არავინ გაასინბინა, სქოთ სპედინგს კი შეტანილი რომ არ დაამიწებინეს, უფალმა ჯორჯ ქლენზიმ ხეირიც დაივიწყა და თამაში დაასრულა. ჰოდა, საფრანგეთმა მისწერა "მსოფლიო რაგბს", კმარა, მაგას ნუღარ დაგვინიშნავთო.
ჩრდილოეთის ტესტები<< მესამე ვიქენდი
იტალია 6:22 აფრიკაიტა: მაზი სარტო (ტონიოლატი 79) კამპანიარო მორიზი მაკ’ლეინ <10-9> ჰაიმონა (ორკერა 76) გორი (პალაძანი 65) /
აგერო (დე’მარკი 35) გირალდინი (მანიჩი 64) კასტროჯოვანი (კისტოლინი 64) ხელდენჰეის ფურნო (ბორტოლამი 71) ძანი (მინტო 41) ვუნისა პარისე^კაპ -
2ჯ: ჰაიმონა
აფრ: ხუსენ (ლე’რუ 58) პიტერსენ სერფონტეინ დე’ვილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> ლემბი (პოლარდ 58) რეინახ (ჰოუხარდ 61) /
ნიაკანე (სტენკამპ 57) სტრაუს (ბ.დიუ’პლესი 51) უსტჰეიზენ (რედლინჰეის 61) ეცებეთ (დე’იახერ 71) მეტფილდ; კუცია მოჰოჟე (ქარ 57) ფერმიულენ -
3ლ: უსტჰეიზენ რეინახ ჰაბანა; 2გ: პოლარდ; ჯ: ლემბი
რეფ გარსეზ (სფრ) @ 22/11 პადუა, ეუგანეო (24 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...56&d=14168019353:0(12) 3:3(16) 3:8(22) 6:8(40+2) / 6:15(60) 6:22(80+)
ირლანდია 26:23 ავსტრალიაირლ: ქარნი (ფ.ჯოუნზ 78) ბოუ ჰენშოუ დ’არსი (მედიგან 59) ზიბო <10-9> სექსთონ (რედენ 78) მარი (რედენ 72-75) /
მაკ’გრას ბესთ (ქრონინ 68) როს; თოუნერ (დ.ფოლი 62) ო’ქონელ^კაპ; ო’მანი რადოქ ჰიზლიპ -
2ლ: ზიბო ბოუ; 2გ 4ჯ: სექსთონ
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი (ბილ 46) ტომუა სპეით <10-9> ბ.ფოლი (ქუპერ 65) ფიპს (გენია 68) /
სლიპერ (რობინსონ 76) ფაინგა (ჰენსონ 71) კეპუ (ფოქნერ 71) ქართერ (სქელთონ 72) სიმონს; ლ.ჯოუნზ (შაც 54) ჰუპერ^კაპ მაკ’ქალმან -
3ლ: ფიპს (1 3) ფოლი; გ 2ჯ: ფოლი
რეფ ჯექსონ (ზელ) @ 22/11 დუბლინი, ავივა (51 100)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...23&d=14166893993:0(6) 10:0(13) 17:0(16) 17:7(19) 17:12(23) 17:17(31) 17:20(37) 20:20(40+3) /
23:20(46) 23:23(49) 26:23(64)
უელსი 16:34 ზელანდიაუელ: ჰაფპენი ქასბერთ დევის რობერთს ნორს (ლ.ვილიამს 66) <10-9> ბიგარ (ჰუქ 74) ვებ (ფილიპს 57) /
ჯეიმზ (ნ.სმით 74-76) ჰიბარდ (ბოლდვინ 62) ლი (რდ.ჯოუნზ 74) ბოლ (ჩართერის 62) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 62) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
ლ: ვებ; გ 3ჯ: ჰაფპენი
ზელ: ბ.სმით პიატაუ (სლეიდ 56) კ.სმით სბ.ვილიამს (ქროთი 71) სავეა <10-9> ბარეთ ა.სმით (პერენარა 73) /
ქროქეთ (მუდი 41) ქოულზ (მეალამუ 65) ო.ფრენქს (ფაუმუინა 47) რეთალიქ ვაითლოქ (ტუი’პულოტუ 65) კაინო (მესამ 65) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
5ლ: სავეა კაინო ბარეთ (3 5) რიდ; 3გ: ბარეთ, სლეიდ 2; ჯ: ბარეთ
რეფ ბარნს (ინგ) @ 22/11 კარდიფი, მილენიუმ (72 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...43&d=14167485703:0(7) 3:3(23) /
3:10(44) 10:10(47) 13:10(52) 13:15(64) 16:15(68) 16:22(71) 16:29(74) 16:34(77)
საფრანგეთი 13:18 არგენტინასფრ: სპედინგ იუჟე მერმოზ (ბასტარო 42) ფოფანა მედარ (მერმოზ 59) <10-9> ლოპეს (ტალე 70) ტიუ-ბორდ (ქოქოთ 47) /
შოსი (მენინი 38) კეიზერ (გირადო 47) მას (ატონიო 41) პაპე ვაა’მაინა (მაესტრი 49) დიუზოტუარ^კაპ ლე’რუ შული (ოლივონ 75) -
ლ: ფოფანა; გ: ლოპეს; 2ჯ: ლოპეს ქოქოთ
არგ: ტუკულეტ (გონსალეს-ამოროსინო 62) იმოფ ვოშ (გონსალეს-იგლესიას 17) ერნანდეს მონტერო <10-9> სანჩეს კუველი (ლანდახო 62) /
აჟერსა (ნოგერა-პას 65) კრევი^კაპ ტეტას-ჩაპარო (ერერა 58) პეტი-პაგადისავალ (პონსე 76) ლავანინი; ისა ორტეგა-დესიო სენატორე (ლესანა 20) -
2ჯ: სანჩეს; 4ა: სანჩეს (1 3 4) ერნანდეს (2)
რეფ ქლენზი (ირლ) @ 22/11 პარიზი, სან’დენი (45 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...70&d=14168413200:3(2) 0:6(17ა) 0:9(26) 0:12(28ა) 0:15(30ა) 3:15(37) /
3:18(46ა) 10:18(58) 13:18(64) ბოლო (80+4)
"პლანეტ რაგბის" რჩეულნი15 ტიმოთი ნანგუსა (ფიჯ, 14 იოან იუჟე (სფრ, 13 იან სერფონტეინ (აფრ, 12 ჯემი რობერთს (უელ, 11 საიმონ ზიბო (ირლ;
10 ნიკოლას სანჩეს (არგ, 9 ნიქ ფიპს (ავს) /
1 ჯექ მაკ’გრას (ირლ, 2 აგუსტინ კრევი (არგ, 3 დევიდ ვილსონ (ინგ;
4 ბროდი რეთალიქ (ზელ, 5 პოლ ო’ქონელ (ირლ;
6 პითერ ო’მანი (ირლ, 7 ბლერ ქოუან (შტლ, 8 სერჯო პარისე (იტა)
სულ: 4 ირლ, 2 არგ, 1 ავს აფრ ზელ ინგ იტა სფრ უელ ფიჯ შტლ
"მსოფლიო რაგბის" ოსკაროსნებიწელი მოთამაშე # მწვრთნელი გუნდი
2001 ქის ვუდ ირლ 2 როდ მაკ’ქვინ ავს ავსტრალია
2002 ფაბიან გალტიე სფრ 9 ბერნარ ლაპორტ სფრ საფრანგეთი
2003 ჯონი ვილქინსონ ინგ 10 ქლაივ ვუდვორდ ინგ ინგლისი
2004 სხალკ ბერგერ აფრ 6 ჯეიქ ვაით აფრ აფრიკა
2005 დენ ქართერ ზელ 10 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2006 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2007 ბრაიან ჰაბანა აფრ 11 ჯეიქ ვაით აფრ აფრიკა
2008 შეინ ვილიამს უელ 11 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2009 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 დექლან ქიდნი ირლ აფრიკა
2010 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2011 ტიერი დიუზოტუარ სფრ 6 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2012 დენ ქართერ ზელ 10 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2013 ქიარან რიდ ზელ 8 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2014 ბროდი რეთალიქ ზელ 4 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
@