ღონე ეშხს ჯაბნის შემოდგომის ტესტების ფინიშზე რაგბის მშობელმა ბრიტანეთმა
წყვილად დაამარცხა სამხრეთ-ნახევარ’სფეროელი გოლიათებიhttp://Qaflan.netai.net/2014მსოფლიო რაგბს სტილთა სიჭრელე უხდება - ზოგი ღონით იგებს და ზოგიც ხერხით. ჩემპიონ ზელანდიას ეს ორი საწყისი ჩინებულად აქვს შეხამებული, სხვები კი იქითკენ იხრებიან, რაც უფრო ეხერხებათ.
ინგლისი შერკინებაში ძალუმად აწვება, მეტოქეს მოლით ათრევს და ფეხითაც ჭკვიანურად თამაშობს, ქრონიკულად დედალ ფორვარდთა მყოლი ავსტრალია კი უკიდურესობაში გადავარდნილა - სულ ხელ’და’ხელ რაგბობს, ფეხით თითქმის არ (!) იგებს მოედანს და ბექებით ხაზს ხშირად ჭრის, მაგრამ მიზანს იშვიათად აღწევს, რადგან ბოლოს მაინც შეცდება რამე და არც ბობოლა მეტოქეა დაცვაში ჯაბანი.
დაუმატეთ ამას რაგბის ყავლ’გასული, ულოგიკო წესებიც: გუნდური პასაობითა და ეშხიანი სოლოებით ნახევარ მოედანს გალევ, ალამთან ლელოს გაიტან და 5 ქულა მოგეცემა, მაშინ როცა მეტოქე მოედნის ცენტრში ვირ’ეშმაკულად მოგაწვება, რეფი ჯარიმას გუმანით’ღა დანიშნავს, ქიქერი სადგამზე შეყენებულ, აერო’დინამიკურ "გილბერთს" 50 მეტრიდან დაჰკრავს და არამ 3 ქულას მიუთვლის თავისიანებს.
ჩავხედოთ სტატისტიკასმსგავსი რამ ბოლო წლებში უკვე იმდენჯერ მოხდა, რომ წვრილად აღწერას აზრი აღარცა აქვს. საკმარისია ჩავხედოთ სტატისტიკას: ოზებს ოვალი დროის 2/3 ეპყრათ; მათ ბრიტებზე 3-ჯერ მეტი იპასავეს, ირბინეს ბურთით, ხაზი ჭრეს, ი’ოფლოუდ’ეს და რაქებიც იგეს, მაგრამ ორჯერ მეტად დაჯარიმდნენ და ინგლისმაც ფეხით დაურტყათ.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, გუნდებმა ორ-ორი ლელოც ნაცად ყაიდაზე დადეს. ჯორჯ ფორდის გადაკიდებული ვერ აიღო იზი ფოლაუმ; მაიქ ბრაუნის დარტყმულიდან ქვეიდ ქუპერი ლელოში შედენეს; ბრედ ბარითი მიეძალა და თომ ვუდმა ახლოდან დაგეზა ბენ მორგანი, მეორედ კი ამანვე 5-მეტრა შერკინებაში მიწოლა დააგვირგვინა.
ოზთა წყვილი ლელო სადაც იყო და ჩახლართულიც: ჯერ რობ ჰორნმა და ბერნარდ ფოლიმ წაიბურთავეს, მერე კი ქვეიდმა და მეთ ტომუამ ფაზური შტურმი დაასრულებინეს გოლიათ ვილ სქელთონს, მაგრამ ამან მოსაგებად ვერ იკმარა, რაღაი 6:3-ზე, ფოლაუს რეიდის შემდეგ, ქორთნი ლოზმა შებოჭა ადამ ეშლი-ქუპერი (164 მეტრი 15 სოლოზე, 3 გაჭრა), ხოლო 23:17-ზე ლიგელმა (!) ფოლაუმ უმწეოდ უპასა ჰორნს.
არქაული ფანდიმენცრებმა შენიშნეს, ინგლისს ეღირსა დარში თამაში და ნორჩმა ფორდმაც გაამართლა ნდობაო. ოზებმა ტურნე სამი მარცხით დაასრულეს. მათი ახალი გურუ, მაიქლ ჩეკა აღიარებს, შერკინებაში ცოტა უნდა ვიეშმაკოთ და მობრუნებაც ვცადოთო, მედია კი გვახსენებს, 2015 წლის 3 ოქტომბერს (23.00 საქ) ძველი მეტოქეები თვიქნემშივე შეიყრებიან მსოფლიო თასის პულის გადამწყვეტ ჯახშიო.
ამავე ხუთეულშია უელსი, ვინაც 6-წლიანი ნავსი გატეხა და სამხრეთულ სამეულთან ზედიზედ 22 წაგების შემდეგ, თვით ბოკეს აჯობა. 80 წუთი ბრძოლაში გაილია. ლელო არ დადებულა. გავიდა 6 ჯარიმა. უელსმა რვიდან ოდენ ორი (!) შეცვლა გამოიყენა, მისი კივი გურუ, ვორენ გეთლენდი კი ისე წახდა, რომ ბოლო წუთებზე მოედანს ვეღარც უყურებდა.
აფრიკა უტევდა, მაგრამ ისევ ბევრჯერ შეცდა. ბოკეს კაპიტანს, ჟან დე’ვილიერსს საათის თავზე მენისკი დაუზიანდა. 3:3-ზე ლი ჰაფპენიმ ჯარიმა ძელს გაარტყა; მანვე შებოჭა ლელოსკენ გაჭრილი ზორბა იბენ ეცებეთი. უელსმა ორჯერ სცადა არქაული ფანდი - დერეფანში 13 კაცი გაამწკრივა; მგეზავმა დენ ბიგარმა მბოჭავად ივარგა (11/0) და ტაფიებმაც 1906 წლიდან, 30-ე შეყრაზე, ოდენ მეორედ ძლიეს აფრიკა.
ჩრდილოეთის ტესტები<< ჩაროზი ვიქენდი
ინგლისი 26:17 ავსტრალიაინგ: ბრაუნ ვოთსონ ბარით (ფარელ 62-67, იარდ 79) თველვ’თრიზ (ფარელ 68) მეი <10-9> ფორდ იანგს (ვიგლს’ვორს 70) /
მარლერ (მულენ 54) ჰართლი (ვებერ 72) ვილსონ (ბრუქს 61) ეთვუდ ლოზ (ქრუზ 54, ვუდ 79) ვუდ (ჰესქელ 78) რობშოუ^კაპ მორგან -
2ლ: მორგან; 2გ 4ჯ: ფორდ
ავს: ფოლაუ სპეით (ბილ 64) ეშლი-ქუპერ ტომუა ჰორნ <10-9> ფოლი (ქუპერ 47) ფიპს (ვაით 50) /
სლიპერ (რობინსონ 68) ფაინგა (ჰენსონ 73) კეპუ (ელიგზანდერ 52) ქართერ სიმონს (ჯოუნზ 41) მაკ’მან (სქელთონ 59) ჰუპერ^კაპ მაკ’ქალმან -
2ლ: ფოლი სქელთონ; 2გ: ფოლი ქუპერ; ჯ: ფოლი
რეფ გარსეზ (სფრ) @ ლონდონი, თვიქნემ (82 049)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...16&d=14172932410:3(4) 3:3(7) 6:3(13) 13:3(30) /
13:10(46) 20:10(58) 20:17(61) 23:17(64) 26:17(77)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/203143.htmlბურთის ფლობა 34-66% (39-61 / 27-73)
ტერიტორია 30-70% (34-66 / 25-75)
სოლო 50-153 (203-595 მეტრი, გარღვევა 2-8
პასი 71-222, ოფლოუდი 3-15
ფეხით 30-14, სადგამიდან 6/8-3/3, არეკნით 0/1-0
ბურთი რაქიდან 33-110, აცლა 16-9, მოლი 6-2
ბოჭვა 157-53, გატარება 25-8
დაჯარიმება 7-13
თავისი*მეტოქის შერკინება 9*0-5*2, დერეფანი 12*1-8*2
წინსვლა (მეტრი: 58 ბრაუნ, 36 ვოთსონ, 31 მორგან ფორდ -
164 ეშლი-ქუპერ, 110 ფოლაუ, 81 სპეით, 41 ჰორნ, 35 ფოლი
ბოჭვა: 16 ბარით, 15 რობშოუ, 13 ვილსონ, 12 მორგან, 11 ეთვუდ ლოზ, 9 ვუდ მარლერ, 8 ბრაუნ თველვ’თრიზ -
8 ჰუპერ
უელსი 12:6 აფრიკაუელ: ჰაფპენი (სქ.ვილიამს 67) ქასბერთ დევის რობერთს ლ.ვილიამს <10-9> ბიგარ ვებ /
ჯენქინს (ჯარვის 75) ბოლდვინ ლი; ბოლ ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
4ჯ: ჰაფპენი
აფრ: ლე’რუ ჰენდრიკს სბ 63, სერფონტეინ დე’ვილიერს^კაპ (დე’ალენდე 58) მვოვო <10-9> ლემბი (პოლარდ 57) რეინახ (ჰოუხარდ 62) /
მთავარირა (ნიაკანე 54) ბ.დიუ’პლესი (სტრაუს 57) უსტჰეიზენ (რედლინჰეის 70) ეცებეთ (დე’იახერ 69) მეტფილდ; კუცია მოჰოჟე (ქარ 54) ფერმიულენ -
2ჯ: ლემბი
რეფ ლეისი (ირლ) @ კარდიფი, მილენიუმ (58 235)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...16&d=14172932413:0(4) 3:3(10) / 6:3(48) 6:6(51) 9:6(53) 12:6(57) სბ(63ა)
* სქრამ.კომ’ის სტატისტიკა
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/217023.htmlბურთის ფლობა 50-50% (52-48 / 49-51)
ტერიტორია 53-47% (52-48 / 54-46)
სოლო 86-103 (235-251 მეტრი, გარღვევა 4-5
პასი 114-100, ოფლოუდი 4-4
ფეხით 21-23, სადგამიდან 4/5-2/3, არეკნით 0/1-0/1
ბურთი რაქიდან 123-91, აცლა 20-15, მოლი 3-6
ბოჭვა 157-53, გატარება 17-9
დაჯარიმება 9-13
თავისი*მეტოქის შერკინება 6*0-6*4, დერეფანი 14*0-8*3
წინსვლა (მეტრი: 44 რობერთს, 34 ლ.ვილიამს -
40 ფერმიულენ
ბოჭვა: 18 ვორბერთონ, 16 ლიდიეთ, 13 ჯენქინს, 11 ბიგარ, 10 ფალეტაუ ჯოუნზ -
10 კუცია მეტფილდ
@