გამოქვეყნდა ოთხშაბათის "ჩვენს თამაშში"
გასავარდნ ზონაში საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეშვიდე ტურში სტუმრად მოიგო მხოლოდ კლერმონმა და
კვლავაც ლიდერობს, ხოლო ტულონში პირველად ირაგბა მამუკა გორგოძემhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiკლერმონმა პირველი ტურის შემდეგ ახლაღა გაუშვა ლელო, მაგრამ მესამე გასვლაც მოიგო - უაიონაკსთან * 19:8
ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა ბობოლა ტულუზი და გასავარდნ ზონაში დაიძირა, თუმცკი თავიდან რიხით უტევდა ბეიონს. მედიას ეგეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რეფერი სებასტიან მინერი ბასკებს უფრო წყალობდა.
ჰოდა, ქრუსეიდერზის ექს-კვაჭმა, ქორი ფლინმა მოლში რომ დაწიხლა მეტოქე, 23’ წუთზე წითლით გააძევეს. ბეიონმა შერკინებით იძალა და პრემიასაც გამოკრა ხელი * 35:19, რაკი ბოლოსკენ თემიდამ ამისი გამბათილებელი ლელოც გააუქმა.
სამი ჯარიმა და სინბინიელიტის 11 კლუბის 16 ქართველიდან სულ ექვსმა ითამაშა: სამმა - ტულონში და სამმაც - სხვა სამ კლუბში. 15-ეულში დაიწყო ოდენ ორმა. ბოჭვათა ჯამური ბალანსი 22/1 გვაქვს. ჩვენების მონაგარია 3 ოფლოუდი, ხოლო პასივი - 5 ჯარიმა.
თამაშს მონატრებული "გულივერა" ბრძოლაში მეორე ტაიმიდან ჩაება, ბურთი 9-ჯერ მიიღო და 19 მეტრი იარა, მაგრამ ბოლოს ზედიზედ სამჯერ რომ დაჯარიმდა, მატჩი სინბინში დაასრულა.
ტულონს ამ დროს უკვე გატეხილი ჰყავდა მამუკას ყოფილი კლუბი, მონპელიე. ჩემპიონებს ორი ლელოთი და გოლებით 25 ქულა შეაწია ავსტრალიელმა ჯეიმზ ო’ქონორმა.
ეს ახალი წლიდან რედსში (ზე 15) რომ გადავა, არგენტინელი ხუან-მარტინ ერნანდესი შეცვლის, ბეჭ-საოპერაციო ფრედი მიშალაკის მაგივრად კი კლუბმა აიმატა კიდევ ერთი უმუშევარი პუმა, ნიკოლას სანჩესი, ვინც საფრანგეთში ფალავნობის დასრულებისთანავე ჩავა.
ტულონმა მონპელიეს პირველი ტაიმი 17:14-ღა მოუგო, გადამწყვეტ ლელოზე კი ოზმა მეთ გიტომ რომ მიიზიდა ორი, ბურთი მაკსიმ მერმოზს გაატანა და ამან მეტობით ახეირა ო’ქონორი * 35:17
ტულონი ნონუს ეკურკურებაფანობამ ტურებს შორის რომ არ მოიწყინოს, "მიდი ოლიმპიკი" (ოლიმპიური სამხრეთი) სატრანსფერო ამბებითა და ჭორებით აპურებს.
აგერ, კასტრის 10 ნომერი, რემი ტალე გაისიდან სამ სეზონად გაურიგდა პარიზის რასინგს, ვისაც შინ, ლენსთერში წაუვა ირლანდიელი ჯონათან სექსთონი.
ცნობებში 32 წლის "ოლ ბლექი" მაჰა ნონუც გამოჩნდა, ესაო და საგაისო მსოფლიო თასის შემდეგ ტულონში გადავა ორი წლითო. შარშან მასზევე წერდნენ, კლერმონმა შეიპირაო, ტულონის პატრონს, მურად ბუჯელალს კი აფრიკელი ვილემ ალბერცისა და ავსტრალიელი იზი ფოლაუსთვისაც დაუდგამს თვალი.
საფრანგეთის "ტოპ 14"VII ტურიპარ 26/09
ბეიონ$ 35:19 ტულუზ
შაბ 27/09
ტულონ$ 40:17 მონპელიე
ბრივ 34:24 ბორდო
გრენობლ 27:25 რასინგ$
ლიონ 28:18 კასტრ
სტად$ 43:10 ლა’როშელ
უაიონაკს 08:19 კლერმონ
ად ტოპ 14 * 7 ტური ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ $1 კლერმონ 27 +90 6-1 178:088 14/03 3
2 ტულონ 24 +112 5-2 234:122 27/11 4
3 სტად (პარ) 22 +1 5-2 162:161 19/15 2
4 გრენობლ 20 +23 4-3 188:165 20/11 4
5 რასინგ (პარ) ^ 18 +1 4-3 143:142 12/14 2
6 მონპელიე 18 +25 4-3 161:136 14/12 2
7 ბორდო 17 -2 4-3 164:166 13/15 1
8 ბეიონ 15 +7 3-4 161:154 13/15 3
9 ლიონ ^ 13 -29 3-4 130:159 11/14 1
10 ბრივ 13 -51 3-4 128:179 11/16 1
11 უაიონაკს 11 -10 2-5 153:163 14/14 3
12 ლა’როშელ ^^ 10 -80 2-5 160:240 13/29 2
13 ტულუზ ^ 10 -20 2-5 143:163 11/13 2
14 კასტრ 10 -67 2-5 129:196 10/20 2
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება
^ წინაა პირისპირ მოგებით
VIII ტური * საქ დროით
პარ 3/10
უაიონაკს 22.45 ტულონ
შაბ 4/10
ბორდო 16.45 კლერმონ
ბეიონ 20.30 მონპელიე
კასტრ 20.30 გრენობლ
ლა’როშელ 20.30 ლიონ
რასინგ 20.30 ბრივ
ტულუზ 22.45 სტად
"პრო დ2"უქმობდა. VI ტური შაბათ-კვირასაა (4-5/10)
+++
ტოპ 14-ის ქართველობა @ 26-27/09
კლუბი ჩვენებური წთ’ ლ სბ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ დერ -შ -ჯ
ბეიონ გიორგი ჟღენტი = . . . . . . . . . .
ბორდო ზაზა ნავროზაშვილი = . . . . . . . . . .
ბრივ კახა ასიეშვილი -59 . . 0/3 0 . . 7/0 . . 0
გოდერძი შველიძე = . . . . . . . . . .
კლერმონ დავით ზირაქაშვილი = . . . . . . . . . .
* ვიტო კოლელიშვილი = . . . . . . . . . .
ლა’როშელ ლექსო ყაულაშვილი -44+76 . . 0/7 17 1 . 4/1 . . 1
ლიონ გურამ კავთიძე = . . . . . . . . . .
მონპელიე მიხო ნარიაშვილი = . . . . . . . . . .
რასინგ დავით ხინჩაგიშვილი = . . . . . . . . . .
სტად ზურაბ ჟვანია +14-23+59-73 . . 1/4 4 . . 2/0 . . 1
დუდუ ქუბრიაშვილი = . . . . . . . . . .
ტულონ * მამუკა გორგოძე +41 . 73 4/5 19 . 2 4/0 1/0 . 3
* კოტე მიქაუტაძე +60 . . 0/2 0 . . 2/0 . . 0
ლევან ჩილაჩავა +66 . . 1/3 0 . 1 3/0 . 1 0
ტულუზ ვასო კაკოვინი = . . . . . . . . . .
* არა-ბურჯი; წთ’ წუთი; = 23 კაცში არ იყო, @ არ შესულა, + შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; ლ ლელო, სბ სინბინი, პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი, ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა, დერ დერეფანი (მოიგო/წააგო, -შ შეცდა (ბურთი დაკარგა, -ჯ დაჯარიმდა
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 2 Oct 2014, 11:45