რა აკრივებდათ? ზე 15-ის მეორე რაუნდის ორ თამაშს მაგრად რომ დააწვიმა,
ერთ თრილერს წყვილი ბარაქიანი რკენაღა დაერთოhttp://Qaflan.netai.net/20152015 წლის ქართული განრიგი pdf >>
http://qaflan.netai.net/2015/images/zera_2015.pdfjpg >>
http://attach.forum.ge/post-17-1423249622.jpgწარსული (1996-2014)http://qaflan.netai.net/2015/Z_ZERA.htmწარღვნა დაატყდა თავს ბრისბენსა და დურბანს; მეოთხე ლელო 14 გუნდიდან სამმაღა შეიტანა; გაიცა სამი ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი; ხუთივე ოზურ გუნდს ბალანსი 1-1 გაუხდა; აფრიკაში ორჯერ გამარჯვებული ჰარიქეინზი კი სხვაობითღა ჩამორჩება სთორმერზს.
მელბურნში რვა ლელო დაიდო. სტარტზე შინ შერცხვენილი ჩემპიონი, ვორათაზი მეორე მეოთხედიდან ბოლო ათ წუთამდე უგებდა რებელზს, ამან ანგარიში რომ გაუთანაბრა და პრემიაც დაიბევა, მაგრამ ბერნარდ ფოლიმ შერკინებიდან გასერა დაცვა და ქერთლი ბილი დაგეზა.
რებელზის პირველ ლელოზე სქოთ ჰიგინბოთამმა გააბითურა ჩია ნიქ ფიპსი და გოლიათი ვილ სქელთონი * 7:3. მერე ბილმა გადაიკიდა, აიღო და სთივენ ჰოილსი ახეირა * 7:10, ზედ შესვენების წინ კი ფიპსს შერკინებიდან გამოუგორდა ბურთი და ლუქ ბერჯესმა ააცალა * 14:16
ლიგურად მოიგერიამესამე მეოთხედში ორჯერ: ადამ ეშლი-ქუპერის შექცეული პასიდან და 3-კაცა ჩათამაშებიდან - იძალა ტანქელე ნაიარავორომ; ბერჯესი 5-მეტრა შერკინებიდან შევარდა კარში, 21:28-ზე კი ნაიარავორომ ლელოდან ხელით, ლიგურად მოიგერია შეცურებული და რაგბის ყავლ-გასულ წესთა გადამკიდე, სინბინში წაბრძანდა.
უმალ მაიქ ჰარისმა გაჭრა ხაზი და შორს მიაწოდა სეფენაია ნაივალუს * 28:28. მერე მელბურნელმა ჯექ დებროსინიმ შორიდან ააცილა ჯარიმა, ბილმა ლელო გაიტანა და ფოლიმ ჯარიმაც შეაგდო. ჰოდა, რებელზი უნუგეშოდ, პრემიის ამარადღა დარჩა * 28:38
ქვინზლენდში ციკლონ "მაშას" გამო ჩაიშალა ფეხბურთიცა და კრიკეტიც, სან’ქორპზე კი მოედანს რომ ვერ დაახატეს რეკლამები, ტელე-არხმა "ფოქსმა" კომპუტერულად გამოასწორა ხინჯი.
სასამართლო ელისრედსში პირველად ირაგბა "ოლ ბლექმა" ადამ თომსონმა; ქვეიდ ქუპერი შუა მაისშიღა მოკეთდება; ჯეიმზ ო’ქონორს მოთელვაზე გაუმიზეზდა მუხლი; ნალიგარ-ნარულზარ ქარმაიქლ ჰანთს კი 5 მარტს სასამართლო ელის კოკაინით ვაჭრობისთვის. ჰოდა, ათად ჰავბექი ნიქ ფრისბი დადგა, ხოლო ქიქერობა ექსპრომტად იკისრა ლოქი თერნერმა.
რედსს საწყის ნახევარ საათში დაემტვრნენ მორკინალი კაპიტნები, ჯეიმზ სლიპერი და ჯეიმზ ჰორვილი, ვორათაზის მძლეველ ფორსს კი ჯიგარი აკლდა. ქრის კურინდრანიმ რომ წამოიღო გადაკიდებული, თერნერმა ლელო შეიტანა * 11:6
მესამე მეოთხედში ფრისბიმ მომსხეპი გადაცემით ახეირა ქრის ფეაუაი-საუტია, მაგრამ ტელი-რეფმა "წინ პასი" გამოჩხრიკა, თუმცა იქვე ფორსმა შერკინება წააგო, რედსმა ათრია მეტოქე და საჯარიმო ლელოს გამორჩა * 18:6
ლელოს კიდეზელიდერი ბრამბიზი ჩიფსს ნიუ-პრიმუთში დევიდ პოქოქის გარეშე ეახლა. კივებს დაუბრუნდნენ ლიამ მესამი და არონ ქრუდენი, მაგრამ უეცრად გამოაკლდათ სონი-ბილ ვილიამსი. ოზებმა გასატანი ჯარიმა კარის ნაცვლად 4-ჯერ (!) დაჰკრეს კიდეზე და ავანტიურით ვერაფერი იხეირეს, ჩიფსმა კი ბოლო ორი გოლი შერკინებიდან გაიტანა * 19:17
თითო ლელო პირველ ტაიმში დაიდო. მარჯვნივ რომ შეუტია ბრაის ჰიმმა, ჩარლი ნგატაიმ გაინავარდა * 10:6; ბრამბიზი მიზანს ზედახორაში ეწია * 10:11, მერე კი ქრუდენმა ფრთაზე გადაუკიდა მესამს და ამან ფეხითვე კარისკენ დაარტყა, მაგრამ მაამა ვაიპალუს დამიწებისას დაუვარდა.
გადამწყვეტი ჯარიმა "ადრე მოხსნისთვის" დაინიშნა. პარასკევსვე, პრეტორიაში, ჰარიქეინზი ერთით ჩამორჩებოდა ბულზს, ხეირზე ბურთაობის შემდეგ ჯულიან სავეამ იქეთა ფრთაზე უცებ რომ გაათამაშა და იგი 5 მეტრიდან ვეღარავინ შეაჩერა, 77’ წუთზე კი ბური გრანტ ჰატინხი ალამთან თითქოს ეწია მიზანს, მაგრამ ვიდეოზე გამოჩნდა, რომ "გარე ხელი" ლელოს კიდეს შეახო * 13:17
ორი ჯარიმით მეტიშაბათი დანიდინის დარბაზში, სამხრეთ-ზელანდიური შინაომით დაიწყო. დაიდო ორ-ორი ლელო, მაგრამ ქრუსეიდერზმა მასპინძელ ჰაილენდერზზე ორი ჯარიმით მეტი გაიტანა * 26:20. ოთხივე ლელო წითელ ზოლში გამართულ "აიღე და მიეძალეს" მოჰყვა, ოღონდაც ორი - ბექისა და ერთიც - ჰავბექის (არონ სმით) ანგარიშზეა.
ჰაილენდერზმა ერთბაშად შვიდი ახალბედა ათამაშა. მსოფლიო თასის წელს ქრუსეიდერზი ჯერაც აუქმებს ქიარან რიდს. სამაგიეროდ, 15 ნომრად დაბრუნდა იზრაელ დეგი, მგეზავად კი, ხელახლა დაშავებული დენ ქართერის ნაცვლად, დიდებულად ითამაშა ქოლინ სლეიდმა.
რაუნდი ტრადიციულად აფრიკაში დასრულდა წყვილი, ევროპულის ბადალი ჭიდილით. ოქლენდის მეორე’ხაზელმა, ჰეიდენ თრიგსმა სახეში მუშტი რომ უთავაზა სთორმეზის ყოჩს, დვეინ ფერმიულენს, ბლუზმა ბოლო 55 წუთი 14 კაცის ამარა ირაგბა.
სამი მოკრივეიაპთა პირველი ლელო 9 ნომერმა ნიქ გრუმმა შეიტანა 5-მეტრა რაქიდან მოკლე ფრთაზე დაყვინთვით, მეორეზე კი დილეინ ლეიდსმა ბარემ 60 მეტრი გაირბინა გადაკიდებულის წამოღებით; ჩარლზ პიატაუს შექცეულით კივები ხუთამდე წამოეწივნენ ქეიპთაუნელებს, მაგრამ მერე ამათ იძალეს და ორი ჯარიმაც შეაგდეს * 27:16
დურბანში ლამის ისევე იწვიმა, როგორ 1995 წლის მსოფლიო თასის ლეგენდარული ნახევარ’ფინალის წინ. დრენაჟი ახლა უკეთესია, მაგრამ მოედანზე ალაგ-ალაგ მაინც გუბეები იყო. სტუმარი ლაიონზი ოთხ გოლს დასჯერდა, შარქსმა კი პრემია აიღო:
პეთ ლემბიმ ფრთაზე გადაუკიდა ოდვა ნდუნხანეს; კობუს რაინახი 5-მეტრა შერკინებიდან მისწვდა ლელოს, მარსელ კუციამ კი ორჯერ დაასრულა დერეფანში აგორებული მოლი * 29:12
სხვაფრივ, ტრიბუნალმა სამი მოკრივე კივის საკითხი განიხილა და თრიგსი (ბლუ) ერთი, ოუენ ფრენქსი (ქრს) ორი, ხოლო ქეინ ჰეიმსი (ჰლნ) ხუთი კვირით განკვეთა.
ზე რაგბი 2015* მეორე რაუნდი ($ პრემია)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...54&d=1424694292ჩიფს 19:17 ბრამბიზ$ სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/241533.htmlლ: ნგატაი; გ 4ჯ: ქრუდენ -
ლ: ვაეა; 4ჯ: ლეალიაფანო 3, ვაით (2)
რეფ ვოლშ (ავს) @ ნიუ პლიმუთ 20/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...79&d=14244636200:3(5) 3:3(7) 3:6(14) 10:6(16) 10:11(19) 13:11(33) /
13:14(44) 13:17(58) 16:17(68) 19:17(80+)
რებელზ$ 28:38 ვორათაზ$ სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/241535.html4ლ: ჰიგინბოთამ ტიმანი ბერჯეს ნაივალუ; 4გ: ჰარის -
4ლ: ჰოილს ნაიარავორო (2 3) ბილ; 3გ: ფოლი; 4ჯ: ფოლი 3, ბილ (2) / სბ: ნაიარავორო
რეფ გარდნერ (ავს) 20/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...82&d=14244897420:3(4) 7:3(13) 7:10(23) 7:13(27) 7:16(33) 14:16(40+) /
14:23(44) 21:23(54) 21:28(61) სბ(64ვ) 28:28(67$პ) 28:35(74$პ) 28:38(78)
ბულზ$ 13:17 ჰარიქეინზ სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/241537.htmlლ გ 2ჯ: პოლარდ -
ლ: ჯ.სავეა; 4ჯ: ბარეთ
რეფ ლის (ავს) 20/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=14245362060:3(12) 0:6(19) 3:6(29) 10:6(32) 10:9(40+) /
10:12(47) 13:12(52) 13:17(67)
ჰაილენდერზ$ 20:26 ქრუსეიდერზ სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/241539.html2ლ: ა.სმით ფეკიტოა; 2გ 2ჯ: სოპოანგა -
2ლ: ბარეთ მაკ’ნიქოლ; 2გ 4ჯ: სლეიდ
რეფ პოლოქ (ზელ) 21/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=14245362060:3(18) 7:3(21) 7:10(28) 7:13(35) 7:20(40+) /
7:23(52) 14:23(63) 17:23(73) 17:26(79) 20:26(80+)
რედს 18:6 ფორს სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/241541.html2ლ: თერნერ [საჯ] გ 2ჯ: თერნერ -
2ჯ: ებერზონ / სბ: ჰეიბერგ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 21/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=14245435323:0(15) 6:0(18) 6:3(21) სბ(25ფ) 6:6(31) 11:6(35) /
18:6(56)
სთორმერზ 27:16 ბლუზ სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/241543.html2ლ: გრუმ ლეიდს; გ: კატრაკილის; 5ჯ: კატრაკილის 4, ქოულმენ -
ლ: ქოუან; გ 3ჯ: ვესთ / წბ: თრიგს
რეფ იუბერ (აფრ) 21/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...02&d=14245594390:3(4) 3:3(6) 3:6(8) 8:6(11) წბ(25ბ) 15:6(36) 18:6(40+) /
21:6(42) 21:9(44) 21:16(52) 24:16(54) 27:16(78)
შარქს$ 29:12 ლაიონზ სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/241545.html4ლ: ო.ნდუნხანე რაინახ კუცია (3 4) 3გ ჯ: ლემბი -
4ჯ: ბოსჰოფ / სბ: ვაითლი
რეფ ჰოფმან (ავს) 21/02
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...22&d=14245960180:3(3) 3:3(9) 8:3(26) 15:3(31) 15:6(33) /
15:9(51) 15:12(58) 22:12(65) სბ(76ლ) 29:12(78$პ)
უქმობდა
ჩიტაზ ქულა: 33 პეთ ლემბი (შრქ; 29 იჰაია ვესთ (ბლუ; 27 დიმიტრი კატრაკილის (სთო;
26 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ; 25 ჰანდრე პოლარდ (ბულ; 24 ბოდენ ბარეთ (ჰრქ)
ლელო: 2 მარსელ კუცია (შრქ, დილეინ ლეიდს (სთო, ტანქელე ნაიარავორო (ვრთ, ლოპეტი ტიმანი (რბლ, რობ ჰორნ (ვრთ)
მესამე რაუნდი [საქართველოს დროით]
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.ifeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/ პარ 27/02
ჰლნ.ზელ 10.35 რედ.ავს
ფორ.ავს 15.00 ჰრქ.ზელ
.
ჩტზ.აფრ 21.10 ბლუ.ზელ
შაბ 28/02
ჩიფ.ზელ 10.35 ქრს.ზელ
რბლ.ავს 12.40 ბრმ.ავს
.
ბულ.აფრ 19.05 შრქ.აფრ
ლნზ.აფრ 21.10 სთო.აფრ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 24 Feb 2015, 18:02
მიმაგრებული სურათი