დავაჭაშნიკოთ კივური ფინალი ზე 15-ის ნახევარ’ფინალებში ზელანდიის ორმა ჯილამ შინაცა და გარეთაც გააბითურა
ავსტრალიური წყვილი და მე-20 სეზონში ოდენ მეხუთე კივური ფინალი გაჩარხა>>
http://Qaflan.netai.net/20152015 წლის ქართული განრიგი pdf >>
http://Qaflan.netai.net/2015/images/zera_2015.pdfjpg >>
http://attach.forum.ge/post-17-1423249622.jpgწარსული (1996-2014)http://Qaflan.netai.net/2015/Z_ZERA.htmკივები წლეულს აშკარად მძლავრობენ - ხუთიდან ოთხმა გუნდმა მაგრად ირაგბა, მაშინ როცა ავსტრალიურთაგან ორიღა ვარგოდა და აფრიკიდან - ერთად’ერთი.
ზელანდიაში მეორემ, ჰაილენდერზმა ოზეთის ჯილას, ვორათაზს წრიულ სტადიაზე 1 ქულითაც კი გაუსწრო და ახლა სტუმრადაც ძლია შარშანდელი ჩემპიონი, მძლეთა’მძლე ჰარიქეინზმა კი უშანსოდ მოსრა ბრამბიზი, ვინაც გათანგა ინდოეთის ოკეანეზე გადა’და’გადმოფრენამ.
ფინალი კივეთის დედა’ქალაქ ველინგთონში ამ შაბათსაა, ჩვენებურად დღის 12-ის ნახევარზე (11.35) იმსაჯებს აფრიკელი იაკო პეიპერი, ვისაც მსოფლიო თასის გახსნაც დაეკისრა.
თასისთვის კივური დარბი ბოლოჯერ 2006 წელს იყო და ხშირ ნისლში ქრუსეიდერზმა შინ ძლია ჰარიქეინზი. მანვე 1999 წელს ჰაილენდერზიც დაამარცხა გასვლაზე. ჰოდა, ვინც ამჯერად იმარჯვებს, ზე’რაგბის ახალი, ოდენ მერვე ჩემპიონი შეიქნება, წაგებული კი აღმოჩნდება კივთაგან ერთადერთი, ვისაც 20 წელში ტიტული ეგრეც ვერა რგებია.
ქოლინზის სახსოვრადჰარიქეინზმა წრე’ნახევარი უმაგალითოდ დადებითი * 14-2 ბალანსით დაასრულა, დამსახურებულად შეისვენა და ნახევარ’ფინალი ავარიაში დაღუპული დიადის, ჯერი ქოლინზის ხსოვნას მიუძღვნა, ბრამბიზი კი ისე წახდა, რომ 35 ბოჭვა გაუცუდდა და პირველ ტაიმში ბურთი 34 პროცენტითღა მოიხელთა.
ოზებს აკლდათ 5 კვირით დასჯილი ჰენრი სპეითი, კივებმა კი ათულუხჩეს ქორი ჯეინი, ვინაც 15-ეულშიც ვეღარა ხვდება. ქროდა ქარი. სტუმრებმა სულ თავიდან ყოჩაღად შეუტიეს, მაგრამ მასპინძელთა ახალმა დამკვრელმა ძალამაც, ნეჰე მილნერ-სქადერმა უმალ გაიჯეჯილა და ბრამბიზი ყრუ დაცვაზე გადავიდა.
ბოდენ ბარეთმა ჯარიმა 25 მეტრიდან ძელს გაარტყა. კონრად სმითმა ქიქერს უნდობლობა გამოუცხადა და ლელოს დაეშურა. რისკიანმა ჩანაფიქრმა შედეგი შუა ტაიმშიღა მოიტანა: ბარეთმა და მაჰა ნონუმ ხეირზე, ფრთაზე, ახლოდან დაგეზეს ხვადაგი ჯულიან სავეა, ვინაც იფრინა ცქნაფა ნიქ ვაითი * 5:0 @ 21’
ბებერმა გაიბრწყინამილნერ-სქადერის მორიგი რეიდი თი’ჯეი პერენარამ გააგრძელა, მაგრამ რეჯი გუდსი ზედ ლელოსთან ალაგმეს, ბარეთმა კი რაქში დაწიხლა რორი არნოლდი და კივმავე რეფმა დაზოგა ცდომილი - ჯარიმა აკმარა.
მალე კივებმა სხარტად ჩაათამაშ-ჩამოათამაშეს ოვალი: ნეჰეს გარღვევა, ჯეიმზ მარშალის შემწეობით, პერენარამ დაასრულა სეზონის მე-11 ლელოთი * 12:0 @ 29’ შესვენებამდე გაინავარდა კვაჭმა დეინ ქოულზმაც, წამატებულ დროში კი ჯესი მოგმა 33 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა * 12:3
განახლდა თამაში, ჰარიქეინზმა 5-მეტრა დერეფანში დააწყო მოლი, შიგნით დაატრიალა და მარდად მოწყდა * 19:3 მესამე მეოთხედში ქრისჩენ ლეალიაფანომ ორი ჯარიმა გაიტანა; მოგმა ხაზი გაჭრა და შეიგორა, მაგრამ ხელით დაწვდა ბურთს და ვეღარ აიღო, მარშალმა კი ორიდან ერთი ჯარიმა გამოიყენა * 22:9
ხაზი მეთ ტომუამაც გასერა, მაგრამ ბურთი უდროოდ გადაიკიდა, ბოლოს კი ისევ ბებერმა ნონუმ (9 სოლო, 13 პასი, 101 მეტრი, 2 გაჭრა, 4 გაბითურება, 3 ოფლოუდი) გაიბრწყინა: მისი გარღვევის კვალად ვიქთორ ვიტომ ცალი ხელით გაუხერხა ოფლოუდი ნეჰეს შემცვლელს, მეთ პროქთორს * 29:9
ზურგში უკიდესმობურთალ ვორათაზს ტაქტიკური სიურპრიზი შესთავაზა სხვათა წინააღმდეგ არანაკლებ კოხტად მოთამაშე ჰაილენდერზმა - სულ ზურგში ურტყა ბურთი (ა.სმით 16, სოპოანგა 10, ბ.სმით 6), ჯიუტად სდია და საკუთარ ნახევარზე დაამწყვდია ანსამბლი, ვისაც ძაან შეეტყო მეორე პლეი’მეიქერის, ქერთლი ბილის უყოლობა.
ოზებმა ისევ სულ ხელდახელ მოინდომეს რაგბობა, მაგრამ აირივნენ: პირველივე ქიქ’ოფის მიღებისას ნიქ ფიპსმა შეცდომით თავის ლელოში მოისროლა ბურთი; ბერნარდ ფოლიმ კიდეზე ვერ გადაიტანა ჯარიმა; ვორათაზმა 4-ჯერ თავისი დერეფანიც წააგო, 8 ნომერ ქლიფ პალუს კი მოტრიალებულ შერკინებაში აღებული ოვალი არონ სმითმა ჩაუჭრა.
მასპინძლებს არც ქრეიგ იუბერმა დააკლო ხელი - თქვენი ჩემპიონობა მე დამბრალდაო და ორი არსებითი განჩინება ოზთა საზიანოდ გამოიტანა: რიჩარდ ბაქმანი არ დააჯარიმა ბოჭვაზე წამოდგომისთვის და ტელი’რეფსაც ლამის ძალის’ძალად განახილვინა ეპიზოდი, რის შედეგადაც ვორათაზი "საჯარიმო ლელო + სინბინით" დაისაჯა.
მბოჭავები მიმოაბნიაფიპსის პირველი ლაფსუსი გამოასწორა იზი ფოლაუმ - ბურთი ლელოდან გამოიტანა და მალაკაი ფეკიტოას მიძალების შემდეგ ადამ ეშლი-ქუპერმა მოიპოვა ჯარიმა. ფოლაუმ თერნოვერიდანაც მიმოაბნია მბოჭავები და ორი ფაზის შემდეგ, ფოლის ქიქ’პასით, რობ ჰორნმა ალამთან მაინც დაუმიწა ვაისაკე ნაჰოლოს * 5:3 @ 11’
ეს იყო და ეს - სიდნის გუნდმა მეტი ვეღარაფერი გამოაცხო, კივებმა კი სრულად იხეირეს მეტოქის შეცდომებით: პალუ ჯერ დაიბნა; მერე ბაქმანი მისი და ფოლის ბოჭვიდან გასხლტა; ოზთა მგეზავს ბურთიც დაუვარდა, მაგრამ იუბერმა უმალ უბოძა გასატანი ჯარიმა და ფავორიტმა ვორათაზმა ტაიმი მხოლოდ 14:15 წააგო.
მეორის დასაწყისში ჰაილენდერზმა შეტანილი ვერ დაამიწა. ალყას თავი რომ დააღწია მაიქლ ჰუპერმა, ფოლიმ თურმე ბოლოჯერ დააწინაურა ოზები * 17:15 @ 51’, მერე კი გათამამებულმა კივებმა 20 უპასუხო ქულა მოინაგრეს.
მზაკვრული ფიქრიჯერ იყო და ნაჰოლომ ფრთაზე შეიცურა, ფიპსს სპრინტი მოუგო და დახტომით ზედ "უქმი ბურთის ხაზამდე" დაუმიწა * 17:20 @ 53’
მერე ატყდა კინკლაობა, არონმა კი უცებ რომ გაათამაშა 5-მეტრა ჯარიმა, პეთ ოზბორნი დამიწებამდე გააკავა დაცვამ. ტელი’რეფმა დასკვნა მოახსენა იუბერს, ამას კი მზაკვრული რამ მოაფიქრდა და ვიდეო’ანალიზით კიდეც დაამტკიცა, რომ ჟაკ პოტხიტერმა ბოჭვისას ყბაში მოარტყა ხელი შემტევს, რითაც "ნაღდი ლელო ვერ დაიდო"
ჩემპიონი 10 ქულით ჩამორჩა * 17:27 და 10 წუთით კაც’ნაკლულიც დარჩა კრიტიკულ მომენტში. კივებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს - მასპინძელთა არეული შეტევები მოიგერიეს, ლიმა სოპოანგამ კი ჯერ 30 მეტრიდან გაიტანა 4 ფაზით შემზადებული არეკნი, ხოლო ბოლოს ოზბორნს მიაწოდა ფეხით და ამან თვით ფოლაუ გააცურა * 17:35
ზე რაგბი 2015* ნახევარ’ფინალი
ფოქსის 50’ რჩეული
https://acrossthetasman.com/attachment.php?...40&d=1435650319ჰარიქეინზ 29:9 ბრამბიზ სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/241763.html1# ჰრქ (ველინგთონ) ზელ: ჯ.მარშალ მილნერ-სქადერ (პროქთორ 41) კ.სმით^კაპ ნონუ (ლი-ლო 76) ჯ.სავეა <10-9> ბარეთ პერენარა (სმაილი 76) /
გუდს (ივს 50) ქოულზ (მიჩელ 76) ბ.ფრენქს (ტუმანგა-ალენ 66) სრაშ ბროდჰერსთ (ებოთ 76) შილდს ა.სავეა (თომსონ 50) ვიტო -
4ლ: ჯ.სავეა პერენარა ა.სავეა პროქთორ; 3გ: ბარეთ, მარშალ 2; ჯ: მარშალ
6# ბრმ (კანბერა) ავს: მოგ (ქოულმენ 76) ტალიაული (აჰ-ვონგ 57) კურინდრანი ტომუა ტომანე <10-9> ლეალიაფანო (ქოულმენ 37-/) ვაით (დოუსეთ 76) /
სიო (ალა’ალატოა 66) მორ^კაპ (მენ-რეი 72) ელიგზანდერ (რ.სმით 66) არნოლდ (სმაილერ 45) ენევერ; ფარდი პოქოქ ვაეა (ბათლერ 66) -
3ჯ: მოგ, ლეალიაფანო 2
რეფ ჯექსონ (ზელ) 27/06 @ ვესთ’პექ (33 460)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=14354083385:0(21) 12:0(29) 12:3(40+) /
19:3(44) 19:6(50) 19:9(57) 22:9(66) 29:9(75) ბოლო(80+2)
ვორათაზ 17:35 ჰაილენდერზ სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/241765.html2# ვრთ (სიდნი) ავს: ფოლაუ ნაიაროვორო ეშლი-ქუპერ კარარო (ბითემ 56) ჰორნ (ლანს 77) <10-9> ფოლი ფიპს (მაკ’ქიბინ 72) /
რობინსონ პოლოტა-ნაუ (ლატუ 63) კეპუ (რაიან 68) სქელთონ დენის^კაპ (ჩეპმენ 72) ჟ.პოტხიტერ სბ 58, ჰუპერ პალუ (ჰოილს 62) -
ლ: ჰორნ; 4ჯ: ფოლი
4# ჰლნ (დანიდინ) ზელ: ბ.სმით^კაპ ნაჰოლო ფეკიტოა ბაქმან ოზბორნ <10-9> სოპოანგა (რენატა 13-21, 80+) ა.სმით (ტანაკა 80+) /
ედმონდს (ლინერთ-ბრაუნ 62) ქოლთმან (ეშ.დიქსონ 51) ჰონექ (ხელდენჰეის 72) ეინლი (ვილერ 72) რედიშ; ელ.დიქსონ ლენჩის (ქრისთი 51) მანუ^კაპ (ევანს 70) -
5ლ: ა.სმით ბაქმან ნაჰოლო [საჯ^ოზბორნ] ოზბორნ; 2გ ჯ ა: სოპოანგა
რეფ იუბერ (აფრ) 27/06 @ ალიანს (32 632)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...99&d=14354088730:3(5) 5:3(11) 5:8(19) 8:8(23) 11:8(31) 11:15(34) 14:15(37) ნახ(40+4) /
17:15(51) 17:20(53) 17:27(58სბ) 17:30(75ა) 17:35(79)
ფინალი შაბ 4/07
1# ჰარიქეინზ ზელ 11.35 4# ჰაილენდერზ ზელ
ფრეზე: 1) ორჯერ 10 წუთი; 2) 10 წუთი პირველ ქულამდე
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.ifeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.realstreamunited.com/rugby-live...ming-video.htmlქულა187 ბერნარდ ფოლი (ვრთ; 183 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 170 დიმიტრი კატრაკილის (სთო, ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ;
167 ჰანდრე პოლარდ (ბულ; 152 ელთონ იანკის (ლნზ; 127 დენ ქართერ (ქრს; 123 მაიქ ჰარის (რბლ; 112 ბოდენ ბარეთ (ჰრქ;
104 იჰაია ვესთ (ბლუ; 100 ქოლინ სლეიდ (ქრს; 93 პეთ ლემბი (შრქ, არონ ქრუდენ (ჩიფ; 92 ჯო პიტერსენ (ჩტზ)
ლელო12 ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ)
11 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ)
9 ნემანი ნანდოლო (ქრს)
8 ტანქელე ნაიარავორო (ვრთ, პათრიქ ოზბორნ (ჰლნ, დევიდ პოქოქ (ბრმ, ბუმ პრინსლუ (ჩტზ, ჯულიან სავეა (ჰრქ, ჯო ტომანე (ბრმ)
7 მეთ თოდ (ქრს, არონ სმით (ჰლნ, ფრანსუა ფენტერ (ჩტზ, რობ ჰორნ (ვრთ, ფრანსუა ჰოუხარდ (ბულ)
6 ლოქი თერნერ (რედ, სამუ კერევი (რედ, დილეინ ლეიდს (სთო, ჩარლი ნგატაი (ჩიფ)
5 ფაფ დე’კლერკ (ლნზ, ადამ ეშლი-ქუპერ (ვრთ, რუან კომბრინკ (ლნზ, მარსელ კუცია (შრქ, ჯეიმზ ლოუ (ჩიფ, ლუაზი მვოვო (შრქ,
ლუქ მორაჰენ (ფორ, ოდვა ნდუნხანე (შრქ, იან სერფონტეინ (ბულ, ბენ სმით (ჰლნ, იზი ფოლაუ (ვრთ, ბერნარდ ფოლი (ვრთ,
კორნალ ჰენდრიკს (ჩტზ, სქოთ ჰიგინბოთამ (რბლ)
4 რეინო ბენჯემინ (ჩტზ, პითერ ბითემ (ვრთ, დამიენ დე’ალენდე (სთო, ენდრიუ ელის (ქრს, იტა ვაეა (ბრმ, იაკო კრილ (ლნზ,
ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ, ნეჰე მილნერ-სქადერ (ჰრქ, სეფენაია ნაივალუ (რბლ, მაჰა ნონუ (ჰრქ, ჰენრი სპეით (ბრმ, პიერ სპის (ბულ,
ჯორდან ტაუფუა (ქრს, ლოპეტი ტიმანი (რბლ, მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ, ჰაროლდ ფორსტერ (ლნზ, სემ ქეინ (ჩიფ, დომ შიპერლი (რბლ, ბრაის ჰიმ (ჩიფ)
3 ბოდენ ბარეთ (ჰრქ, ბიორნ ბასონ (ბულ, ჰაინრიხ ბრიუსო (ჩტზ, რეჯი გუდს (ჰრქ, ბისმარკ დიუ’პლესი (შრქ, გარეს ევანს (ჰლნ,
ბენ ელიგზანდერ (ბრმ, ჯერომ კაინო (ბლუ, მეთ კარარო (ვრთ, ტევიტა კურინდრანი (ბრმ, პიტერ ლაბუსხახნი (ბულ, მაიქლ ლიჩ (ჩიფ,
ლიონელ მაპუ (ლნზ, ჯეიმზ მარშალ (ჰრქ, ლიამ მესამ (ჩიფ, ჯორჯ მოალა (ბლუ, მელანი ნანაი-ვაი (ბლუ, დენ პრაიორ (ჰლნ, მეთ პროქთორ (ჰრქ,
ოგუსთინ პულუ (ჩიფ, არდი სავეა (ჰრქ, ნიქ სთერზაქერ (რბლ, ქოლინ სლეიდ (ქრს, კონრად სმით (ჰრქ, ვორიქ ტეკლენბერგ (ლნზ, რაიან ტონგია (ჰლნ,
სტეფან უნხერერ (შრქ, პიტ ფან’სეილ (ბულ, დენ ქართერ (ქრს, დეინ ქოულზ (ჰრქ, ქვეიდ ქუპერ (რედ, ქორი ჯეინ (ჰრქ, სთივენ ჰოილს (ვრთ, მეთ ჰოჯსონ (ფორ)
2 ჯარედ ბათლერ (ბრმ, რიჩარდ ბაქმან (ჰლნ, კლეიტონ ბლომეკის (ჩტზ, ქელუმ გიბინს (ჰრქ, ლიამ გილ (რედ, ნიქ გრუმ (სთო,
ჯექ დებროსინი (რბლ, იზრაელ დეგ (ქრს, ჟოან დე’იონხ (სთო, ელიოთ დიქსონ (ჰლნ, მიჩ დრამონდ (ქრს, ქრის ელქოქ (ფორ, ნიქ ვაით (ბრმ,
კარლ ვეხნერ (ჩტზ, ლოლანგი ვისინია (ბლუ, თომ თეილორ (ქრს, ბლეიდ თომსონ (ჰრქ, შონ თრიბი (ჰლნ, თომ ინგლიშ (რბლ, ჩესლინ კოლბე (სთო,
მარკო კოცე (რედ, პეთ ლემბი (შრქ, რიან ლოურენს (ფორ, თომ მარშალ (ჩიფ, ქევენ მეალამუ (ბლუ, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, ჰანდრე პოლარდ (ბულ,
სარელ პრეტორიუს (ჩტზ, კობუს რაინახ (შრქ, რეიმონდ რულ (ჩტზ, იოჰან სადი (ჩტზ, ფრენსის საილი (ბლუ, სიბელო სენატლა (სთო, სიბუსისო სითოლე (შრქ,
ქორთნოლ სკოსან (ლნზ, ლიმა სოპოანგა (ჰლნ, ფრანს სტეინ (შრქ, დიონ სტეხმან (ბულ, მეთ ტომუა (ბრმ, ბერგერ უდენდალ (ბულ, მარსელ ფან’დერ’ მერვე (ბულ,
კობუს ფან’ვეიკ (სთო, ქრის ფეაუაი-საუტია (რედ, დვეინ ფერმიულენ (სთო, ნიქ ფიპს (ვრთ, ქიერონ ფონოტია (ქრს, ტეტერა ფოქნერ (ფორ, ენგუს ქოთრელ (ფორ,
ჯეიქ შაც (რედ, ბრედ შილდს (ჰრქ, კარელ ხრეფ (ჩტზ, დევიდ ჰავილი (ქრს, ჯოშ ჰარდი (ჰლნ, ბრაის ჰეგართი (რბლ, მაიქლ ჰუპერ (ვრთ)
@