დაცვა, ტაქტიკა, შესრულება ბოლო ზე 15-ის ფინალში ზელანდიის უკაცრიელი კუთხის გუნდმა, ჰაილენდერზმა
დედაქალაქში ძლია იქაური ჰარიქეინზი და მეოთხე კივი, ხოლო სულ მერვე, ჩემპიონი შეიქნაhttp://Qaflan.netai.net/20152015 წლის ქართული განრიგი pdf >>
http://Qaflan.netai.net/2015/images/zera_2015.pdfjpg >>
http://attach.forum.ge/post-17-1423249622.jpgჰაილენდერზს ბინა უდევს დანიდინში, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 130 ათასია. კივეთის დედა’ქალაქი ველინგთონი სამჯერ უფრო ხალხ’მრავალია - 400 ათასი; ოქლენდში მილიონ 400 ათასი ცხოვრობს, სიდნისა და მელბურნის მეგა’პოლისებში კი - თითქმის 5-5 მილიონი!
ჰაილენდერზმა შარშანწინ ბოლოს’წინა, მე-14 ადგილზე დააფინიშა, ოთხეულში კი წინაჯერ 2002 წელს შევიდა. ჰარიქეინზიც 2009 წლის აქეთ ვეღარ უწევდა ნახევარ’ფინალს, მაგრამ წლეულს ორივე გუნდი დაღვინდა და უმეტესი ქულაც მოაგროვა: ჰარიქეინზმა 13-ით გაუსწრო ჰაილენდერზს, ვინაც სისტემის გადამკიდე’ღა განითესა 4 ნომრად.
ტიტული აქამდე ვერცერთს (ვერ) მოეგო. ზე’რაგბის მე-20 სეზონში კივური ფინალი ოდენ მეხუთედ შედგა. ფსონთ’უხუცესებს და მედიას ფავორიტად მძლეთა’მძლე მასპინძელი მიაჩნდათ, მაგრამ ვარაუდში მოტყუვდნენ:
მედგარი დაცვით, გონივრული ტაქტიკითა და უკეთესი შესრულებით სტუმარმა მოიგო მეხუთედ’ღა (პირველად 2007 წლის აქეთ), ხოლო მეოთხე ნომერმა იჩემპიონა ოდენ მეორედ (აქამდე 1999). და კიდევ, ჰარიქეინზი კივებში ბოლოა - მის გარდა ტიტული უკვე ყველას რგებია.
ბურთაობაზე შეიშალნენზელანდიაში ახლა გაგანია ზამთარია - ცივა და წვიმს, მაგრამ ფინალს დაედარა. ჰარიქეინზმა მოისაკლისა მუხლ’მტკივანი მარბიელი არდი სავეა, ჰაილენდერზის გურუმ, ბებერმა "ოლ ბლექმა", ჯემი ჯოზეფმა კი მარქაფაში 6 ფორვარდი დაისხა, ყველანი ათამაშა და უტიტულებო, გამრჯე შერკინებით ტოლი არ დაუდო "ვიტოსა და კომპანიას"
ჰარიქეინზს წრე’ნახევარში ორივე შებმა მოეგო - გარეთ, მარტში * 20:13
http://qaflan.netai.net/2015/P3/25_ZERA-06.htmდა შინ, ივნისში * 56:20,
http://qaflan.netai.net/2015/P6/10_ZERA-17.htmამჯერად კი თავიდანვე ჩამორჩა და ეგრეც ვეღარ დაეწია კადნიერ, დინჯ, თავის თავში დარწმუნებულ სტუმარს.
ტემპი პირველ ტაიმში იყო სასწაული და მეორეშიღა დაეცა; ოსტატობაც - ჯერ’არ’ნახული: ორივე გუნდი ხელდახელ ბურთაობაზე შეიშალა, მაგრამ ჰაილენდერზმა უკეთ გამოურია ფეხი (სტატისტიკის თანახმად, ბარემ ორჯერ მეტიც დაჰკრა) და კარშიც უკეთ ურტყა.
ლიმა სოპოანგამ დაჩრდილა ნაკრების პირველი მგეზავი, ბოდენ ბარეთი; არონ და ბენ სმითები ვიზავებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ; ვაისაკე ნაჰოლოც ჯულიან სავეაზე მომგებიანად ირჯებოდა; აიწყვიტა უცნობმა ელიოთ დიქსონმა და ორი ლელო გამოაცხო.
ჰოდა, ზე’კარიერა უტიტულოდ დაასრულეს ველინგთონელმა დიადებმა - მაჰა ნონუმ და კონრად სმითმა.
ეგეც ააცილათავიდან ჰაილენდერზმა შეუტია: სოპოანგამ შორიდან შეაგდო ჯარიმა, ბარეთმა კი უფრო შორიდან ააცილა * 0:3. სოპოანგამ თავის ლელოში შეიტანა ბურთი; 5-მეტრა შერკინებიდან ბარეთი და ბურჯი რეჯი გუდსი მიზანთან ახლოს იყვნენ; მასპინძლებმა გასატანი ჯარიმის ნაცვლად კიდევ შერკინება მოითხოვეს, მაგრამ იქეთ დაჯარიმდნენ.
სულ’მოუთქმელი ბურთაობა კარში დარტყმებითღა ფერხდებოდა. ბარეთმა 30 მეტრიდანაც ააცილა, სოპოანგამ ლამის ცენტრიდან გაიტანა * 0:6. გახელდნენ ნონუ, კონრადი და ნორჩი ნეჰე მილნერ-სქადერიც; თი’ჯეი პერენარამ უცებ მოწოდებული აუტიდან გაილაღა, მაგრამ ბენ სმითმა შებოჭა, ბოლოს კი ნონუმ ფრთაზე გააბითურა ბურჯი * 5:6
ბარეთმა ეგ გარდასახვაც ააცილა, შემდეგსავე ეპიზოდში კი მარბიელმა დიქსონმა ოთხი მბოჭავი დაიფრინა და თუმც მილნერ-სქადერმა დამიწებისას ფეხი ჩაუდგა, ლელოს მაინც გადაწვდა და მოედანს შეახო ოვალი. სოპოანგამ კიდიდანაც ზუსტად დაარტყა და სხვაობამ 8 ქულას უწია * 5:13
უკეთესი მარქაფამეორე ტაიმში ბარეთმა სამიზნე გაისწორა და სამივე ჯარიმა შეაგდო, ლელო კი მხოლოდ სტუმრებმა დადეს: ფრთაზე მეტობა შექმნეს და იმავე დიქსონის ოფლოუდით ნაჰოლომ კონტაქტში დაუმიწა სავეას * 8:18 @ 47’
11:18-ზე სოპოანგამ 45 მეტრიდან ააცილა ჯარიმა. საათის თავზე ანგარიში ეგებ გათანაბრებულიყო, მაგრამ ბრედ შილდსის რიგიანი სალელოე პასი ალამთან დაუვარდა სავეას; ხოლო პერენარამ რომ დაუფარა სოპოანგას, ეს მალევე შეცვალეს და სხვაობაც 4 ქულამდე დავიდა * 14:18 @ 67’
აქ გამოჩნდა, რომ სტუმრებს უკეთესი მარქაფა ჰყოლიათ. მასპინძლებმა მოლი ააგორეს, მაგრამ აფრიკელმა როს ხელდენჰეისმა დაუმუხრუჭათ. ათზე შევიდა მართი ბენქსი. გუნდმაც არეკნის შემზადება დაიწყო.
ახალმა მგეზავმა ორჯერ მწარედ მოაღორა დაცვა, დაფინტა და იგივე ხელდენჰეისი ზედ ლელოსთან იღბლად დასცეს, მესამედ კი დაჰკრა ქიქერმა და ფორა ისევ 7 გახადა * 14:21 @ 78’
ქიქოფიდან ბურთი ჰაილენდერზს ერგო და "აიღე და მიეძალეთი" გააწითლა დრო. ასე დასრულდა ზე’რაგბის მესამე, ზე 15-ის ხანაც:
20 წელში კივებმა 13-ჯერ იჩემპიონეს, ოზებმა 4-ჯერ და იაპებმა 3-ჯერ, 2016 წლიდან კი, არგენტინისა და იაპონიის შემატებით, ზე 18-ით გავიხარებთ.
http://qaflan.netai.net/2014/O5/07_ZERA-12.htm ზე რაგბი 2015ფინალი
ჰარიქეინზ 14:21 ჰაილენდერზ1# ჰრქ (ველინგთონ) ზელ: ჯ.მარშალ მილნერ-სქადერ (პროქთორ 71) კ.სმით^კაპ ნონუ ჯ.სავეა <10-9> ბარეთ პერენარა /
გუდს (ივს 41, ფრენქს 73) ქოულზ ბ.ფრენქს (ტუმანგა-ალენ 52) სრაშ ბროდჰერსთ; შილდს გიბინს (თომსონ 52) ვიტო -
ლ: ნონუ; 3ჯ: ბარეთ
4# ჰლნ (დანიდინ) ზელ: ბ.სმით^კაპ ნაჰოლო ფეკიტოა ბაქმან ოზბორნ <10-9> სოპოანგა (ბენქს 71) ა.სმით /
ედმონდს (ლინერთ-ბრაუნ 65) ქოლთმან (ეშ.დიქსონ 58) ჰონექ (ხელდენჰეის 62) ეინლი რედიშ (ვილერ 52) ელ.დიქსონ (ევანს 72) ლენჩის (ქრისთი 41) მანუ^კაპ -
2ლ: ელ.დიქსონ ნაჰოლო; გ 2ჯ: სოპოანგა; ა: ბენქს
რეფ პეიპერ; კიდ: იუბერ (აფრ) / ჯექსონ; ვიდ სქინ (ზელ)
შაბ 4/07 @ ვესთ’პექ (_)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...68&d=14360062200:3(5) 0:6(29) 5:6(37) 5:13(40+) /
8:13(42) 8:18(47) 11:18(54) 14:18(67) 14:21(78ა)
* ოპტა-სქრამ’ის სტატისტიკა
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/241767.htmlბურთის ფლობა 57-43% (68-32 / 44-56)
ტერიტორია 54-46% (67-33 / 38-62)
სოლო 152-130 (711-438 მეტრი, გარღვევა 15-12
პასი 165-146, ოფლოუდი 19-23
ფეხით 17-31, სადგამიდან 3/6-3/5, არეკნით 0-1/2
ბურთი რაქიდან 100-79, აცლა 15-21, მოლი 3-2
ბოჭვა 121-156, გატარება 23-34
დაჯარიმება 7-10
თავისი*მეტოქის შერკინება 5*0-5*1, დერეფანი 12*2-7*2
წინსვლა (მეტრი: 104 პერენარა, 101 სავეა, 80 ნონუ, 71 მილნერ-სქადერ, 58 მარშალ, 51 ბროდჰერსთ, 45 კ.სმით შილდს, 40 ვიტო -
95 ბ.სმით, 46 ბაქმან, 43 ოზბორნ
ბოჭვა: 15 სრაშ, 14 ბროდჰერსთ, 11 შილდს, 10 პერენარა ფრენქს, 8 ნონუ, 7 ვიტო, 6 გიბინს -
16 ელ.დიქსონ, 14 ქოლთმან, 13 მანუ, 12 ბაქმან, 11 ჰონექ ეინლი რედიშ, 10 ა.სმით ედმონდს, 7 ქრისთი, 6 სოპოანგა
გატარება: 3 მილნერ-სქადერ შილდს, 2 მარშალ ნონუ ბარეთ ივს ქოულზ -
5 ფეკიტოა, 4 მანუ, 3 ოზბორნ სოპოანგა ედმონდს ჰონექ ლენჩის, 2 ა.სმით ქრისთი
დაჯარიმება: 2 ფრენქს - 2 ეინლი რედიშ
ბურთის კარგვა: 5 სავეა, 3 მარშალ მილნერ-სქადერ, 2 პერენარა შილდს - 3 ა.სმით, 2 ბ.სმით ბაქმან
ღერძი (ფეხი/პასი/სოლო: ბარეთ 5/25/12, პერენარა 4/80/11, მარშალ 3/14/10 -
სოპოანგა 10/15/10, ა.სმით 13/78/9, ბ.სმით 6/7/12, ბენქს 0/2/3
ჯილა: შილდს 6/17, ბროდჰერსთ 7/12, ვიტო 4/14, ნონუ 2/6/10, მილნერ-სქადერ 1/4/10, ქოულზ 1/1/12, კ.სმით 1/4/9, სავეა 0/3/10 -
ოზბორნ 1/5/11, ბაქმან 6/9, ფეკიტოა 8/7, ნაჰოლო 1/3/10, მანუ 5/8, ეინლი 2/8, ჰონექ 3/7
2015 წლის საბოლოო კიბეად კოდი გუნდი ქალაქი ქვეყ 2014
1 ჰლნ ჰაილენდერზ დანიდინ ზელ 6
2 ჰრქ ჰარიქეინზ ველინგთონ ზელ 7
3 ვრთ ვორათაზ სიდნი ავს 1
4 ბრმ ბრამბიზ კანბერა ავს 4
5 სთო სთორმერზ ქეიპთაუნ აფრ 11
6 ჩიფ ჩიფს ჰემილთონ ზელ 5
7 ქრს ქრუსეიდერზ ქრაისთჩერჩ ზელ 2
8 ლნზ ლაიონზ იოჰანესბერგ აფრ 12
9 ბულ ბულზ პრეტორია აფრ 9
10 რბლ რებელზ მელბურნ ავს 15
11 შრქ შარქს დურბან აფრ 3
12 ჩტზ ჩიტაზ ბლუმფონტეინ აფრ 14
13 რედ რედს ბრისბენ ავს 13
14 ბლუ ბლუზ ოქლენდ ზელ 10
15 ფორ ფორს პერთ ავს 8
ქულა191 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 187 ბერნარდ ფოლი (ვრთ; 170 დიმიტრი კატრაკილის (სთო, ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ;
167 ჰანდრე პოლარდ (ბულ; 152 ელთონ იანკის (ლნზ; 127 დენ ქართერ (ქრს; 123 მაიქ ჰარის (რბლ; 121 ბოდენ ბარეთ (ჰრქ;
104 იჰაია ვესთ (ბლუ; 100 ქოლინ სლეიდ (ქრს; 93 პეთ ლემბი (შრქ, არონ ქრუდენ (ჩიფ; 92 ჯო პიტერსენ (ჩტზ)
ლელო13 ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ)
11 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ)
9 ნემანი ნანდოლო (ქრს)
8 ტანქელე ნაიარავორო (ვრთ, პათრიქ ოზბორნ (ჰლნ, დევიდ პოქოქ (ბრმ,
ბუმ პრინსლუ (ჩტზ, ჯულიან სავეა (ჰრქ, ჯო ტომანე (ბრმ)
7 მეთ თოდ (ქრს, არონ სმით (ჰლნ, ფრანსუა ფენტერ (ჩტზ, რობ ჰორნ (ვრთ, ფრანსუა ჰოუხარდ (ბულ)
6 ლოქი თერნერ (რედ, სამუ კერევი (რედ, დილეინ ლეიდს (სთო, ჩარლი ნგატაი (ჩიფ)
5 ფაფ დე’კლერკ (ლნზ, ადამ ეშლი-ქუპერ (ვრთ, რუან კომბრინკ (ლნზ, მარსელ კუცია (შრქ, ჯეიმზ ლოუ (ჩიფ,
ლუაზი მვოვო (შრქ, ლუქ მორაჰენ (ფორ, ოდვა ნდუნხანე (შრქ, მაჰა ნონუ (ჰრქ, იან სერფონტეინ (ბულ,
ბენ სმით (ჰლნ, იზი ფოლაუ (ვრთ, ბერნარდ ფოლი (ვრთ, კორნალ ჰენდრიკს (ჩტზ, სქოთ ჰიგინბოთამ (რბლ)
4 რეინო ბენჯემინ (ჩტზ, პითერ ბითემ (ვრთ, დამიენ დე’ალენდე (სთო, ენდრიუ ელის (ქრს, იტა ვაეა (ბრმ,
იაკო კრილ (ლნზ, ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ, ნეჰე მილნერ-სქადერ (ჰრქ, სეფენაია ნაივალუ (რბლ,
ჰენრი სპეით (ბრმ, პიერ სპის (ბულ, ჯორდან ტაუფუა (ქრს, ლოპეტი ტიმანი (რბლ, მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ,
ჰაროლდ ფორსტერ (ლნზ, სემ ქეინ (ჩიფ, დომ შიპერლი (რბლ, ბრაის ჰიმ (ჩიფ)
3 ბოდენ ბარეთ (ჰრქ, ბიორნ ბასონ (ბულ, ჰაინრიხ ბრიუსო (ჩტზ, რეჯი გუდს (ჰრქ, ბისმარკ დიუ’პლესი (შრქ,
ელიოთ დიქსონ (ჰლნ, გარეს ევანს (ჰლნ, ბენ ელიგზანდერ (ბრმ, ჯერომ კაინო (ბლუ, მეთ კარარო (ვრთ,
ტევიტა კურინდრანი (ბრმ, პიტერ ლაბუსხახნი (ბულ, მაიქლ ლიჩ (ჩიფ, ლიონელ მაპუ (ლნზ, ჯეიმზ მარშალ (ჰრქ,
ლიამ მესამ (ჩიფ, ჯორჯ მოალა (ბლუ, მელანი ნანაი-ვაი (ბლუ, დენ პრაიორ (ჰლნ, მეთ პროქთორ (ჰრქ,
ოგუსთინ პულუ (ჩიფ, არდი სავეა (ჰრქ, ნიქ სთერზაქერ (რბლ, ქოლინ სლეიდ (ქრს, კონრად სმით (ჰრქ,
ვორიქ ტეკლენბერგ (ლნზ, რაიან ტონგია (ჰლნ, სტეფან უნხერერ (შრქ, პიტ ფან’სეილ (ბულ, დენ ქართერ (ქრს,
დეინ ქოულზ (ჰრქ, ქვეიდ ქუპერ (რედ, ქორი ჯეინ (ჰრქ, სთივენ ჰოილს (ვრთ, მეთ ჰოჯსონ (ფორ)
2 ჯარედ ბათლერ (ბრმ, რიჩარდ ბაქმან (ჰლნ, კლეიტონ ბლომეკის (ჩტზ, ქელუმ გიბინს (ჰრქ, ლიამ გილ (რედ,
ნიქ გრუმ (სთო, ჯექ დებროსინი (რბლ, იზრაელ დეგ (ქრს, ჟოან დე’იონხ (სთო, მიჩ დრამონდ (ქრს, ქრის ელქოქ (ფორ,
ნიქ ვაით (ბრმ, კარლ ვეხნერ (ჩტზ, ლოლანგი ვისინია (ბლუ, თომ თეილორ (ქრს, ბლეიდ თომსონ (ჰრქ, შონ თრიბი (ჰლნ,
თომ ინგლიშ (რბლ, ჩესლინ კოლბე (სთო, მარკო კოცე (რედ, პეთ ლემბი (შრქ, რიან ლოურენს (ფორ, თომ მარშალ (ჩიფ,
ქევენ მეალამუ (ბლუ, თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფ, ჰანდრე პოლარდ (ბულ, სარელ პრეტორიუს (ჩტზ, კობუს რაინახ (შრქ,
რეიმონდ რულ (ჩტზ, იოჰან სადი (ჩტზ, ფრენსის საილი (ბლუ, სიბელო სენატლა (სთო, სიბუსისო სითოლე (შრქ,
ქორთნოლ სკოსან (ლნზ, ლიმა სოპოანგა (ჰლნ, ფრანს სტეინ (შრქ, დიონ სტეხმან (ბულ, მეთ ტომუა (ბრმ, ბერგერ უდენდალ (ბულ,
მარსელ ფან’დერ’ მერვე (ბულ, კობუს ფან’ვეიკ (სთო, ქრის ფეაუაი-საუტია (რედ, დვეინ ფერმიულენ (სთო, ნიქ ფიპს (ვრთ,
ქიერონ ფონოტია (ქრს, ტეტერა ფოქნერ (ფორ, ენგუს ქოთრელ (ფორ, ჯეიქ შაც (რედ, ბრედ შილდს (ჰრქ, კარელ ხრეფ (ჩტზ,
დევიდ ჰავილი (ქრს, ჯოშ ჰარდი (ჰლნ, ბრაის ჰეგართი (რბლ, მაიქლ ჰუპერ (ვრთ)
ზე 12/14/15-ის ჩემპიონები (1996-2015)
ქრუსეიდერზ (ქრაისთჩერჩ) ზელ 7 1998 1999 2000 2002 2005 2006 2008
ბლუზ (ოქლენდ) ზელ 3 1996 1997 2003
ბულზ (პრეტორია) აფრ 3 2007 2009 2010
ბრამბიზ (კანბერა) ავს 2 2001 2004
ჩიფს (ჰემილთონ) ზელ 2 2012 2013
რედს (ბრისბენ) ავს 1 2011
ვორათაზ (სიდნი) ავს 1 2014
ჰაილენდერზ (დანიდინ) ზელ 1 2015
20 წლის ჯამი (1996-2015)http://Qaflan.netai.net/2015/Z_ZERA.htmEN >>
http://qaflan.netai.net/2015/Z_ZERA_EN.htmფალავნობა 2015 (ოთხი ერი)
ერთ წრედ! საქართველოს თარიღითა და დროით
პარ 17/07 ზელანდია 11.35 არგენტინა ქრაისთჩერჩ
შაბ 18/07 ავსტრალია 14.05 აფრიკა ბრისბენ
შაბ 25/07 აფრიკა 19.05 ზელანდია იოჰანესბერგ
კვი 26/07 არგენტინა 02.40 ავსტრალია მენდოსა
შაბ 8/08 ავსტრალია 14.05 ზელანდია სიდნი (ბლ1)
აფრიკა 19.05 არგენტინა დურბან
ჩაროზი (ოთხ ერში არ ჩაითვლება)
შაბ 15/08 ზელანდია 11.35 ავსტრალია ოქლენდ (ბლ2)
არგენტინა 23.40 აფრიკა ბუენოს აირეს
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.ifeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.realstreamunited.com/rugby-live...ming-video.html@