ჰაბანამ გაიჯეჯილა "ევროპის ჩემპიონთა თასის" ნახევარ’ფინალებში ფრანგმა გრანდებმა
ბრიტანელი სტუმრები ძლიეს და თვიქნემზე გამართავენ ფინალსhttp://Qaflan.netai.net/2015ორივე მატჩი საფრანგეთში, ოღონდაც ფორმალურად ნეიტრალურ, დიდრონ სტადიონებზე მოეწყო. 160 წუთში დაიდო ერთადერთი ლელო, მაგრამ კვირას 8-ჯარიმიანი ფრე რომ აღინუსხა, დამატებითი დროც დაინიშნა და ფრიადი დრამა დატრიალდა:
კაც’ნაკლული ტულონის აფრიკელმა ვარსკვლავმა, ბრაიან ჰაბანამ გრძელი პასი ჩაუჭრა იენ მედიგანს და 50 მეტრი გაირბინა. მერე ლენსთერმაც შეიტანა ლელო მოლით, მაგრამ ევროპის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა მაინც იმარჯვა * 25:20
წინ იდგაოტულონმა დუბლინის კლუბი შარშან, მეოთხედ’ფინალში, 15 ქულით ძლია. ამჯერად, მარსელში, გადაუღებლად წვიმდა. ფერგიუს მაკ’ფადენმა რომ ვერ აიღო ფრედი მიშალაკის აბრაგანი, კივმა ქრის მასოიმ დაუმიწა, მაგრამ ტელი’რეფმა დაასკვნა, მდევარი დარტყმისას ამწევზე წინ იდგაო.
აფრიკელმა ბაკის ბოთამ, მასოიმ და კივმავე ალი ვილიამსმა პირველ ტაიმში ისე არღვიეს წესები, რომ მედიგანმა სამი ჯარიმა შეაგდო. დაშავდა ბურივე ჟოან სმითი, ბერნარ ლაპორტმა კი შესვენებაზე მაგრად შეახურა "რაგბული ინტერნაციონალი" და მალევე შეცვალა აკოჭლებული მიშალაკი, ვის ნაცვლადაც ათზე ოზი მეთ გიტო დადგა.
მედიგანმა ერთი იოლი ააცილა. 12:12-ზე დუბლინელ ზელანდიელს, ჯიმი გოპერთს არეკნი გაუცუდდა, ბოლო წუთზე კი ტულონელმა ინგლისელმა, დელონ არმითიჯმა ლამის 60 მეტრიდან დაარტყა ჯარიმა, მაგრამ ძაან ააცილა და ბრძოლა 20 წუთით დაგრძელდა.
მედიგანის ლაფსუსიანგარიში ბოლოჯერაც რომ გათანაბრდა * 15:15, ქიქოფზე ვილიამსმა ჩამოაგდო დევინ თოუნერი და გაასინბინეს. უელსელმა ლი ჰაფ’პენიმ მაინც დააწინაურა ფრანგები და უმალ ჰაბანამ იხეირა მედიგანის ლაფსუსით. დუბლინელთა ლელოს შემდეგ გოპერთმა გარდასახვაც ააცილა და ტულონმა თამაში მეტოქის ნახევარზე დაასრულა.
კლერმონს არა’ნაკლებ გაუჭირდა სარასენსის მორევა. ამ სეზონში, პულში, მეტოქეებმა თითო მოიგეს შინ, შარშან კი, ნახევარ’ფინალში, ლონდონელებმა 40 ქულით დაანგრიეს ფრანგები. ამჯერად კლერმონმა იმარჯვა 4 ქულით * 13:9, სტუმრებს კი გულში ხინჯად ის ჩარჩებოდათ, რომ ბებერმა ჩარლი ჰოჯსონმა ორი ჯარიმა ააცილა.
მოსწრებულად გადაუკიდა0:3-ზე ფიჯელ ნაპოლიონი ნალანგას ალამთან, ხელის მოუხვევლად, მხრით დაეჯახა ქრის ეშთონი და კიდეზე გადადენა, მაგრამ თემიდამ უდაო საჯარიმო ლელო არ ჩათვალა. და მაინც, მესამე მეოთხედში დამიან შული რომ მიეძალა შერკინებიდან, ორიოდე ფაზის შემდეგ ოზმა ბროქ ჯეიმზმა მოსწრებულად გადაუკიდა ვეზლი ფოფანას.
კლერმონი და ტულონი ადრეც - შარშანწინ, დუბლინში შეიბნენ ევრო’ ფინალში და რკენა პარადოქსულად დასრულდა. სხვაფრივ, ედინბურგი შეიქნა პირველი სქოთური გუნდი, ვინაც ფინალს უწია - უმცროს "ჩელენჯზე, კრასნო’იარსკის ენისეიმ კი სტუმრად 30:20 დაამარცხა "ბაია მარე" და თუ 2 მაისს, სოჭშიც ივარგებს, მაგავე ტურნირში შემოდგომიდან რუმინეთს რუსეთი შეცვლის.
ჩემპიონთა თასი 2014-15<< ნახევარ’ფინალები
1 =
http://qaflan.netai.net/2014/OA/20_EPCR-R1.htm2 =
http://qaflan.netai.net/2014/OA/27_EPCR-R2.htm3 =
http://qaflan.netai.net/2014/OC/10_EPCR-R3.htm4 =
http://qaflan.netai.net/2014/OC/17_EPCR-R4.htm 5 =
http://qaflan.netai.net/2015/P1/21_EPCR-R5.htm 6 =
http://qaflan.netai.net/2015/P1/28_EPCR-R6.htm მფ =
http://qaflan.netai.net/2015/P4/08_EPCR-QF.htmკლერმონ (სფრ) 13:9 სარასენს (ინგ) სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/237385.htmlლ: ფოფანა; გ 2ჯ: ბრ.ჯეიმზ -
2ჯ: ჰოჯსონ ფარელ; ა: ჰოჯსონ
რეფ ქლენზი (ირლ) @ 18/04 სანტ’ეტიენი, გიშარ (41 500)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...24&d=14294232390:3(15ა) 3:3(26) 3:6(37) / 10:6(45) 10:9(66) 13:9(73)
* დავით ზირაქაშვილმა (კლრ) შეუცვლელად ითამაშა
(1 პასი, 1 სოლო = 3 მეტრი, ბოჭვა 1/1, -1 შეცდომა, -2 ჯარიმა)
ტულონ (სფრ) 25:20*დდ ლენსთერ (ირლ) სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/237383.htmlლ: ჰაბანა; გ 6ჯ: ჰაფ’პენი / სბ: ვილიამს -
ლ: ო’ბრაიენ; 5ჯ: მედიგან
რეფ ბარნს (ინგ) @ 19/04 მარსელი, ველოდრომ (35 116)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...44&d=14294671443:0(6) 3:3(9) 3:6(17) 3:9(21) 6:9(30) / 9:9(56) 12:9(68) 12:12(70) //
დდ * 15:12(84) 15:15(86) სბ(87ტ) 18:15(90) 25:15(90+) / 25:20(95)
* ლევან ჩილაჩავა (ტლნ) 74’ შევიდა
(1 სოლო = 2 მეტრი, ბოჭვა 2/0, -1 შეცდომა, -1 ჯარიმა)
ფინალიკლერმონ (სფრ) - ტულონ (სფრ)
შაბ 2/05 ლონდონი, თვიქნემ სთედიუმ @ 20.00 საქ
ჩელენჯ თასი 2014-15ნახევარ’ფინალებიედინბურგ (შტლ) 45:16 დრეგონზ (უელ) @ მარი’ფილდ (8 231)
გლოსთერ (ინგ) 30:19 ექსეთერ (ინგ) @ ქინგს’ჰოლმ (11 907)
ფინალიედინბურგ (შტლ) - გლოსთერ (ინგ)
პარ 1/05 ლონდონი, თვიქნემ სთუპ @ 22.45 საქ
@