ვეტერანები უმართლებენ "ევროპის ჩემპიონთა თასის" ფინალში ოთხი ლელო დაიდო და
მურად ბუჯელალის "ტულონმაც" ზედიზედ მესამედ იფალავნაhttp://Qaflan.netai.net/2015ქალაქის პატრიოტი და რაგბის გურმანი ბუჯელალი კლუბს მილიონებს ახარჯავს. შეფი მთელი მსოფლიოდან აგროვებს სახელოვან ვეტერანებს და ესენიც უმართლებენ. ანსამბლში თითო-ოროლა ფრანგიცაა, მაგრამ მაგ მხრივ არც ტოპ 14-ის სხვა ბობოლა კლუბებშია საქმე უკეთესად.
ტულონმა შარშან ევროპის ფალავნად გააცილა ინგლისელი ჯონი ვილქინსონი, წელს კი ასევე დაუფასა ამაგი აფრიკელ ბაკის ბოთასა და კივებს - ალი ვილიამს’სა და კარლ ჰეიმანს. ამათ და სხვათა ნაცვლად პატრონს უკვე შეუგულებია არანაკლებ ცნობილი კადრები, ბირთვი კი გაისადაც იგივე დარჩება.
რაც შეეხება კლერმონს, ეს კლუბი ალბათ მისანმა გათვალა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, რაღაი თუმც არავისზე ნაკლები არაა და გემრიელადაც რაგბობს, აგერ უკვე მე-13 ფინალიც წააგო - ათი საფრანგეთში და სამიც ევროპაში.
25 ათასი ცარიელიჰაინეკენის ხანის უღიმღამო ფინალებისგან განსხვავებით, ბრენდ’ ნაცვალი ტურნირისამ ივარგა. ერთი კია, რკენა თვიქნემზე რომ იყო და ერთურთს ფრანგული კლუბები ებმოდნენ, ინგლისური რაგბის ტაძარში ბარემ 25 ათასი სკამი ცარიელი დარჩა.
კლერმონს ფათერაკი შეემთხვა - მოთელვაზე ოზ 10 ნომერს, ბროქ ჯეიმზს თეძო დაეჭიმა და მარქაფიდან ციმციმ დააწინაურეს "ლე ბლეს" წევრი კამი ლოპესი, ვისაც ტრავმის გამო კარგა ხანს ეუქმა.
მგეზავმა ყოჩაღად დაიწყო - არეკნი ოდნავ ააცილა და ორი ჯარიმაც შეაგდო * 0:6, აფრიკელმა ბრაიან ჰაბანამ კი ალაგმა ფიჯელი ნაპოლიონი ნალანგა, ვინაც ინგლისელმა ნიქ აბენდენონმა გაათარხნა.
პირველი ლელოც კლერმონმა შეიტანა - მორგან პარამ რომ დაუფარა სებასტიან ტიუ-ბორდს, ვეზლი ფოფანამ 40 მეტრიდან გააბითურა ბებერი კივი ქრის მასოი * 3:11, მაგრამ უელსელმა ლი ჰავ’პენიმ სამიდან ორი ჯარიმა შეაგდო და ტაიმის ბოლო ეპიზოდში შეტანილი ლელოც გარდასახა * 16:11
კარიერის რეიდიდრო "გაწითლებული იყო", ბურთაობა რომ მაინც გაგრძელდა, აბენდენონმა მარცხიანად გადაიკიდა, მასოიმ და გიან გირადომ აქეთ შეუტიეს, რამდენიმე ფაზის შემდეგ კი ოზებმა - დრუ მიჩელმა და მეთ გიტომ ფრთაზე 7 მეტრიდან დაგეშეს ჩაკურატებული მატიო ბასტარო.
მეორე ტაიმში სთეფონ არმითიჯმაც იფრინა აბენდენონი, მაგრამ გიტომ უხეირო პასით გაფლანგა მეტობა. სასტვენის შემდეგ რომ მოისროლა ოვალი ნოა ნაკაიტათიმ, სხვაობა 8 ქულა გახდა, მაგრამ საათის თავზე ჰაბანამ ვერ უწია კიდეს მოგერიებული და აბენდენონმა ფეხით თავზე გადაუტარა ბურთი (ზანტ) ბურჯ ჰეიმანს * 19:18
ტულონმა მოიხელთა ქიქ’ოფი, მაგრამ ვილიამსს ალამთან დამიწებამდე დაუვარდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი 31 წლის მიჩელმა "კარიერის რეიდი" მოაწყო - დერეფნიდან, 5 და 15 მეტრა წყვეტილებს შორის, ფინტებით ექვსი (!) კლერმონელი მოაღორა * 24:18
ბრძოლა ამით არ დასრულებულა. შეუტია უპერსპექტივო კივმა მაიქლ დელენიმ; მანვე კიდეზე ვერ გადაიტანა ჯარიმა, მაგრამ აბენდენონმა კიდევ გაჭრა ხაზი და კლერმონმა მეტოქის 22-ში კინძა ფაზები. ერთი კია, კრიტიკულ მომენტში ჰაბანამ ალალზე დაიჭირა უდროო ქიქ’აუთი, თავისუფალი გაათამაშა და იქვე კიდეზე გადა’ცუნცულ’და!
ენისეი ჩელენჯზე!ფინალები მოეწყო ქვემო ევროპულ დონეებზეც. "ჩელენჯზე" გლოსთერი მომცრო თვიქნემზე 13 ქულით უგებდა ედინბურგს, მაგრამ ჯერ კაცი გაუსინბინეს, მერე კი წითლითაც გაუგდეს და დასკვნით 15 წუთში ძლივს გაძლო * 19:13
არიფებში, ორ’მატჩა დუელებად, გათამაშდა მაგავე ტურნირის წყვილი საგზური. ჰოდა, შემოდგომიდან კალვიზანო შეცვლის "კავკასიელების" მჯობნ როვიგოს, ხოლო რუმინეთის ადგილს დაიჭერს რუსეთი:
კრასნოიარსკის "ენისეიმ" მეორედაც - ამჯერად სოჭში - აჯობა "ბაია მარეს". ციმბირელებს ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში უწევთ თითო საშინაო მატჩი; შუა’მარბად დავით კაჭარავა უყენიათ; რატი ურუშაძეს აქამდე აღმერთებენ და ეგეც მოეხსენებათ, რომ ავჭალაში საკლუბო რაგბისთვის ზედ’გამოჭრილი არენა გვაქვს.
ჩემპიონთა თასი 2014-151 >>
http://qaflan.netai.net/2014/OA/20_EPCR-R1.htm2 >>
http://qaflan.netai.net/2014/OA/27_EPCR-R2.htm 3 >>
http://qaflan.netai.net/2014/OC/10_EPCR-R3.htm 4 >>
http://qaflan.netai.net/2014/OC/17_EPCR-R4.htm 5 >>
http://qaflan.netai.net/2015/P1/21_EPCR-R5.htm 6 >>
http://qaflan.netai.net/2015/P1/28_EPCR-R6.htm მფ >>
http://qaflan.netai.net/2015/P4/08_EPCR-QF.htm ნფ >>
http://qaflan.netai.net/2015/P4/21_EPCR-SF.htm<< ფინალი
ტულონ (სფრ) 24:18 კლერმონ (სფრ) სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/237387.htmlტლნ: ჰავ’პენი მიჩელ ბასტარო ერნანდეს (ვულფ 67) ჰაბანა <10-9> გიტო ტიუ-ბორდ /
შიოსი (მენინი 49) გირადო (ორიოლი 64) ჰეიმან (ჩილაჩავა 64-76) ბოთა (ტაოფიფენუა 48) ვილიამს; ჟ.სმით (ფერნანდეს-ლოვე 59) ს.არმითიჯ მასოი -
2ლ: ბასტარო მიჩელ; გ 4ჯ: ჰავ’პენი
კლრ: აბენდენონ ნაკაიტათი (დელენი 68) დევის ფოფანა ნალანგა (რუჟერი 55) <10-9> ლოპეს პარა (რადოსავლიევიჩ 57) /
დებატი (დომინგო 48) კეიზერ (ულუნგია 64) ზირაქაშვილი (რიკ 67) ქადმორ (პიერ 11-16, 58-65) ვაამაინა (პიერ 68) ბონერ შული ლი (ბარდი 55) -
2ლ: ფოფანა აბენდენონ; გ 2ჯ: ლოპეს
რეფ ოუენს (უელ) @ 2/05 ლონდონი, თვიქნემ (56 662)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...12&d=14305954800:3(8) 0:6(13) 3:6(17) 3:11(25) 6:11(29) 9:11(33) 16:11(40+2) /
19:11(52) 19:18(63) 24:18(70)
* ლევან ჩილაჩავა: ბოჭვა 3/1, -1 ჯარიმა
* დავით ზირაქაშვილი: 4 სოლო = 2 მეტრი, ბოჭვა 4/3, -1 შეცდომა, -1 ჯარიმა
ყველა მფლობელიტულუზ (სფრ) 1996 2003 2005 2010
ბრივ (სფრ) 1997
ბას (ინგ) 1998
ალსთერ (ირლ) 1999
ნორსჰემპთონ (ინგ) 2000
ლესთერ (ინგ) 2001 2002
ვოსპს (ინგ) 2004 2007
მანსთერ (ირლ) 2006 2008
ლენსთერ (ირლ) 2009 2011 2012
ტულონ (სფრ) 2013 2014 2015
ჩელენჯ თასი 2014-15<< ფინალი
გლოსთერ (ინგ) 19:13 ედინბურგ (შტლ) სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/237333.htmlლ: თველვ’თრიზ; გ 4ჯ: ლეიდლოუ / სბ: მორიართი; წბ: მიქს -
ლ: ფორდ; გ 2ჯ: იდალგო-ქლაინ / სბ: ბრესლერ
რეფ გარსეზ (სფრ) @ 1/05 ლონდონი, თვიქნემ სთუპ (14 316)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...03&d=14305793910:3(3) 3:3(9) 10:3(12) სბ(26ე) 10:6(36) 13:6(37) /
16:6(50) 19:6(54) სბ(56გ) წბ(64გ) 19:13(66)
ყველა მფლობელიბურგუენ (სფრ) 1997
კოლომიე (სფრ) 1998
მონფერან = კლერმონ (სფრ) 1999 2007
პო (სფრ) 2000
ჰარლიქვინზ (ინგ) 2001 2004 2011
სეილ შარქს (ინგ) 2002 2005
ვოსპს (ინგ) 2003
გლოსთერ (ინგ) 2006 2015
ბას (ინგ) 2008
ნორსჰემპთონ (ინგ) 2009 2014
კარდიფ (უელ) 2010
ბიარიც (სფრ) 2012
ლენსთერ (ირლ) 2013
ჩელენჯ თასი 2015-16<< შესარჩევის ფინალები
როვიგო (იტა) 17:17 & 7:35
კალვიზანო (იტა)ბაია მარე (რუმ) 20:30 & 12:33
ენისეი (რუს)@