ორშაბათის "ჩვენი თამაშიდან"
უმწეოდ, უუნაროდ, უღიმღამოდ ამ დონის მეტოქესთან რაგბობას უჩვევმა ბორჯღალოსნებმა ბარემ საათი
გულდაგულ იცვეს თავი ტონგელ მობურთალთა შეტევებისგან,
მაგრამ რომ დაიქანცნენ, უცებ გატყდნენ და სამი ლელო გაუშვესhttp://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiტონგამდე, ვაკეშივე, წლის ამ დროს, შარშანწინ 19:24 წაგვეგო ფიჯთან, მაგრამ შარშან 16:15 გვეძლია სამოა. ამან იმედი ჩაგვისახა, რომ მესამე ზღვისრეთელ სტუმართან უკეთეს შედეგს მივაღწევდით, მაგრამ ნურას უკაცრავად - ვისმე, მეტ-ნაკლებად ტოლს, ეგრე გავებითურებინეთ, რაღაც ვერ ვიხსენებთ.
ნირ’წამხდარი ნაკრების ვიდეო-ანალიტიკოსის შეწუხებას მოვერიდეთ, ხოლო ბობოლა სქრამ.კომ’ი ჯერ სათანადოდ არ გვაფასებს, რის გამოც ლაივ-სქორს არ დაურთო გამოწვლილვითი სტატისტიკა, მაგრამ თვალ-და-თვალ ეგეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ დროის სამი მეოთხედი "იკალე ტაჰი" ფლობდა ბურთს და გვიტევდა, ჩვენ კი ვბოჭავდით.
შეუძლებელი იყო, ამოტოლა დატვირთვისთვის გაგვეძლო. საათის თავზე ჯერაც წინ რომ ვიყავით, გუნდმა და ფანობამაც ალბათ დაიჯერეს, ჯანი ბოლომდე გვეყოფა და ოდენ შერკინებაში მიწოლით გავალთ ფონსო, მაგრამ ტონგამ გამოცვალა ბურჯები, 9-10 ღერძი და არაქათ-გაცლილები სახტად დაგვტოვა.
კავშირი გაწყდაგარდატეხას ხელი უცნაურმა, გარეშე ფაქტორმაც შეუწყო. არა, ოდნავაც არ ვამართლებთ ნაკრების უფროსობას, რომელმაც გუნდი უუნაროდ მართა და უღიმღამოდაც აბურთავა, მაგრამ ეგეც სათქმელია, რომ ტონგამ მას შემდეგღა დაგვაბნია და დაგვაშამათა, რაც დასავლეთი ტრიბუნის მიდამოში გაწყდა კავშირი - რაცია და ინტერნეთი.
მანდ სუფევდნენ ორივე გუნდის შტაბები, ვიდეო-რეფი და საპატიო სტუმრებიც. ეტყობა, ამათი უსაფრთხოებისთვის მავან მოწადინებულს საათის თავზეღა მოაფიქრდა ჩამხშობის ჩართვა. ჰოდა, მწვრთნელები გუნდებს ვეღარაფერს კარნახობდნენ, ტელევიზორში მსაჯის ნაუბარი აღარ ისმოდა, კომენტატორებს კი უკვირდათ, რეფი ვიდეოს მობილურით რად ესაუბრებაო.
ეს კომიკური სურათი სამჯერ განმეორდა. უშიშროებას ნაკრები ამ გზით ადრეც დაუტოვებია ბედის ანაბარა - თუნდაც რუმინეთთან 2011 წელს, ვაკეშივე გამართული ჯახი გავიხსენოთ, მაგრამ ერთნი არიან უფანტაზიო მუხები და სულ სხვა - ლაღი აწრივები: ესენი ალღოს მიენდვნენ და თამამად აბურთავდნენ, ხოლო ჩვენები წახდნენ.
ეგრეც არ მოგვცემიატონგას გაისად. მსოფლიო თასის პულში, პირველსავე მატჩში ვხვდებით. ჩვენ დაგვემატებიან მოკეთებულები - გორგოძე, კაკოვინი, ზირაქაშვილი, ზიბზიბაძე; ეგებ ორიოდე ჯეელიც წამოგვესწროს, ისინი კი უთუოდ აიმატებენ ლეგიონერებს, ლიგელებს და ირბ-ის ახალი კანონით, ბობოლათა მიერ საბუთებ-გაფუჭებულ ბედ-დამწვრებსაც.
რა მოგახსენოთ: ეგებ მეტოქეს თამაშს ვუმალავდით, მაგრამ რაგბულად ასე უმწეონი კი ნამდვილად არა ვართ. ბურთი მეტწილად იმათ ჰქონდათ და როცაკი მოვიხელთეთ, ან დაგვივარდა, ან დავჯარიმდით, ან იმათ ზურგში გადავუკიდეთ. მოკლედ, ან შეტევა ვერ შეგვიძლია უგორგოძეოდ, და ანაც არ გვსურდა საიდუმლოს გამხელა.
მატჩის სტენოგრამას ჩავხედეთ და სტუმართა წითელ ზოლს ერთადერთხელ, პირველი გოლის წინღა ვუწიეთ. ოდნავ მაინც აზრიანად ფაზები ავკინძეთ კიდევ ორჯერ, ლელოს გატანის შანსი კი ეგრეც არ მოგვცემია. კი ბატონო, შეაგდო კვირიკაშვილმა სამივე გასატანი და ძაან შორიდან ორიც ააცილა, მაგრამ რაგბი სამართლიანი სპორტია და მარტო მაგით - დაცვითა და ჯარიმებით ვერ მოვიგეთ.
ირიბი სოლოებითტონგამ თავიდან 9 წუთი გვიტია. გაგვტანჯეს კაპიტანმა ლატუმ და შუამარბმა პიატაუმ. დავჯარიმდით ორჯერ. იმათ დერეფნიდან ვერაფერი დაგვაკლეს. მერე სტუმრები ვათრიეთ შერკინებაში, ხმალაძე მატჩში ერთადერთხელ გაძვრა და მეტოქე კისერში ჩავლებისთვის დაისაჯა * 3:0 @ 12
პინგ-პონგმა უფრო იმათ არგოთ; ჯარიმითა სათვალავი 1-4 გახდა. 20’ წუთზე ტონგა ახლოდან მოგვეძალა ირიბი სოლოებით, მაგრამ კაჭარავამ და ნარიაშვილმა გაუჭედეს ბურთი. ორ წუთში მოეწყო სამი შერკინება და ისევ ვიყოჩაღეთ, მაგრამ კოლელიშვილი დაშავდა და ტონგამაც შეაგდო მეხუთე ჯარიმა * 3:3 @ 27
ტაიმის ბოლომდე ბეგაძემ აწია ბოქს’ქიქი, მაჩხანელმა შეიკუნტრუშა, ლომიძემ შერკინებაში ხელით ითამაშა, მაგრამ შარიქაძე - კაჭარავას წყვილმა წაღლიტა მეტოქეს ბურთი; არწივებმა შერკინებაში კიდევ იდედლეს (ჯ 4-7) და მეკომ 35 მეტრიდან დაჰკრა * 6:3 @ 40+2
მაშხალების კვამლშიცვიტო მეორე ტაიმზე დაბრუნდა, მაგრამ ჯანზე ვეღარ იყო. თამამად ავბურთავდით და შეტევაში დავჯარიმდით. ტონგამ გადააბა ფაზები, ვაინიკოლო კიდეზე გაიჭრა და მორათმა ხეირზე შეაგდო * 6:6 @ 46
სტუმრები შერკინებაში კიდევ ჩაწვნენ (ჯ 6-9) და კვირიკაშვილმა 30 მეტრიდან, მაშხალების კვამლშიც გაიტანა * 9:6 @ 52’. ეგ იყო და ეგ - იმათ მარქაფა ჩააბეს ბრძოლაში და აღმა-დაღმა დაიწყეს ოვალის გათამაშება. გაილაღა ბურჯმა ფაჰანუნუმაც, მორათმა კი 58’ წუთზე 35 მეტრიდან დაახაია.
ჰავბექად შემოვიდა უნომრო, წითლად თავ-შეღებილი მოა და აგვრია. მსაჯმა ტელი-რეფი ჩხუბის გასარჩევად იხმო, მაგრამ ჯარიმა გვაკმარა. ტონგა აგებდა და სარდლობა ზემოდან უყვიროდა, კარშიო, მაგრამ ბიჭებმა იურჩეს, ზედიზედ ორჯერ დაკრეს ალამთან, ააგორეს მოლი, ლატუმ მიიზიდა მამუკაშვილი და მოა მოკლეზე შევარდა * 9:13 @ 66
ორი ლოგო ცოტააოსასწრაფოდ შევცვალეთ ბურჯები და რვაც. ჯარიმათა ბალანსი 6-14 გახდა. მეორე ლელო შერკინებიდან, მაჩხანელის ფრთაზე დაგვიდეს: მაჰაფუმ აიღო და გაატანა მოას, ამან კი სამ მდევარ-დამხვდურს (6 9 15) ათოხლა * 9:18 @ 71
მალე თხილაიშვილი კისერში ჩავლებისთვის გაგვისინბინეს (ჯ 6-15), ანუ ვიდეოს სამივე მოკითხვაზე გავმტყუნდით. ტონგა მადაზე მოვიდა. ლატუ გავაჩერეთ, მერე კი იმათ მოლში ბლოკი შეემთხვათ. მესამე ლელოზე პიატაუმ გაგვჭირა ხაზი და ტონგამ იმხელა მეტობა შექმნა, რომ ლილომ აღარც უპასა ჰალაიფონუას * 9:23@ 78
მატჩი ქაოსურად დავასრულეთ - ორჯერ უკბილოდ გავათამაშეთ ჯარიმა (საბოლოო სათვალავი 9-16). სხვაფრივ, ეგზით’პოლი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ვუწყით, რომ საზოგადოებას მოეწონა "სიპი ტაუ", ხოლო "ანდა არმორის" შავი კვართის გამო მავანნი ანგლობენ, ზურგზე, ნომრის ზემოთ ორი ლოგო ცოტაა - ფრანგული კლუბებივით, გავაზეც მოგვიხდება მეოხის წარწერაო.
შემოდგომის ტესტები * პირველი ვიქენდისაქართველო 9:23 ტონგა<< საქართველო
15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 ირაკლი მაჩხანელი^კაპ (23 სანდრო თოდუა 72), 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 თამაზ მჭედლიძე;
10 ლაშა ხმალაძე (22 ლაშა მალაღურაძე 74), 9 გიორგი ბეგაძე (21 ვაჟა ხუციშვილი 75) /
1 მიხეილ ნარიაშვილი (17 ზურაბ ჟვანია 67), 2 შალვა მამუკაშვილი (16 სიმონ მაისურაძე 70), 3 დუდუ ქუბრიაშვილი (18 ლევან ჩილაჩავა 67);
4 კოტე მიქაუტაძე (19 გიორგი ნემსაძე 70), 5 ლევან დათუნაშვილი:
6 გიორგი თხილაიშვილი სბ 74, 7 ვიტო კოლელიშვილი (20 ლაშა ლომიძე 29-/), 8 გიორგი ჩხაიძე (ლომიძე 67) -
3ჯ: კვირიკაშვილი
<< ტონგა
15 ვუნგაკოტო ლილო, 14 ტევიტა ჰალაიფონუა, 13 სიალე პიატაუ, 12 ჰემანი პაეა (23 ოტულეა კატოა 62), 11 ფეტუჰუ ვაინიკოლო;
10 კურტ მორათ (22 ლატიუმე ფოსიტა 62), 9 სონატანე ტაკულუა (21 ტანიელა მოა 61) /
1 ტევიტა მაილაუ (17 სიუა ჰალანუკონუკა 54), 2 ალეკი ლუტუი (16 ელვის ტაიონე 70), 3 სილა პუაფისი (18 პაეა ფაჰანუნუ 54);
4 ტუკულუა ლოკოტუი, 5 ჯო ტუჰინეაუ (19 ლისიატე ფაჰაოსო 77);
6 სიონე კალამაფონი, 7 ნილი ლატუ^კაპ (20 ჰეილ თი’პოულ 77), 8 ვილიამი მაჰაფუ -
3ლ: მოა (1 2) ლილო; გ: ფოსიტა; 2ჯ: მორათ
<< მსაჯები
რეფერი პასკალ გოზერ (სფრ); კიდეებზე: ენდრიუ მაკ’მენემი (შტლ) / ვლად იორდაკესკუ (რუმ); ვიდეო კარლო დამასკო (იტა)
შაბ 8/11 2014 @ თბილისი, ვაკე, მესხი (18 ათასი)
3:0(12) 3:3(27) 6:3(40+2) /
6:6(46) 9:6(52) 9:13(66) 9:18(71) სბ(74ს) 9:23(78) ბოლო (80+3)
26 წლის (1989-2014) მონაგარი168 თამაში (68 შინ, 67 გარეთ, 33 ნეიტრალურზე)
101 მოგება - 61 წაგება * 6 ფრე
ქულა 3867:3060 (+807)
ლელო 459/309 (+150)
სულ26 წელში 224 ბორჯღალოსანი:
89 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 225, ხოლო ფორვარდებმა 234 ლელო
+++ წინათქმა შაბათის მაგავე გაზეთიდან
ლამის ამავე რაზმით ვაკეში, მესხზე, კუნძულური სარაგბო სამების ბოლო წევრსაც -
ტონგას ებურთავებიან ბორჯღალოსნები, რაღაი
ირბ-მა შარშანწინ მანდვე გვაწვია ფიჯი და შარშან სამოაცსამატჩო რაზმი
http://site.rugby.ge/ka-GE/2014-GEO-TON-squad/მეტოქენი და მსაჯები
http://site.rugby.ge/ka-GE/2014-GEO-TON-card/ფიჯთან 19:24 წავაგეთ, სამოა სასწაულად, 16:15 ვძლიეთ, ტონგას კი ორჯერ ვერკინეთ აწ უკვე ერთობ შორეულ, 1999 წელს და შედეგად მსოფლიო თასზე ვერ გავედით.
მას აქეთ ბევრი რამ შეიცვალა. "ერთა თასი" 12 ციკლში ავიღეთ 7-ჯერ, 15 წელში 9-ჯერ დავაფინიშეთ პირველ ადგილზე, გაისად კი მსოფლიოზე მეოთხედ ვირაგბებთ.
ადგილზე არც ტონგა მდგარა - 2011 წლის მსოფლიო თასზე 19:14 მოუგო თვით საფრანგეთს, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ მეტად ვიზარდეთ. ჰოდა, ირბ-ის რეიტინგში დღევანდელი სტუმარი ორი ადგილითა და 237 წერტითღა გვისწრებს.
კარლო ტელი-რეფიამეტოქენი ორშაბათიდან თბილისში არიან. ჩვენ გვაკლიან მამუკა გორგოძე, დათო ზირაქაშვილი და თედო ზიბზიბაძე, ხოლო იმათ ბურჯები - სონა ტაუმალოლო, ბენ ტამეი’ფუნა და კიდევ, ვინ მოთვლის რამდენი, მობურთალი, რომლებმაც მსოფლიოზე თამაშის ხათრითღა შეიძლება ინებონ სამშობლოს კვართის მორგება.
გორგოძეზე ჩვენმა "მსოფლიო სპორტ"ელმა კოლეგამ, რაგბის ერთგულმა მსახურმა და ოთხი შვილის მამამ, ზურა ქსოვრელმა ფერადი წიგნი გამოსცა და იგი 5 ლარად გაიყიდება სტადიონზე.
ირბ-მა კომისრად ვაკეშიც მოავლინა საიმონ ქიბლი, ვინაც ივნისში, ავჭალაში, "თბილისის თასის" დირექტორი იყო; ჩამოვიდა ასაკოვანი კლოდ სორელიც, ვინც 15 წლის წინ ტონგაზე გვისარდლა და მერე პირველად აგვაღებინა ერთა თასი და ავსტრალიაშიც გაგვიძღვა;
და რაც მთავარია, თბილისშია ჩვენი ძველი ნაცნობი, იტალიელი კარლო დამასკო, ოღონდაც ... ტელი-რეფად.
უტყუარი დასტურიდიიიახ, აღსრულდა რაგბის თემის დიდი ხნის ოცნება და საქართველოში გამართულ მატჩზე მონიტორთან მოკალათებული პირი მოახსენებს რეფს, ჩასათვლელია თუ არა ლელო, რაც იმისი უტყუარი დასტურია, რომ ტექნო-პროგრესმა ჩვენამდეც მოაღწია და ტესტის მოთამაშე ქვეყნის სტატუსი "ჯოჯაზეც" ალალია!
ტონგა "სიპი ტაუთი" გვეტყვის სალამ-ქალამს, რის გამოც ბილეთის მეოთხე გვერდზე, რაგბის ქომაგის ქცევის კოდექსში წერია, პატივი უნდა ვცე მეტოქის წინა-სამატჩო საბრძოლო რიტუალსო, და არც სტუმართა ჰიმნზე უნდა მოვრთო სტვენაო.
გუშინ მესხის სტადიონის პრეს-ცენტრში, ჩვენი რედაქციის მეზობელ დარბაზში, მედია-კონფერენცია მოეწყო. მწერლები და ფოტოგრაფები მრავლად მოვიდნენ, მაგრამ კარგა ხანს არსად ჩანდნენ ტელევიზიები და უმათოდ ღონისძიება არა და არ იწყებოდა.
სამუშაოს დაეძებსპირველად ტონგელებმა გვიპასუხეს, შეგვიქეს მორკინალები და ეგეც შენიშნეს, მწვრთნელებს გუნდთან სამუშაო დრო ყოველთვის გვეცოტავებაო.
საღამოს ლიეზონთან გადავამოწმეთ და "იკალე ტაჰს" კონსულტანტად თან მართლა ხლებია თვით ჯეიქ ვაითი, ვინც ბოკეს მსოფლიო თასი ააღებინა, ბრამბიზი და შარქსი კი ზე’რაგბის გრანდებად ხელახლა აქცია და ახლა ისევ სანაკრებო ასპარეზზე დაეძებს სამუშაოს.
მილთონ ჰეიგი მედიას მარტო წარუდგა და ქართულად სცადა პასუხი. კივს ჩვენი, უცხოელთათვის ურთულესი ენის ელემენტები ყოჩაღად აუთვისებია, მაგრამ აზრის ბოლომდე მიყვანა ჯერჯერობით უჭირს. არადა, ამაზე სულაც არ ვიდარდებთ, თუკი ბიჭები "მელიტონას" იდეებს ხორცს ბოლომდევე შეასხამენ მოედანზე!
სხვაფრივ, რაზმის ჩამოწერისას საწყისად სამოასთან გაყვანილი სია ავიღეთ და გვემცხეთა, რომ 12 თვის თავზე სამად-სამ პოზიციაზე (3 7 14) შეგვიცვლია კაცი, ანუ კივმა მოძღვარმა იცის, ვის რისი შნო აქვს.
სიპი ტაუ ჩვენო თამაშო! დიდი მადლობა ჰაკისა და ფერხულის გაცნობისთვის.
შემიტყვია, რომ ტონგაც ცეკვით მოგვესალმება.
განათლებით ფოლკლორისტს ქორეოგრაფიაც მიზიდავს და
ეგებ მომითხროთ სტუმრების რიტუალზე ... პატივისცემით [მკითხველი]
ბატონო ..! დავიწყოთ იმით, რომ ჰაკა სამივე არქიპელაგსა აქვს: ფიჯურს ჰქვია თიმბი, სამოურს - სივა ტაუ, ხოლო ტონგურს - სიპი ტაუ, საიდანაც მაგასაც ვასკვნით, რომ ორი მომცრო ქვეყნის ენა ერთურთს ენათესავება, დიადი ფიჯური კი განცალკევებითა დგას.
"სიპი ტაუ" საბრძოლო რიტუალია. სრულდება დოლის თანხლებით. სხვა ტონგური ცეკვებისგან განსხვავებით, მაყურებლები არა მღერიან.
ვიკიპედიის თანახმად,
რაგბის ნაკრები ამ ლექსს გამოთქვამს:
ჰეი ე! ჰეი ე!
ტეუ ლეა პეა ტალა კი მამანი კატოა
კო ე ... იკალე ტაჰი კუო ჰალოფია
კე ჰილო ჰე ჰე სოლა მო ე ტაკა
კო ე ... ჰაჰო ნი ტე უ ტამატე ტანგატა
ჰა ე ჰააფე მო ე ტაუტუაჰა
კუო ჰუჰი ჰოკუ ანგა ტანგატა
ჰე! ჰე! ჰეი ე! ტუ
ტე უ პელუკი ე მოლო მო ე ფოუეტი ტაკა
პეა ნგუნგუ მო ჰა ლოტო ფიტაჰა
ტე უ ინუ ე ჰოსენი, პეა კანა მო ე აფი
კეუ მატე აი ჰე კო ჰოკუ ლოტო
კო ტონგა პე მატე კი ჰე მოტო
კო ტონგა!
მისი მიახლოებითი თარგმანი კია:
ყველამ იცოდეს, სულთა მტარვალი
ბექებში მოსპობს დანდობის გრძნობას,
მორკინალები გულს მოგიკლავენ,
ზღვას შესვამენ და ცეცხლითაც დაძღებიან,
სიკვდილი ან გამარჯვება, აი, ჩვენი დევიზი,
და ტონგა ამისთვის ყველაფერს გაიღებს.
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 11 Nov 2014, 10:44