როგორ ვირაგბებთ? 2014 წლის ბოლო, მე-11 ტესტში ბორჯღალოსნები გიორგობაზე ერკინებიან ცქვიტ იაპონიას,
ვისთანაც შარშანწინ, ვაკეშივე, წამატებულ დროში წავაგეთ მოსაგები თამაში http://Qaflan.netai.net/2014სამატჩო რაზმი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2014-GEO-JPN-squad/მეტოქენი და მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2014-GEO-JPN-card/აცივდა და მოიღრუბლა. ფანობაც გულ’გატეხილია ტონგასთან და ირლანდიასთან უსუსური რაგბობით. მტკიცე დაცვა ნებისმიერი ბურთაობის საფუძველია, მაგრამ რომ გაიმარჯვო, შეტევაც უნდა შეგეძლოს, ეგ კი ლიანგმა ამ შემოდგომაზე აქამდე ვერ შეატყო ჩვენს გუნდს და მაგას წუხს.
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ცვლილებები გარდაუვალი იყო: კივმა მილთონ ჰეიგმა დააწინაურა რუსთაველი 9, აკადემიელი 8 და ვეტერანი მეორე’ხაზელიც აღადგინა 15-ეულში, ქუთაისში გადასულმა უნივესიტეტელმა ბექმა კი შეიძლება პირველი კეპიც მიითვალოს.
კეთილი და პატიოსანი! მაგრამ როგორ ვითამაშებთ? წავწევთ თუ არა ბურთს წინ ფორვარდებით? ჩავითრევთ თუ არა მეტოქეს? ავკინძავთ თუ არა მწელავ ფაზებს?
ავაგორებთ კი მოლს?
თუ რაჟამს შერკინება ბურთს მოიპოვებს, უმალ ისევ ბექებით შევუტევთ, ზე’რისკიან პასებს ავაცილებთ მიმღებს, მერე კი კვლავ ავიშლებით და ღერძი ანაც 15 ნომერი უაზროდ დაიწყებენ იმათ ზურგში გადაკიდებას, რაკი სხვა აღარაფერი ძალუძთ?
ისინი რომ თამაშს გაგვიშლიან, ამთავითვე ცხადია. კი ტრაბახობს ალუბლების ოზი გურუ, შერკინებაში ჩასვლა-მიწოლას ყოველ ვარჯიშზე 40 წუთს ვუთმობთ და მსოფლიოს მოწინავე ხუთეულშიც შევდივართო, მაგრამ 24 თვის წინდელიც გვახსოვს, ისინი განგებ რომ წვებოდნენ და 3 ქულას გვწირავდნენ, ხოლო რეფი არ ასინბინებდათ.
იმ რაზმიდან იაპონიას შემორჩა სულ ცხრა და ერთადერთი პირველ’ხაზელი - საკვირაო კაპიტანი, ხოლო ჩვენ ერთბაშად 13 და მათგან რვა ახლაც იწყებს. ქვემოთ იმათი ლიგის ამბავი რომ წერია, 18 იაპონელი ტურნეს შემდეგ ჩემპიონობაზე ითამაშებს, ჩვენ კი რა გვრჩება? - უკეთესი მომავლის იმედი და საგაისო ... "ერთა თასიც"
ბრენდებს ეკუთვნიანიაპონია 2019 წელს მსოფლიო თასს უმასპინძლებს, ტოკიო 2016 წლიდან ზე 18-ში ჩაებმება, ჯერჯერობით კი აზიის ალამდარს არგია მხოლოდ პროფესიული ლიგა, რომელიც სავსეა ჩამოწერილი სამხრეთელი ვარსკვლავებით.
ლიგა 2003 წელს დაარსდა. მიმდინარე სეზონი მეთორმეტეა. თავიდან ამქარში 12 გუნდი იყო, 2006 და 2013 წლებში კი ამათ დაემატა ორ-ორი. უცხოელებმა რომ არ წალეკონ ადგილობრივები, მოქმედებს ლიმიტი - ერთბაშად არა’უმეტეს სამი ლეგიონერი, უახლესი კანონით კი, მათგან ერთს იაპონიის ნაკრებში თამაში უნდა შეეძლოს.
შეიცხადებთ და მოწინავე ტექნიკით განთქმულ ქვეყანაში ვიდეო’ რეფერი ბოლო დროსღა შემოიღეს. რეგიონის მედროშე მეზობლებზეც რომ ზრუნავს, კლუბს ერთი აზიელი უცხოელად არ ეთვლება. მთავარი ჯილდოა "მაიქრო’სოფთის თასი", გუნდები კი მსოფლიო სახელის მქონე ბრენდებს ეკუთვნით.
ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება. პირველზე 16 კლუბი ორ პულად დაიყო და ერთი წრე გამართა. ოთხ-ოთხი უკეთესი ავიდა ზედა ჯგუფში, მიიღო 4, 3, 2, 1 სასტარტო ქულა და ითამაშებს კიდევ ერთ წრეს, ოთხი მოწინავე კი კლასიკურ პლეი’ოფში გავა.
იაპონიის "ტოპ ლიგ" ად I ეტაპი = 1 წრე ქ სხვ მ-წ*ფ $
1 პანასონიკ 29 +192 6-1 5
2 ტოშიბა 26 +77 5-2 6
3 იამაჰა 25 +114 4-2*1 7
4 ნტტ შაინინგ 21 +3 4-3 5
5 კუბოტა 18 -30 3-3*1 4
6 ნეკ 14 -39 2-5 6
7 ტოიოტა ინდ 9 -126 2-5 1
8 ფუკუოკა 6 -191 1-6 2
1 კობე სთილ 29 +76 6-0*1 3
2 სანტორი 28 +65 6-1 4
3 ქენონ 23 +42 4-3 7
4 ტოიოტა ვრბ 22 +12 4-2*1 4
5 კინეცუ 22 +7 4-3 6
6 რიკოჰ 14 +23 2-5 6
7 კოკა კოლა 6 -120 1-6 2
8 ნტტ დოკომო 5 -102 0-7 5
ყველა ჩემპიონი კობე სთილ 2004
ტოშიბა 2005-07 2009-10
სანტორი 2008 2012-13
სანიო 2011
პანასონიკ 2014
გამოჩენილი უცხოელებიავს: ბერიქ ბარნს, ჯორჯ გრეგან, ნეითან გრეი, ქრეიგ ვინგ (ნრლ, ტოუტაი კეფუ, სთივენ ლარქემ, ჯო როფ, რადიკე სამო, ჯორჯ სმით, ნიქ ქამინს, მეთ ქოქბეინ, მარქ ჯერარდ
აფრ: ანდრის ბეკერ, სხალკ ბერგერ, ჟან დეისელ, თინუს დელპორტ, ქიგან დენიელ, ფური დიუ’პრე, ელთონ იანკის, რაიან კანკოვსკი, დანი როსუ, ჯეი’პი პიტერსენ, დევალდ პოტხიტერ, ჟაკ პოტხიტერ, ფრანს სტეინ, იაკო ფან’დერ ვესტჰეიზენ, ჟაკ ფური
აშშ: მაიქ ჰერქუს, თოდ ქლევერ
ზელ: თონი ბრაუნ, ენდი ელის, ტამატი ელისონ, სონი-ბილ ვილიამს, ანდრე თეილორ, რიჩარდ კაჰუი, ლიონ მაკ’დონალდ, რიკო გიარ, ტანერაუ ლათიმერ, მაჰა ნონუ, რუბენ სორნ, ისაია ტოიავა, მოსე ტუიალიჰი, ჯერი ქოლინზ
ინგ: ჯეიმზ ჰესქელ
სამ: ფაიფილი ლევავე, სეილალა მაპუსუა, ტუსი პისი, სემო სიტიტი, ალესანა ტუილანგი
ტონ: ჰეილ თი’პოულ, როი კინიკინილაუ, ნილი ლატუ, სიონე ტუჰიპოლოტუ, პიერ ჰოლა
უელ: შეინ ვილიამს
ფიჯ: მარიკა ვუნიმბაკა, ნემანი ნანდოლო
@