გაჯიქდნენ და იმარჯვეს "ექვსი ერი" პარასკევ ღამით გაიხსნა ბარაქიანი ჯახით
და ინგლისმა უელსს აჯობა, შაბათს კი შოუ გაბერწდაhttp://Qaflan.netai.net/2015ურჩხულებმა შარშანწინ შერკინების გამიზნული ჩაქცევით 30:3 გააბითურეს რაგბის სამშობლო და ახლაც მალევე 10 ქულით გაიჭრნენ წინ, მაგრამ დაღვინებულმა ინგლისმა დამუღამებულ სტილში გააგრძელა რაგბობა და უსიტყვოდ - თუმცკი 5 ქულითღა - მოიგო.
სტუმრები მილენიუმზე გნიასს რომ ელოდნენ, ხელოვნურ ხმაურში ვარჯიშობდნენ. უელსს ჭერქვეშ სურდა თამაში, მაგრამ ინგლისი არ დაეთანხმა. მატჩის საღამოს რვაზე დანიშვნის გამო მაგრად ციოდა.
მასპინძლებმა არენა ჩააბნელეს და ვარდებს წითელ შუქზე დაუპირეს მოედანზე მარტოდ გაშვება და გათოშვა, მაგრამ სტუმრები გაჯიქდნენ, გვირაბში გამაგრდნენ და მსაჯს მეტოქეც ახმობინეს გასახდელიდან, რის გამოც თამაში დათქმულზე 6 წუთით გვიან გაჩაღდა.
ინგლისს აკლდნენ ნაქები შუამარბები და მეორე ხაზი. უელსი მეორე ტაიმში უქულოდ დაშვრა. სტუმართა ყველა ბურთი კლუბ "ბასის" ბექებმა გაიტანეს. მეტოქენი მსოფლიო თასის პულშიც, 26 სექტემბერს, თვიქნემში შეიყრებიან, და მაგავე კომპანიაშია ავსტრალია.
ძელს შეეჯახალი ჰაფპენიმ ანგარიში 40 მეტრიდან, ჯარიმით გახსნა. დენ ბიგარის გადაკიდებულიდან ენთონი ვოთსონი ტყვედ ჩავარდა, ტაულუპე "თობი" ფალეტაუმ კი აშლილ შერკინებაში ლამის პირველი ხაზიდან (ხელით!) ამოაძვრინა ოვალი, ჯეიმზ ჰასქელი დაიფრინა და ჰავბექი რის ვები ახეირა * 10:0 @ 9’
მალე მაიქ ბრაუნმა ახლოდან დაუგორა ვოთსონს * 10:5 @ 15’ გაიცვალა თითო ჯარიმა; ჯორჯ ნორსს ტვინი შეერყა, მაგრამ მაინც დაბრუნდა; ტაიმის ბოლო შეტევაში კი ბიგარმა 35 მეტრიდან არეკნი შეაგდო * 16:8
შესვენების შემდეგ ინგლისმა იძალა. 20-ფაზიანი შტურმი ჯონათან ჯოზეფმა დაასრულა ბიგარისა და ნორსის ჩამოშორებით * 16:15 @ 45’
მალე ჯორჯ ფორდმა 45 მეტრიდან დაახაია ჯარიმა, დაუდეგარი ჰასქელი კი კარის ძელს შეეჯახა და ლელო ვერ გაიტანა. შეტევა ალექს ქასბერთის დათხოვნითა და ფორდის გოლით მაინც დასრულდა * 16:18 @ 62’
ბოლო მეოთხედში ლუთერ ბარელის რეიდი ვერ დააგვირგვინა ბრაუნმა; დეივ ეთვუდის ლელო ტელი-რეფმა გააუქმა, ესაო და ნიქ ისთერმა ბიგარი დაბლოკაო; მაგრამ ბოლოს სამართალი რეფმა გააჩინა და ფორდმა 45 მეტრიდან გაიტანა სათუო ჯარიმა * 16:21
მოლის გორებითინგლისის კაპიტანს, ქრის რობშოუს ბოჭვათა ბალანსი 26/0 გამოუვიდა. ივარგეს უელსელმა მარბიელებმაც: ლიდიეთ, ფალეტაუ 15/1, ვორბერთონ 14/1. ნორსის საკითხს თვით "მსოფლიო რაგბი" (ირბ) ჩაუღრმავდა, რათა ექიმმა არ გასწიროს ბიჭი, ინგლისს კი თუმც მოუკეთდნენ დაშავებულები, 23 კაცს ალბათ მაინც არ შეცვლის.
ჩემპიონმა ირლანდიამ შარშანწინ რომში 15:22 წააგო, ამჯერად კი ბურთითა და ტერიტორიით 63-37% დაიბრიყვა იტალია. მიუხედავად ამისა, სამყურები საათის თავზე ჯარიმებითღა * 12:3 უგებდნენ აძურს.
აქ ირლანდია მოლის გორებაზე გადავიდა და ლათინებს რომ გაუსინბინეს ლეონარდო გირალდინი, ჯერ 9 ნომერი ქონორ მარი გადაწვა ლელოში რაქის გვერდით, ხოლო პასაობიდან თომი ო’დონელმა შუაში გაარღვია დაცვა და ბარემ 35 მეტრი ირბინა * 26:3
ო’დონელი თავიდან მარქაფაში ეწერა, მაგრამ მოთელვაზე კანჭი დაეჭიმა უიღბლო (ბეჭის ორი ოპერაცია 15 თვეში) შონ ო’ბრაიენს. ბოლოსკენ გაწვიმდა და "ოლიპიკოს" ისედაც რბილი გრუნტი მთლად გავერანდა, მაორ ქელი ჰაიმონას კი ლელო იმად აღარ ჩაეთვალა, რომ ტელი-რეფმა დაასკვნა, სერჯო პარიზეს წინ წაუვიდა ბურთიო.
გალებიც გაწითლდნენირლანდიას დამდეგ ვიქენდზე 10 ნომრად შეემატება "ლომი" ჯონათან სექსთონი, ვინაც ტვინის შერყევის გამო 12 კვირა აუქმეს. სამყურებმა ზედიზედ მერვე ტესტი მოიგეს, საფრანგეთი კი 1959 წლის აქეთ პირველად გამოეწყო წითელ (!) კვართებში.
შოტლანდიას კლერმონში ნამუშევარი კივი, ვერნ ქოთერი წვრთნის. სქოთებმა გალებს ტოლი არ დაუდეს და ზედ შესვენების წინ კიდეც დაალელოვეს - სთიუართ ჰოგი ფრთაზე რომ გაიჭრა, მეტობა იქეთ გამოიყენა დაგი ფაიფმა.
და მაინც, "ლე ბლემ, უკაცრავად, რუჟმა" გაიმარჯვა კლერმონელი კამი ლოპესის ხუთი ჯარიმით * 15:8. სქოთებს მოლის ჩაქცევისთვის გაუგდეს ჯონი ბითი, ხოლო თომი სიმორი - მძიმედ და ხუთი კაციც მსუბუქად დაშავდა.
ექვსი ერი 2015პირველი რაუნდი
უელსი 16:21 ინგლისი უელ: ჰაფპენი ქასბერთ სბ 61, დევის რობერთს ნორს (ლმ.ვილიამს 31-38) <10-9> ბიგარ ვებ (ფილიპს 69) /
ჯენქინს (ჯეიმზ 60) ჰიბარდ ლი (ჯარვის 72) ბოლ (ჩართერის 69) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
ლ: ვებ; გ 2ჯ: ჰაფპენი; ა: ბიგარ
ინგ: ბრაუნ ვოთსონ ჯოზეფ ბარელ (თველვთრიზ 76) მეი <10-9> ფორდ ბ.იანგს (ვიგლსვორს 69) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 55) ჰართლი (თ.იანგს 55) ქოულ (ბრუქს 62) ეთვუდ ქრუზ (ისთერ 72) ჰასქელ რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა -
2ლ: ვოთსონ ჯოზეფ; გ 3ჯ: ფორდ
რეფ გარსეზ (სფრ) @ 6/02 კარდიფი, მილენიუმ (73 815)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...05&d=1423295175სტატ
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180679.html3:0(2) 10:0(9) 10:5(15) 13:5(24) 13:8(32) 16:8(40+ა) /
16:15(45) 16:18(62სბ) 16:21(79)
იტალია 3:26 ირლანდიაიტა: მაზი (ვენდიტი 77) სარტო კამპანიარო (ალენ 64) მორიზი მაკ’ლეინ <10-9> ჰაიმონა გორი /
აგერო (დე’მარკი 53) გირალდინი სბ 64 (მანიჩი 75) კასტროჯოვანი (კისტოლინი 69) ფაბიო-ბიაჯი (ბარბინი 75) ფურნო; ძანი (ბარბინი 47, ფუზერ 68) მინტო (მანიჩი 69-74) პარისე^კაპ -
ჯ: ჰაიმონა
ირლ: რ.ქარნი ბოუ პეინ (ჯოუნზ 68) ჰენშოუ ზიბო <10-9> ქითლი (მედიგან 67) მარი (ბოს 69) /
მაკ’გრას (ჯ.ქრონინ 68) ბესთ (შ.ქრონინ 47) როს (მორ 52) თოუნერ ო’ქონელ^კაპ; ო’მანი (ჰენდერსონ 66) ო’დონელ მერფი -
2ლ: მარი ო’დონელ; 2გ: ქითლი მედიგან; 4ჯ: ქითლი
რეფ გოზერ (სფრ) @ 7/02 რომი, ოლიმპიკო (57 700)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...37&d=1423415195სტატ
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/180680.html0:3(7) 0:6(21) 0:9(36) 3:9(40+) /
3:12(58) სბ(64იტ) 3:19(66) 3:26(68)
საფრანგეთი 15:8 შოტლანდიასფრ: სპედინგ იუჟე ბასტარო (ლამერა 72) ფოფანა ტომა <10-9> ლოპეს ქოქოთ (პარა 55) /
მენინი (ბენ’არუ 41) გირადო (კეიზერ 48) სლიმანი (ატონიო 55) პაპე (ტაოფიფენუა 61) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ (გუჟონ 80) ლე’რუ შული -
5ჯ: ლოპეს
შტლ: ჰოგ სიმორ (ფაიფ 17) ბენეთ დანბარ (ჰორნ 68) ფისერ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ (იდალგო-ქლაინ 79) /
დიქინსონ (რიდ 65) ფორდ (ბრაუნ 68) მარი (ქროს 65) რ.გრეი (ჰემილთონ 65) ჯ.გრეი; ჰერლი (სთროქოშ 53) ქოუან (ჰერლი 55-61) ბითი სბ 62 -
ლ: ფაიფ; ჯ: ლეიდლოუ
რეფ ოუენს (უელ) @ 7/02 პარიზი, სან’დენი (80 ათასი)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...13&d=1423372565სტატ
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180681.html3:0(3) 3:3(14) 6:3(17) 9:3(38) 9:8(40) /
12:8(50) სბ(62შ) 15:8(79)
ექვსი ერი 2015ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]
06/02 # უელსი 16:21 ინგლისი გარსეზ (სფრ)
07/02 იტალია 03:26 ირლანდია გოზერ (სფრ)
07/02 საფრანგეთი 15:08 შოტლანდია ოუენს (უელ)
1 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ გატ:გაშ
ირლანდია 2 +23 2/0 1-0 26:03
საფრანგეთი 2 +7 0/1 1-0 15:08
ინგლისი 2 +5 2/1 1-0 21:16
უელსი 0 -5 1/2 0-1 16:21
შოტლანდია 0 -7 1/0 0-1 08:15
იტალია 0 -23 0/2 0-1 03:26
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
14/02 ინგლისი 18.30 იტალია ლეისი (ირლ)
14/02 ირლანდია 21.00 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
15/02 შოტლანდია 19.00 უელსი ჯექსონ (ზელ)
28/02 შოტლანდია 18.30 იტალია ქლენზი (ირლ)
28/02 საფრანგეთი 21.00 უელსი პეიპერ (აფრ)
01/03 ირლანდია 19.00 ინგლისი იუბერ (აფრ)
14/03 უელსი 18.30 ირლანდია ვოლშ (ავს)
14/03 ინგლისი 21.00 შოტლანდია პუატ (სფრ)
15/03 იტალია 19.00 საფრანგეთი დოილ (ინგ)
21/03 იტალია 16.30 უელსი პოლოქ (ზელ)
21/03 შოტლანდია 18.30 ირლანდია გარსეზ (სფრ)
21/03 ინგლისი 21.00 საფრანგეთი ვოლშ (ავს)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (9/02)
1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8823, 3(4) ინგლისი 8583,
4(3) ირლანდია 8548, 5 ავსტრალია 8295, 6 უელსი 8066,
7 საფრანგეთი 8027, 8(9) არგენტინა 7823, 9(8) შოტლანდია 7816,
10 სამოა 7539, 11 იაპონია 7470, 12 ფიჯი 7457
13 ტონგა 7412, 14 იტალია 7119,
15 საქართველო 7076,16(17) რუმინეთი 6800, 17(16) შტატები 6761, 18 კანადა 6683,
19(20) ურუგვაი 6358, 20(19) რუსეთი 6255, 21 ესპანეთი 6222,
22(23) ნამიბია 5827, 23(22) პორტუგალია 5794, 24 კორეა 5722,
25 გერმანია 5632, 26 ზიმბაბვე 5583, 27 ჰონკონგი 5579
+/-: ინგ 98 უელ, სფრ 61 შტლ, ირლ 0 იტა
ესპ 157 რუს (43:20 შ, რუმ 62 პორ (37:10 გ, საქ 0 გერ (64:8 გ)
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 11 Feb 2015, 01:22