ქარხნულად, უფანტაზიოდ "ექვს ერს" ორი რაუნდის შემდეგ
ირლანდია და ინგლისი წყვილი მოგებით ლიდერობენ და
1 მარტს დუბლინში შეიბმებიანhttp://Qaflan.netai.net/2015ინგლისმა იტალია 21-ე შეყრაზე 21-ედვე დაამარცხა. აძურმა წინა 15 სეზონში 10-ჯერ დააფინიშა ბოლო ადგილზე. ლათინები რაგბის სამშობლოსთან ხშირად აგებენ ბარაქიანად. ფანებსა და მედიაშიც ალაგ-ალაგ გამოითქმის მოსაზრება, მაჩანჩალა უნდა ვარდებოდეს და სხვა, მზარდი ძალა შედიოდეს ელიტაშიო.
ჰოდა, სტუმართა არგენტინელ კაპიტანს, სერჯო პარისესაც რომ ნაღდად სმენია ამის გამო, ნამატჩევს ბრძანა, ვარდები 3-ჯერ დავალელოვეთ და დავამტკიცეთ, რომ იტალიის ადგილი აქააო!
ინგლისმა უელსის სტუმრად მჯობნი 23-ეული დაიტოვა. იტალიამ ოთხი კაცი შეცვალა და შერკინებაში ოთხი ცენტურიონი (100+ კეპოსანი) ჩაიყენა. ლუკა მორიზის რეიდის შემდეგ პარისემ შეიტანა პირველი ლელო, 13’ წუთზე კი ანდრეა მაზიმ რომ იხელთა ქელი ჰაიმონას გადაკიდებული, მაიქ ბრაუნს ტვინი შეერყა და წაასვენეს.
ბრიტებმა ხაზი გადაალაგეს და ორი ლელო ზედიზედ დადეს: ჯერ ოზმა ტელი-რეფმა ჯორჯ აიუბმა ტონგელ ბილი ვუნიპოლას ჩაუთვალა ალამთან, ორმაგ ბოჭვაზე ვერასგზით (!) დამიწებული, მერე კი ქრის რობშოუმ გაახერხა თერნოვერი და ფრთაზე გამწესებულმა ჯონათან ჯოზეფმა გაიჯეჯილა * 15:5
მსაჯს რომ უსმენდნენუფროსობამ ინგლისი გასახდელში შეახურა. ლეონარდო სარტომ აიღო თავისივე გადაკიდებული, ბურთი იქეთა ფრთისკენ ჩათამაშდა და მორიზი გაუსხლტა ორ ახმახ მორკინალს, მაგრამ ჰაიმონამ კარს მეოთხედაც (!) ააცილა * 18:10 @ 50
შემდეგ 20 წუთში ინგლისმა მიყოლებით დადო ოთხი: 5 მეტრზე შერკინება რომ ჩაიქცა და იტალია მსაჯს უსმენდა, ბენ იანგსმა უცებ გაათამაშა; ჯორჯ ფორდმა ღრეჩოში შეუშვა ჯოზეფი; "ექვს ერზე" 7 წლის შემდეგ დაბრუნებულმა დანი სიპრიანიმ დააბოლოვა ჯონი მეის გარღვევა; 36 წლის ნიქ ისთერმა კი - მგორავი მოლი * 47:10 @ 69
ბოლოსკენ იტალიამ შეუტია. ოზი ლუქ მაკ’ლეინის გადაკიდებული აიღო სქოთმა თომას "ტომაზო" ალენმა, მაგრამ ლელოსთან წინ დაუვარდა, ჯულიო ბიზენის ფინტაობის კვალად კი მეის მიერ შებოჭილმა მორიზიმ მაინც გადადო ხაზს იქეთ ბურთი * 47:17
ნაკერები დაადესდუბლინში რაუნდის მთავარი ჯახი ჭიდილში გაილია. ხაზი ერთხელღა გაიჭრა, ერთადერთი ლელო კი ბოლო მეოთხედში დაიდო, როცა ფრანგები გახელდნენ, მაგრამ თამაში ვეღარ გააფრევეს.
ირლანდიას გეზავდა 29 წლის ჯონათან "ჯონი" სექსთონი, ვინაც 12 თვეში 4 შერყევა რომ გადაიტანა, 12 კვირა იუქმა. რასინგელი "ლომი" მაინც არ შეეპუა ტულონელ ხვადაგს, მატიო ბასტაროს და თავით მინიმუმ ორჯერ რომ დაეჯახა, სახეზე ნაკერები ხომ დაადეს და ორივენიც ბლად’ბინში წაბრძანდნენ.
ირლანდიამ ირაგბა ქარხნულად, უფანტაზიოდ და 6-დან 6 ჯარიმა გაიტანა, საფრანგეთი კი დააღალატა ქიქერმა, კლერმონელმა კამი ლოპესმა - ოთხიდან ორი. 15:6-ზე ჭრილობა-გაკერილმა სექსთონმა სალელოე მომენტში უხეიროდ უპასა ჯარედ პეინს, ფრანგთა მწელავი შტურმი კი რომენ ტაოფიფენუამ დააგვირგვინა.
გაიცა თითო ყვითელი ბარათი: პასკალ პაპემ რაქში უნებურად მიარტყა ზურგში მუხლი ლომ ჯემი ჰიზლიპს და მწყობრიდან 4 კვირით გამოიყვანა, რორი ბესთმა კი თამაშგარედან მოცელა ტიერი დიუზოტუარი, მაგრამ ლოპესმა სხვაობა 6-მდე ვერ დაიყვანა.
ადრე დაამთავრარაუნდი დაამშვენა კვირის მატჩმა, რომელშიც უელსმა ზედიზედ მერვედ (!) ძლია მარად მოიმედე, მაგრამ მაინც უიმედო შოტლანდია. დაიდო ორ-ორი ლელო, მზარდმა კივმა რეფმა, გლენ ჯექსონმა კი თამაში ადრე დაამთავრა და მასპინძლებს ბოლო შანსი წაართვა.
ფინ რასელმა და რიჩი გრეიმ თერნოვერი რომ გააჩალიჩეს, სთიუართ ჰოგმა ფრთაზე გაინავარდა * 7:3 @ 11. მეორე მეოთხედში რასელი ჰაერში დაეჯახა ვიზავს, დენ ბიგარს და რომ გაასინბინეს, ლიამ ვილიამსის რეიდი გააგრძელა რის ვებმა * 10:16 @ 35
იქვე ამავე დარღვევისთვის უელსს გაუგდეს ჯონათან დევისი, მაგრამ სქოთებმა ტაიმის ბოლოს ახლოდან ვერაფრით შეიტანეს ლელო. საათის თავზე მიზანს უელსი ეწია, მაგრამ ტელი-რეფმა სწორად შენიშნა ბლოკი, მერე კი დევისმა იოლად გასერა დაცვა * 16:26 @ 65
აქედან მოყოლებული, სქოთებს ბლომად მიეცათ შანსი, მაგრამ სულ ბოლოსღა დადეს ლელო * 23:26 და ტრავმების გამოც ტურნირის ბოლომდე გამოაკლდნენ ჯონ ველშ (მტევანი) და რ.გრეი (მკლავი)
ექვსი ერი 2015მეორე რაუნდი
ინგლისი 47:17 იტალია სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/180682.htmlინგ: ბრაუნ (თველვთრიზ 13) ვოთსონ ჯოზეფ ბარელ მეი <10-9> ფორდ (სიპრიანი 63) ბ.იანგს (ვიგლსვორს 67) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 63) ჰართლი (თ.იანგს 59) ქოულ (ბრუქს 59) ეთვუდ (ისთერ 51) ქრუზ; ჰასქელ (ქროფთ 63) რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა -
6ლ: ბ.ვუნიპოლა ჯოზეფ (2 4) ბ.იანგს სიპრიანი ისთერ; 4გ: ფორდ 3, სიპრიანი; 3ჯ: ფორდ
იტა: მაკ’ლეინ სარტო (ბიზენი 79) მორიზი მაზი ვენდიტი <10-9> ჰაიმონა (ალენ 70) გორი (პალაძანი 70) /
დე’მარკი (აგერო 59) გირალდინი (მანიჩი 59) კასტროჯოვანი (კისტოლინი 59) ბიაჯი ბორტოლამი (ფურნო 46) მინტო (ვუნისა 28-37) მა.ბერგამასკო (ვუნისა 59) პარისე^კაპ -
3ლ: პარისე მორიზი (2 3) გ: ალენ
რეფ ლეისი (ირლ) @ 14/02 ლონდონი, თვიქნემ (82 061)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...56&d=14239794540:5(4) 3:5(21) 8:5(24) 15:5(28) /
18:5(46) 18:10(50) 25:10(56) 28:10(58) 35:10(62) 42:10(64) 47:10(69) 47:17(80)
ირლანდია 18:11 საფრანგეთი სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/180683.htmlირლ: რ.ქარნი ბოუ პეინ ჰენშოუ ზიბო <10-9> სექსთონ (მედიგან 45-54) მარი /
მაკ’გრას (ჰილი 63) ბესთ სბ 61 (შ.ქრონინ 72) როს (მორ 63) თოუნერ ო’ქონელ^კაპ; ო’მანი (ჰენდერსონ 75) ო’ბრაიენ (ქრონინ 66-71) ჰიზლიპ (მერფი 60) -
6ჯ: სექსთონ 5, მედიგან (5)
სფრ: სპედინგ (ტალე 53) იუჟე ბასტარო (ტალე 45-52) ფოფანა (ლამერა 16-22) ტომა (ლამერა 33) <10-9> ლოპეს ქოქოთ (პარა 66) /
ბენ’არუ (დებატი 50) გირადო (კეიზერ 50) სლიმანი (ატონიო 50) პაპე სბ 53 (ტაოფიფენუა 64) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ (გუჟონ 72) ლე’რუ შული -
ლ: ტაოფიფენუა; 2ჯ: ლოპეს
რეფ ბარნს (ინგ) @ 14/02 დუბლინი, ავივა (51 200)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...64&d=14240104973:0(14) 3:3(17) 6:3(19) 9:3(33) 9:6(36) 12:6(39) /
15:6(51) სბ(53ს) სბ(61ი) 18:6(68) 18:11(71)
შოტლანდია 23:26 უელსი სტატ >>
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/180684.htmlშტლ: ჰოგ შ.ლამონთ ბენეთ დანბარ (სქოთ 59) ფისერ <10-9> რასელ სბ 31, ლეიდლოუ^კაპ (იდალგო-ქლაინ 72) /
დიქინსონ (რიდ 62-64) ფორდ (ბრაუნ 72) ქროს (ველშ 50) რ.გრეი (ჰემილთონ 57) ჯ.გრეი; ჰერლი ქოუან ბითი (სთროქოშ 59) -
2ლ: ჰოგ ველშ; 2გ: ლეიდლოუ რასელ; 3ჯ: ლეიდლოუ
უელ: ჰაფპენი ქასბერთ დევის სბ 36, რობერთს ლმ.ვილიამს <10-9> ბიგარ ვებ (ფილიპს 75) /
ჯენქინს (ჯეიმზ 72) ჰიბარდ (ბოლდვინ 61) ჯარვის (ენდრიუზ 61) ბოლ (ჩართერის 61) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 62) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
2ლ: ვებ დევის; 2გ 4ჯ: ჰაფპენი
რეფ ჯექსონ (ზელ) @ 15/02 ედინბურგი, მარიფილდ (67 144)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...11&d=14240757140:3(7) 7:3(11) 10:3(18) 10:6(20) 10:9(32სბ) 10:16(35) სბ(36უ) /
13:16(45) 13:19(49) 16:19(55) 16:26(65) 23:26(80)
0:3(7) 7:3(11) 10:3(18) 10:6(20) 10:9(32სბ) 10:16(35) სბ(36უ) /
13:16(45) 13:19(49) 16:19(55) 16:26(65) 23:26(80)
ექვსი ერი 2015ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]
06/02 # უელსი 16:21 ინგლისი გარსეზ (სფრ)
07/02 იტალია 03:26 ირლანდია გოზერ (სფრ)
07/02 საფრანგეთი 15:08 შოტლანდია ოუენს (უელ)
14/02 ინგლისი 47:17 იტალია ლეისი (ირლ)
14/02 ირლანდია 18:11 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
15/02 შოტლანდია 23:26 უელსი ჯექსონ (ზელ)
2 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ გატ:გაშინგლისი 4 +35 8/4 2-0 68:33
ირლანდია 4 +30 2/1 2-0 44:14
საფრანგეთი 2 =0 1/1 1-1 26:26
უელსი 2 -2 3/4 1-1 42:44
შოტლანდია 0 -10 3/2 0-2 31:41
იტალია 0 -53 3/8 0-2 20:73
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
28/02 შოტლანდია 18.30 იტალია ქლენზი (ირლ)
28/02 საფრანგეთი 21.00 უელსი პეიპერ (აფრ)
01/03 ირლანდია 19.00 ინგლისი იუბერ (აფრ)
14/03 უელსი 18.30 ირლანდია ვოლშ (ავს)
14/03 ინგლისი 21.00 შოტლანდია პუატ (სფრ)
15/03 იტალია 19.00 საფრანგეთი დოილ (ინგ)
21/03 იტალია 16.30 უელსი პოლოქ (ზელ)
21/03 შოტლანდია 18.30 ირლანდია გარსეზ (სფრ)
21/03 ინგლისი 21.00 საფრანგეთი ვოლშ (ავს)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (16/02)
1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8823, 3 ინგლისი 8583,
4 ირლანდია 8566, 5 ავსტრალია 8295, 6 უელსი 8171,
7 საფრანგეთი 8009, 8 არგენტინა 7823, 9 შოტლანდია 7711,
10 სამოა 7539, 11 იაპონია 7470, 12 ფიჯი 7457,
13 ტონგა 7412, 14 იტალია 7119,
15 საქართველო 707616 რუმინეთი 6819, 17 შტატები 6761, 18 კანადა 6683,
19 ურუგვაი 6358, 20 რუსეთი 6357, 21 ესპანეთი 6204,
22 ნამიბია 5827, 23 პორტუგალია 5794, 24 კორეა 5722,
25(26) ზიმბაბვე 5583, 26(27) ჰონკონგი 5579, 27(28) მოლდოვა 5538,
28(25) გერმანია 5530, 29 ჩილე 5454, 30 ბელგია 5450
+/-: უელ 105 შტლ, ირლ 18 სფრ, ინგ 0 იტა *
რუს 102 გერ (46:22 გ, რუმ 19 ესპ (29:8 შ, საქ 0 პორ (20:15 შ)
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 18 Feb 2015, 12:48