იძულებული შეიქნენ "ექვსი ერის" მეოთხე რაუნდში უელსმა რომ დაამუხრუჭა ირლანდია,
სხვაობით წინ ინგლისი გაიჭრა და განრიგის წყალობით ფინიშზე ეგეც ეცოდინება,
თუ რამდენით დაჭირდება მოგებაhttp://Qaflan.netai.net/2015ევროპული რაგბის თვალ-მარგალიტის განრიგი თადარიგიანად, ტელე-ბარონთა კარნახით დგება. ამათ ნაღდად ფსონ-კანტორებიც აშველებენ სიტყვას. ორივე მეწილეს მცოდნე ექსპერტები ჰყავს.
ჰოდა, რომ მოატანს დასკვნითი, "ზე" (სუპერ) შაბათი, ყველა შედეგს ჯერაც აზრი აქვს და ფანობაც ბოლო მატჩის ბოლო წუთამდე დაძაბულია ხოლმე.
ირლანდიას აქამდე ზედიზედ მოეგო 10 ტესტი. სამყურები შაბლონურ, მომშთობ რაგბს თამაშობენ, მაგრამ უელსთან საწყის 15 წუთში ოთხი ჯარიმა რომ გაუშვეს * 0:12, იძულებული შეიქნენ, ფეხოსნობაზე აეღოთ ხელი და ხელ’და’ხელ ებურთავათ.
მაგარი რაგბი მეორე ტაიმში გაჩაღდა. ირლანდიამ უტია, უელსმა მედგრად იცვა თავი, ლელოც დადო და მოიგო, რითაც პირველობის შანსი სამ გუნდს გაუჩნდა.
32 ფაზასქრამ.კომ-ის (ანუ ოპტას) თვლით, სტუმრებმა ნავარდით 415-163 (მეტრი) იძალეს, სოლოებით 188-92, ორჯერ მეტიც იპასავეს 254-123 და ბოჭვათა ბალანსიც 250-105 გამოვიდა, მაგრამ დაცვამ და თავდადებამ ისევ გადაწონეს შეტევა.
ირლანდიამ 4 დერეფანიც წააგო, ურჩხულთაგან კი ორ-მეტრა ლუქ ჩართერისს 31 ბოჭვა მოუგროვდა და სხვებსაც ბლომად: 23 ვორბერთონ ფალეტაუ, 21 ავ.ჯოუნზ, 20 ბოლდვინ, 19 ბიგარ, 15 ლიდიეთ ...
უელსს პირველ ტაიმშივე დაუშავდა ორივე დამწყები ბურჯი; ყოჩმა სემ ვორბერთონმა სინბინიც მოიხილა, მაგრამ დენ ბიგარმა იქეთ დაჰკრა არეკნი * 15:6 @ 34’
ირლანდიამ 50’ წუთზე წამოიწყო შტურმი, რომელმაც 32 ფაზას გასტანა. შემდეგსავე მონაკვეთში სტუმრებმა სამჯერ უწიეს ლელოს, მაგრამ სულ ამაოდ და იქეთ დაჯარიმდნენ.
ბურთი გაუჭედესუელსი ვალში არ დარჩენილა - ჯონათან დევისმაც მწვავედ შეუტია, ახლად’შესულმა სქოთ ვილიამსმა კი მეტოქის დერეფნის მოგებით იხეირა * 20:9 @ 62’
ირლანდია მეტად გახელდა, მაგრამ ბურჯმა ქიარან ჰილიმ ლელოსთან დააგდო ბურთი. და მაინც, სტუმრებმა ააგორეს მოლი და საჯარიმო ლელო დაიმსახურეს, 23:16-ზე კი დევისი პასზე წინ ჩაკვრისთვის ყვითლით დაისაჯა.
ირლანდიამ ეგ ჯარიმაც ალამს დაუმიზნა და ისევ მიეძალა, მაგრამ უელსმა მოლში ბურთი გაუჭედა. ასე დამარცხდა მეასე კეპის მომხვეჭი პოლ ო’ქონელი, ხოლო ურჩხულები 25 ქულით ჩამორჩებიან ვარდებს და 21-ით სამყურებს.
შანსები ფლანგესინგლისს სქოთებთან იმოტოლა უპირატესობა ჰქონდა, რომ ბევრად მეტით უნდა მოეგო, მაგრამ პირველი ტაიმი წააგო.
მასპინძლებმა შესვენების შემდეგ იძალეს და თუმც გაფლანგეს სალელოე შანსები, მაინც შეიქმნეს ქულათა მარაგი და 1878 წელს დაწესებული "კალკუტის თასიც" შეინარჩუნეს.
საწყის მეოთხედში შოტლანდიას 11 ბოჭვა გაუცუდდა და ჯონათან ჯოზეფმა ახლოდან შეიტანა ლელო. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯორჯ ფორდი 10 მეტრიდან შეძვრა ღრეჩოში * 17:13 @ 44’
61’ წუთზე მაიქ ბრაუნს არ ჩაეთვალა ლელო, რაკი ჯეიმზ ჰასქელს ვიდეო-ანალიზით "წინ პასი" დაუდგინდა. ბოლოს ფორდმა ჯარიმა ძელს გაარტყა, მაგრამ იქვე ბურთი ფრთამდე ჩათამაშდა და ჯეიქ ნოული ეწია მიზანს * 25:13
"იტალიელი" მგეზავებირომში წვიმდა. მეტოქეებს 37 შეცდომა მოუგროვდათ. იტალიას წინა ორ მიღებაზე ეძლია საფრანგეთი (22:21 და 23:13), ამჯერად კი ნულზე მოისრა * 0:29
აძურს თამაშამდე გამოაკლდა მაორი 10 ნომერი ქელი ჰაიმონა; ამის შემცვლელს, სქოთ ტომაზო ალენს მოთელვაზე ფეხი დაეჭიმა და მალევე შეცვალეს, მესამე მგეზავმა, არგენტინელმა ლუჩანო ორკერამ კი ჯარიმა შესვლისთანავე ძელს მოარტყა.
საფრანგეთმა მწყობრად 47’ წუთზეღა წაიბურთავა: ბური სქოთ სპედინგის რეიდი ლოან გუჟონმა გააგრძელა და იოან იუჟემ ახეირა იოან მაესტრი * 0:19, წამატებულ წუთებზე კი ლელო ახლოდან შეიტანა მატიო ბასტარომ.
ექვსი ერი 2015მეოთხე რაუნდი
უელსი 23:16 ირლანდია სტატ >>
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180688.htmlუელ: ჰაფპენი ნორს დევის სბ 78, რობერთს (სქ.ვილიამს 60) ლმ.ვილიამს <10-9> ბიგარ ვებ (ფილიპს 69) /
ჯენქინს (ევანს 41) ბოლდვინ (ჰიბარდ 57-78) ლი (ჯარვის 13) ჩართერის (ბოლ 72) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 69) ვორბერთონ^კაპ სბ 28, ფალეტაუ -
ლ: სქ.ვილიამს; 5ჯ: ჰაფპენი; ა: ბიგარ
ირლ: რ.ქარნი ბოუ პეინ ჰენშოუ ზიბო <10-9> სექსთონ (მედიგან 75) მარი (რედენ 63) /
მაკ’გრას (ჰილი 57) ბესთ (შ.ქრონინ 63) როს (მორ 63) თოუნერ (ჰენდერსონ 63) ო’ქონელ^კაპ; ო’მანი ო’ბრაიენ ჰიზლიპ (მერფი 72) -
ლ: [საჯ] გ 3ჯ: სექსთონ
რეფ ბარნს (ინგ) @ 14/03 კარდიფი, მილენიუმ (73 950)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...38&d=14264269303:0(3) 6:0(8) 9:0(12) 12:0(14) 12:3(18) 12:6(30სბ) 15:6(34ა) 15:9(37) /
20:9(62) 20:16(70) 23:16(75) სბ(78უ)
ინგლისი 25:13 შოტლანდია სტატ >>
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180689.htmlინგ: ბრაუნ (სიპრიანი 77) ვოთსონ ჯოზეფ ბარელ ნოულ <10-9> ჯ.ფორდ ბ.იანგს (ვიგლსვორს 67) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 60) ჰართლი (თ.იანგს 51) ქოულ (ბრუქს 67) ეთვუდ (პარლინგ 51) ლოზ; ჰასქელ (ვუდ 67) რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა -
3ლ: ჯოზეფ ფორდ ნოულ; 2გ 2ჯ: ფორდ
შტლ: ჰოგ ფაიფ ბენეთ სქოთ (თონქს 41) სიმორ <10-9> რასელ (იდალგო-ქლაინ 72) ლეიდლოუ^კაპ /
დიქინსონ (გრანთ 60) რ.ფორდ (ბრაუნ 60) მარი (ქროს 55) ჰემილთონ (სვინსონ 36-/, 48) ჯ.გრეი; ჰერლი (ბითი 67) ქოუან დენთონ (ეშ 55) -
ლ: ბენეთ; გ 2ჯ: ლეიდლოუ
რეფ პუატ (სფრ) @ 14/02 ლონდონი, თვიქნემ (82 284)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...09&d=14264028477:0(6) 7:7(23) 10:7(26) 10:10(30) 10:13(39) /
17:13(44) 20:13(51) 25:13(76)
იტალია 0:29 საფრანგეთი სტატ >>
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180690.htmlიტა: მაკ’ლეინ სარტო მორიზი (ბაკინ 38) მაზი ვენდიტი <10-9> ალენ (ორკერა 14) გორი (პალაძანი 73) /
აგერო (დე’მარკი 33) გირალდინი (მანიჩი 59) კისტოლინი (ჩიტადინი 51) ბიაჯი (ხელდენჰეის 51) ფურნო; მინტო ვუნისა პარისე^კაპ (ბარბინი 75)
სფრ: სპედინგ იუჟე ფიკუ (ბასტარო 70) მერმოზ ნაკაიტათი <10-9> ლოპეს (პლისონ 41) ტიუ-ბორდ (ქოქოთ 64) /
ბენ’არუ (დებატი 58) გირადო (კეიზერ 54) მას (სლიმანი 51) ფლონკარ მაესტრი (ტაოფიფენუა 65) დიუზოტუარ^კაპ ლე’რუ გუჟონ (შული 73) -
2ლ: მაესტრი ბასტარო; 2გ: პლისონ; 5ჯ: ლოპეს 2, სპედინგ, პლისონ 2
რეფ დოილ (ინგ) @ 15/03 რომი, ოლიმპიკო (63 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...57&d=14264869970:3(29) 0:6(35) 0:9(40+) /
0:12(42) 0:19(47) 0:22(58) 0:29(80+3)
ექვსი ერი 2015ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]
06/02 # უელსი 16:21 ინგლისი გარსეზ (სფრ)
07/02 იტალია 03:26 ირლანდია გოზერ (სფრ)
07/02 საფრანგეთი 15:08 შოტლანდია ოუენს (უელ)
14/02 ინგლისი 47:17 იტალია ლეისი (ირლ)
14/02 ირლანდია 18:11 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
15/02 შოტლანდია 23:26 უელსი ჯექსონ (ზელ)
28/02 შოტლანდია 19:22 იტალია ქლენზი (ირლ)
28/02 საფრანგეთი 13:20 უელსი პეიპერ (აფრ)
01/03 ირლანდია 19:09 ინგლისი იუბერ (აფრ)
14/03 უელსი 23:16 ირლანდია ბარნს (ინგ)
14/03 ინგლისი 25:13 შოტლანდია პუატ (სფრ)
15/03 იტალია 00:29 საფრანგეთი დოილ (ინგ)
4 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ გატ:გაშინგლისი 6 +37 11/06 3-1 102:065
ირლანდია 6 +33 04/02 3-1 079:046
უელსი 6 +12 05/06 3-1 085:073
საფრანგეთი 4 +22 04/02 2-2 068:046
იტალია 2 -79 06/11 1-3 042:121
შოტლანდია 0 -25 05/08 0-4 063:088
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
21/03 იტალია 16.30 უელსი პოლოქ (ზელ)
21/03 შოტლანდია 18.30 ირლანდია გარსეზ (სფრ)
21/03 ინგლისი 21.00 საფრანგეთი ვოლშ (ავს)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (16/03)
1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8823, 3 ირლანდია 8532,
4 ინგლისი 8511, 5(6) უელსი 8390, 6(5) ავსტრალია 8295,
7 საფრანგეთი 8002, 8 არგენტინა 7823, 9 სამოა 7539,
10 შოტლანდია 7522, 11 იაპონია 7470, 12 ფიჯი 7457
13 ტონგა 7412, 14 იტალია 7201, 15 საქართველო 7127,
16 შტატები 6761, 17 რუმინეთი 6711, 18 კანადა 6683,
19 რუსეთი 6465, 20 ურუგვაი 6358, 21 ესპანეთი 6259,
22(23) ნამიბია 5827, 23(22) პორტუგალია 5740, 24 კორეა 5722
+/-: სფრ 106 იტა, უელ 105 ირლ, ინგ 0 შტლ
* ესპ 98 პორ (19:8 გ, საქ 8 რუს (33:0 შ, რუმ 8 გერ (17:12 გ)
@