ძლივს არ შეგვაქციეს!? "ექვსი ერის" ფინიშზე საფრანგეთი რომ გაუძალიანდა ინგლისს,
ირლანდიამ უკეთესი სხვაობით შეინარჩუნა პირველობაhttp://Qaflan.netai.net/2015დასკვნითმა, "ზე (სუპერ) შაბათმა" ისევ გაამართლა. თუ აქამდე გუნდები ფრთხილობდნენ, ფინიშზე თავზე ხელი აიღეს იმათ, ვითაც დიდი ანგარიშით მოგება ჭირდებოდათ. ჰოდა, თუ საწყის 12 მატჩში სულ 35 ლელო დაიდო (საშუალოდ 2.9), ბოლო სამში მონაგარმა 27 შეადგინა (საშუალოდ 9.0) და ერთბაშად 221 ქულაც დახვავდა.
მაყურებელმა ბარემ 6 საათი იღელვა და სეირით ისიამოვნა. მედიამ შენიშნა, მსოფლიო თასის წინ რაგბმა ჩინებული პრომო გაიკეთაო, მაგრამ ეგეც სათქმელია, რომ გალაღება არა’ბუნებრივი ჩანდა; აქამდე დეფიციტური ლელოც უცებ გაუფასურდა, ანუ მსოფლიოზე მსგავსი აღარაფერი მოხდება - რაგბი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.
მეორეში აიწყვიტესრაუნდის დაწყებამდე ინგლისი 4 ქულით უსწრებდა ირლანდიას და 25-ით უელსს. პირველები "ურჩხულები" თამაშობდნენ რომში. "აძურს" აკლდა თილისმა სერჯო პარისე. კელტებმა პირველი ტაიმი ერთი ქულით * 14:13 მოიგეს, მაგრამ მეორეში აიწყვიტეს, 7 ლელო გაიტანეს, პირველ ადგილზე გადავიდნენ და ირლანდიას სამიზნედ 21 დაუსახეს.
იტალიამ 20 წუთი კაც’ნაკლულმა ირაგბა და წახდა. ჯორჯ ნორსმა 10 წუთი ამყოფინა "ნაღდ ჰეთ’თრიქს" - ზედიზედ (!) გაიტანა სამი ლელო. დაშავდა ტულონელი ლი ჰაფ’პენი და "ჩემპიონთა თასის" მეოთხედ’ ფინალს გამოტოვებს, ირლანდიასა და ინგლისს კი ამოცანა გაუადვილა ლათინთა გვიანმა, გარდასახულმა ლელომ * 20:61
ანგარიშ’მიუცემელი რაგბიირლანდია ედინბურგში მალევე დაწინაურდა. სხვაობამ 20 ქულას 51’ წუთზე უწია, აქ კი ჯონათან სექსთონმა ზედიზედ გააცუდა ორი ჯარიმა და მესამითღა ჩამოიტოვა უელსი. სტუმართა ორი ლელო მარბიელის, შონ ო’ბრაიენის ანგარიშზეა. ბოლოს ხელი სქოთებმაც გამოიღეს, მაგრამ ვიდეო’ანალიზით ლელო აღარ ჩაეთვალა სთიუართ ჰოგს - თურმე ჯემი ჰიზლიპმა ბოჭვით გააგდებინა * 10:40
ამით ინგლისს ამოცანა გაურთულდა - საფრანგეთი 26 ქულით უნდა ეძლია, რაც ზღაპარს ჰგავდა. ვარდები მაინც იმედიანად ეკვეთნენ გალებს. გაჩაღდა ანგარიშ’მიუცემელი რაგბი. დაიდო 12 ლელო. თემიდამ სტუმრებს საჭოჭმანო დამიწება რომ ჩაუთვალა, ინგლისი ჩამორჩა, მაგრამ შესვენებაზე 12-იანი მარაგით მაინც წავიდა * 27:15
დაადგება საშველი?ბრიტთა საქმე კარგა ხანს ვერც მეორე ნახევარში აეწყო, მაგრამ 76’ წუთისთვის ანგარიში მაინც ვარდების სასარგებლოდ იზარდა * 55:35
ბოლო შეტევაში მასპინძლებმა 5-მეტრა დერეფანში 13-კაცა მოლი ააგორეს და ლამის მიზანსაც ეწივნენ, მაგრამ უელსელმა რეფმა იქეთ დააჯარიმათ.
ასე და ამგვარად, ინგლისი მსოფლიო თასის მიმდინარე ციკლში მეოთხედაც (!) დარჩა მეორე ადგილზე. ირლანდიამ 1949 წლის აქეთ პირველად დაიცვა ტიტული - ზედიზედ იჩემპიონა. სამყურებმა მეტოქეებზე ერთობ ცოტა - სამად’სამი ლელო და 56 ქულა გაუშვეს.
სხვაფრივ, მენცრები იმედოვნებენ, რომ "ექვს ერსაც" დაადგება საშველი და მალე თუ არა, ოდესმე (!) მაინც შემოიღებს ბონუსურ ნიხრს, რათა გუნდები მეტად გაიბნენ ცხრილში, და ბოლო სამი წლისგან განსხვავებით, ჩემპიონი სხვაობით აღარ გამოვლინდეს.
ექვსი ერი 2015ბოლო, მეხუთე რაუნდი
იტალია 20:61 უელსი სტატ
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180691.htmlიტა: მაკ’ლეინ სარტო მორიზი (ბაკინ 74) მაზი სბ 53, ვენდიტი
<10-9> ჰაიმონა (ორკერა 5) გორი (პალაძანი 74) /
რიძო (დე’მარკი 51) გირალდინი^კაპ (მანიჩი 51) კასტრო’ჯოვანი (კისტოლინი 51)
ბიაჯი (ხელდენჰეის 51 სბ 65) ფურნო; მინტო მა.ბერგამასკო ვუნისა (ბარბიერი 70) -
2ლ: ვენდიტი სარტო; 2გ: ორკერა; 2ჯ: ჰაიმონა ორკერა
უელ: ჰაფ’პენი (სქ.ვილიამს 34) ნორს ჯ.დევის რობერთს ლმ.ვილიამს (პრისთლენდ 71)
<10-9> ბიგარ ვებ (გ.დევის 71) /
ევანს (გილ 53) ბოლდვინ (ოუენს 56) ჯარვის (ენდრიუზ 74)
ჩართერის (ბოლ 74) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 56) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
8ლ: რობერთს ლმ.ვილიამს ნორს (3 4 5) ვებ ვორბერთონ სქ.ვილიამს; 6გ: ბიგარ; 3ჯ: ჰაფ’პენი 2, ბიგარ
რეფ პოლოქ (ზელ) @ 21/03 რომი, ოლიმპიკო (65 827)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...75&d=1427017353 3:0(2) 3:3(8) 6:3(11) 6:6(13) 6:11(19) 13:11(26) 13:14(40+2) /
13:21(48) 13:28(51) სბ(53ი) 13:35(56) 13:42(60) სბ(65ი) 13:47(67) 13:54(70) 13:61(74) 20:61(80+)
შოტლანდია 10:40 ირლანდია სტატ
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180692.htmlშტლ: ჰოგ ფაიფ (ფისერ 12-21) ბენეთ (ფისერ 71) სქოთ (თონქს 70) სიმორ
<10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ (იდალგო-ქლაინ 56) /
გრანთ (დიქინსონ 32) ფორდ (ბრაუნ 53) ი.მარი (ქროს 12 სბ 56)
ჰემილთონ (სვინსონ 53) ჯ.გრეი; ეშ (ჰერლი 56) ქოუან დენთონ -
ლ: რასელ; გ ჯ: ლეიდლოუ
ირლ: რ.ქარნი ბოუ პეინ ჰენშოუ ფითს’ჯერალდ
<10-9> სექსთონ (მედიგან 71) ქ.მარი (რედენ 80) /
ჰილი (მაკ’გრას 53) ბესთ (შ.ქრონინ 62) როს (მორ 46)
თოუნერ (ჰენდერსონ 62) ო’ქონელ^კაპ; ო’მანი ო’ბრაიენ (მერფი 74) ჰიზლიპ -
4ლ: ო’ქონელ ო’ბრაიენ (2 4) პეინ; 4გ: სექსთონ 3, მედიგან; 4ჯ: სექსთონ
რეფ გარსეზ (სფრ) @ 21/02 ედინბურგი, მარიფილდ (67 225)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...77&d=14270175900:7(6) 0:10(10) 3:10(18) 3:17(26) 10:17(31) 10:20(34) /
10:23(45) 10:30(51) სბ(56შ) 10:33(62) 10:40(73)
ინგლისი 55:35 საფრანგეთი სტატ
http://www.espnscrum.com/six-nations-2015/...tch/180693.htmlინგ: ბრაუნ ვოთსონ (სიპრიანი 63) ჯოზეფ ბარელ (თველვ’თრიზ 72) ნოულ
<10-9> ფორდ ბ.იანგს (ვიგლს’ვორს 72) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 63) ჰართლი (თ.იანგს 53) ქოულ (ბრუქს 63)
პარლინგ (ისთერ 68) ლოზ; ჰასქელ სბ 57 (ვუდ 68) რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა -
7ლ: ბ.იანგს (1 3) ვოთსონ ფორდ ნოულ (5 7) ბ.ვუნიპოლა; 7გ 2ჯ: ფორდ
სფრ: სპედინგ იუჟე ფიკუ მერმოზ (ბასტარო 72) ნაკაიტათი
<10-9> პლისონ (ტალე 72) ტიუ-ბორდ (ქოქოთ 49) /
დებატი (ატონიო 61) გირადო (კეიზერ 48) მას (სლიმანი 48, დებატი 79)
ფლონკარ მაესტრი (ტაოფიფენუა 68) დიუზოტუარ^კაპ ლე’რუ გუჟონ (შული 63) -
5ლ: ტიუ-ბორდ ნაკაიტათი მერმოზ დებატი კეიზერ; 2გ: პლისონ; 2ჯ: პლისონ ქოქოთ
რეფ ოუენს (უელ) @ 21/03 ლონდონი, თვიქნემ (82 319)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=14270880417:0(3) 7:3(11) 7:8(14) 7:15(19) 10:15(27) 17:15(31) 24:15(37) 27:15(40+2) /
27:22(43) 34:22(47) 34:25(52) 41:25(55) სბ(57ი) 41:30(60) 48:30(64) 48:35(66) 55:35(76)
ექვსი ერი 201506/02 უელსი 16:21 ინგლისი გარსეზ (სფრ)
07/02 იტალია 03:26 ირლანდია გოზერ (სფრ)
07/02 საფრანგეთი 15:08 შოტლანდია ოუენს (უელ)
14/02 ინგლისი 47:17 იტალია ლეისი (ირლ)
14/02 ირლანდია 18:11 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
15/02 შოტლანდია 23:26 უელსი ჯექსონ (ზელ)
28/02 შოტლანდია 19:22 იტალია ქლენზი (ირლ)
28/02 საფრანგეთი 13:20 უელსი პეიპერ (აფრ)
01/03 ირლანდია 19:09 ინგლისი იუბერ (აფრ)
14/03 უელსი 23:16 ირლანდია ბარნს (ინგ)
14/03 ინგლისი 25:13 შოტლანდია პუატ (სფრ)
15/03 იტალია 00:29 საფრანგეთი დოილ (ინგ)
21/03 იტალია 20:61 უელსი პოლოქ (ზელ)
21/03 შოტლანდია 10:40 ირლანდია გარსეზ (სფრ)
21/03 ინგლისი 55:35 საფრანგეთი ოუენს (უელ)
6 ერი * 2015 ქ სხვ ლ მ-წ გატ:გაშირლანდია 8 +63 08/03 4-1 119:056
ინგლისი 8 +57 18/11 4-1 157:100
უელსი 8 +53 13/08 4-1 146:093
საფრანგეთი 4 +2 09/09 2-3 103:101
იტალია 2 -120 08/19 1-4 062:182
შოტლანდია 0 -55 06/12 0-5 073:128
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
16 სეზონის (2000-2015) ჯამიქვეყანა ქ% მ-წ*ფ გატ:გაშ სხვ ჩმ სლ ვთ
ინგლისი 69.4 55-24*1 2218:1257 +961 4 1 -
ირლანდია 67.5 53-25*2 1952:1449 +503 3 1 -
საფრანგეთი 66.3 52-26*2 2002:1425 +577 5 3 -
უელსი 56.3 44-34*2 1834:1723 +111 4 3 1
შოტლანდია 25.0 19-59*2 1256:2000 -744 - - 3
იტალია 15.6 12-67*1 1160:2568 -1408 - - 5
"ექვსი ერის" ჩემპიონებისაფრანგეთი 2002^ 2004^ 2006# 2007# 2010^
ინგლისი 2000 2001# 2003^ 2011
უელსი 2005^ 2008^ 2012^ 2013#
ირლანდია 2009^ 2014# 2015#
^ სლემ [10 ქ] # უკეთესი სხვაობით’ღა, ვთ = ვაით’ვოშ [0 ქ]
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 სთიუართ ჰოგ (შტლ, 14 იოან იუჟე (სფრ, 13 ჯონათან ჯოზეფ (ინგ, 12 რობი ჰენშოუ (ირლ, 11 ჯექ ნოულ (ინგ;
10 ჯონათან სექსთონ (ირლ, 9 ბენ იანგს (ინგ) /
1 ჯექ მაკ’გრას (ირლ, 2 სქოთ ბოლდვინ (უელ, 3 დენ ქოულზ (ინგ;
4 ალუნ-ვინ ჯოუნზ (უელ, 5 პოლ ო’ქონელ (ირლ; 6 პითერ ო’მანი (ირლ, 7 სემ ვორბერთონ (უელ, 8 ტაულუპე ფალეტაუ (უელ)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (23/03)
1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8823, 3 ირლანდია 8576,
4 ინგლისი 8540, 5 უელსი 8407, 6 ავსტრალია 8295,
7 საფრანგეთი 7974, 8 არგენტინა 7823, 9 სამოა 7539,
10 შოტლანდია 7479, 11 იაპონია 7470, 12 ფიჯი 7457
13 ტონგა 7412, 14(15) საქართველო 7216, 15(14) იტალია 7185,
16 შტატები 6761, 17(18) კანადა 6683, 18(17) რუმინეთი 6623,
19 რუსეთი 6465, 20 ურუგვაი 6358, 21 ესპანეთი 6259,
22 ნამიბია 5827, 23 პორტუგალია 5740, 24 კორეა 5722
+/-: ირლ 44 შტლ, ინგ 29 სფრ, უელ 17 იტა
* საქ 89 რუმ (15:6 გ, რუს 0 პორ (21:8 შ, ესპ 0 გერ (48:16 შ)
@