ევროპული ლატარია "რაგბი ევროპის" საშინაო მატჩში მობურთალმა ბორჯღალოსნებმა ვერაფერი მოუხერხეს
რეფსა და ჯიუტ პორტუგალიას, რის გამოც რუმინეთი ქულით დაწინაურდაhttp://Qaflan.netai.net/2015ზუსტად 11 წლის წინ
http://qaflan.netai.net/ze_ragbi/2004-02/2..._Borj-Lobos.htmლობუშმა ვაკეშივე მოგვიგო იტალიელი მსაჯის წყალობითა და ჩვენივე მიამიტობით. ლუზიტანები შემდეგაც ბევრჯერ დაგვიდგნენ მაგრად. და მაინც, კლასი რომ თავისას შვრება, ჯამური ბალანსი უკვე აშკარად ჩვენს სასარგებლოდაა 13-4*2 (440:265) ლ 51/16
რკენა ამჯერადაც თოშში, წვიმით დამბალ მოედანზე მოეწყო. ისინი შინ რუმინეთთან რომ მოისრნენ ბონუსით, წინა ხუთეულში დაიყენეს ბიჭები, რომლებიც სტარტზე 23 კაცშიც არ ეწერნენ.
მეტიც, ჩვენ თუ მთელი რაზმი დავასაქმეთ, ლობუშმა რვიდან მხოლოდ სამი (!) შეცვლა გამოიყენა; მარცხენა ბურჯმა (!) და კვაჭმა თავიდან ბოლომდე იომეს - დავით ზირაქაშვილს გაუმკლავდნენ, და მხოლოდ 3 და 18 ნომრები ეხიდებოდნენ ერთმანეთს.
დაინტერესებული მხარემსაჯობდა რუმინული ბრიგადა. თუ "რაგბი ევროპის" კალენდარს ჩავხედავთ, შევნიშნავთ, რომ 15 მატჩიდან ამ ერთადერთსღა სჯიდა მონაწილე ქვეყნის რეფი, ანუ შედეგით დაინტერესებული მხარე, ხოლო დანარჩენ 14-ს "ექვსი ერის" წარმომადგენლები გაუძღვებიან.
ამბიციური კარპატელები მარადიულ რაგბულ ღირებულებებს ალაგ-ალაგ არად დაგიდევენ ხოლმე. ამჯერად დომნულ იორდაკესკუმ შერკინება ლატარიად აქცია - გამოიყენა ჯარიმათა დაბალანსების ოღრაშ’დუბლინური მეთოდი - და სტვენით ბურთაობაც ჩაკლა.
ასეთ პირობებშიც ვცადეთ ზელანდიურად რაგბობა, მაგრამ წუნი მოგვეძალა, პორტუგალიამ კი თავი უნარიანად იცვა, საკმაოდ იკინკლავა, წელა დრო და თუმც ლელოს გატანის შანსი ერთიც არ მისცემია, ჩვენებრ 5 გოლი კი შეაგდო და ნუგეში მიითვალა.
ბურთის შენელებისთვისანგარიში 47’’ წამზე გავხსენით - მერაბ შარიქაძემ შეტევაში ჩართო მერაბ კვირიკაშვილი და ამან ფრთაზე დაგეზა დავით კაჭარავა * 5:0
აქედან მოყოლებული, ლელო აღარ დადებულა. პედრუ ავილამ შერკინებაში ბოძებული ჯარიმა შეაგდო * 5:3. 12’ წუთზე კოხტად წაიბურთავეს ლაშა მალაღურაძემ, შარიქაძემ და მურაზ გიორგაძემ, მაგრამ ლაშა ლომიძე ლელოს კიდეზე გადადენა იმავე ავილამ.
მალე მანვე 35 მეტრიდან გაგვიტანა ჯარიმა * 5:6. რაქიდან რომ შეუტიეს ლევან ჩილაჩავამ და ზურაბ ჟვანიამ, იმათ პასზე ხელი ჩაგვიკრეს * 8:6 @ 24’
31’ წუთზე მარცხენა კუთხეში დერეფნიდან ავაგორეთ მოლი, მაგრამ ბოჭვაზე დავჯარიმდით. იმათი იერიშისას ორჯერ შევაყოვნეთ შებოჭილი * 8:9, მაგრამ ტაიმის ბოლომდე თაზო მჭედლიძისა და შარიქაძის რეიდებს "ბურთის შენელებისთვის" მოყვა ჯარიმები * 14:9
უსაშველოდ გაიწელაშესვენებაზე მთლიანად შევცვალეთ პირველი ხაზი და შერკინებაში 3 ქულა უმალ გამოვიმუშავეთ * 17:9 @ 45. ფრენსისკუ მაგალიაიშმა მწარედ რომ დასცა მალაღურაძე, მგეზავად ლაშა ხმალაძე შევიდა. ჰავბექი ვასო ლობჟანიძე ბრძოლაში საათის თავზე ჩაება, ტაიმი კი უსაშველოდ, 12 წუთით გაიწელა.
56’ წუთზე მეკომ გამოაქცუნა გადაკიდებული, ხმალაძე გაუსხლტა პერეირას, მაგრამ მჭედლიძე კიდეზე მიაბრძანეს ავილამ და ფრანგმა ჟიულიან ბარდიმ. ისინი კვირიკაშვილის აბრაგანზე ჩაიჭრნენ; ბურთი კაჭარავამ იხელთა და ორი პასით იქეთა ფრთაზე მივიღეთ მეტობა, მაგრამ დიმა ბასილაია ოვალს ვერ შეელია.
61’ წუთზე, მარჯვენა ალამთან, დერეფნიდან ლელოს ვერ უწია შალვა მამუკაშვილმა. მერე მთლად აიშვა მსაჯმა და წამოშლილ შერკინებაში ფრთა (?) შალვა სუთიაშვილი გაასინბინა * 17:12, მაგრამ შემდეგ ჯერზე უკვე ჩვენი მხარე დაიჭირა, ლობუში ორჯერ დააჯარიმა და ბურჯიც გაუგდო * 20:12 @ 73’
ფრე მოაწყობთპრემიის აღება უკვე ზღაპარი იყო. და მაინც, 76’ წუთზე კარში აღარ დავარტყით 35 მეტრიდან. წამატებულ დროში ჯერ დაგვიშავდა მამუკაშვილი და ჟვანია გაგვიხდა დასაბრუნებელი, ბოლო ორ წუთში კი ზედიზედ (!) 4-ჯერ დავჯარიმდით, ისევ კაც-ნაკლული დავრჩით და ავილამ 48 მეტრიდან გაიტანა * 20:15 @ 80+12’
რაუნდის სამივე თამაში ერთდროულად დაიწყო. ესპანეთი კლუჟში, თოვლ-გადახვეტილ მოედანზე ერთი საათი ეომა რუმინეთს * 8:12, მაგრამ კაპიტან ხაიმე ნავას სინბინით გატყდა. სტეჟარმა უმალ ფორვარდებით აიღო ბონუსი, ცხრილში გაგვისწრო, ფინიშამდეც ალბათ ეგრე მიატანს და შინ ჩვენთან ფრე მოაწყობს.
რუსეთთან ისევ გულ’საკლავად წააგო გერმანიამ: შარშან, მაისში
http://qaflan.netai.net/2014/O5/27_A5N-RWQ.htmდათვებს ბოლოსწინა წუთამდე უგებდა მსოფლიო თასის შესარჩევს; ახლაც, ფლენქერ კეომა ბრენერის ჰეთ’თრიქით ახალბედები დასკვნით მეოთხედამდე წინ იყვნენ, მაგრამ ვეღარ გაუძლეს და ხუთი (!) ლელო მიირთვეს.
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2015მეორე რაუნდი
საქართველო 20:15 პორტუგალია$წარსული
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-POR-PAST/27 მოვარჯიშე
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-POR-SQD/23 მოთამაშე
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-POR-TM/გუნდები+მსაჯები
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-POR-CARD/საქ: კვირიკაშვილი მჭედლიძე კაჭარავა შარიქაძე მ.გიორგაძე (აფციაური 80+6)
<10-9> მალაღურაძე (ხმალაძე 50) ბეგაძე (ლობჟანიძე 61) /
ასიეშვილი (ნარიაშვილი 41) ჟვანია (მამუკაშვილი 41, ჟვანია 80+3 სბ 80+10) ჩილაჩავა (ზირაქაშვილი 41)
ჩხაიძე (ნემსაძე 61) მიქაუტაძე; ბასილაია სუთიაშვილი^კაპ სბ 67-79, ლომიძე (თხილაიშვილი 61) -
ლ: კაჭარავა; 5ჯ: კვირიკაშვილი
პორ: ავილა-ბეტანკურ მურტეირა (ვილელა-პერეირა 53) ფ.აპლეტონ ტ.აპლეტონ ნორონია (მარტინშ 75-80+)
<10-9> პენია’ი’კუშტა მაგალიაიშ /
ფერნანდეშ ტაჯერ მარტინშ (როშა 53-62, 69 სბ 72)
დუშ’რეიშ ვილასა (ვასალუ 69) ვ.უვა^კაპ ბარდი სოუზა -
5ჯ: ავილა
რეფ იორდაკესკუ (რუმ) შაბ 14/02 @ ვაკე (12 ათასი)
ვიდეო 1ტ
https://www.youtube.com/watch?v=4VdRahMWpjU 2ტ
https://www.youtube.com/watch?v=rDo-czqfkzs5:0(1) 5:3(11) 5:6(16) 8:6(24) 8:9(37) 11:9(39) 14:9(40+3) /
17:9(45) 17:12(68სბ) 20:12(73სბ) 20:15(80+12სბ)
რუმინეთი$ 29:8 ესპანეთი5ლ: აპოსტოლ ლუკაჩ ა.ურსაკე მაკოვეი სირბე; 2გ: კალაფეტეანუ დუმბრავა -
ლ: რუე; ჯ: სნი / სბ: ნავა
რეფ ვილქინსონ (ირლ) @ კლუჟი, არენა (1 142)
0:3(7) 5:3(15) 12:3(33) /
12:8(50) სბ(57ე) 17:8(61) 22:8(65$პ) 29:8(76)
გერმანია 22:46 რუსეთი$3ლ: ბრენერ; 2გ ჯ: ჰილზენბეკ / სბ: ბოშ -
7ლ: არტემიევ 3, კურაშოვ 2, სელსკი ვოლკოვ; 4გ: კუშნარიოვ, გაისინ 3; ჯ: გაისინ
რეფ მარშა (სფრ) @ ფორცჰაიმი, ზიუდ’ვესტ’ენერგი (1 232)
3:0(2) 8:0(6) სბ(21გ) 8:5(23) 8:12(29) 15:12(35) /
22:12(59) 22:19(64) 22:26(68$პ) 22:29(71) 22:34(74) 22:39(77) 22:46(80+4)
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 201507/02 გერმანია 8:64$ საქართველო კარდონა (სფრ)
პორტუგალია 10:37$ რუმინეთი პირს (ინგ)
ესპანეთი $43:20 რუსეთი მაკ’მენემი (შტლ)
14/02 საქართველო 20:15$ პორტუგალია იორდაკესკუ (რუმ)
რუმინეთი $29:8 ესპანეთი ვილქინსონ (ირლ)
გერმანია 22:46$ რუსეთი მარშა (სფრ)
2 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $რუმინეთი 10 +48 09/02 66:018 2-0 2
საქართველო 9 +61 11/01 84:023 2-0 1
ესპანეთი^ 5 +2 08/07 51:049 1-1 1
რუსეთი 5 +1 09/10 66:065 1-1 1
პორტუგალია 1 -32 01/05 25:057 0-2 1
გერმანია 0 -80 04/17 30:110 0-2 0
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო,
3) გატანილი ქულა; მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა
28/02 ესპანეთი მადრიდი 19.00 საქართველო რუის (სფრ)
რუსეთი კრასნოდარი 15.00 რუმინეთი დევის (უელ)
პორტუგალია ლისაბონი 22.00 გერმანია ვივარინი (იტა)
14/03 საქართველო ვაკე 17.00 რუსეთი ჰენესი (უელ)
გერმანია ჰაიდელბერგი 17.30 რუმინეთი ლინთონ (შტლ)
პორტუგალია კუიმბრა 19.00 ესპანეთი ქარლი (ინგ)
21/03 რუმინეთი ბუქარესტი 16.30 საქართველო ქონვეი (ირლ)
რუსეთი სოჭი 16.00 პორტუგალია თემპესთ (ინგ)
ესპანეთი მადრიდი 19.00 გერმანია ბლესანო (იტა)
27 წლის (1989-2015) მონაგარი172 თამაში (70 შინ, 69 გარეთ, 33 ნეიტრალურზე)
104 მოგება - 62 წაგება * 6 ფრე
ქულა 3993:3156 (+837)
ლელო 476/319 (+157)
>> 16 ერთა თასზე (2000-2015)
77თ (38შ 36გ 3ნ) 61-12*4
ქ 2346:988 (+1358) ლ 308/78 (+230)
>> პორტუგალიასთან (1997-2015)
19თ (9შ 10გ) 13-4*2 440:265 ლ 51/16
სულ27 წელში 227 ბორჯღალოსანი:
92 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 233, ხოლო ფორვარდებმა 243 ლელო
@