ჯერ გოლები, მერე ლელოებიც "რაგბი ევროპაზე" საქართველომ რუსეთი ვაკეში
დიდი ბრძოლით, მაგრამ ნულზე კი, ძლია და ლიდერობა შეინარჩუნაhttp://Qaflan.netai.net/2015დათვები მეჩვიდმეტედ (17) დავამარცხეთ და თანაც 33 ქულით! ჯერ შევაგდეთ 4 გოლი, მერე კი სამი ლელოც დავუდეთ. ჰოდა, ბოლო 11 შეყრაზე, 2004 წლის ნოემბრიდან, სამეზობლო სერიაში ლელოთა ფარდობაა 44/7, ხოლო ჯამური ანგარიში 340:115
24 სტუმარში, მწვრთნელიანად, ზუსტად ნახევარი "ენისეიდან" იყო. სანია პერვუხინს შეგირდები კარგად მოუმზადებია, მაგრამ სლავებს ერთობ აკლიათ ღონე. ჩვენმა შერკინებამ რუსები 10-ჯერ ათრია და 5-ჯერაც მოლით დაახევინა უკან, მაგრამ მსოფლიო თასის წელს ირბ-ული თამაში ისე ჩაიხურა, რომ ლელოები ბოლო მეოთხედშიღა იდება.
რაგბს ახლად’ნაზიარები ხალხისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გურმანები კი ნაღდად ჩაატანდნენ თამაშს გემოს. იყო ბლომად ჭიდილი, ფეხით ბათქა-ბუთქი, ბოჭვები, პასაობა და ფინტებიც. მილთონ ჰეიგის რეცეპტით, ისევ გაშლილად ვცადეთ ბურთაობა და კარგადაც გამოგვივიდა, მაგრამ ჩვენი 5 დერეფანიც წავაგეთ, რაც მეტისმეტია.
ყინჩად წამოიღოპირველივე შერკინებაში რომ ძალუმად მივაწექით, მერაბ კვირიკაშვილმა 27 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა * 3:0 @ 3’
მეორე გოლამდე ალექს ხუციშვილმა ვერ აიღო გადმოკიდებული და რაქშიც დაჯარიმდა; ორჯერ დაარღვია წესი მამუკა გორგოძემაც; წაგებული დერეფნიდან რამილ გაისინმა ფრთაზე რომ დაუგორა იგორ კურაშოვს, ნორჩმა გიორგი აფციაურმა გვიხსნა, იმავე გაისინმა კი ორჯერ 30 მეტრიდან და ერთხელაც 40-დან ააცილა ჯარიმები.
სტუმრებს მალევე დაემტვრათ ვლადიმერ რუდენკო და ხაზის გადაწყობა მოუხდათ. ჩვენ უარესი დაგვემართა - მგეზავ ლაშა ხმალაძეს ნეკნები დაეჟეჟა და შესაცვლელი შეიქნა; ათზე დადგა გამოცდილი კვირიკაშვილი, აფციაური კი ფულბექად გადავიდა და გადაკიდებული ყინჩად რომ წამოიღო, მეკომ 40-დან დაჰკრა * 6:0 @ 30’
ტაიმის ბოლოსკენ ხუციშვილი და ვასილი არტემიევი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ. რუსი ვარსკვლავი დარეტიანდა და გავიდა, ათად ბებერი იური კუშნარიოვი შემოვიდა, გაისინმა კი უკან დაიხია. ერთგან მეკომ არ შეუტია ღრეჩოში, მეტოქის წითელ ზოლში კი მეოთხედაც (!) წავაგეთ ჩვენი დერეფანი.
დათვები დაიღალნენთამაში განახლდა და ცქნაფა ვასო ლობჟანიძემ ბეჭებზე დადო გოლიათი ვიკტორ გრესევი. რუსეთი გაშლილად უტევდა, მაგრამ ჩვენი დაცვის წინაშე თან უკან-უკან იხევდა!
კვირიკაშვილმა 48 მეტრიდან შეაგდო მესამე ჯარიმა * 9:0 @ 55’, კიდეზე პირდაპირ გადასული ქიქოფიდან კი ზურაბ ჟვანიამ გაილაღა ფრთაზე, მაგრამ წითელი ბუცი ბარემ სამჯერ დააბიჯა თეთრ ხაზს.
მალე მოლში ურჯუკობისთვის კიდის მსაჯმა ამხილა მიხო ნარიაშვილი და კაც’ნაკლული დავრჩით, მაგრამ პინგ-პონგსა და ქაოსში რუსეთი 45 მეტრზე დაჯარიმდა * 12:0 @ 64’
ამ დროისთვის დათვები დაიღალნენ და ბოლომდე ორჯერ მოიხილეს სინბინი "პასებზე წინ ჩაკვრისთვის", რაც ბორჯღალოსნებმა სამ ლელოდ აქციეს ჰავბექ ვაჟა ხუციშვილის დირიჟორობით:
პირველზე, 70 მეტრიდან, ბექა ბიწაძემ შეუტია მოკლე ფრთაზე; დაცვა რაქის გვერდით გიორგი ნემსაძემ გასერა და 25 მეტრი ირბინა; ხაზზე ორი პასის შემდეგ კი დავით კაჭარავამ ფინტებითა და შეუპოვრობით სამი მბოჭავი გააბითურა და მე-80 კეპი მე-17 ლელოთი აღნიშნა * 19:0 @ 72’
რეფმა ვერ შენიშნა80+1’ წუთზე მერაბ შარიქაძე ოვალს ვერ შეელია და მეტობა გაფლანგა; რუსებმა მოლში ბურთი დაკარგეს; მიეძალა ბიწაძე; კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა მიწიდან აიტაცა და ჭიდილში ლელოში გადადო, მაგრამ რეფმა ვერ შენიშნა; ეგრე არ უნდაო და შემდეგსავე ფაზაში ჟვანია ბზრიალით ეწია მიზანს * 26:0 @ 80+4’ = მეშვიდე ლელო მე-17 მატჩში!
ბოლო ლელოზე, როცა ჯარიმათა სათვალავი 13-9 გახდა ჩვენს სასარგებლოდ, კვირიკაშვილმა დერეფნიდან დაფინტა, სამს გაუსხლტა, მეოთხეც მიიზიდა და "გილბერთი" ფარულად გაატანა კახა ასიეშვილს * 33:0 @ 80+7’
მატჩი იმით დამთავრდა, რომ მეკომ ბურთი კუს ტბისკენ, მაყურებლებში დაარტყა. 32 წლის ვეტერანის სანაკრებო მონაგარია 83 ბორჯღალი, 12 ლელო, 108 გარდასახვა, 114 ჯარიმა და 3 არეკნი, რაც 627 ქულად ფასობს, რაუნდის სხვა მატჩებში კი ისღა მოხდა საგულისხმო, რომ გერმანიის კვაჭმა (!) დეილ გარნერმა რუმინეთს არეკნი გაუტანა.
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2015მეოთხე რაუნდი
საქართველო 33:0 რუსეთიწარსული
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-RUS-PAST/29 მოვარჯიშე
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-RUS-SQD/23 მოთამაშე
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-RUS-TM/გუნდები+მსაჯები
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-RUS-CARD/ოქმი
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-RUS-FF/საქ: კვირიკაშვილი აფციაური კაჭარავა შარიქაძე ა.ხუციშვილი (მ.გიორგაძე 80+1) <10-9> ხმალაძე (მჭედლიძე 22) ლობჟანიძე (ვ.ხუციშვილი 70) /
ნარიაშვილი სბ 58 (ასიეშვილი 70) ს.მაისურაძე (ჟვანია 47) ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 70) ნემსაძე ვ.მაისურაძე (მიქაუტაძე 52) სუთიაშვილი^კაპ გორგოძე (ლომიძე 73) ბიწაძე (ასიეშვილი 61-69) -
3ლ: კაჭარავა ჟვანია ასიეშვილი; 3გ 4ჯ: კვირიკაშვილი
რუს: არტემიევ (კუშნარიოვ 37) ბაბაევ გერასიმოვ რუდენკო (ოტროკოვ 12) კურაშოვ <10-9> გაისინ შჩერბან (იაგუდინ 76) /
ნოვოსიოლოვ (სეკისოვ 45) სელსკი (კორშუნოვ 65) ი.ზიკოვ (იგრეცოვ 76) გარბუზოვ ოსტრიკოვ (სერკოვ 45 სბ 66) ტემნოვ^კაპ ბუტენკო სბ 76, გრესევ (ფატახოვ 73)
რეფ ჰენესი (უელ) შაბ 14/03 @ თბილისი, ვაკე (24 ათასი)
კახა ხმელიძის ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=dqKfto4mMWw3:0(3) 6:0(30) ნახ(40+4) /
9:0(55) სბ(58ს) 12:0(64) სბ(66რ) 19:0(72) სბ(76რ) 26:0(80+4) 33:0(80+7) ბოლო(80+8)
გერმანია$ 12:17 რუმინეთი3ჯ: ტე’ჰუია; ა: გარნერ - ლ: აპოსტოლ; 4ჯ: ვლაიკუ
რეფ ლინთონ (შტლ) @ ჰაიდელბერგი, გრიუნე’ბაუმ (2 513)
0:3(2) 3:3(17ა) 3:8(20) 6:8(23) /
9:8(58) 9:11(69) 12:11(75) 12:14(76) 12:17(78)
პორტუგალია 8:19 ესპანეთილ: ნორუნია; ჯ: პენია’ი’კუშტა - 2ლ: გოია ობანელ; 3ჯ: ობანელ
რეფ ქარლი (ინგ) @ კუიმბრა, კონსეისაუ (2 ათასი)
0:5(2) 0:8(14) 3:8(21) 8:8(30) / 8:11(61) 8:16(66) 8:19(77)
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 201507/02 გერმანია 8:64$ საქართველო კარდონა (სფრ)
პორტუგალია 10:37$ რუმინეთი პირს (ინგ)
ესპანეთი $43:20 რუსეთი მაკ’მენემი (შტლ)
14/02 საქართველო 20:15$ პორტუგალია იორდაკესკუ (რუმ)
რუმინეთი $29:8 ესპანეთი ვილქინსონ (ირლ)
გერმანია 22:46$ რუსეთი მარშა (სფრ)
28/02 ესპანეთი 13:26 საქართველო რუის (სფრ)
რუსეთი 16:13$ რუმინეთი დევის (უელ)
პორტუგალია 11:3 გერმანია ვივარინი (იტა)
14/03 საქართველო 33:0 რუსეთი ჰენესი (უელ)
გერმანია $12:17 რუმინეთი ლინთონ (შტლ)
პორტუგალია 8:19 ესპანეთი ქარლი (ინგ)
4 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $
საქართველო 17 +107 16/02 143:036 4-0 1
რუმინეთი 15 +50 11/03 096:046 3-1 3
ესპანეთი ^ 9 =0 11/10 083:083 2-2 1
რუსეთი 9 -29 10/14 082:111 2-2 1
პორტუგალია 5 -35 03/07 044:079 1-3 1
გერმანია 1 -93 04/19 045:138 0-4 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო,
3) გატანილი ქულა; მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა
ოფიციოზი
http://www.rugbyeurope.eu/group-229.htm21/03 რუმინეთი ბუქარესტი 16.30 საქართველო ქონვეი (ირლ)
რუსეთი სოჭი 16.00 პორტუგალია თემპესთ (ინგ)
ესპანეთი მადრიდი 19.00 გერმანია ბლესანო (იტა)
27 წლის (1989-2015) მონაგარი174 თამაში (71 შინ, 70 გარეთ, 33 ნეიტრალურზე)
106 მოგება - 62 წაგება * 6 ფრე
ქულა 4052:3169 (+883)
ლელო 481/320 (+161)
16 ერთა თასზე (2000-2015)79თ (39შ 37გ 3ნ) 63-12*4
ქ 2405:1001 (+1404) ლ 313/79 (+234)
რუსეთთან (1993-2015)
19თ (10შ 6გ 3ნ) 17-1*1 ქ 476:224, ლ 52/13
52 ლელო: 5 უდესიანი მაჩხანელი; 4 ჩხაიძე; 3 ლაბაძე გორგოძე;
2 ზედგინიძე ჯიმშელაძე ზირაქაშვილი კოლელიშვილი ზიბზიბაძე დ.კაჭარავა;
1 ქავთარაშვილი შ.მოდებაძე ნადირაძე ცაბაძე ხამაშურიძე შველიძე ა.გიორგაძე სამხარაძე მჭედლიშვილი ურუშაძე მალაღურაძე ურჯუკაშვილი ხინჩაგიშვილი ნატრიაშვილი ბრეგვაძე დათუნაშვილი ნემსაძე ქუბრიაშვილი ჟვანია ასიეშვილი
გამარჯვება: 11 აბუსერიძე გორგოძე; 10 ურჯუკაშვილი ლაბაძე ზიბზიბაძე კვირიკაშვილი; 9 ჩხაიძე დ.კაჭარავა; 8 ჯიმშელაძე ზედგინიძე ხამაშურიძე მაჩხანელისულ27 წელში 227 ბორჯღალოსანი:
92 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 235, ხოლო ფორვარდებმა 246 ლელო
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 16 Mar 2015, 15:42