ანთიმოზი - პირველობის ნიშნად! საქართველომ რუმინეთი უკვე ჩვეულ ყაიდაზე, იოლად რომ ძლია,
პირველობის ნიშნად "ანთიმოზ ივერიელის თასი" შემართა, რაღაი
ხელმოკლე "რაგბი ევროპამ" ახალი ჯილდოს დამზადება ვერ მოასწროhttp://Qaflan.netai.net/2015"რაგბი ევროპა" ყოფილი "ფირა აერ"ია. სახელი გამოეცვალა "ერთა თასსაც", მისი ჩემპიონის სარგო ხის პანო კი ახალმა მახვშებმა ჩამოწერეს - პირველ რაუნდში, გერმანიაში ჩაგვატანინეს და ჩაიბარეს. არადა, ეს იაფი ჯილდო 12 გათამაშებაში 7-ჯერ რომ მოგვეგო, სადაც სამართალია, ჩვენვე უნდა დაგვეტოვებინა სამარადჟამოდ.
ბრენდი შეიცვალა, ფალავანი კი - ვერა! ბუქარესტში გამარჯვებით სულ მერვედ და ზედიზედ (!) მეხუთედ ვიპირველეთ; 16 სეზონშიც მეათედ (!) ვიმარჯვეთ წლიურ, არა-ფორმალურ, "უმცროს 6 ერზე; ყველა მეტოქის ძლევით მეხუთედ (!) შევასრულეთ სლემი; მეცხრედ შევმართეთ რუმინეთთან საცილო, ივერიელის თასი და სტეჟარს ქულებითაც გავუსწარით, მაგრამ 2 ლელოთი ჯერაც ჩამოვრჩებით.
ჭიდილსა და ფეხოსნობაშიკარპატეთში ლიდერებად ჩავედით, რის გამოც ხელს გვაძლევდა რაგინდარა ფრეც, იმათ კი გამარჯვება ჭირდებოდათ. წლეულს 35 მორაგბე ვათამაშეთ; საკმაოდა გვყავს დაშავებული, მეტოქეს კი იმაზეღა შეეძლო ეწუწუნა, რომ პაულიკა იონი ცუდად შეიქნა; ფლორინ ვლაიკუს რაღაც წამოსტკივდა, ხოლო კეტელინ ფერკუმ ლონდონის "სარასენსის" 23 ნომრობა ამჯობინა მშობლიურ კვართს.
როგორც ვვარაუდობდით, ლელო ერთიც არ დადებულა, ჭიდილსა და ფეხოსნობაში კი 3 გოლით ვიმარჯვეთ: მერაბ კვირიკაშვილმა ხუთიდან ხუთი გაიტანა, ვალი კალაფეტეანუმ კი სამი იოლი დარტყმა ჩააფლავა და გუნდს გუნებაც წაუხდინა. ირლანდიელმა რეფმა ირბ-ულ ყაიდაზე აბალანსა სასჯელები. ჰოდა, თუ უხეირო რეჟისურის ხელში სათვალავი არ აგვერია, მასპინძლებზე ერთით მეტი ჯარიმა გვიბოძა.
იმათ პირველსავე წუთზე ჩაიგრიალეს მოლით და ვლახურის მცოდნე ირაკლი ნატრიაშვილსაც წაეკინკლავნენ. 9’ წუთზე მერაბ შარიქაძემ შუაში გასერა ფრონტი, თამაზ მჭედლიძეს მიჰყვა გიორგი თხილაიშვილი და ჩვენს მოლს მასპინძლები ლელოში ჩაუწვნენ; "ბუკას" მეორე რეიდი კი, 37’ წუთზე, სინბინითა და "მეკოს" მესამე გოლით დასრულდა * 9:3
25 მეტრიდან აცილათავიდან ანგარიში სტეჟარმა გახსნა (მოლის ჩაქცევა) * 0:3 @ 15’
იქვე იმათ შერკინებაში ვერ გაგვიძლეს და დატრიალდნენ * 3:3 @ 19’
3 წუთის შემდეგ რუმინეთმა 10 მეტრიდან კიდეზე გადაიტანა ჯარიმა, მაგრამ დერეფნის შემდეგ თერნოვერი შეემთხვა, გიორგი ნემსაძის გაძევების შემდეგ კი სტეჟარის ქიქერმა 30 მეტრიდან ძელს გაარტყა.
მეორე საგოლე ჯარიმა რაქში გვერგო * 6:3 @ 33’, კალაფეტეანუმ კი 25 მეტრიდან ააცილა 35’ და 39’ წუთებზე. პირველად ბურთის მიწაზე შეყოვნებისთვის დავისაჯეთ, მეორედ - შერკინების წამოშლისთვის; ნემსაძე კონტაქტში დარტყმისთვის გაგვისინბინეს; იონუც ბოტეზატუმ ყვითელი შუბური ბოჭვისთვის მიიღო და ტაიმი 2 გოლით მოვიგეთ.
რუმინეთს ჩვენი, ვაკური სენი გადაედო და 27-50’ წუთებზე 5-ჯერ წააგო თავისი დერეფანი. თხილაიშვილმა მოედანში მოგერიებული რომ წამოიღო, კვირიკაშვილმა ჯვარი გამოიყენა, ლაშა მალაღურაძემ გაჭრა ხაზი და რუმინეთი თამაშგარეთ ჩარჩა * 12:3 @ 46’
დიდ’ოსტატურად გადაუკიდაუფანტაზიო სტეჟარს ამაოების განცდა გაუძლიერდებოდა 56’ წუთზე, როცა 18 მინი’რაქი მოიგო და 30 მეტრითაც წინ წაიწია, მაგრამ ბოლოს ოვალის შენელებისთვის იქეთ დაჯარიმდა. 59’ წუთზე ერთადერთი ლაფსუსი შეგვემთხვა - ალმისთვის დამიზნებული ჯარიმა ლელოს გადავაცილეთ, მაგრამ მალე დერეფანში ავაგორეთ მოლი * 15:3 @ 63’
ამ შეტევაში, ხეირზე, მალაღურაძემ ფრთაზე დიდ’ოსტატურად გადაუკიდა სანდრო თოდუას. მალე იმათ ისევ დავახევინეთ უკან, მაგრამ რეფმა ბრძანა, გვერდულად აწვებითო * 15:6 @ 66’
73’ წუთზე შერკინებიდან მამუკა გორგოძემ შეუტია მოკლე ფრთაზე, ორი ფაზის შემდეგ კი მეტობა გავფლანგეთ. დარჩენილი დრო ჭიდილში გაილია. ბოლოს მალაღურაძემ ჩვენი ლელოსკენ შეასრულა რიტუალური დარტყმა. არადა, ამ დროს ტელე’საათზე 77 წუთი ენთო.
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2015ბოლო, მეხუთე რაუნდი
საქართველო 15:6 რუმინეთიწარსული
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-ROM-PAST/23 მოთამაშე
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-ROM-TM/გუნდები+მსაჯები
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-ROM-CARD/საქ: კვირიკაშვილი მჭედლიძე კაჭარავა შარიქაძე თოდუა <10-9> მალაღურაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 70) /
ნარიაშვილი (ასიეშვილი 62) ნატრიაშვილი (ჟვანია 58) ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 62)
ნემსაძე სბ 29 (დათუნაშვილი 58) მიქაუტაძე; სუთიაშვილი^კაპ (ლომიძე 67) თხილაიშვილი (ბიწაძე 59) გორგოძე -
5ჯ: კვირიკაშვილი
რუმ: ბოტეზატუ სბ 37, აპოსტოლ დასკელუ გალ მანოლე <10-9> დუმბრავა კალაფეტეანუ (სურუ’ჯიუ 67) /
ლაზერ (ცერუშ 67) ტურაშვილი (რედოი 74) ა.ურსაკე (პუნჯა 48)
კოსტე (პოპირლან 67-73) სირბე; ლუკაჩ (ბურჩა 37) ვ.ურსაკე მაკოვეი^კაპ -
2ჯ: კალაფეტეანუ დუმბრავა
რეფ ქონვეი (ირლ) შაბ 21/03 @ ბუქარესტი, არკულ (4 ათასი)
ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=ewmTiy2j0Ac0:3(15) 3:3(19) სბ(29ს) 6:3(33) 9:3(37სბ) ნახ(39) /
12:3(46) 15:3(63) 15:6(66) ბოლო(77)
რუსეთი 21:8 პორტუგალია2ლ: პანასენკო შჩერბან; გ 3ჯ: კუშნარიოვ -
ლ: სანტუშ; ა: პენია’ი’კუშტა
რეფ თემპესთ (ინგ) @ სოჭი, ცენტრალური (1 200)
7:0(9) 10:0(19) 10:3(25ა) 13:3(40+) / 18:3(59) 18:8(72) 21:8(80+4)
ესპანეთი$ 48:16 გერმანია7ლ: გოია (1 2) რუე (3 4) გრამატიკო ბარერა რეკვერდა; 5გ ჯ: ლინქ’ლეითერ / სბ: გოია ვიზენსანგ -
2ლ: მანავატუ პია; 2ჯ: ჰილზენბეკ / სბ: ნოშტადტ ბენდერ
რეფ ბლესანო (იტა) @ მადრიდი, უნივერსიტეტი (4 ათასი)
3:0(10) 8:0(19) 8:3(24) /
15:3(45) 15:6(48სბ-სბ) 22:6(50) 27:6(55$პ) 27:11(60) 34:11(66) 41:11(70) 48:11(72) სბ-სბ(78) 48:16(80)
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 201507/02 გერმანია 8:64$ საქართველო კარდონა (სფრ)
პორტუგალია 10:37$ რუმინეთი პირს (ინგ)
ესპანეთი $43:20 რუსეთი მაკ’მენემი (შტლ)
14/02 საქართველო 20:15$ პორტუგალია იორდაკესკუ (რუმ)
რუმინეთი $29:8 ესპანეთი ვილქინსონ (ირლ)
გერმანია 22:46$ რუსეთი მარშა (სფრ)
28/02 ესპანეთი 13:26 საქართველო რუის (სფრ)
რუსეთი 16:13$ რუმინეთი დევის (უელ)
პორტუგალია 11:3 გერმანია ვივარინი (იტა)
14/03 საქართველო 33:0 რუსეთი ჰენესი (უელ)
გერმანია $12:17 რუმინეთი ლინთონ (შტლ)
პორტუგალია 8:19 ესპანეთი ქარლი (ინგ)
21/03 რუმინეთი 6:15 საქართველო ქონვეი (ირლ)
რუსეთი 21:8 პორტუგალია თემპესთ (ინგ)
ესპანეთი $48:16 გერმანია ბლესანო (იტა)
საბოლოო 2015 ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $
საქართველო 21 +116 16/02 158:042 5-0 1
რუმინეთი 15 +41 11/03 102:061 3-2 3
ესპანეთი 14 +32 18/12 131:099 3-2 2
რუსეთი 13 -16 12/15 103:119 3-2 1
პორტუგალია 5 -48 04/09 052:100 1-4 1
გერმანია 1 -125 06/26 061:186 0-5 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო,
3) გატანილი ქულა; მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა
ოფიციოზი
http://www.rugbyeurope.eu/group-229.htm27 წლის (1989-2015) მონაგარი175 თამაში (71 შინ, 71 გარეთ, 33 ნეიტრალურზე)
107 მოგება - 62 წაგება * 6 ფრე
ქულა 4067:3175 (+892)
ლელო 481/320 (+161)
რუმინეთთან (2000-2015)19თ (8შ 9გ 2ნ) 10-8*1 ქ 347:339 ლ 27/29
ანთიმოზ ივერიელის თასი (2002-2015) 9-5
16 ერთა თასზე (2000-2015)80თ (39შ 38გ 3ნ) 64-12*4
ქ 2420:1007 (+1413) ლ 313/79 (+234)
227 ბორჯღალოსანი92 ბექი, 126 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 235, ხოლო ფორვარდებმა 246 ლელო
ბორჯღალი (კეპი)85 აბუსერიძე; 84 კვირიკაშვილი; 81 კაჭარავა; 80 ჩხაიძე;
77 ზიბზიბაძე; 73 მაჩხანელი; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე;
66 ზედგინიძე დათუნაშვილი; 64 ა.გიორგაძე შველიძე;
61 ხამაშურიძე სამხარაძე; 59 გორგოძე; 57 ჯიმშელაძე;
54 მალაღურაძე
ლელო24 მაჩხანელი გორგოძე; 21 ზიბზიბაძე; 18 ურჯუკაშვილი; 17 კაჭარავა; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი; 12 ლაბაძე კვირიკაშვილი; 11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე;
9 ჯიმშელაძე დადუნაშვილი ზირაქაშვილი ნემსაძე; 8 კაცაძე; 7 შველიძე აბუსერიძე შარიქაძე ჟვანია
ქულა642 კვირიკაშვილი; 325 ურჯუკაშვილი; 320 ჯიმშელაძე; 138 მალაღურაძე; 105 ნ.ძაგნიძე
"რაგბი ევროპის" (ერთა თასი) ოფიციალური ჩემპიონებისაქართველო 8 2001 2007/8 2009 2011 2012 2013 2014 2015
რუმინეთი 4 2000 2002 2005/6 2010
პორტუგალია 1 2003/4
ყოველ’წლიური "უმცროსი 6 ერის" ფალავნები ^ სლემი [ხუთივე მატჩში გამარჯვება]
საქართველო 10 2001^ 2005 2007 2008^ 2009 2011^ 2012 2013 2014^ 2015^
რუმინეთი 5 2000 2002^ 2004 2006 2010
პორტუგალია 1 2003^
16 სეზონის ჯამი (2000-2015)ქვეყანა ქ% ს თ მ-წ*ფ$პრ ჩმ უ6 სლ გდ
საქართველო 85.6 16 80 64-12*4$10 8 10 5 -
რუმინეთი 78.4 16 80 58-20*2$15 4 5 1 -
რუსეთი 62.2 15 74 42-29*3$10 - - - -
მაროკო 60.0 1 5 3-2 - - - #
პორტუგალია 48.1 16 80 35-42*3$8 1 1 1 -
ესპანეთი 36.1 14 70 21-46*3$11 - - - 1
ჩეხეთი 20.7 6 29 6-23 - - - 1
ბელგია 15.0 2 10 0-9*1$4 - - - 1
ჰოლანდია 6.7 3 15 1-14 - - - 1
უკრაინა 6.3 4 20 1-19$1 - - - 2
გერმანია 1.7 3 15 0-15*1 - - - 1
ქ% = (4*მ +2*ფ + პრ) / (4*თ) * 100
ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, უ6 "უმცროსი 6 ერი", გდ გავარდა (# გარიცხეს)
@