რა იდეები მოგდით ხალხო, რა ფედერალ 1-ის გუნდში ფულის ჩადება

)
ეს ხო ზღაპარია,მაგრამ კიდევ უფრო დიდი ზღაპარი და დემაგოგიაა,რომ საქართველოშI ბიჭებს იგივე პირობებს შევთაავზებთ ოდესმე,რაც საფრანგეთშია

რომელ პლანეტაზე ცხოვრობთ, რა ქვეყანაშI ვართ ზოგადად ან საქართველოს ჩემიონატის თამაშებზე თუ დადიხართ საერთოდ?
რა საფრანგეთის პირობები,რის საფრანგეთის პირობები.
ამქვეყნიური სამოთხეებიდან,ზელანდიიდან და ავსტრალიიდან გარბის ხალხი საფრანგეთში და ესენი ქართველის შიდა ჩემპიონატში დალპობაზე საუბრობენ.
საქართველოს ავსტრალიამდე და ზელანდიამდე,უსასრულობა აშორებს.
ბიჭების საფრანგეთში გადასვლას,ქართული რაგბისთვის კარგის მეტი, არაფერი მოუტანია. რა უარყოფითი მხარე,რის უარყოფითი.
ეგ რომ არა,ვარკეთილის მეურნეობის ყანას,რუსთავშI- სასტმროს სტადიონს და ქუთაისში- დინამოს, ვერ გაცდებოდა ქართული რაგბი.
ბევრმა ქართველმა მორაგბემ,შეიძლება დიდი რაგბი ვერ ითამაშა,მაგრამ საკუთარი ოჯახი შიმშილს გადაარჩინა და ცხოვრება
მოიწყო ნორმალურ ქვეყანაშI.
ხო,აქ დარჩენილიყვნენ და ურა პატრიოტების შეძახილები ეჭამათ.
ცოტა საღად შეხედეთ სიტუაციას,მოიხსენით ფერადი სათვალეები. საერთოდ წარმოდგენა გაქვთ რა სხვაობაა საქართველოსა
და საფრანგეთს შორის?
ძალიან მარტივია,პრიორიტეტი უნდა იყოს ახალაგზრდა მორაგბეების კარგად მომზაება,რომ მერე ისინი საფრანგეთშI ან ბრიტანეთში გავუშვათ.
და ასე არის კიდეც,ყველა ახალგაზრდა ქართველი მორაგბე ოცნებობს კარგ ფრანგულ გუნდში მოხვედრაზე.
* * *
dc120mm