ჯამში 280 წერტით მსოფლიო თასის’წინა სპარინგთა ბოლო წყებაში
ბორჯღალოსნები ორჯერ’ვე წკიპზე დამარცხდნენ,
ხოლო უელსს ორი ლიდერი დაემტვრაhttp://Qaflan.netai.net/2015თასის პოსტერი >>
http://site.rugby.ge/_rugby/files/2015_RWC-poster_CIE.pdfყველა რაზმი >>
https://en.wikipedia.org/wiki/2015_Rugby_World_Cup_squadsLelos of Georgia >>
http://issuu.com/qaflan/docs/2015_rugby_fi...oklet_foni_boloწრთობის უმაგალითო კურსის მოლევის შემდეგ ბიჭებს საბურთაო უნართა აღდგენა ჭირდებოდათ. ამიტომაც მსოფლიო თასის ბინაზე’ვე, ინგლისში, დაიგეგმა წყვილი ტესტი ჩვენებრ მეორე დონის ქვეყნებთან.
კანადასთან სპარინგი იმ დონეზე გასაიდუმლოვდა, რომ ვიდეო ხომ არ დევს ნეთში და არც ოქმი შედგენილა, შეცვლათა წუთები რომ მაინც შემორჩენოდა მატიანეს.
გადმოცემით ეგღა ვიცით, რომ მეორე ტაიმში გასატან ჯარიმებს კარში არ ვურტყამდით, ლელო კი ლაშა ხმალაძის უგრძესი, მომსხეპი პასით გაიტანა ბექა წიკლაურმა და იქვე კიდიდან გარდასახვა ააცილა * 15:16
ხანჯლური შეუცურააქედან სამი დღის თავზე მოვიხილეთ გლოსთერი, სადაც თასის პულში ტონგასა და არგენტინას უნდა ვერაგბოთ. ამჯერად მოხერხდა სთრიმის გამართვა, ოღონდაც სულ შორი ხედით, გამეორებათა გარეშე და ფრიად ბრიყვული ინგლისური კომენტარით.
იაპონიას საუკეთესო შერკინება გავუყვანეთ. პირველ ტაიმში უფრო ისინი გვიტევდნენ. ძლივს ვიჭერდით შუამარბებს, ნალიგარ ოზს, ქრეიგ ვინგსა და კივ მალე საჰუს.
გუნდებს ურჯუკობა თითო სინბინად დაუჯდათ. ჩვენს ნორჩ ჰავბექს, ვასო ლობჟანიძეს ერთხელ მოგერიებაზე დაუფარეს, ხოლო მეორედ რაქში გათელეს. ლელო უპერსპექტივო, განდაგან ბურთაობით დავდეთ - წინ რომ ვერაფრით წავიწიეთ, მერაბ კვირიკაშვილმა ხანჯლური შეუცურა მურაზ გიორგაძეს და ამანაც იყოჩაღა * 7:3
33’ წუთზე მამუკა გორგოძემ მაინც გაახერხა ოფლოუდი და მერაბ შარიქაძემ შუაში გასერა ხაზი, მაგრამ მეკო განდაგან რომ წავიდა, მწარედ დასცეს და 23 მეტრიდან ააცილა ჯარიმა.
მოლით დაგვალელოვესგამარჯვება მესამე მეოთხედში უნდა დაგვებევებინა, მაგრამ ქულა ეგრეც ვერ ავიღეთ. არადა, გორგოძისა და შარიქაძის ორ-ორი და გიორგაძის ერთი რეიდით მიზანთან ძაან ახლოს ვიყავით. ისევ შემოგვიტია ვინგმა, საათის თავზე კი პასი რომ ჩავაფლავეთ, იმათ ზურგისკენ გაგვიგორეს და კინაღამ დაგვალელოვეს * ჯერაც 7:6
65’ წუთზე საჰუსა და ვინგს სამჯერ მაგრად დავუხვდით. გახშირდა თერნოვერები ჩვენს სასარგებლოდ და შერკინებაში მოპოვებული ჯარიმებიც. იმათ თვალში ჩამავალი მზე უჭყიტინებდათ და ლაშა მალაღურაძეც ხშირად უკიდებდათ.
ჩვენმა მგეზავმა 48 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა, მაგრამ იქვე 22-დან ააცილა * 10:6. მერე პინგ-პონგში ოფსაიდი შეგვემთხვა."ალუბლებმა" ზედიზედ ორჯერ დაკრეს კიდეზე და რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა გვეჩვენოს, 5 მეტრიდან მოლით დაგვალელოვეს * 10:13 @ 79’
ბედმა შანსი კიდევ გვიბოძა - იაპონიამ კიდეზე ვერ მოიგერია ბურთი. გამოვაქცუნეთ და 7-კაცაობა გავაჩაღეთ, მაგრამ ბურჯს მაინც წინ დაუვარდა ოვალი და ნირ’წამხდარმა ფეხი ამოსცხო. ამაზე წამყვანმა იანგლა, არეკნი დაარტყაო, ჩვენ კი სასაცილოდ ვერა გვაქვს საქმე:
წყვილი წაგებით 280 წერტი ვიზარალეთ და "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში ერთბაშად სამი საფეხურით დავქვეითდით, მაგრამ ამაზე აღარ ვიდარდებთ, თუ ზე’ამოცანას გადავჭრით - 19 სექტემბერს ტონგას ვძლევთ.
ბორჯღალოსნები ინგლისშისაქართველო 15:16 კანადასაქ: წიკლაური ფრუიძე შარიქაძე მჭედლიძე (კაჭარავა) აფციაური
<10-9> მალაღურაძე (ხმალაძე, ხუციშვილი) ბეგაძე /
ასიეშვილი (ნარიაშვილი) მამუკაშვილი (ბრეგვაძე) ჩილაჩავა (ზირაქაშვილი)
ნემსაძე (მიქაუტაძე) დათუნაშვილი; თხილაიშვილი გორგოძე^კაპ ლომიძე (ჩხაიძე) -
2ლ: თხილაიშვილი წიკლაური; გ ჯ: მალაღურაძე
კან: ევანს (ჯოუნზ) ჰასლერ (თრეინორ) ჰერნ ბლევინს სბ 80+, ფ.მაკ’ქენზი
<10-9> ჰირაიამა ჯ.მაკ’ქენზი (მაკ’რორი) /
სიერს-დიურუ (ბაიდენს) ბარქვილ (პიფერო) თიდემან;
ბუქებუმ ქადმორ^კაპ (ოლმსთედ) სინქლერ (გილმორ) მუნლაით ქარპენთერ -
ლ: თიდემან; გ 3ჯ: ჰირაიამა
რეფ დოილ (ინგ) 2/09 @ ეშერ (სარი) მოულსი როუდ
0:7(6) 3:7(13) 3:10(20) 10:10(30) 10:13(34) /
10:16(45) 15:16(73) სბ(80+კ)
საქართველო 10:13 იაპონიასაქ: კვირიკაშვილი (მჭედლიძე 59) გიორგაძე კაჭარავა შარიქაძე აფციაური
<10-9> მალაღურაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 56) /
ნარიაშვილი (ასიეშვილი 62) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 51) ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 62)
ნემსაძე (დათუნაშვილი 62) მიქაუტაძე; სუთიაშვილი კოლელიშვილი სბ 28, გორგოძე^კაპ (ჩხაიძე 68) -
ლ: გიორგაძე; გ: კვირიკაშვილი; ჯ: მალაღურაძე
იაპ: გორომარუ ფუძიტა (მაცუშიმა 47) საჰუ ვინგ ტუი
<10-9> ტატეკავა (კ.ონო 51) ტანაკა (ჰივასა 63) /
მიკამი (ჰატაკეიამა 35) ჰორიე სბ 32 (კიზუ 75) იამაშიტა;
თომპსონ ჰ.ონო (მაკაბე 55) ლიჩ^კაპ ბროდჰერსთ ჰოლანი (კიზუ 37-42, ლელეი-მაფი 47) -
ლ: ლელეი-მაფი: გ 2ჯ: გორომარუ
რეფ ლეისი (ირლ) 5/09 @ გლოსთერ, ქინგს’ჰოლმ
ვიდეო >>
https://www.youtube.com/watch?v=juEeeSsHSZg0:3(3) 7:3(17) 7:6(27) სბ(28ს) სბ(32ი) /
10:6(71) 10:13(79) ბოლო (80+1)
27 წლის (1989-2015) მონაგარი180 თამაში (74 შინ, 71 გარეთ, 35 ნეიტრ)
108 მოგება - 66 წაგება * 6 ფრე
ქულა 4133:3285 (+848)
ლელო 488/331 (+157)
236 ბორჯღალოსანი95 ბექი, 132 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 237, ხოლო ფორვარდებმა 251 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
85 აბუსერიძე კვირიკაშვილი ჩხაიძე; 83 კაჭარავა; 77 ზიბზიბაძე;
73 მაჩხანელი; 71 დათუნაშვილი; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე;
66 ზედგინიძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე გორგოძე
ტესტი ჩაუფლავდასრულიად უელსი შფოთავს, ბიჭები ისედაც გადაღლილები იყვნენ და დასამტვრევად რაღად გავწირეთო.
თემი "მილენიუმზე" ნაკრებისთვის გზის დასალოცად შეიკრიბა, მაგრამ გუნდმა ძლივს * 23:19 ძლია იტალია და ორი ბობოლა ბექიც - 9 ნომერი რის ვები და 15 ნომერი ლი ჰაფ’პენი მოისაკლისა.
პირველს რაქში რომ დააწვა მასა, კოჭი დაუზიანა, მეორე კი აბრაგანის ასაღებად რომ გარბოდა, წაიქცა და მენისკი დაიშავა. ლი რაზმს ორშაბათს გამოაკლდა და რისი - სამშაბათს, მათ ნაცვლად კი 31-კაცა სიაში დაწუნებული ვეტერანი მაიქ ფილიპსი და ელი ვოქერი ჩაწერეს.
ნამატჩევს ექიმებმა ფეხში ჩამდგარი სისხლი დაადინეს იტალიის თილისმას, სერჯო პარისეს, ირლანდიის დამწყებ ჰავბექს, ქონორ მარი’ს კი შერყევის ტესტი ჩაუფლავდა და თუმც უფროსობა იმედიანადაა, შეიძლება მსოფლიო თასის საწყისი ნაწილი გაუცდეს.
უთუმცაოდ იმარჯვეს"სამყურები" რეიტინგში ერთი ხანობა მეორე ადგილამდეც აღზევდნენ, მაგრამ ბოლო ორი სპარინგი წააგეს და უკვე მეექვსენი არიან. ინგლისი კელტებს გემოზე ებურთავა - თავიდანვე დაალელოვა გარემარბებით: ჯონი მეიმ თომი ბოუ და საიმონ ზიბო გააბითურა, ენთონი ვოთსონმა კი ზიბოს’ვე მოუხსნა ჯორჯ ფორდის აბრაგანი * 12:3
სტუმრებმა მესამე მეოთხედში ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ჯონათან სექსთონიც შეაწუხა ფეხმა. ინგლისმა მანამდეცა და მერეც კიდევ თითო ლელო გაიტანა, ოღონდაც ტელი’რეფმა დარღვევა გამოჩხრიკა. ბოლოს შევიდა ნალიგარი სემ ბერჯესი და საფირმო ჰითით გადარია ფანობა - "ვარდებმა" უ’თუმცა’ოდ იმარჯვეს * 21:13
საფრანგეთი შინ სქოთებთან გადაურჩა წაგებას. სან’დენის მოედანი ისევ გადაითხარა. საათის თავზე გრეიგ ლეიდლოუმ მოშიშვლებულ ზურგში გადაუკიდა თომი სიმორს * 12:16. 74’ წუთზე, 10-მეტრა შერკინებიდან, რემი ტალემ პასი შეუქცია ფიჯელ ნოა ნაკაიტათ’ს.
არავინ დაშავებიათმალე მწყობრი გასერა მარქ ბენეთმა და იოან იუჟემ ზედ კარის წინ შებოჭა, მეთ სქოთმა კი უმისამართო პასით დაფლანგა მეტობა. კელტებმა წამატებულ დროშიც უტიეს და ფრე იუკადისეს - ჯარიმა არ დაარტყეს კარში. ჰოდა, "ლე ბლემ" * 19:16 იმარჯვა.
ზელანდიაზე ნაკლები რითა ვარო და ჩიკაგოში ჩავიდა ავსტრალიაც, ოღონდაც თუ "ოლ ბლექსმა" შარშან 61 ათასი მოსეირე მიიზიდა, "ვოლაბთა" ლამის დუბლის სანახავად 23 ათასი იანკიღა შეგროვდა.
"არწივებს" თავიდანვე ორჯერ გაუსხლტათ ბერნარდ ფოლი. პირველი ტაიმი მაინც ცოტათი * 10:14 დასრულდა, მეორეში კი ოზებმა კიდევ ხუთი ლელო გაიტანეს და როგორც წერენ, არავინ დაშავებიათ * 10:47
მსოფლიო თასის’წინა მოთელვაბოლო, მეხუთე კვირეული
ინგლისი 21:13 ირლანდია სტატ >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/248677.htmlინგ: ბრაუნ ვოთსონ ჯოზეფ ბარით (ბერჯეს 60) მეი
<10-9> ფორდ (ფარელ 60) ბ.იანგს (ვიგლს’ვორს 60) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 56) თ.იანგს (ჯორჯ 60) ქოულ (ბრუქს 62)
პარლინგ (ლონჩბრი 13-18, 45) ლოზ; ვუდ რობშოუ^კაპ მორგან (ბ.ვუნიპოლა 56) -
2ლ: მეი ვოთსონ; გ: ფორდ; 3ჯ: ფორდ, ფარელ 2
ირლ: ზიბო (ფერლონგ 70) ბოუ პეინ ჰენშოუ (მედიგან 60) დ.ქარნი (ქეივ 60-65)
<10-9> სექსთონ (ქეივ 66) მარი (რედენ 17) /
მაკ’გრას (როს 74) ბესთ (სტრაუს 61) როს (ვაით 60)
თოუნერ ო’ქონელ^კაპ (რაიან 66) ო’მანი ო’ბრაიენ (ჰენრი 61) ჰიზლიპ -
ლ: ო’ქონელ; გ 2ჯ: სექსთონ
რეფ ოუენს (უელ) 5/09 @ ლონდონი, თვიქნემ (80 138)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...35&d=14415058047:0(4) 7:3(8) 12:3(14) ნახ(40+4) /
15:3(47) 15:6(50) 15:13(54) 18:13(73) 21:13(78)
უელსი 23:19 იტალია სტატ >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/252323.htmlუელ: ჰაფ’პენი (მორგან 70) ქასბერთ (მორგან 21-26) ალენ სქ.ვილიამს ნორს
<10-9> ბიგარ ვებ (გრ.დევის 27) /
ჯენქინს (ჯეიმზ 54) ოუენს (დეისი 69) ფრენსის (ჯარვის 64)
ბოლ (ჩართერის 54) დეი; ქინგ ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ (მორიართი 64) -
ლ: ნორს; 6ჯ: ჰაფ’პენი 5, ბიგარ
იტა: მაზი სარტო მორიზი (მაკ’ლეინ 5) გარსია (პალაძანი 66) ვენდიტი
<10-9> ალენ (კანა 59) გორი /
რიძო (აგვერო 53) გირალდინი (მანიჩი 76) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 41)
ხელდენჰეის ფურნო (ბერნაბო 66) ძანი მინტო პარისე^კაპ (ვუნისა 66) -
2ლ: სარტო პალაძანი; 2ჯ: ალენ; ა: კანა
რეფ ქლენზი (ირლ) 5/09 @ კარდიფი, მილენიუმ (52 981)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...31&d=14415043770:5(3) 0:8(10) 5:8(13) 8:8(29) 8:11(32) /
11:11(49) 14:11(62) 14:14(63ა) 17:14(65) 20:14(69) 23:14(75) 23:19(80+)
რუმინეთი 16:21 ტონგარუმ: ფერკუ ლემნარუ კინი’კინი’ლაუ ვლაიკუ აპოსტოლ
<10-9> დუმბრავა (გალ-მინია 63) სურუ’ჯიუ /
ა.ურსაკე (ლაზერ 50) ტურაშვილი (რედოი 30-/, 68) იონ (პუნჯა 68)
პოპირლან სბ 16 (ანტონესკუ 76) ფან’ჰირდენ; ვ.ურსაკე ლუკაჩ (კარპო 46) მაკოვეი^კაპ -
ლ: რედოი; გ 3ჯ: ვლაიკუ
ტონ: ვეაინუ ჰალაიფონუა (ლილო 63) ჰელუ (ფოსიტა 71) პიატაუ ვაინიკოლო
<10-9> მორათ ტაკულუა /
ტონგაჰუიჰა (ტაუმალოლო 46) ტაიონე (ნგაუამო 63) ჰაულიკა (პუაფისი 56)
ლოკოტუი ტუინეაუ (ტუჰუჰოკო 59) მაფი (მაჰაფუ 71) ლატუ^კაპ კალამაფონი -
2ლ: [საჯ] ტაკულუა; გ 3ჯ: მორათ
რეფ გოზერ (სფრ) 5/09 @ ბუქარესტი, არკულ
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...67&d=1441754618სბ(16რ) 0:7(21) 3:7(24) 6:7(31) 6:10(40) /
9:10(55) 9:13(62) 9:18(69) 9:21(75) 16:21(80)
საფრანგეთი 19:16 შოტლანდია სტატ >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/248941.htmlსფრ: სპედინგ იუჟე ბასტარო ფოფანა (დიუმულენ 35) ნაკაიტათი
<10-9> მიშალაკ (ტალე 73) ტიუ-ბორდ (პარა 60) /
ბენ’არუ (დებატი 57) გირადო (შარჟევსკი 57) სლიმანი (მას 4-8, 57)
პაპე (ლე’რუ 53) ფლონკარ; დიუზოტუარ^კაპ შული პიკამოლ (ნიონგა 66) -
ლ: ნაკაიტათი; გ: პარა; 4ჯ: მიშალაკ 3, სპედინგ
შტლ: მეითლენდ სიმორ (შ.ლამონთ 68) ბენეთ სქოთ ფისერ
<10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ /
დიქინსონ (რიდ 7) ფორდ (ბრაუნ 65) ნელ (ველშ 60)
რ.გრეი ჯ.გრეი (სვინსონ 63) ვილსონ (სთროქოშ 54) ჰარდი დენთონ სბ 71 -
ლ: სიმორ; გ 3ჯ: ლეიდლოუ
რეფ ბარნს (ინგ) 5/09 @ პარიზი, სან’დენი (47 200)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...56&d=14415936990:3(9) 3:3(18) 3:6(22) 6:6(31) 6:9(40+) /
9:9(44) 12:9(59) 12:16(62) სბ(71შ) 19:16(74) ბოლო (80+3)
შტატები 10:47 ავსტრალია სტატ >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/264181.htmlაშშ: სქალი (ნიუა 16-21) ნგვენია ქელი პალამო (ნიუა 76) ვაილზ^კაპ
<10-9> მაკ’გინთი (სუნიულა 72) პეთრი /
ფრაი (კილიფი 57) ფენოლიო (თილ 5-10, 57) ლამოზიტელე (ბაუმან 59)
დოლან (სთენფილ 59) პითერსონ სბ 8; მაკ’ფარლენდ (ბარეთ 39) დურუთალო მანოა (ქვილ 41) -
ლ: პეთრი; გ ჯ: მაკ’გინთი
ავს: ბილ ტომანე სპეით გიტო (ქუპერ 56) ჰორნ (ნაიარავორო 71)
<10-9> ფოლი ფიპს (გენია 47) /
სლიპერ^კაპ (სიო 66) პოლოტა-ნაუ (ჰენსონ 59) ჰოუმს (თ.სმით 57)
დაგლას სიმონს (მამ 47) მაკ’ქალმან მაკ’მან პალუ (ქართერ 51) -
7ლ: ფოლი ფიპს მაკ’მან მამ ბილ ქუპერ ნაიარავორო; 6გ: ფოლი
რეფ პეიპერ (აფრ) 5/09 @ ჩიკაგო, სოულჯერ ფილდ (23 212)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...33&d=1441505700სბ(8შ) 0:7(10) 0:14(16) 3:14(20) 10:14(33) /
10:21(50) 10:28(56) 10:35(71) 10:42(75) 10:47(79) ბოლო (80+4)
კანადა 18:47 ფიჯი3ლ: თრეინორ ფდ’მერვე (2 3) ჯ: მაკ’რორი -
5ლ: მატავალუ (1 3) ნაიათალევუ (2 4) ტალემბულა; 5გ 4ჯ: ნანდოლო / სბ: ტალეი
რეფ რეინალ (სფრ) 6/09 @ ლონდონი, თვიქნემ სთუპ
0:3(9) 0:6(13) 3:6(17) 3:13(24) 3:20(27) 3:23(31) 8:23(34) 8:30(39) /
8:37(62) 8:40(64) 13:40(70) 18:40(72სბ) 18:47(80)
ბასკეთი 19:41 ურუგვაი
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.ifeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33http://www.realstreamunited.com/rugby-live...video-2015.html"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (7/09)
1 ზელანდია 9289, 2 ავსტრალია 8667, 3(4) აფრიკა 8515,
4(6) ინგლისი 8504, 5 უელსი 8463, 6(3) ირლანდია 8440,
7 საფრანგეთი 8112, 8 არგენტინა 7839, 9 ფიჯი 7704,
10 შოტლანდია 7588, 11 ტონგა 7569, 12 სამოა 7514
13(14) იაპონია 7206, 14(15) იტალია 7053, 15(16) შტატები 7036,
16(13) საქართველო 6936, 17 რუმინეთი 6628, 18 კანადა 6517,
19 ურუგვაი 6211, 20 ნამიბია 6185, 21 ესპანეთი 6154,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731
+/-: კან 189 საქ, იაპ 91 საქ, ინგ 80 ირლ, ტონ 44 რუმ, სფრ 22 შტლ
* უელ 0 იტა, ავს 0 აშშ, ფიჯ 0 კან
@