მოდი ასე ვთქვათ:
რეალურად რა პოზიციაზე ვინ განიხილება -
9 - ბეგო, ვასკა, ნიკორა
ალბათ (იმედია) ვასკას არ ტვირთავს და ასე ვთქვათ მსოფლიოს წინ ბოლო შანსი მისცა ბეგოს ან/და ნიკორას
10 - მალაღურა, ქოქოსა
ქოქოსას გამოცდა აღარ სჭირდება, სადღაც აღარც მალაღურას, მარგამ როემლიმე 10-ს ხომ უნდა ეთამაშა, ცუდად დაემთხვა რეზის ტრავმა
11/14 - მურაზა, ხუციშვილი, მჭედლიძე (საჭიროებისას) თოდუა
გასაგებია რომ თოდუას შეიძლება აღაც უნდა გამოცდა მურაზა და ხუციშვილის ფონზე თუმცა კიკვაძეს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი "დიდებში"
12/13 - შარიქაძე - კაჭარავა (ულაპარაკოდ) ფრუიძე/ტალახაძე ორივეს სჭირდებოდა ეს შანსი და ძალიან კარგია, თაზო (საჭიროებისას) გიგაური რატომაც არა კიდევ ერთი კაცი რეზერვში
15 - მეკო, წიკო, აფციაური - მეკო - გასაგებია, აფციაური და წიკო აუცილებლად დასატვირთი(ა) იყო
1 - ნარიაშვილი, ჟვანია, ასეიშვილი, კაკოვინი
ნარიაშვილი უკომენტაროდ, ჟვანია არის და უნდა იყოს კიდეც, კაკოვინი აუცილებლად, აი კარლენას არ ყოფნას ვერ ვხსნი
2 - ჯაბა, შალვა, სიმონა, იურა
იურა როგორც კლერმონის ჯოკერი სანაკრებოდ დამთავრდა, ჯაბა და შალვამ მაქსიმალურად უნდა აღიდგინონ ფორმა, აი სიმონას თამაშზე რა გითხრათ...
3 - ანტონა, მირცხულავა, ხატიაშვილი
იმ ფონზე რომ ჯღენტი სანაკრებოდ არავინ მოიაზრებს და ზირაქას არც სცალია და რომც ეცალოს დასვენება უნდა, ალბათ ისევე როგორც ჩილაჩავას რეალური საქმეში კიდევ ერთხელ სანახავი ანტონა მგონია ვიდრე იგივე მირცხლავა ან ხატიაშვილი
4/5 ნემსაძე, მიქაუტაძე, დათუნაშვილი, მაისურაძე, ჩხაიძე
გასაგებია რომ ნემსაძე ალბათ უდადოდ სანაკრებოდ მოიაზრება და რა უნდა გამოიცადოს, მიქაუტაძე დათუნაშვილს ბევრი არ უთამაშია, აი მაისურაძეზე ვერ მივხვდი...
6-7-8
ვიტო, სუთი, მამუკა, დიმა, ლაშა, კოკი, ბექა, საჭიროებისას ბინგო
მამუკა და სუთი გამოცდას აღარ ექვემდებარებიან

ვიტო ვიცოდი რომ 2 კვირაში იქნებოდა სრულად ფორმაში - გამიხარდა, აუცილებლად ფორმა აქვს ასაკრეფი, ლაშამ ითამაშოს რატომაც არა, დიმას ნაკრებში უფრო მეტი აქვს ნათამაშევი ვიდრე კუბში



, ბექამ თავისთავად, აი კოკი რატომ არაა ვერ ავხსენი