1-დან 15-მდე ყველა ნომერს აქვს თავისი მოვალეობები და ფუნქცია მოედანზე, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული და სპეციფიკური. ნომრების მიხედვით გაირჩევა ვინ რა პოზიციაზე თამაშობს. არარით არ შეიძლება სხვა ნომერი ეწეროს მოთამაშეს მაგალითად 198 .
1-2-3 არიან შერკინების I ხაზი. ეს იმდენად სპეციფიკური პოზიციაა რომ არცერთ სხვა პოზიციის მოთამაშეს არ შეუძლია მათი სრულფასოვნად შეცვლა. #1-მარცხენა ბურჯი(ნარიაშვილი, ასიეშვილი). #2 -კვაჭი - პირველი ხაზის შუაში დგას შერკინებაში და აუტში ბურთს ეგ აწვდის, შერკინებაში შეგორებული ბურთიც ფეხით უკან მან უნდა გაიტანოს (ბრეგვაძე, მამუკაშვილი, მაისურაძე). #3 - მარჯვენა ბურჯი (ზირაქაშვილი, ჩილაჩავა, ქუბრიაშვილი)
4-5 შერკინების მეორე ხაზი. ესენი ყველაზე მაღლები არიან. ძალიან დიდი ფუნქცია აკისრიათ შერკინებაში, აუტში და რაქში ბრძოლაში (მიქაუტაძე, ნემსაძე, დათუნაშვილი, ჩხაიძე).
6-7-8 შერკინების მესამე ხაზი. ესენიც საკმაოდ ტანადები არიან, და მეორე ხაზელებთან შედარებით უფრო სხარტები. 8 არის შერკინების შემკვრელი. შერკინების უკან ვინც დგას. 6-7 ფლანკერები არიან. ამ პოზიციის მორაგბეებიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ შერკინებაში,. აუტში და რაქებში.(გორგოძე, კოლელიშვილი, თხილაიშვილი, სუთიაშვილი, ლომიძე, ჩხაიძე)
9 გამთამაშებელი -ყველაზე ტანმორჩილი და მოქნილი მორაგბე. მისი მოვალეობა შერკინებაში ბურთის შეგდება, ასევე შერკინებიდან და რაქებიდან ბურთის სწრაფად გამოტანა. სწორი მიმართულებით შეტევის განვითარება და კიდევ ბევრი ფუნქცია. (ლობჟანიძე, ბეგაძე, ხუციშვილი)
10 მგეზავი - მისი ფუნქციებიც მსგავსია #9 ფუნქციებისა + მოეთხოვება ფეხით კარგი თამაში, ტაქტიკური დარტყმები და ხშირად კარშიც #10-ები ურტყავენ (თუმცა სხვებიც). როცა #9 ვერ ახერხებს რაქიდან ბურთის გატანას მის ადგილს უმეტესად #10 იკავებს. (ხმალაძე, მალაღურაძე)
#11-14 გარემარბები. მათი პოზიციაა მოედნის ფლანგების დაცვა და სწრაფი შეტევების განხორციელება. უნდა იყვნენ სწრაფები და მანევრის კარგი უნარი უნდა ქონდეთ. უნდა შეეძლოთ კარგი ბოჭვების გაკეთება დაცვაში, დაკიდებულ ბურთებზე საიმედო თამაში და კიდევ სხვა ფუნქციების შესრულება.(თოდუა, მჭედლიძე, აფციაური, გიორგაძე, ფრუიძე)
12-13 ცენტრი. ძალიან დიდი როლი აკისრიათ დაცვაში. ასევე შეტევაში. რაქებშიც საკმაოდ ეფექტურები არიან. (შარიქაძე, კაჭარავა, მჭედლიძე)
15 - მეკო

- ეს არის დაცვის უკიდურესი ზონა. დაკიდებულ ბურთებზე საიმედო ტამაში, სისწრაფე, მანვრი, ფეხით კარგი თამაში (ტაქტიკური დარტყმები) (კვირიკაშვილი, წიკლაური)
შეცვლები:
16- ცვლის შერკინების კვაჭს ანუ #2-ს
17- ცვლის #1-ს
18- ცვლის #3
19- ცვლის შერკინების მეორე ხაზელს.
20- ცვლის შერკინების მესამე ხაზელს.
21- ცვლის #9-ს
22-23 ცვლის უკანა ხაზელებს. #10-11-12-13-14-15-ებს.
ესაა მოკლე დახასიათება თითოეული პოზიციის. გამომრჩებოდა ალბათ რამე და იმედია სხვები დაამატებენ. ან თუ რამე შეცდომით დავწერე ჩამისწორებენ.