არ დაგვიმსახურებია, მაგრამ შევირგებთო ფალავნობის სტარტზე ავსტრალიამ ბოლო შეტევით დაალელოვა აფრიკა და
წაგებული ხელი მოუგო, ხოლო ზელანდიამ უსიტყვოდ დაჯაბნა არგენტინაhttp://Qaflan.netai.net/2015ზელანდია სამოაზე გარემომ თუ დასცადა, ამჯერად კი შერკინებაშიც მოერია პუმებს. კივთა აგრესიულმა დაცვამ სტუმრებს გასაქანი მოუსპო, თავად კი შავები - გინდ პირადი და გინდაც ჯგუფური - ოსტატობით უდაოდ ჯობდნენ მეტოქეს. ჰოდა, მშობლიურ ქალაქს ნაკრებშიც მოგებით დაეთხოვნენ რიჩი მაკ’ქოუ და დენ ქართერი.
"ოლ ბლექსმა" ხუთი ლელო გაიტანა, "პუმასმა" ორი. ამ შვიდიდან სამი - ორივე არგენტინული - დერეფანში აგორებულ მოლს მოჰყვა. კივთა გურუმ, სთივ ჰანსენმა ამაზე დაიჩივლა, "წესებია შესაცვლელი, რადგან ამ გონჯი ილეთის გამკლავება მხოლოდ ჩაქცევით შეიძლებაო"
პირველი, დასაზვერი მეოთხედი ზელანდიამ ერთი გოლით მოიგო * 6:3
კივებმა მერე ბანაკი დასცეს მეტოქის 22-ში, მორიგი ჯარიმა კიდეზე დაჰკრეს და მოლში მაკ’ქოუ ბექებზე მიუშვეს * 11:3, ტაიმის ბოლო ეპიზოდში კი ვაისაკე ნაჰოლოსა და სონი’ბილ ვილიამსის გარჯით მაჰა ნონუმ ახლოდან, კუთხეში ბითუმად გააბითურა მბოჭავები * 18:6
სამივე სმითიპუმები მეორე ტაიმის დასაწყისში წახდნენ: შავთა ბექებმა და ფორვარდებმა გადაკიდებულიდან უსხარტესი პასაობა გააჩაღეს, რაც ჩარლი პიატაუს ლელოთი დაგვირგვინდა, მალე კი ქიარან რიდმა წითელ ზოლთან ასწაპნა ბურთი დაბნეულ მეტოქეს და "ოლ ბლექსმა" პრემიაც დაიბევა * 32:6 @ 50’
სტუმართა ორივე მოლი კაპიტანმა აგუსტინ კრევიმ დაასრულა, მაგრამ იქვე შეცვალეს * 32:18, მასპინძელთა სათადარიგო პირველმა ხაზმა კი მეტოქეს მისსავე შეგორებაზე მოუგო შერკინება და კვაჭმა ქოდი თეილორმა ლელოთი დაიტკბო დებიუტი * 39:18
მატჩი პარასკევს იმად იყო, რომ ზელანდია დროულად გაფრენილიყო აფრიკაში. ჰანსენმა შინ დატოვა ქართერი და სონი’ბილიც, მაგრამ თან იახლა სამივე სმითი და სხვა ჰაილენდერ-ჰარიქეინებიც, რათა ზეგანზე, დარჯაკში კიდევ გაატაროს. სხვაფრივ, წვივი გადაუტყდა ზე 15-ის საუკეთესო მელელოვეს, ნაჰოლოს და მსოფლიო თასი გაუცდება.
მარქაფამ შემოაბრუნაავსტრალიამ თავად აღიარა, გამარჯვება არ დამიმსახურებია, მაგრამ შევირგებო. სტატისტიკა ვოლაბთა უპირატესობაზე მეტყველებს: პასი 229-106, სოლო 152-97, ნავარდი 508-355 მეტრი, ბურთი 61-39%, ტერიტორია 63-37%, გარღვევა 8-4, რაქი 117-68, ბოჭვა 114-189; ბოკემ კი ლამის ყველა შანსი გამოიყენა და ულოგიკოდ, უიღბლობით’ღა წააგო.
აფრიკა ოზებს სჯობდა დაცვით - ბისმარკ დიუ’პლესი და მესამე ხაზი თერნოვერებს ახერხებდნენ - და შერკინებაშიც, მაგრამ თანამედროვე რაგბი 80-წუთა ომია. ჰოდა, ავსტრალიის მარქაფამ შემოაბრუნა თამაში: დევიდ პოქოქი რომ შეუწყვილდა მაიქლ ჰუპერს, ხოლო მეთ ტომუა - მეთ გიტოს, ღლეტვისა და გეზვის საკითხები მეტწილად მოგვარდა.
ისევ იძალა იზრაელ ფოლაუმ: 108 მეტრი 23 სოლოზე და 10 თექლ’ბასთი! ნავარდით ვალში არ დარჩენილა ვილი ლე’რუც: 106 მეტრი 11-ზე. მაგრად ურია ქვეიდ ქუპერმა: ორი ჯარიმა ააცილა, მაგრამ ერთი სალელოე პასიც გაახერხა, ბოკეს კი ერთობ შეეტყო ჯერ ვიკტორ მეტფილდის დაშავება და მერე მარსელ კუციასიც.
კინაღამ კიდევ მიიღესთავიდან ჰანდრე პოლარდმა სამი ჯარიმიდან შეაგდო ორი * 0:6 @ 26’
ოზებმა ლელო დერეფნიდან დადეს: ტევიტა კურინდრანიმ ჩაირბინა, გიტომ ქვეიდს მისცა, ამან კი ბრმად შეუბრუნა ადამ ეშლი’ქუპერს, ვინაც კარისკენ გაქანდა და შებოჭილიც ეწია მიზანს * 7:6 @ 34’
ხეირზე პოლარდმა ფრთისკენ გადაჰკიდა, ბრაიან ჰაბანამ ბურთს წაუთაქა, ლე’რუმ დაიჭირა, სამი კაცი მიიზიდა და ალამთან დაგეშა იბენ ეცებეთი * 7:13 @ 39’ სირენის შემდეგ კი ოზებმა საკუთარ 22-ში ძაან გარისკეს და კინაღამ კიდევ მიიღეს ლელო.
შესვენებაზე გაირკვა, რომ ვილ გენიას მუხლი სტკენოდა და ვეღარ ითამაშებდა. მის ნაცვლად შევიდა ნიქ ფიპსი, ვინაც ჯეიმზ სლიპერისა და ფოლაუსთან ერთად, მწარედ, ზიგზაგით მოაღორა ჯეელმა ჯესი კრილმა * 7:20 @ 46’
ოზებმა ბრძოლაში ჩააბეს პოქოქი. ამან ბოკეს მოგერიებაზე დაუფარა, მაგრამ ქვეიდის ნაპასევი კონტაქტში დაუვარდა ტევიტას. შუა ტაიმში ქუპერმა ერთი ჯარიმა შეაგდო და მეორე ძაან ააცილა, რის გამოც შეცვალეს, მაგრამ იქვე ტულონელ გიტოს მკერდში მოხვდა და ცხვირიდან სისხ’დადინებულის ნაცვლად ისევ ქვეიდი დაბრუნდა.
კიდეზე მიუთითაგიტომ 10:20-ზე კარგად გასერა დაცვა, მაგრამ ფოლაუს ვეღარ უპასა. იზიმ კიდევ გაუტია და ლე’რუმ შებოჭა მეორე ტულონელიც, დრუ მიჩელი. ამ დროს ვოლაბთა შერკინებამ მორევა დაუწყო ბოკესას და სხალკ ბერგერი ალყაში მოიქცია ჰუპერმა, მალე კი მანვე ლელოც ძალით შეიტანა ფიპსის პასიდან * 17:20
ნაწამლებმა გიტომ ბოლოს’წინა წუთზე 42 მეტრიდან ააცილა ჯარიმა, ბოკემ კი კიდეზე არ მოიგერია ოვალი და კიდევ დაჯარიმდა. ოზებს, ლოგიკით, კარში უნდა დაერტყათ ხელსაყრელი პოზიციიდან და მავან მეფსონეთა გასახარად, ნანატრი ფრეც დაესვათ, მაგრამ კაპიტანმა სთივენ მორმა კიდეზე მიუთითა გიტოს.
ავსტრალიამ სირენის შემდეგ 10-მეტრა დერეფანი მოიგო, ფაზები აკინძა და რამდენჯერმე მიზანთან ახლოსაც იყო. ბოლოს და ბოლოს, ბერგერისა და ფრანს ლოუს მიერ შებოჭილმა კურინდრანიმ ზედახორაში ბურთის წვერი მაინც შეახო ხაზს.
კივმა ტელი’რეფმა, ბენ სქინმა უბადლო დრამატურგს, უელსელ ნაიჯელ ოუენსს დასტური მისცა და ავსტრალიამ იმარჯა * 24:20, მაგრამ არგენტინაში მოისაკლისებს გენიას, გიტოსა და რობ ჰორნს, ხოლო ბოკეს კივებთან ნაღდად დააკლდებიან მეტფილდი და კუცია.
ფალავნობა * 2015 * ოთხი ერიპირველი რაუნდი
ზელანდია$ 39:18 არგენტინა სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/244305.htmlზელ: დეგ ნაჰოლო (სლეიდ 52) ნონუ (ქროთი 73) სბ.ვილიამს პიატაუ <10-9> ქართერ პერენარა (ელის 71) /
ვუდქოქ (ქროქეთ 60) მეალამუ (ქ.თეილორ 60) ო.ფრენქს (ლაულალა 55) რომანო (სრაშ 60) რეთალიქ; კაინო (მესამ 71) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
5ლ: მაკ’ქოუ ნონუ პიატაუ რიდ თეილორ; 4გ 2ჯ: ქართერ
არგ: ტუკულეტ (ამოროსინო 56) აგუჟა ვოშ დე’ლა’ფუენტე (იგლესიას 69) კორდერო <10-9> სანჩეს კუველი (ლანდახო 56) /
აჟერსა (ნოგერა 63) კრევი^კაპ (მონტოჟა 63) ერერა (ტეტას-ჩაპარო 55) კარისა პეტი (მაკომე 63) ლეგისამონ (ორტეგა 50) ფერნანდეს-ლოვე ისა -
2ლ: კრევი; გ 2ჯ: სანჩეს
რეფ იუბერ (აფრ) 17/07 @ ქრაის’თჩერჩ, ეი’ემ’აი (17 512)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...65&d=14371319673:0(6) 3:3(13) 6:3(17) 11:3(21) 11:6(34) 18:6(40+3) /
25:6(44) 32:6(50$პ) 32:11(56) 32:18(62) 39:18(73)
ავსტრალია 24:20 აფრიკა$ სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/244307.htmlავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი გიტო (ქუპერ 68-75) ჰორნ (მიჩელ 58) <10-9> ქუპერ (ტომუა 66) გენია (ფიპს 41) /
სლიპერ (სიო 66) მორ^კაპ კეპუ (ჰოუმს 46) სქელთონ (ჰორვილ 51) სიმონს; ფარდი ჰუპერ ჰიგინბოთამ (პოქოქ 46) -
3ლ: ეშლი-ქუპერ ჰუპერ კურინდრანი; 3გ: ქუპერ 2, გიტო; ჯ: ქუპერ
აფრ: ლე’რუ პიტერსენ კრილ (მვოვო 77) დე’ალენდე ჰაბანა <10-9> პოლარდ (ლემბი 68) პინარ (რაინახ 68) /
მთავარირა (ფან’დერ’მერვე 50) ბ.დიუ’პლესი (სტრაუს 50) ი.დიუ’პლესი (მალჰერბე 14-17, 48) ეცებეთ მეტფილდ^კაპ (დე’იახერ 18) ლოუ (მოჰოჟე 29-/) კუცია (მოჰოჟე 70) ბერგერ -
2ლ: ეცებეთ კრილ; 2გ 2ჯ: პოლარდ
რეფ ოუენს (უელ) 18/07 @ ბრისბენ, სან’ქორპ (37 633)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=14372276590:3(16) 0:6(26) 7:6(34) 7:13(39) ნახ(40+3) /
7:20(46) 10:20(55) 17:20(75) 24:20(80+3)
წყნარი ოკეანის თასი * 2015პირველი რაუნდი
ფიჯი 30:22 ტონგა3ლ: სენილოლი ვუინდრა’ვუვალუ კოვეკალოუ; 3გ 3ჯ: ვოლავოლა -
3ლ: ვაინიკოლო ვეაინუ ტაკულუა; 2გ: ლილო მორათ; ჯ: ლილო
რეფ პოლოქ (ზელ) @ სუვა
ვიდეო (1280)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...83&d=14372526860:5(6) 3:5(24) 10:5(40) 10:8(40+) /
10:15(49) 13:15(55) 16:15(62) 16:22(67) 23:22(74) 30:22(80+2) ბოლო(80+6)
კანადა 6:20 იაპონია2ჯ: მაკ’რორი -
ლ: ფუძიტა; 5ჯ: გორომარუ / სბ: ტამურა
რეფ პირს (ინგ) @ სან’ხოსე (აშშ)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...93&d=14372748700:3(6) 0:8(14) 3:8(18) სბ(34ი) /
3:11(46) 3:14(55) 6:14(62) 6:17(65) 6:20(67)
შტატები$ 16:21 სამოალ: ლამოზიტელე; გ 3ჯ: მაკ’გინთი -
2ლ: ალ.ტუილანგი ტუალა; გ 3ჯ: ფააპალე
რეფ დოილ (ინგ) @ სან’ხოსე
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=14373075630:3(5) 0:6(16) 3:6(23) 3:9(25) 3:16(34) 3:21(38) /
6:21(56) 9:21(65) 16:21(76)
@
ნამიბია 45:5 რუსეთი5ლ: ფან’ვეიკ კოცე, მარე (3 4 5) 4გ 4ჯ: კოცე / სბ: ჟ.ბერგერ -
ლ: მატვეევ / სბ: გერასიმოვ ბუტენკო
რეფ _ (_) 18/07 @ ვინდჰუქ (_)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...99&d=14373383183:0(2) 10:0(14) 13:0 16:0 16:5(40) /
21:5(42) სბ-სბ სბ(რ) 28:5 31:5(70) 38:5 45:5 * I ტესტი 39:19
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (20/07)
1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8700, 3 ირლანდია 8576,
4 ინგლისი 8540, 5(6) ავსტრალია 8418, 6(5) უელსი 8407,
7 საფრანგეთი 7974, 8 არგენტინა 7823, 9 სამოა 7591,
10(11) ფიჯი 7522, 11(10) შოტლანდია 7479, 12(13) იაპონია 7401
13(12) ტონგა 7346,
14 საქართველო 7216, 15 იტალია 7185,
16 შტატები 6709, 17(18) რუმინეთი 6673, 18(17) კანადა 6652,
19(21) ურუგვაი 6211, 20(19) ესპანეთი 6154, 21(22) ნამიბია 6128,
22(20) რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731
+/-: ავს 123 აფრ, ფიჯ 65 ტონ, სამ 52 აშშ, იაპ 31 კან, ზელ 0 არგ
@
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)