იცრუესა და იდედლეს ფალავნობის შუა’წელში ზელანდიამ წასაგები გასვლა ბოლოს მაინც მოუგო აფრიკას
და ორ კვირაში, სტუმრადვე, პირველობაზე დაეჭიდება გაყოჩაღებულ ავსტრალიასhttp://Qaflan.netai.net/2015/იოჰანესბერგში მორიგი თრილერი გამოცხვა. რაგბეთმა უფრიადესი დონის თამაშით ისიამოვნა. ბოკე საწყის საათში სჯობდა "ოლ ბლექსს", მაგრამ უსწორო გადაწყვეტილებებმა დაღუპეს, ბოლოს კი კივთა მარქაფამ იძალა და ბებერმა რიჩი მაკ’ქოუმაც ისევ გააბრიყვა თემიდა.
აფრიკა დასკვნით მეოთხედში ისევ დაიღალა და მორიგი 5 კაციც დაემტვრა. ხაზში კვლავ გაამართლა დამიენ დე’ალენდე - ჯესი კრილის ჯეელურმა დუეტმა. მაგრად ირაგბა ხელახლა ხმობილმა მღლეტელმა ჰაინრიხ ბრიუსომ. ზელანდიამ ურთულეს გარემოში გუნდის გეზვა დააკისრა ზე 15-ის ახალი ჩემპიონის, ჰაილენდერზის "ათს", აქამდე უკეპო ლიმა სოპოანგას და ამანაც დაამტკიცა, რომ ძაან კლასიანია.
შავებს უმაგალითოდ ბევრი, 28 ბოჭვა გაუცუდდათ, რაც იმის დასტურია, რომ "ქურციკებმა" მაგრად ითამაშეს. მათ ისეთი ტემპი შესთავაზეს სტუმრებს, რომ იეჭვებდი, თავადვე ვერ გაუძლებენო. აფრიკა ხალისიანად, ლაღად უტევდა, მაგრამ "ოლ ბლექსი" მსოფლიოში უძლიერესი რომაა, ეგ კიდევ დაამტკიცა შედეგმა.
ლოგიკური ფრეპირველ ტაიმში თითო ლელო დაიდო და თითოც გაიფლანგა: კონრად სმითს დაუვარდა არონ სმითის პასი, ვილი ლე’რუმ კი უმისამართოდ მოისროლა. თითო ჯარიმა დაახაიეს ქიქერებმაც - ჰანდრე პოლარდმა შორიდან და სოპოანგამ გასატანი, და თუმც აფრიკა მეტს უტევდა (ბურთი 56-44%), ფრე მაინც ლოგიკური ჩანდა.
იაპთა ლელოზე იზრაელ დეგმა ბურთი შეაჩეჩა ქიარან რიდს, ამას მიუხდა ბისმარკ დიუ’პლესი, სხალკ ბერგერმა ოვალი უმალ განარიდა თერნოვერის ადგილს, კრილმა კი სხარტად დაგეზა ლე’რუ * 7:3 @ 11’
კივებმა ბოლო შეტევით იხეირეს: კორნალ ჰენდრიკსს წაღლიტეს ბურთი, სოპოანგამ 40-მეტრიანი სოლო მოაწყო და ბენ სმითი ლელოში შეაფრინა * 10:10 @ 40’+
მილიმეტრები დააკლდაომესამე მეოთხედი აფრიკისა იყო, მაგრამ მეტოქე ვერაფრით ჩამოიტოვა.
პოლარდმა მოკლე პასით კონრადსა და მაჰა ნონუს შორის რომ გააძვრინა კრილი * 17:10 @ 47’, დალალებიანი ვეტერანი უმალ შეცვალეს, რაღაი ბეჭი სტკენოდა. ჰოდა, მის ნაცვლად შესულმა ნორჩმა, მალაკაი ფეკიტოამ გეზი უცვალა კვაჭ (!) დეინ ქოულზს და ამან ბექებზე უფრო ეშხიანი რეიდი მოაწყო * 17:17 @ 50’
აქედან 5 წუთში ბოკემ დერეფანში სხარტი, ოდენ 3-კაცა მოლი ააგორა და ლუდ დე’იახერი თითქოს ეწია მიზანს, მაგრამ ინგლისელმა ტელი’რეფმა დაასკვნა, მილიმეტრები დააკლდაო. ბოკემ იკადრა და ჯარიმა დაარტყა * 20:17 @ 57’, ლე’რუს მორიგი გარღვევის შემდეგ კი წითელ ზოლში დაბანაკდა და კივებს სემ ვაითლოქი გაუსინბინეს.
გამოცანად რჩებაზელანდია ზედიზედ ორჯერ გადარჩა: იბენ ეცებეთმა შეტანილი ვეღარ დაამიწა, იანი დიუ’პლესის დუბლიორს, ვინსენტ კოხს კი ლელოსთან ოვალი დაუვარდა, სისხლი დაედინა, ნეკნები ეტკინა და შეცვალეს. ეკრანზე 61’50’’ ენთო, ტრევორ ნიაკანე რომ შევიდა მოედანზე და პირ’ჯვარიც გადაისახა, "უფალო, შემეწიეო"
მერე გათამაშდა ფარსი, ოღონდაც ტრაგიკული ფინალით. ბოკეს ბანაკმა "მეოთხე მსაჯის" მეშვეობით რეფს უკარნახა, ეს ბიჭი მარჯვენა ბურჯად ვერ დადგებაო. არადა, ჩანდა, რომ ნიაკანე საბრძოლველად შევიდა, მით უფრო, თუ "სამზე" ნაკრებშიც ეთამაშა და ბევრჯერაც ზე 15-ში!
უფალ გარსეზს რაღა დარჩენოდა - კაპიტნებს უხმო და უთხრა, "ცრუ შერკინება" უნდა შემოვიღოთო. ამით სტუმრებს ეშველათ, რაკი კაც’ნაკლულებს კიდევ 8 წუთს უნდა გაეძლოთ და თავის ლელოსთან იცავდნენ თავს, ხოლო თუ რად იცრუა და იდედლა აფრიკის ბანაკმა მაშინ, როცა ნანატრი ლელო ხელის გაწვდენაზე იყო, გამოცანად რჩება.
სამი მუხლი დაირღვაკივებმა თამაში თანდათან შემოატრიალეს. სოპოანგამ კი ააცილა გასატანი ჯარიმა, მაგრამ სტუმრებს მიწოლის გაუქმებით ხელ-ფეხი გაეხსნათ. "ოლ ბლექსმა" უმატა ტემპს, უწყვეტად აბურთავდა, მეტოქის 22-ში ორ ხეირზე 11-ფაზა აკინძა, ბროდი რეთალიქმა შეტანილი ვეღარ დადო, მორიგი ჯარიმა კი შავებმა კარის ნაცვლად აუტში დაარტყეს.
73’13’’ ნიშნულზე ყველა მგორავ მოლს ელოდა, რესპუბლიკაში ბოლოჯერ მობურთავე, 140 კეპის პატრონმა რიჩიმ კი ოინი მოაწყო: მიმღებად დადგა, დერეფანში დატოვებულ ღრეჩოში შეიჭრა, ლელოს უწია და რეფმაც უყოყმანოდ აწია ხელი * 20:24 @ 75’
არადა, უხეშად დაირღვა 19’ წესის ერთბაშად სამი მუხლი: მაკ’ქოუ მწყობრთან დაუშვებლად ახლოს იდგა, ადრე გაიქცა და რიდიც სატყუარად ადრე’ვე აწიეს სხვებმა. ამაზე ბერგერმა უნიათოდ შესჩივლა გარსეზს, "სუპერ სპორტის" ექსპერტებს კი ორი დღე დაჭირდათ, რათა რაგბეთის უპირველესი ყალთაბანდი ემხილებინათ.
გამოცდილიც ტყუვდებალელოს გაშვებამ ბოკე მთლად წაახდინა. ზელანდიამ ბურთი შეინარჩუნა, ჯარიმას კიდევ გამორჩა და სოპოანგამ სირენის შემდეგ 20:27 გახადა ანგარიში. აფრიკას, კოხის გარდა, დაუშავდნენ იანი (მუხლი), დე’იახერი, ფრანსუა ლოუ (ბეჭი) და ვორენ ვაითლი (ნეკნები), სხვაფრივ კი აღარ ყოფილა რაგბის საშველი:
წესები იმდენად უტოპიურია, რომ შეგიძლია არც დაიცვა, ოღრაშულად დაარღვიო და მაგით წაგებული თამაში მოიგო, რაღაი გამოცდილი მსაჯიც კი იმ წამს ვერ მიხვდება, მოტყუვდება და მერე გიყაროს მეტოქემ კაკალი!
ზელანდიამ აფრიკაში გამარჯვებით ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ გამოხდა 7-ნახევარი საათი, ავსტრალიამ ბოლო შეტევით პრემია აიღო მენდოსაში, სხვაობით წკიპზე - 1 ბურთით - გადაუსწრო მეზობელს და აბრძანდა პირველ ადგილზე, რითაც ორი კვირის შემდეგ, სიდნის ოლიმპიურზე, პირველობისთვის ფრეც ეყოფა.
გრანდებივით ვერ რაგბობენოზებმა არგენტინაში შარშან დაუმსახურებლად წააგეს და სკანდალშიც გაეხვივნენ, ამჯერად კი უსიტყვო რევანში აიღეს იმის და მიუხედავად, რომ უდისციპლინობა მიეძალათ:
რეფმა ორი ჯარიმა შეუბრუნათ; ქვეიდ ქუპერი გაასინბინეს და მერე თვითერით გაუწყრა ფანებს; მაიქლ ჰუპერი ტრიბუნალზეა დაბარებული; მეთ ტომუას კიდევ შეერყა ტვინი; ბერნარდ ფოლიმ კი 9-დან 5-ღა გაიტანა.
თამაში დონითა და სასეიროდაც ძაან ჩამორჩებოდა წინას. პუმებმა თავი არ დაზოგეს, მაგრამ "სამი ერის" გრანდებივით ვერ რაგბობენ. მათი მონაგარი ნიკო სანჩესის მიერ გატანილი სამი ჯარიმა იყო და ნორჩ სანტიაგო კორდეროსაც არა უშავდა 15 ნომრად.
აღარც დაბრუნებულავოლაბებმა თავიდან 6 წუთი უტიეს გადაბმულად და პასაობით წელეს დაცვა, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იზრაელ ფოლაუმ ლელოში აწეულ აბრაგანზე ახტომისას სანჩესი ჩამოაგდო.
ანგარიში მაშინ გაიხსნა, იზიმ’ვე რომ გამოაქცუნა სანჩესის უხეირო მოგერიება და ფოლიმ ფრთაზე გაათარხნა ჯო ტომანე * 0:5 @ 17’
პირველი ტაიმი 6:8 დასრულდა. ოზებს არგოთ თამაშში მარქაფის ჩაბმამ. ექსეთერიდან (ინგ) დაბრუნებულმა დინ მამმა სამი მბოჭავი მიმოაბნია ფლანგზე * 9:19 @ 59’
ლამის ძალის-ძალად მოცოდვილე ქვეიდი კორდეროს კისერში სწვდა და სინბინიდან აღარც დაბრუნებულა, მატჩის ბედი კი გადაწყდა ფოლის მეოთხე ჯარიმით * 9:22 @ 70’
ბოლო 3 წუთში ფოლიმ ლელოზე ახლოდან მიუშვა ტევიტა კურინდრანი, ფოლაუს გარღვევა კი გააგრძელა ქუპერის ნაცვლად შესულმა ქერთლი ბილმა და ოფლოუდი მიართვა ადამ ეშლი-ქუპერს * 9:34
ფალავნობა * 2015 * ოთხი ერიმეორე რაუნდი
აფრიკა$ 20:27 ზელანდია სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/244309.htmlაფრ: ლე’რუ (ლემბი 63) ჰენდრიკს კრილ (მაპუ 78) დე’ალენდე ჰაბანა
<10-9> პოლარდ (ლემბი 40-/) პინარ (რაინახ 76) /
მთავარირა (სტრაუს 70) ბ.დიუ’პლესი ი.დიუ’პლესი (კოხ 41, ნიაკანე 62)
ეცებეთ დე’იახერ (ფლ.ფან’დერ’მერვე 60) ბრიუსო ლოუ (ვაითლი 42) ბერგერ^კაპ -
2ლ: ლე’რუ კრილ; 2გ 2ჯ: პოლარდ
ზელ: დეგ (ბარეთ 52) ბ.სმით კ.სმით ნონუ (ფეკიტოა 47) პიატაუ
<10-9> სოპოანგა ა.სმით (პერენარა 65) /
ვუდქოქ (ქროქეთ 50) ქოულზ (თეილორ 63) ო.ფრენქს (ბ.ფრენქს 57)
რეთალიქ ბროდჰერსთ (ვაითლოქ 41 სბ 60) მესამ (ვიტო 57) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
3ლ: ბ.სმით ქოულზ მაკ’ქოუ; 3გ 2ჯ: სოპოანგა
რეფ გარსეზ (სფრ) 25/07 @ იოჰანესბერგ, ელის პარქ (62 ათასი)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...48&d=14378459470:3(3) 7:3(11) 10:3(21) 10:10(40+) /
17:10(47) 17:17(50) 20:17(57) სბ(60ზ) ცრშ(62) 20:24(75) 20:27(80+)
არგენტინა 9:34 ავსტრალია$ სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/244311.htmlარგ: კორდერო კამაჩო (ამოროსინო 57) მორონი სოსინო იმოფ
<10-9> სანჩეს (იგლესიას 67) ლანდახო (კუველი 62) /
აჟერსა (დიას 68) კრევი^კაპ (ვალდეს 73) ერერა (ტეტას-ჩაპარო 53)
კარისა ლავანინი (ალემანო 67) ორტეგა ფერნანდეს-ლოვე ისა (სენატორე 64) -
3ჯ: სანჩეს
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ტომუა (ქუპერ 10 სბ 66, ბილ 76) ტომანე
<10-9> ფოლი ფიპს (ვაით 76) /
სლიპერ (სიო 40) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 67) ჰოუმს (კეპუ 56)
სქელთონ სიმონს; ფარდი (მამ 54) პოქოქ მაკ’ქალმან (ჰუპერ 49) -
4ლ: ტომანე მამ კურინდრანი ეშლი-ქუპერ; გ 4ჯ: ფოლი
რეფ პეიპერ (ავს) 25/07 @ მენდოსა, მალვინას (_)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...59&d=14378775100:5(17) 3:5(30) 3:8(40) 6:8(40+) /
6:11(43) 6:14(54) 9:14(58) 9:19(59) სბ(66ავ) 9:22(70) 9:29(78) 9:34(79$პ)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (27/07)
1 ზელანდია 9433, 2 აფრიკა 8637, 3 ირლანდია 8576,
4 ინგლისი 8540, 5 ავსტრალია 8523, 6 უელსი 8407,
7 საფრანგეთი 7974, 8 არგენტინა 7717, 9 სამოა 7584,
10 ფიჯი 7529, 11 შოტლანდია 7479, 12(13) ტონგა 7407
13(12) იაპონია 7262, 14 საქართველო 7216, 15 იტალია 7185,
16 შტატები 6848, 17 რუმინეთი 6673, 18 კანადა 6591,
19 ურუგვაი 6211, 20 ესპანეთი 6154, 21 ნამიბია 6128,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731
+/-: აშშ 139 იაპ, ავს 105 არგ, ზელ 63 აფრ, ტონ 61 კან, ფიჯ 7 სამ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 28 Jul 2015, 18:54
მიმაგრებული სურათი