ანტი’რეკორდს გაიმეორებენ? "ოთხმა ერმა" წინა ვიქენდზე იუქმა, ამ შაბათს კი უნიკალურ, ცალ’წრიან ფალავნობას ხომ გაასრულებს
და შემდეგზე საპასუხო რკენებსაც გამართავს ... ზრდილობისა და ბლედისლოუს’თვისhttp://Qaflan.netai.net/2015ტრანს-ტასმანური ზეობის სიმბოლო 2003 წლიდან ზელანდიას უპყრია. "ოლ ბლექსმა" სიდნი’ში გინდაც წააგოს, ოქლენდში მოგებით სერიას გააყაიმებს და მე-13 წლითაც დაიტოვებს ვეება, ვერცხლის თასს, რომელიც კივებს ფალავნობაზე მეტად უღირთ.
მაგ ტიტულისთვის ავსტრალიას ჩვეულებრივი ფრეც ეყოფა. წინა ოთხ წელში ასე ორი რკენა დასრულდა. ვოლაბებს "ოლ ბლექსი" ვერ უძლევიათ 2011 წლის აქეთ და თუ ნავსი ვერ გატეხეს, თავიანთსავე, კივებთან (1967-1978) დამყარებულ ანტი’რეკორდს გაიმეორებენ - ზედიზედ 11 შეყრაზე ვერ მოუგებენ ერთსა და იმავე მეტოქეს.
წყვილი მღლეტელითექსპერტთა და ფანობის აზრითაც, გადამწყვეტი იქნება შერკინება, ღლეტვა, კარში დარტყმა და გამძლეობა. არგენტინელმა მარიო ლედესმამ ისე გააყოჩაღა ოზი ტელე’ღიპუცები, რომ წელს თავიანთ შეგორებაზე მოგების მაჩვენებელი 91% აქვთ, მაშინ როცა შარშან 75% ეწერათ და შარშანწინ 63%
ოზთა მოგებაზე ტიპიური ფსონია 2.85 და კივებისაზე 1.43 . პრომო რომ მოიკოჭლებს და პუბლიკასაც მოწყინდა ამდენი მარცხი, ოლიმპიური სტადიონი ვეღარ შეივსება. მსაჯობს ინგლისელი ვეინ ბარნსი. მას შეეხიდება უელსელი ნაიჯელ ოუენსი, მეორე კიდეზე კი არგენტინელი (!) ფედერიკო ანსელმი რომ დგას, რიჩი მაკ’ქოუმ შეიძლება მორიგი ოინი მოუწყოს თემიდას და ისევ გაუვიდეს.
ავსტრალიამ 10-ზე დაიტოვა ბერნარდ ფოლი, ვინაც წლეულს კარს ბევრს აცილებს, და მას 12-ად შეუწყვილა მოკეთებული მეთ გიტო, ქვეიდ ქუპერი კი 23 კაცშიც ვეღარ მოხვდა. მეორე ხაზში დაიწყებს ინგლისიდან დაბრუნებული დიდ მამი, მესამეში კი ერთბაშად ორი მღლეტელია - დევიდ პოქოქი და მაიქლ ჰუპერი.
ამას ტრიბუნალზე ორჯერ გაურჩიეს საქმე: თავიდან გაამართლეს; მერე თვით სანზარ’მა გაასაჩივრა განჩინება, მაგრამ სააპელაციო პანელმა კიდევ დაადგინა, ბიჭს ერთ’კვირიან, სიმბოლურ სასჯელზე მეტი არ ეკუთვნოდაო.
ნახევარ’საუკუნოვანი იუბილეზელანდიას იმაზე უკეთესი 15-ეული გაჰყავს, ვიდრე აფრიკას შეახვედრა. 10-ზე იწყებს თვით დენ ქართერი; 12-ზე დაშავებულ მაჰა ნონუს ცვლის სონი’ბილ ვილიამსი; ფრთებად დგანან ჰარიქეინზის წევრები - წონა’დაკლებული ჯულიან სავეა და ახალბედა ნეჰე მილნერ-სქადერი, 15 ნომრად კი, ოპტიმალურ პოზიციაზე, ბენ სმითი დახია უფროსობამ.
35 წლის მაკ’ქოუ 141-ე კეპს მოიხვეჭს და გაუტოლდება ირლანდიელ ბრაიან ო’დრისქოლს. არგენტინას ეცმევა საგანგებო კვართი, რათა 1965 წელს, რასისტულ რესპუბლიკაში პირველი ჩასვლისა და თიკუნად "პუმების" დადგინების ნახევარ’საუკუნოვანი იუბილე აღნიშნოს, ხოლო მგეზავად დასვენებულ ხუან’მარტინ ერნანდესს აწყებინებს.
სულ ლათინებმა 11 კაცი შეცვალეს. მათ მოგებაზე კოეა 8.40, აფრიკასაზე კი 1.07 . ბოკეს კაპიტანი ჟან დე’ვილიერსი თანდათან შედის ფორმაში და 13 ნომრად ითამაშებს, რის გამოც ჯეელი სენსაცია - ჯესი კრილი ფრთაზე, ზანგთა სალიმიტო პოზიციაზე ჩააჩოჩეს.
რაზმები >>
http://qaflan.netai.net/2015/P8/07_FALA-SQD.htm
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.ifeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33http://www.realstreamunited.com/rugby-live...video-2015.html