ქველი ვოიაჟი ფალავნობის წინ "ოლ ბლექსი" სამოაზე სტუმრობით მოითელა სამხრეთის ფალავნობისთვის,
რომელიც პირველად ჩატარდება ზე’უცნაურად - ცალ, გაუწონასწორებელ წრედhttp://Qaflan.netai.net/2015/რაგბეთი, მეტადრე კი ზელანდია და ავსტრალია, ზღვისრეთის ვალშია: სამოა - ტონგა - ფიჯის უკეთეს მოთამაშეებს იბირებს, იქ სატესტოდ ჩასვლას კი არ კადრულობს, ესაო და მაქედან ხეირი ცოტა შემომივაო.
ბობოლები ამ აზრზე კარგა ხანია დგანან. მედია და ფანობა დღე’მუდამ მათ კრიტიკაშია. ჰოდა, ისმინა ამდენი ყვედრება ყველაზე ალღოიანმა - ზელანდიამ და ბოლოს’და’ბოლოს ეწვია სამოას, სადაც სისხლის გუბეებიც დაუყენებია, ვიდრე ქვეყანას დამოუკიდებლობას უბოძებდა.
ნაყმევი საოცებო სტუმარს დიდი ამბით შეხვდა - გამოცხადდა ნახევარ’ დღიანი უქმე; გარემონტდა ერთად’ერთი სტადიონი; შეიზღუდა დამსწრეთა რაოდენობა, "ოლ ბლექსის" გურუს, სთივ ჰანსენს კი, ვინაც ამოტოლა მოწყალება გაიღო, სოფლის ბელადობაც კი მიანიჭეს.
კივებს აკლდნენ ზე 15-ის ფინალის მონაწილენი - სულ 17 ოსტატი. სამოამ 18 ევროპელი შეკრიბა. "მანუში" მიბრუნდა თვით 34 წლის ბურჯი სენსას ჯონსთონი, რამაც პატრონი, ტულუზი გააგულისა, რაკი ეგონა, ვეტერანი სამშობლოს უგანებს და მსოფლიო თასზე აღარ წავაო.
ვეღარ გეწვევითოსამოამ თვალ’და’თვალ იხილა რიჩი მაკ’ქოუ, დენ ქართერი და ალალად მათიანიც - კაცი’ღვთაება, სონი’ბილ ვილიამსი, ვისაც კარიერის მეტი წილი "დიად ოსეთალიაში" (ავს), "მანგო ბოლის" (რაგბი’ლიგა) თამაშში გაეტარებინა და "ოფლოუდის დიდ’ოსტატის" სახელიც დაეგდო.
მოლოდინი ფრიადი იყო, მაგრამ თამაშმა ვერ გაამართლა. ჰაკას "სივა ტაუ" მოყვა, 80 წუთი კი ჭიდილში გაილია და სიცხეში 22 ჯარიმაც დაინიშნა. ქართერმა 7-დან 6 შეაგდო. ლელო თითოღა დაიდო:
დი’სიმ ფეხით გადაუკიდა ჯორჯ მოალას და ამან გააბითურა "ჩიფსის" ბექი თიმ ნანაი-ვილიამსი, მერე კი სონი’ბილს შეემთხვა თერნოვერი და ალაფოტი ფაჰოსილივამ ჯერ გაუტია და მერე მიეძალა. ამით სამოამ ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ქართერმა კიდევ დაჰკრა ჯარიმა * 16:25
"მანუს" "ოლ ბლექსთან" წინა ჯერზე, 2008 წელს, ნიუ’პლიმუთში 14:101 წაეგო. ზელანდიის უფროსობა შეგირდთა გარჯით უკმაყოფილო დარჩა - აპიაში თვით მაკ’ქოუს 3 ბოჭვა გაუცუდდა!
ჰანსენის გაბელადების გამო ქვეყნის პრემიერმა და რაგბის მახვშმა, ტუილაეპა საილელემ მწარედ იხუმრა, ჩვენი ბიჭები ამიერიდან უფრო ხალისით ჩადგებიან ახალი ბატონის სამსახურშიო, ზელანდიამ კი მოიბოდიშა, კარგა ხანს ვეღარ გეწვევით, რადგან კალენდარი წინდაწინ დგება და წელიწადიც ვერ გრძელდება ერთი-ორი კვირითო.
დე’ვილიერსი მოკეთდასამოაზე მოსათელი თამაში შუა კვირაში იყო, ფიჯზე და აფრიკაში კი უქმეეზე. ზელანდიის ეთნიკური გუნდი, "მაორი" ჩავიდა სუვაში და პირველი ტაიმი 16 ქულით წააგო, მაგრამ მეორეში 17 უპასუხო იქეთ გაიტანა და 27:26 იმარჯვა. გადამწყვეტი ლელო ზე 15-ის ფინალის გმირმა, ელიოთ დიქსონმა დადო, ფიჯის "ქრუსეიდერ" ვარსკვლავს, ნემანი ნანდოლოს კი ნეკნი ეტკინა.
მაორს 12 წელია, უცხო ნაკრებებთან არ წაუგია - 19-ჯერვე იმარჯვა! მსოფლიო თასს მიღმა დარჩენილი რუსეთი უდაბურ ნამიბიაშია. იქაურებს ლონდონის "სარასენსის" წევრი, ჟაკ ბერგერი უნარიანად ყოჩობთ - 39:19 ორიდან პირველ ტესტში!
"ბარბაროსების" დარი, უფერული, "მსოფლიო" რაზმი შეაკრებინეს ქრუსეიდერზისა და ავსტრალიის ყოფილ მოძღვარს, რობი დინსს, რათა "ბოკესთან" დაეჭიდებინა. აფრიკამ ავდარში 46:10 მოიგო სპარინგი.
ჰეთ’თრიქი შეასრულა ჩიტაზიდან შარქსში გადასულმა ვილი ლე’რუმ და სინბინიც მოიხილა. მოკეთების გზაზე შემდგარი იაპთა კაპიტანი, ჟან დე’ვილიერსი ბოლო მეოთხედში ჩაება ბრძოლაში და სალელოე პასიც გაახერხა, მაგრამ ნაკრებში აგვისტომდე აღარ უხმობენ, გუნდებს კი ძველი დოსტები - ვიკტორ მეტფილდი (აფრ) და ბაკის ბოთა (მსო) კაპიტნობდნენ.
მოთელვასამოა 16:25 ზელანდიასამ: ნანაი-ვილიამს ალოფა (ქ.პისი 63) პერეს ლეოტა (აფამასანგა 73) ალ.ტუილანგი <10-9> ტ.პისი (ქაული 67) ფოტაულიჰი /
ტაულაფო (აფატია 73) ავეი (ლეიატაუა 56) ს.ჯონსთონ (პერენისე 56) ფ.პაულო (ტეკორი 64) თომპსონ; ფაჰოსილივა ლემ ტრევირანუს^კაპ (ფაჰასავალუ 41) -
ლ: ფაჰოსილივა; გ: ნანაი-ვილიამს; 3ჯ: პისი
ზელ: დეგ (სლეიდ 53, ნგატაი 67-70) მოალა (ნგატაი 71) ქროთი სბ.ვილიამს პიატაუ <10-9> ქართერ ელის (ვებერ 64) /
ვუდქოქ (ქროქეთ 48) მეალამუ (ელიოთ 64) ო.ფრენქს (ლაულალა 58) რომანო (რეთალიქ 21-34) ვაითლოქ (რეთალიქ 60) კაინო (თოდ 60) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
ლ: მოალა; გ 6ჯ: ქართერ
რეფ პეიპერ (აფრ) 8/07 @ აპია (8 ათასი)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=14363317140:3(7) 0:6(18) 3:6(23) 3:9(28) 3:12(34) /
3:19(48) 6:19(51) 9:19(56) 9:22(60) 16:22(66) 16:25(75)
აფრიკა 46:10 მსოფლიო7ლ: დე’ალენდე (1 7) ეცებეთ ვ.ლე’რუ (3 4 5) რაინახ; 4გ: პოლარდ 2, ლემბი 2; ჯ: პოლარდ / სბ: ლოუ ლე’რუ -
ლ: ბერდენ; გ ჯ: ჰარის
რეფ ლეისი (ირლ) 11/07 @ ქეიპთაუნ, ნუველანდს (27 891)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...32&d=14366737843:0(5) 8:0(9) 15:0(17) 15:3(20) 22:3(24) 22:10(35) /
27:10(53) სბ(59ა) 32:10(65) სბ(69ა) 39:10(75) 46:10(80+)
ფიჯი 26:27 მაორი3ლ: მური’მური’ვალუ ნანდოლო ნქერა; გ: მატავესი; 3ჯ: ნანდოლო / სბ: რავულო -
3ლ: იოანე დ.მაკ’ქენზი დიქსონ; 3გ: მ.მაკ’ქენზი 2, ბლექ; 2ჯ: მ.მაკ’ქენზი / სბ: თომსონ
რეფ გარდნერ (ავს) 11/07 @ სუვა (_)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...33&d=14366899035:0(3) 8:0(13) 8:3(19) 11:3(24) 11:10(29) 14:10(33) 19:10(34) 26:10(40) /
26:13(42) 26:20(52) 26:27(69)
ნამიბია 39:19 რუსეთი5ლ: რ.ფან’ვეიკ (1 3) იანკის ხრეილინხ დეისელ; 4გ: კოცე 3, იანკის (3) 2ჯ: კოცე -
3ლ: გალინოვსკი გრესევ ჩეგოდაევ; 2გ: კუშნარიოვ
რეფ ლეხუტე (აფრ) 11/07 @ ვინდჰუქ (3 ათასი)
რჩეული
https://www.youtube.com/watch?v=Ifb2_gwRbtw3:0(4) 3:7(7) 10:7(15) 13:7(31) 13:12(40) /
20:12(51) 25:12(60) 32:12(65) 32:19(71) 39:19(78)
რაზმები http://qaflan.netai.net/2015/P7/16_FALA-SQD.htmმოგება არავის უნდა?2011 წელივით აღარ გავითანგოთო და სანზარ’მა "ოთხი ერის" კლასიკური, 2-წრიანი განრიგიდან მოკვეცა ბოლო უქმობა (22/08) და ბოლო წყვილი ტურიც (29/08 + 5/09), თორემ "ფალავნობა" ისევ მსოფლიო თასის გახსნამდე 13 დღის ადრეღა დასრულდებოდა.
ოთხი წლის წინ არგენტინა ჯერაც არ ერია მარაქაში. "პუმასი" აქამდეც დასის უსუსტესი წევრია. ამიტომ ლოგიკური იქნებოდა, სამ გრანდს ერთმანეთში თითო ეთამაშა "შინ და გარეთ", და არგენტინასთან "შინ ან გარეთ", მაგრამ მახვშებმა ავსტრალიას გაუგორეს კოჭი:
ოზები ორივე ფავორიტს იღებენ და მარტო არგენტინაში ჩადიან, ხოლო კივები ძაან რისკავენ - ძირ’ძველ პარტნიორებს გარეთ ეთამაშებიან. ამით სამხრეთის პირველობა მე-20 სეზონი უმაგალითოდ დაკოჭლდა, და ეგრეც ჩანს, რომ ძაანაც არავის უნდა მისი მოგება, რაღაი ჩემპიონს აქამდე, იმავე წელს (1999 2003 2007 2011), მსოფლიოზე ვეღარ უვარგია!
სიახლეა პარასკევის თამაშიც - ზელანდია ჩვენებურად თორმეტის ნახევარზე (11.35) არგენტინას იღებს და მსაჯობს აფრიკელი ქრეიგ იუბერი, შაბათს კი, ორზე (14.05), ავსტრალია - აფრიკას უელსელი ნაიჯელ ოუენსი გაუძღვება.
პუმებთან უსმითებოდკივებმა 23-ეული სამ’შაბათსვე გამოაქვეყნეს. ჰანსენი სამოასა და ფალავნობაზე თურმე 41 კაცის გამოცდას აპირებს, მაგრამ აპიურ რაზმს დამწყებად ოდენ სამი "ზე 15-ის ფინალისტი" დაუმატა: პირველი მელელოვე, ნაკრების ახალბედა ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ, უბერებელი მაჰა ნონუ (ჰრქ) და ჰავბექი თი’ჯეი პერენარა (ჰრქ)
თამაში რომ ქრაისთ’ჩერჩშია, რაზმში ერთბაშად 12 ქრუსეიდერია (6+6). 15 ნომრად ბოლო შანსი ეძლევა იზრაელ დეგს; ზელანდია და არგენტინა მსოფლიოზე, პირველსავე რაუნდში (კვი 20/09 @ 19.45 საქ) შეიბმებიან, და შავებს ნაღდად დაემატებიან სამივე სმითი (15 ბენ, 13 კონრად, 9 არონ), ჯულიან სავეა (11) და ალბათ ბოდენ ბარეთიც (10)
მსოფლიოს განრიგი
http://site.rugby.ge/ka-GE/Rugby-World-Cup-2015არგენტინა ძველებურად მორკინალთა იმედადაა. უფროსობა ასვენებს ევროპაში გადაღლილ ბებერ ბექს, ხუან-მარტინ ერნანდესს. დაშავდა "პუმათა ზირაქა" - ხუან ფიგაჟო. რაზმის ბირთვს ზე 18-ისთვის შინ დაბრუნებულები შეადგნენ. მათგან სამი ჯეელი - გარემარბი სანტიაგო კორდერო, მეორე’ხაზელი გვიდო პეტი და 8 ნომერი ფაკუნდო ისა - "ოთხი ერის" ახალბედაა.
ქვეიდი და გიტო"ბოკეს" ექიმის, ქრეიგ რობერთსის მტკიცებით, ავსტრალიაში ჩაყვანილი 31-ვე მოთამაშე საღ-სალამათია. ამას მედია ხაზს იმად უსვამს, რომ იაპებს აკლიან ბობოლა დაშავებულები: 9 ნომერი ფური დიუ’პრე, უნივერსალი ბექი ფრანს სტეინი და მარბიელები, ვილემ ალბერცი და დვეინ ფერმიულენი.
ამის ნაცვლად 8 ნომრად სხალკ ბერგერი დაიწყებს. ცამეტზე დგას ბულზის ფულბექი ჯესი კრილი, ვისაც დიადობას უქადიან, 23 კაცში კი მხოლოდ 4 ლეგიონერი (მსოფლიო თასის შემდეგ საშოვარზე წამსვლელთა მიუთვლელად) და ოდენ 5 არა’თეთრია.
ავსტრალიამ ბოლომ, ხუთ’შაბათსღა გაამხილა რაზმი. "ვორათაზმა" ზე’რაგბის ტიტული შინ რომ დაკარგა, მის ღერძსაც შეუდგა წყალი. სამაგიეროდ, ფორმაში შესულან დასვენებული "წითლები" (რედს) - ვილ გენია და ქვეიდ ქუპერი.
ამან ჯერაც ვერ უწყის, თუ გაისად სად და რას (დიდ რაგბს? შვიდკაცას?) ითამაშებს, მაგრამ აფრიკის წინააღმდეგ კი თანა’მგეზავად ეყოლება 33 წლის ტულონელი მეთ გიტო, ვინაც ნაკრებიდან 2011 წელს, სამოასთან წაგების შემდეგ დაითხოვეს და ახლაღა - შერჩევის წესის შეცვლის წყალობით - დააბრუნეს.
@
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)