ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ ხომ დარჩება ნეთში ...
დასრულებული ზეობა უნიკალური, ცალ’წრიანი ფალავნობა მოიგო ავსტრალიამ,
ვინაც თრილერში გააბურთავა უძლეველი ზელანდია,
არგენტინამ კი პირველად დაამარცხა აფრიკა, და თანაც სტუმრადhttp://Qaflan.netai.net/2015მსოფლიო თასის გამო რომ დამოკლდა ტურნირი, ფრიად საეჭვო გარიგებით ავსტრალია ორივე ძველ პარტნიორს შინ ეთამაშა და შანსი ხელიდან არ გაუშვა - "ოთხ ერზე" ზელანდიის 3-წლიანი ზეობა კოხტად დაასრულა.
კივებს ძვირად დაუჯდათ მედიდურობა: მათ აფრიკაში ბოლოსკენ კი აჯობეს არეულ ბოკეს, მაგრამ ვეღარას გახდნენ სიდნის ოლიმპიურზე. ჰოდა, ახლა იმის იმედად’ღა არიან, რომ 2003 წლიდან ნაქონ "ბლედისლოუს თასს" მაინც დაიცავენ ოქლენდში, სადაც 1986 წლის აქეთ, ზედიზედ 15-ჯერ უძლევიათ ოზები.
ლიდერებმა დააღალატესავსტრალიამ აღმაფრენით ირაგბა. შერკინება მაგრად დადგა, ტყუპმა მღლეტელმა მეტოქეს სისხლი გაუშრო და მარქაფამაც საბოლოოდ შემოატრიალა თამაში. "ვოლაბებს" დერეფანმა უმტყუნათ და დამწყებმა ღერძმაც ერთობ აურია, მაგრამ "ოლ ბლექსს" ზადი მეტი რომ გამოაჩნდა, მასპინძელთა ლაღად ბურთაობამ შედეგი მოიტანა.
კივები ლიდერებმა დააღალატეს. ქიარან რიდი დაცვის მწყობრიდან ვარდებოდა; დენ ქართერმა ტესტ’რაგბში პირველმა კი მოინაგრა 1 500 ქულა, მაგრამ ორივე გარდასახვა ააცილა, ჯარიმა ლელოს გადააცილა და ქიქ’ოფიც ჩააფლავა; რიჩი მაკ’ქოუ და ჯერომ კაინო დაჯაბნეს დევიდ პოქოქმა, მაიქლ ჰუპერმა და სქოთ ფარდიმ, არონ სმითმა კი სინბინი მოიხილა და ბოლო ლელოზეც ოვალი მიწიდან ვერ აიღო.
თამაშის მწვერვალიგემოვნების ამბავია და თუ ნეიტრალური რაგბეთის ნაწილს აფრიკა - ზელანდია მიაჩნია თამაშის მწვერვალად, სხვანი ბლედისლოუს ტესტებს ამჯობინებენ.
ამჯერადაც სასწაული რაგბი ვიხილეთ. პირველ ტაიმში ლელო არ დადებულა, მაგრამ შესვენების შემდეგ 5-ჯერ გაირღვა დაცვა. წინა მსოფლიოს აქეთ შავები ოდენ მესამედ დამარცხდნენ 54 ტესტში, ხოლო მაკ’ქოუმ 141-კეპიან კარიერაში მე-15 მარცხი’ღა იგემა.
სანაკრებო დებიუტი დუბლით დაიტკბო კივმა ნეჰე მილნერ-სქადერმა, მატჩის გმირად კი მოგვევლინა ვოლაბთა სათადარიგო ღერძი: მეთ ტომუამ პირდაპირ და სხარტად ააბურთავა ხაზი, ხოლო ნიქ ვაითმა შორიდან შეაგდო ჯარიმა და გამარჯვების ლელოც შეიტანა.
უხეიროდ მოსროლილიზელანდიამ ავსტრალია ბოკეზე ნაკლებ დააფასა - "კაპა ო პანგოს" ნაცვლად ტრადიციული ჰაკა, "კო მატე" შეუსრულა. მილნერ-სქადერმა მალევე გაიჯეჯილა და სონი’ბილ ვილამსს ცოტა დააკლდა ლელომდე. ბურჯმა სეკოპე კეპუმ ჯარიმის უცებ გათამაშების შემდეგ ახლოდან დაიჭირა არონ სმითი, რის გამოც გაასინბინეს.
ქართერმა ჯარიმა შეაგდო და მეორედ ვეღარ მოზომა, ბერნარდ ფოლიმ კი რომ ვერ მოიგერია და ვეღარც აიღო ბურთი, დენმა ფეხი მიუკრა, მეთ გიტომ წკიპზე იხსნა ლელო და ანგარიში * 0:3 დარჩა.
მეორე მეოთხედში შერკინებასა და რაქში 3-ჯერ დაჯარიმდნენ პირველ’ხაზელები - თონი ვუდქოქი, სთივენ მორი და ოუენ ფრენქსი.
გიტომ თითო გაიტანა და ძელს გაარტყა, ქართერმა 42 მეტრიდან ივარგა * 3:6, მერე კი იზრაელ ფოლაუმ გაჭრა ხაზი, იგი ლელოსთან შებოჭა ბენ სმითმა, ხოლო ნიქ ფიპსმა შორს, უხეიროდ მოისროლა ოვალი და დინ მამმა კარის წინ ვერ დაიჭირა.
ოზებმა თავიანთი ორი დერეფანიც წააგეს, ტაიმის ბოლო ეპიზოდში კი, დეინ ქოულზის გარღვევიდან, სტუმრებს ლელოს გატანა შეეძლოთ, მაგრამ ჰუპერმა სასტიკად დასცა ჯულიან სავეა და მსაჯმა ტელი’რეფს კარგა ხანს ამოწმებინა, ემანდ ხელის მოუხვევლად ხომ არ შებოჭაო.
ტომუამ ააწყოქართერმა და რიდმა მეორე ტაიმის ქიქ’ოფი ჩააფლავეს. არონი ფრთაზე გაჭრილ ადამ ეშლი-ქუპერს კისერში სწვდა და გააძევეს. ავსტრალიამ დერეფანში მოლი ააგორა, ზელანდიამ ჩაუქცია და ხეირზე, რაქის გვერდით, ფინტით გაძვრა ბურჯი კეპუ * 10:6
ფიპსმა ფოლი’ს ისე უმისამართოდ მიაწოდა, რომ ეს ბურთს აცდა და ლელოში დაატყვევა რიდმა. ოზებმა დაცვაში დიდხანს იმედგრეს; ბოლოს პოქოქი დაჯარიმდა რაქში და ქართერმა საეტაპო მიჯნა დაძლია * 10:9, მალე კი ფიპსმა ჯარიმა უცებ არ გაათამაშებინა კონრად სმითს და ისიც დაითხოვეს.
ქართერმა ხაზი გაჭრა; ბენ სმითს ეშლი’ქუპერმა კინაღამ ხელიდან წასტაცა ბურთი, მაგრამ ამან დაიბრუნა და მილნერ-სქადერი გააჭენა * 10:14
ტომუა ათზე მანამდე შევიდა, თამაში ააწყო, 13 ფაზის შემდეგ დიაგონალზე დაუგორა ეშლი-ქუპერს, ამან კი იხელთა ბურთი და ნახტომში დაუმიწა ბენს, ვინც დაშავდა და შეცვალეს * 17:14
აქედან 3 წუთში მილნერ-სქადერმა ისევ დააწინაურა ოლ ბლექსი: სამ მბოჭავთან ჭიდილში, მეორე გაბრძოლებით, ოვალი მაინც შეახო ხაზს, ქართერმა კი ისევ ააცილა გარდასახვა და სხვაობა 2 ქულა დარჩა * 17:19
ნონუ მოკეთდამერე კივები წახდნენ, დასვენებულმა ვაითმა კი 48 მეტრიდან შეუგდოთ ჯარიმა * 20:19
საომარი 11 წუთი რჩებოდა, ფარდიმ თერნოვერიდან ფეხი რომ მიუკრა სტუმრებს, არონმა ვერ აიღო და ბურთი ჰუპერს დარჩა. ოზებმა ფაზები აკინძეს, წითელ ზოლს უწიეს, ვაითმა კი რაქის გვერდით, მოკლე ფრთაზე დაფინტა * 27:19
ზელანდიას თამაშის მოსაგებად გარდასახული ლელოც ვეღარ ჰყოფნიდა. ოზები უფრო გათამამდნენ; თი’ჯეი პერენარამ შერკინებიდან ვერ აიღო ბურთი, ბოლო თერნოვერი კი ბებერმა ბურჯმა, გრეგ ჰოუმსმა გაახერხა.
ნამატჩევს ავსტრალიის გურუმ, მაიქლ ჩეკამ ბრძანა, დიდი ამბავი, თუ კივებს ერთხელ მოვუგეთო. ზელანდიამ აღიარა, დღეს ვერ ვივარგეთ, მაგრამ ოქლენდისთვის გარდავისახებითო. შავთა რაზმის გადახალისება გარდაუვალია, მით უფრო, თუ მაჰა ნონუ მოკეთდა, ხოლო სონი’ბილს კუდუსუნი დაეჟეჟა და იუქმებს.
რაგბეთს ეგონააფრიკამ ორჯერ’ვე ბოლოს’ღა რომ წააგო ზღვისრეთელ გრანდებთან, რაგბეთს ეგონა, გაგულისებული ბარაქიანად მოსრავს არგენტინასო, მაგრამ მწარედ მოტყუვდა: აფრიკაში პირველი სტუმრობის 50-ე წლისთავის მოზეიმე "პუმებმა" თავიდანვე დააბნიეს ბოკე და მე-20 შეყრაზე პირველად ძლიეს - ჩინებულ სტილში და თანაც პრემიით.
აფრიკა ნამატჩევს ავიშვიშდა, ვერ გავიგეთ, შერკინებაში რას გვერჩოდა ფრანგი მსაჯიო; მსოფლიო თასის ხათრით ორ’კვირიანი პაუზაც წრთობისთვის (ფიზ’მომზადება!) გამოვიყენეთ და ეგებ მაგიტომაც მოგვიმრავლდა წუნიო;
ტრავმათა განხრით კი ქურციკებს ქვა აღმართში მიეწიათ: კაპიტნად აღდგენილმა ჟან დე’ვილიერსმა ყბა გაიტეხა; ვილი ლე’რუმ კოჭი იღრძო, მარსელ კუციამ კი მუხლი ისე იტკინა, რომ თვე’ნახევარი გაუცდება. არადა, მსოფლიო თასამდე ნაკლები დრო რჩება.
ექიმები ფუსფუსებდნენჰეთ’თრიქი შეასრულა სტუმრების გარემარბმა ხუან იმოფმა. ანსამბლს უნარიანად უდირიჟორა ხუან’მარტინ ერნანდესმა. ბოკეს 3 ნომერი, ვინსენტ კოხი დაჯაბნა მარკოს აჟერსამ, რომენ პუატმა კი თამაში შეაჩერებინა, როცა მოედანზე, შეტევიდან მოშორებით, მეორე ბურთი შენიშნა, და განახლების ნება დართო, ოთხი (!) ექიმი და თულუხჩი 22-ში რომ ფუსფუსებდა.
პირველი ლელოც იმოფმა შეამზადა: 10 ნომრის არხში შექცეული პასი მიიღო და მარსელო ვოში დაგეზა; ამან ზედ შესვენების წინ ცენტრიდან გაიტანა ჯარიმა * 13:27, საათის თავზე კი არეკნი დაჰკრა და ფორა ორ გარდასახულ ლელოზე მეტი გახადა * 20:37
ბოკეს პირველი ლელო ლუდ დე’იახერმა გაიტანა მარდი მინი’მოლით, მეორეზე კი ლე’რუმ, დე’ვილიერსმა და ჯესი კრილმა წაიპასავეს. პუატმა "წინ პასებზე" თვალი ხუჭა და კობუს რაინახსაც გაუუქმა ლელო, ჯარიმა ნიშნულზე წინიდან გაათამაშე უცბათო, პუმათა პრემიალური ლელო კი ტელევიზიასაც გამორჩა ლაივში, რაკი დრო გაჩერებული იყო * 13:34
ირლანდია მეორეაევროპაში სპარინგები გაჩაღდა. ირლანდიამ არც’მთლად’პირველი გუნდი გაუყვანა ახალ ფორმაში გამოწყობილ უელსს, ვინაც 15-ეულში ოთხი ახალბედა გამოსცადა და შინ ერთი ხანობა * 0:25 ჩამორჩა.
სულ 8 ლელო დაიდო. "სამყურებიდან" მედიამ გამოარჩია კაპიტანი ჯემი ჰიზლიპი და მოკეთებული ბექი ქის ერლსი. უელსი * 21:35 წაგებით ერთობ ნაწყენი დარჩა, ირლანდიას კი მსოფლიო თასზე ვეღარ ეყოლება მარბიელი თომი ო’დონელი, ვისაც თეძო ეღრძო.
აფრიკა არგენტინასთან წაგებით "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში მეხუთე ადგილამდე დაეშვა. ავსტრალია მესამე საფეხურზე დაბრუნდა. მეორე - ისტორიაში პირველად - ირლანდიაა, მოწინავე ათეულში კი სამოა ტონგამ შეცვალა.
ფალავნობა * 2015 * ოთხი ერიბოლო, მესამე რაუნდი
ავსტრალია 27:19 ზელანდია სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/244313.htmlავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი გიტო (ბილ 66) მიჩელ <10-9> ფოლი (ტომუა 51) ფიპს სბ 54 (ვაით 66) /
სიო (სლიპერ 59) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 69) კეპუ სბ 8 (ჰოუმს 55)
მამ ჰორვილ (სქელთონ 59) ფარდი (მაკ’ქალმან 77) ჰუპერ (ჰოუმს 16-18) პოქოქ (მაკ’ქალმან 62-68) -
3ლ: კეპუ ეშლი-ქუპერ ვაით; 3გ: გიტო 2, ვაით; 2ჯ: გიტო ვაით
ზელ: ბ.სმით (ბარეთ 62) მილნერ-სქადერ კ.სმით სბ.ვილიამს (ფეკიტოა 55) სავეა <10-9> ქართერ ა.სმით სბ 43 (პერენარა 78) /
ვუდქოქ (ბ.ფრენქს 73) ქოულზ (თეილორ 69) ო.ფრენქს (ლაულალა 45)
რომანო (ვაითლოქ 55) რეთალიქ; კაინო (ქეინ 73) მაკ’ქოუ^კაპ რიდ -
2ლ: მილნერ-სქადერ; 3ჯ: ქართერ
რეფ ბარნს (ინგ) 8/08 @ სიდნი, ეი’ენ’ზედ (73 824)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...94&d=14390384850:3(9სბ) 3:3(27) 3:6(30) /
სბ(43ზ) 10:6(45) 10:9(51) სბ(54ა) 10:14(56) 17:14(62) 17:19(65) 20:19(69) 27:19(73)
აფრიკა 25:37 არგენტინა$ სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/244315.htmlაფრ: ლე’რუ კრილ დე’ვილიერს^კაპ დე’ალენდე ჰაბანა <10-9> პოლარდ (ლემბი 66) პინარ (რაინახ 60) /
მთავარირა (ნიაკანე 62) ბ.დიუ’პლესი (სტრაუს 57) კოხ (მ.ფან’დერ’მერვე 41)
ეცებეთ (დიუ’ტოი 62) დე’იახერ; ბრიუსო (კოლისი 63) კუცია (მვოვო 66) ბერგერ -
3ლ: დე’იახერ ლე’რუ ჰაბანა; 2გ 2ჯ: პოლარდ
არგ: ტუკულეტ აგუჟა ვოშ დე’ლა’ფუენტე (იგლესიას 56) იმოფ <10-9> ერნანდეს (ამოროსინო 63) კუველი (ლანდახო 66) /
აჟერსა (ნოგერა 53) კრევი^კაპ (მონტოჟა 68) ტეტას-ჩაპარო (დიას 71)
პეტი (ალემანო 57) ლავანინი; მატერა სბ 76, ლეგისამონ (ლესანა 66) სენატორე -
4ლ: ვოშ იმოფ (2 3 4) 4გ: ერნანდეს; 2ჯ: ერნანდეს ვოშ; ა: ვოშ
რეფ პუატ (სფრ) 8/08 @ დურბან, ქინგზ პარქ (27 447)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...05&d=14390606170:7(3) 3:7(10) 3:14(24) 6:14(29) 6:21(32) 13:21(37) 13:24(38) 13:27(40) /
13:34(43$პ) 20:34(50) 20:37(63ა) სბ(76არ) 25:37(79)
მსოფლიო თასის წინა მოთელვაპირველი ვიქენდი
უელსი 21:35 ირლანდია სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/249675.html3ლ: ჰიბარდ თიპურიქ ქასბერთ; 3გ: ჰუქ, ენსქომ 2 / სბ: მორიართი -
5ლ: ჰიზლიპ ქეივ ერლს ზიბო ჯოუნზ; 2გ 2ჯ: ჯექსონ / სბ: ჰენრი
რეფ ჯექსონ (ზელ) 8/08 @ კარდიფ, მილენიუმ
ვიდეო (1280)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...16&d=14390775010:5(9) 0:8(19) 0:15(23) 0:22(31) 0:25(34) 7:25(38) /
სბ(46უ) 7:30(48) 7:35(54) სბ(60ი) 14:35(72) 21:35(80+2)
მეორე ვიქენდიშაბ 15/08 * საქ დროით
ზელანდია 11.35 ავსტრალია @ ოქლენდ (ბლ2)
ირლანდია 20.00 შოტლანდია @ დაბლინ
ინგლისი 23.00 საფრანგეთი @ თვიქნემ
არგენტინა 23.40 აფრიკა @ ბუენოს აირეს
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.ifeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33http://www.realstreamunited.com/rugby-live...video-2015.html"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (10/08)
1 ზელანდია 9272, 2(3) ირლანდია 8689, 3(5) ავსტრალია 8684,
4 ინგლისი 8540, 5(2) აფრიკა 8437, 6 უელსი 8294,
7 საფრანგეთი 7974, 8 არგენტინა 7917, 9(10) ფიჯი 7704,
10(12) ტონგა 7525, 11(9) სამოა 7514, 12(11) შოტლანდია 7479
13 საქართველო 7216, 14(15) იტალია 7185, 15(14) იაპონია 7115,
16 შტატები 6910, 17 რუმინეთი 6673, 18 კანადა 6455,
19 ურუგვაი 6211, 20(21) ნამიბია 6157, 21(20) ესპანეთი 6154,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731
+/-: არგ 200 აფრ, ავს 161 ზელ, ირლ 113 უელ
* აშშ 106 კან (15:13 გ, ფიჯ 102 სამ (39:29 ნ, ტონ 74 იაპ (31:20 ნ, ნამ 29 კენ’ია (46:13 შ)
@