შევაჯამოთ დინჯად და მიუკერძოებლად = ღმერთს ღმრთისა და კეისარს კეისრისო!
ბლედისლოუთი გააცილეს ფალავნობის ფინიშზე ძლეულმა ზელანდიამ
კვირის თავზე შინ, ოქლენდში მოსრა სამხრეთის ახალი ჩემპიონი, ავსტრალია
და მე-13 წლითაც შეინარჩუნა სამეზობლო "ბლედისლოუს თასი"http://Qaflan.netai.net/2015"ოლ ბლექსი" წინა მსოფლიო თასის აქეთ სულ 3-ჯერ დამარცხდა. კივებს ოქლენდის "იდენ პარქზე" 1994 წლის აქეთ აღარ წაეგოთ, ოზები კი მაგ არენაზე 1986 წლის შემდეგ მიჯრით 15-ჯერ ჩაჭრილიყვნენ.
ჰოდა, კანონ’ზომიერება არც ამჯერად დაირღვა. შავებმა 28 ქულით (4 გარდასახული ლელოთი) იმარჯვეს და შორეულ ნაოსნობაში (ევროპა, გინდაც პენსია) მორჭმული გააცილეს ერთბაშად ექვსი დიადი:
(ფოტოზე მარცხნიდან) კონრად სმით, დენ ქართერ, მაჰა ნონუ, ქევენ მეალამუ, რიჩი მაკ’ქოუ, თონი ვუდქოქ
მსოფლიო თასის გამო, წელს ბლედისლოუ ორ მატჩში გათამაშდა და სერიის გაფრევებით * 1-1 კივებმა კიდევ დაიცვეს 2003 წლიდან ნაქონი ვერცხლის რელიკვია, რიჩიმ კი 142-ე ტესტიც ითამაშა და მსოფლიო რეკორდი ჩამოართვა ირლანდიელ ლეგენდას, ბრაიან ო’დრისქოლს.
მაქსიმალური ხეირისიდნის აქეთ ზელანდიას დაემატა მოკეთებული ნონუ. ავსტრალიამ აღარ გამოიყენა მრისხანე იარაღი - ტყუპი მღლეტელი, 10 ნომრად კი ამ ერთხელაც, თითქო ოქლენდის ფანობის ჯიბრზე, დაიყენა კოლორიტი ქვეიდ ქუპერი, ვინაც ტრავმათა გამო ფორმაში ხომ ვერაა და კივ პუბლიკასაც ამოჩემებული ჰყავს - ყოველ ჯერზე ქოქოლას აყრის!
ზელანდიამ მოძლიერებული მეტოქე დააფასა - ახალი ჰაკა, "კაპა ო პანგო" შეუსრულა და თანდათან უმატა თამაშის ინტენსიობას. პირველ მეოთხედში უტევდნენ ოზები; მეორეში - კივები; მესამეში ზელანდიამ ქვეიდის სინბინით მაქსიმალურად იხეირა - 21 ქულა მოკრიფა; მეოთხე კი ინერციით’ღა გაგრძელდა და სტუმრებმა პრესტიჟის ლელო დადეს.
ქუპერს გაგდებამდე თითქმის არაფერი შეშლია - შეაგდო ორივე ჯარიმა და იზრაელ ფოლაუსაც გააჭრევინა ხაზი. მორკინალებმა თითო საგოლე ჯარიმა რომ მიიღეს, მეოთხედი * 3:3 დასრულდა.
ვოლაბებმა შტურმი წამოიწყეს და მოლიც ააგორეს, მაგრამ წითელ ზოლში თერნოვერი შეემთხვათ. კივებმა ჯულიან სავეამდე თამამად ჩაათამაშეს ბურთი, ნონუმ წაი’ჰავბექა, ქართერი მეორე’ხაზელს, ჯეიმზ ჰორვილს გაუსხლტა და ირიბად დაგეზა ჩაუქი კვაჭი (!) დეინ ქოულზი, ვინაც მოაღორა გარემარბი (!) ადამ ეშლი-ქუპერი და ჰავბექი ნიქ ვაითიც ჩამოიტოვა * 10:3
ქეჩოშიღა მისწვდაშესვენებამდე ქიქერებმა შეაგდეს თითო ჯარიმაც, ქართერმა კი ერთიც ააცილა შორიდან და არეკნიც დაახაია * 13:6 მეორის დასაწყისშივე სახიფათოდ გაიჭრნენ არონ და კონრად სმითები, გაიბრწყინა კი ახალმა ვარსკვლავმა, ნეჰე მილნერ-სქადერმა:
გააბითურა მორკინალები - დინ მამი, სქოთ ფარდი, სთივენ მორი; მიიზიდა ფოლაუ, ვაითი და კარის წინ ოფლოუდი მიართვა არონს, ვისაც ქეჩოშიღა მისწვდა ქვეიდი, რის გამოც საჯარიმო ლელოთი და სინბინით დაისაჯა * 20:6 @ 48’
შავებმა მეტობა უმალ გამოიყენეს: მეთ ტომუას გადაკიდებული კიდევ გამოაქცუნა ნეჰემ და ზურგშივე დაარტყა; ქართერი და კომპანია ოვალს აცდნენ, მილნერ-სქადერმა კი ეს ბურთი იხელთა. კივმა ფორვარდებმა - ოუენ ფრენქსმა, სემ ვაითლოქმა და ქოულზმა სხარტად, ადგილიდან გაუშვეს პასები, ბენ სმითმა კი ნონუ გააქცუნა * 27:6 @ 52’
დერეფნიდან შუა არხში მიეძალა ნონუ, ოზებმა წითელ ზოლში ზედიზედ გააჩერეს მიმხვდური, მაგრამ კივებმა იმდენად ჩაითრიეს მათი დაცვა, რომ ნონუმ შორს მიაწოდა მარტოდ დარჩენილ კონრადს * 34:6 @ 55’
ზელანდიის ბოლო ლელოზე ქართერმა კარის პირდაპირ მოგებული შერკინებიდან პასი შეუქცია ნონუს და ამან დაიფრინა ვაითი, ბოლო წუთებზე კი თი’ჯეი პერენარამ ბენს რომ გადაუკიდა ფრთაზე, ამას ფოლაუმ დაასწრო და იქეთ დაალელოვა კივები * 41:13
გაუგებარი მიზეზითარგენტინა აფრიკას შინ აქამდე ძაან უძალიანდებოდა - 16:16 (2012, 17:22 (2013, 31:33 (2014), ერთი კვირის წინ კი, მე-20 ცდით, პირველად ძლია ბოკე და თანაც სტუმრად.
ამით აფრიკა "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში მეორიდან მეხუთე (!) ადგილამდე დაეშვა და ხალხიც დაემტვრა, მაგრამ ზედ საპასუხო თამაშის წინ პუმებსაც გამოაკლდნენ ლიდერები - ბურჯი მარკოს აჟერსა და მგეზავი ხუან-მარტინ ერნანდესი.
ბოკემ ათზე დააწინაურა შარქსელი პეთ ლემბი და ამანაც გაამართლა. ორივე ლელო არა’თეთრმა გარემარბებმა დადეს: რუან პინარმა შორს მიაწოდა ბრაიან ჰაბანას, ლუაზი მვოვომ კი თავად იარა და შებოჭილიც ეწია მიზანს * 3:20
ისევ აკეთა სხარტი პასები 8 ნომრად მოთამაშე სხალკ ბერგერმა. პუმებმა ვეღარ იძალეს შერკინებაში - თავიანთ შეგორებაზე 8-დან 5 (!) წააგეს, ვეღარც ბოჭვაზე და 4 გოლს დასჯერდნენ * 12:26
თამაში მოკლე და ვიწრო, ფეხბურთის მოღობილ მოედანზე მოეწყო. ბოკეს გაუგებარი მიზეზით რომ ეცვა თეთრი, მეტოქეთა გარჩევა ჭირდა. ტელევიზიასაც ბევრჯერ გაუწყდა სიგნალი, ნამატჩევს კი არგენტინამ ინგლისში წამსვლელი 31-ეული გამოაქვეყნა.
მასში 14 ბექი და 17 ფორვარდია. 19 კაცი პირველად ირაგბებს მსოფლიოზე. რაზმში სულ 7 ლეგიონერია (იმოფ აგუჟა ვოშ სოსინო / აჟერსა გალარსა ფერნანდეს-ლოვე), რაკი ზე 18-ის ხათრით ბიჭები შინ დაბრუნდნენ, ხუთ ვეტერანს კი 2007 წელს ბრინჯაო აუღია (ერნანდეს აგუჟა / აჟერსა ფერნანდეს-ლოვე ლეგისამონ)
ბოჭა და არბიაგრძელდება ევროპული სპარინგები. თვიქნემში მსოფლიო თასის გახსნის რეპეტიცია მოეწყო - გზებიც კი გეგმიურად გადაკეტეს. 1906 წლიდან მეასედ (!) ჩატარდა სამეზობლო "ლე ქრანჩ" და ბალანსი ინგლისის სასარგებლოდ გაიზარდა 100: 55-38*7
ორივე გუნდმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა. მეტოქენი ბოჭა და არბია 12 ნომრად გამწესებულმა ხვადაგმა, ნალიგარმა სემ ბერჯესმა. ეშხიანად იბურთავა მისმა მეწყვილემ, ჰენრი სლეიდმა, სამივე ლელო კი გარემარბებმა დადეს. ფრანგებმა ისევ უკბილოდ უტიეს, მოლით’ღა შეათრიეს ერთი და 14:19 დამარცხდნენ.
ინგლისს ამ შაბათს, სან’დენის რე’მატჩზე, ნაღდი გუნდი გაყავს. "ლე ბლე" ისევ მოისაკლისებს დაშავებულ ყოჩს, ტიერი დიუზოტუარს. ირლანდია შინ სამჯერ ჩამორჩა შოტლანდიას, მაგრამ იენ მედიგანმა რომ გადაუკიდა ლუქ ფითსჯერალდს, მაინც მოიგო * 28:22
ფალავნობა * 2015 * ოთხი ერიდამატებითი რაუნდი
ზელანდია 41:13 ავსტრალია სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/244317.htmlზელ: ბ.სმით მილნერ-სქადერ (სლეიდ 52) კ.სმით (ფეკიტოა 68) ნონუ სავეა
<10-9> ქართერ ა.სმით (პერენარა 66) /
ვუდქოქ (ქროქეთ 52) ქოულზ (მეალამუ 66) ო.ფრენქს (ლაულალა 63)
რეთალიქ ვაითლოქ; ვიტო (ქეინ 64) მაკ’ქოუ^კაპ (კაინო 68) რიდ -
5ლ: ქოულზ [საჯ^ა.სმით] ნონუ (3 5) კ.სმით; 5გ 2ჯ: ქართერ
ავს: ფოლაუ სპეით (ბილ 38-/, გიტო 49) კურინდრანი ტომუა ეშლი-ქუპერ
<10-9> ქუპერ სბ 48 (ბილ 58) ვაით /
სიო (სლიპერ 52) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 66) კეპუ (ჰოუმს 52-62, 66)
სქელთონ (მამ 41) ჰორვილ (დაგლას 63) ფარდი ჰუპერ (პოქოქ 28-31) პალუ (პოქოქ 41) -
ლ: ფოლაუ; გ: ვაით; 2ჯ: ქუპერ
რეფ ოუენს (უელ) 15/08 @ ოქლენდ, იდენ პარქ (48 457)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...18&d=14396709430:3(8) 3:3(18) 10:3(23) 13:3(29) 13:6(32) ნახ(40+2) /
20:6(48სბ) 27:6(52) 34:6(55) 41:6(66) 41:13(78) ბოლო(80+1)
არგენტინა 12:26 აფრიკა სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/244319.htmlარგ: ტუკულეტ (ამოროსინო 59) კორდერო მორონი (იგლესიას 75) სოსინო იმოფ
<10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 59) /
ნოგერა (გარსია 74) კრევი^კაპ (მონტოჟა 41) ტეტას-ჩაპარო (ორლანდი 53)
მაკომე (ალემანო 52) ლავანინი სბ 63; ლესანა ფერნანდეს-ლოვე ლეგისამონ (მატერა 52) -
4ჯ: სანჩეს
აფრ: კერშნერ (პოლარდ 75) მვოვო კრილ დე’ალენდე (სერფონტეინ 64) ჰაბანა
<10-9> ლემბი (რაინახ 76) პინარ /
ნიაკანე (მთავარირა 48) სტრაუს (ბრიც 41) მ.ფან’დერ’მერვე (მალჰერბე 49)
ეცებეთ მეტფილდ ^კაპ (ფლ.ფან’დერ’ მერვე 56) ბრიუსო ალბერც (დიუ’ტოი 64) ბერგერ -
2ლ: ჰაბანა მვოვო; 2გ 3ჯ ა: ლემბი
რეფ ჯექსონ (ზელ) 15/08 @ ბუენოს’აირეს, ველეს სარსფილდ
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...33&d=14397005070:3(7) 3:3(15) 3:6(18) 3:13(28) 3:20(31) 6:20(34) 9:20(39) /
9:23(43ა) 12:23(52) 12:26(56) სბ(63არ) ბოლო(80+4)
მსოფლიო თასის’წინა მოთელვამეორე ვიქენდი
იაპონია 20:45 მსოფლიო2ლ: ჰესქეთ [საჯ] 2გ: გორომარუ ტატეკავა; 2ჯ: გორომარუ -
5ლ: ნაიაროვორო (1 4 5) ელის (2 3) 4გ: ბარნს 3, ჰარის; 4ჯ: ბარნს / სბ: ალ.ვილიამს
რეფ ლის (ავს) 15/08 @ ტოკიო, ჩიჩიბუ’ნომია (12 740)
ვიდეო (1280)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...74&d=14397906190:3(7) 0:6(13) 7:6(16) 7:13(22) 7:16(33) 7:19(40) /
10:19(49) 10:26(54) 13:26(58) 13:33(62) 20:33(68სბ) 20:40(71) 20:45(79)
ირლანდია 28:22 შოტლანდია სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/249677.html4ლ: ჰენრი ქრონინ ზიბო ფითსჯერალდ; 4გ: მედიგან -
3ლ: ქოუან პირგოს ჰორნ; 2გ: ჰორნ ჯექსონ; ჯ: ჰორნ
რეფ გოზერ (სფრ) 15/08 @ დაბლინ, ავივა
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...24&d=14396899907:0(16) 7:7(32) /
7:12(44) 14:12(55) 14:15(60) 21:15(62) 21:22(65) 28:22(70)
ინგლისი 19:14 საფრანგეთი სტატ
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/248675.html3ლ: ვოთსონ (1 2) მეი; 2გ: ფარელ / სბ: ბერჯეს ქლარქ -
ლ: უდრაოგო; 3ჯ: პარა
რეფ ლეისი (ირლ) 15/08 @ ლონდონ, თვიქნემ (63 113)
ვიდეო (1280)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...66&d=14397590450:3(7) 7:3(12) 12:3(18) 12:6(26) 12:9(33) სბ(36ი) /
19:9(47) სბ(54ი) 19:14(61)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (17/08)
1 ზელანდია 9289, 2 ირლანდია 8689, 3 ავსტრალია 8667,
4 ინგლისი 8553, 5 აფრიკა 8515, 6 უელსი 8294,
7 საფრანგეთი 7960, 8 არგენტინა 7839, 9 ფიჯი 7704,
10 ტონგა 7525, 11 სამოა 7514, 12 შოტლანდია 7479
13 საქართველო 7216, 14 იტალია 7185, 15 იაპონია 7115,
16 შტატები 6910, 17 რუმინეთი 6673, 18 კანადა 6455,
19 ურუგვაი 6211, 20 ნამიბია 6185, 21 ესპანეთი 6154,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731
+/-: აფრ 78 არგ, ზელ 17 ავს, ინგ 13 სფრ, ირლ 0 შტლ *
ნამ 28 ზიმ’ბაბვე (80:6 შ)
მესამე ვიქენდიშაბ 22/08 * საქ დროით
იაპონია 13.00 ურუგვაი @ ფუკუოკა
იტალია 22.00 შოტლანდია @ ტორინო
საფრანგეთი 23.00 ინგლისი @ სან’დენი
კანადა 24.00 შტატები @ ოტავა
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.ifeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33http://www.realstreamunited.com/rugby-live...video-2015.html@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 19 Aug 2015, 15:27
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)