პურისტთა გასახარად ევროპის საკლუბო თასები პირველად მოიპოვეს
ლონდონის "სარასენსმა" და ორი ქართველი ბურჯის მყოლმა "მონპელიემ"Ovaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/გამოიწერეთ და სიახლეები სმართ’ფონზე მოგივათ!
ფინალები პარასკევ-შაბათს იყო ლიონში: ჯერ "ჩელენჯ, მერე კი "ჩემპიონთა" თასისა. რანგით უმცროსი ჯილდოს თამაშს არა უშავდა რა, მთავარს კი მაგრად რომ დააწვიმა, რაგბიდან ჭიდაობა’ღა დარჩა და ლელო არ დადებულა. სამაგიეროდ, ევროპელ პურისტთა გასახარად, 10 ჯარიმა გავიდა და ანგარიშიც სამის ჯერადი გამოვიდა * 21:9
სარასენსს 23’კაცა სიაში 15 ინგლისელი, 3 აფრიკელი, 2-2 არგენტინელი და სქოთი, და ერთიც იანკი ეწერა; პარიზის "რასინგს" - 13 ფრანგი, 4 კივი და 2-2 აფრიკელი, არგენტინელი და უელსელი; ევროპის ჩემპიონი კი წინა 20 სეზონში ვერც ერთი გამხდარიყო და ვერც მეორე
80 წუთში გათამაშდა 27 დერეფანი და 10 შერკინება; დაინიშნა 20 ჯარიმა და მათგან 11 კარში დაირტყა; შეიქმნა 177 რაქი და 9 მოლი; გაკეთდა 167 პასი და ოვალიც ხელიდან - ტაქტიკურად ან კიდეზე - 76-ჯერ დაირტყა, მაგრამ ვაი, რომ შოუ მივიღეთ ბერწი და უფერული
სამარქაფო ღერძითამ ჩიბლუხში სარასენსი მოერია რასინგს და ოუენ ფარელმა 7 ცდით 7 გოლი შეაგდო. პარიზელთა მონაგარი იაპი იოჰან ხუსენის 3 გოლია. სხვაფრივ, ჟაკი ლორანზეტის ამქარს იღბალმაც ზურგი აქცია: 9 ნომერი მაკსიმ მაშნო 20, ხოლო "ოლ ბლექსის" ლეგენდა დენ ქართერი 40 წუთში დაემტვრა და თამაშის გაგრძელება სამარქაფო ღერძით მოუხდა
წინა ღამეს აფრიკელებით გადაძეძგილმა მონპელიემ დამაჯერებლად ძლია ლონდონის "ჰარლიქვინზი" * 26:19 და საგაისოდაც ჩელენჯზე ჩატოვა. გამარჯვებულებს 2007 წელს "ბოკეს" გამაჩემპიონებელი ჯეიქ ვაითი წვრთნის, შერკინებაში კი დგანან სამი (!) დიუ’პლესი, ვილემსე, სპის’ი და ხაზშიც - ფრანს სტეინ’ი და დიმიტრი კატრაკილისი
ამან 4 ჯარიმა შეაგდო და ყოფილი ბრამბის, ჯესი მოგის მიერ გატანილი ორივე ლელოც გარდასახა. სათამაშო 10 წუთიღა რომ რჩებოდა, ფრანგები 17 ქულით იგებდნენ. "ჯამბაზებმა" ბოლოსღა გამოიღეს ხელი, მაგრამ გურუ - ქონორ ო’შეი - მაინც გულ’ნაკლული გააცილეს იტალიის "აძურში"
დუდუს კოლექციამონპელიეს მუშაკი ბორჯღალოსნებიდან მიხო ნარიაშვილი 68’ წუთზე შეცვალეს, დუდუ ქუბრიაშვილი კი 59’ წუთზე ჩააბეს ბრძოლაში
ჰოდა, "ლელოს" გაზრდილმა მარჯვენა ბურჯმა, ვინაც თავის დროზე პირველი ქართველი "ბარბაროსიც" იყო, მესამე ჯილდოც შემართა:
ტულონში აღებულ "ჰაინეკენ"სა და სტადში მითვლილ "ბრენიუს"ს (საფრანგეთის პირველობის ფარი) მონპელიეში მოპოვებული ჩელენჯი დაურთო!
ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2015-16* ფინალი
რასინგ (სფრ) 9:21 სარასენს (ინგ)რას (პარიზი) დიულან როკოთოკო ხუსენ დიუმულენ (შავონსი 57) იმოფ
<10-9> ქართერ (ტალე 43) მაშნო (ფილიპს 22) /
ბენ’არუ (ვართანოვ 76) შარჟევსკი^კაპ (ლაკონ 66) ტამეი’ფუნა (დიუკალკონ 68)
ჩართერის ფან’დერ’მერვე (კარისა 66) ლორე ლე’რუ (კლასენ 77) მასოი -
3ჯ: ხუსენ
სარ (ლონდონი) გუდ ეშთონ თეილორ (ვოშ 77) ბარით^კაპ ვაილზ
<10-9> ფარელ (ჰოჯსონ 80) ვიგლს’ვორს (სპენსერ 80) /
მ.ვუნიპოლა (ბარინგთონ 77) ბრიც (ჯორჯ 22-30, 52) პ.დიუ’პლესი (ფიგაჟო 68)
ითოჟე (ჰემილთონ 80) ქრუზ; როუდს (რეი 55) ფრეიზერ ბ.ვუნიპოლა (რეი 43-50) -
7ჯ: ფარელ
რეფ ოუენს (უელ) @ 14/05 ლიონ, გრანდ სტად (58 017)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...94&d=14632536370:3(10) 3:3(18) 3:6(25) 3:9(32) 6:9(36) 6:12(39) /
6:15(51) 9:15(62) 9:18(76) 9:21(79)
ყველა მფლობელიტულუზ (სფრ) 1996 2003 2005 2010
ბრივ (სფრ) 1997
ბას (ინგ) 1998
ალსთერ (ირლ) 1999
ნორს’ჰემპთონ (ინგ) 2000
ლესთერ (ინგ) 2001 2002
ვოსპს (ინგ) 2004 2007
მანსთერ (ირლ) 2006 2008
ლენსთერ (ირლ) 2009 2011 2012
ტულონ (სფრ) 2013 2014 2015
სარასენს (ინგ) 2016
ევროპის "ჩელენჯ თასი" 2015-16მეოთხედ’ფინალები @ 8-9/04
სეილ (ინგ) 19:25 მონპელიე (სფრ) (4 557)
გლოსთერ (ინგ) 21:23 დრეგონზ (უელ) (10501)
ჰარლიქვინზ (ინგ) 38:30 ლონდონ აირიშ (ინგ) (9 851)
გრენობლ (სფრ) 33:32 ქონოთ (ირლ) (14 077)
ნახევარ’ფინალები @ 22-23/04
ჰარლიქვინზ (ინგ) 30:06 გრენობლ (სფრ) (10 563)
მონპელიე (სფრ) 22:12 დრეგონზ (უელ) (7 692)
ფინალი @ 13/05
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...54&d=1463197784მონპელიე (სფრ) 26:19 ჰარლიქვინზ (ინგ) (28 556)
ყველა მფლობელიბურგუენ (სფრ) 1997
კოლომიე (სფრ) 1998
მონფერან = კლერმონ (სფრ) 1999 2007
პო (სფრ) 2000
ჰარლიქვინზ (ინგ) 2001 2004 2011
სეილ (ინგ) 2002 2005
ვოსპს (ინგ) 2003
გლოსთერ (ინგ) 2006 2015
ბას (ინგ) 2008
ნორს’ჰემპთონ (ინგ) 2009 2014
კარდიფ (უელ) 2010
ბიარიც (სფრ) 2012
ლენსთერ (ირლ) 2013
მონპელიე (სფრ) 2016
@