ლომები მოღონიერდნენბრიტანეთის "ლომებმა" "ოლ ბლექსთან" პირველი ჯახის წინ
ორივე თამაში უსიტყვოდ მოიგეს, ავსტრალია კი სქოთებთან შინ დამარცხდაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))ლომთა "შაბათის რაზმი" აქამდე უსახურად იგებდა, "შუა კვირის გუნდს" კი ორივე თამაში წაეგო ზე 18-ის კლუბებთან. ტურნეს მესამე კვირეულში ნავსი გატყდა - სტუმრები შეთამაშდნენ; მორკინალებით მოერვინენ კივებს; კარში ხომ ზუსტად ურტყეს და ასე განსაჯეთ, ლელოების გატანაც კი დაიწყეს
პირველი ტესტის წინა ორივე თამაში ჩრდილოეთ კუნძულზე მოეწყო - მაორთან და ჩიფსთან. ეთნიკურმა ნაკრებმა ხაზში ვარსკვლავები ჩაიყენა, მაგრამ ავდარში ესენი უსაქმოდ დაურჩა, ფრანჩაიზმა კი მოისაკლისა "ოლ ბლექსის" წევრები - შედეგად 10:32 და 6:34
ლომებმა ორივეჯერ გამოიმუშავეს 7-ქულიანი, და სინბინითაც ერთობ იხეირეს. ნაკრებთა ნაკრებს ორივეჯერ ირლანდიელმა უკაპიტნა და ტესტშიც პითერ ო’მანი გაუძღვება სამი ქვეყნის რჩეულებს, რაკი უელსელი სემ ვორბერთონი მარქაფაშია, ხოლო სქოთებისთვის 23-კაცა რაზმში ადგილი ვერც ამჯერად გამოინახა
კვართი გაუფასურდამაორი 7-ქულიანით 5-მეტრა შერკინების ზედიზედ ჩაშლისთვის დაისაჯა, უელსელმა ლი ჰაფ’პენიმ კი 7 გოლით (გ 6ჯ) 20 ქულა მოკრიფა. მიუხედავად ამისა, ტესტში 15 ნომრობა დაეკისრა უნივერსალ ლიამ ვილიამსს (უელ), კარში კი მოკეთებული ოუენ ფარელი (ინგ) დაარტყამს
ლომებს ბოლო ორი მატჩის მეორე ტაიმებში ქულა არ გაუშვიათ! ჩიფსთან აიშვა ექსეთერელმა ჯექ ნოულმა - რაქზე გადავლებითა და ოთხი მბოჭავის მოღორებით დუბლი შეასრულა, მაგრამ მაინც ვერ ჩაჯდა ტესტ’რაზმში, სადაც ინგლისისგან არც რომ ძაან დაფასებულნი - კივი ლიგელი ბენ თე’ო და ჯარიმათა ძაან შორიდან გატანით ცნობილი ელიოთ დეილი მოკალათდნენ
რომ ვეღარ მოკეთდა უელსელი მარბიელი როს მორიართი, შინ გააგზავნეს, ბრიტთა ზელანდიელმა გურუმ, ვორენ გეთლენდმა კი ტურნეებზე სამხრეთშივე მყოფი უელსიდან და შოტლანდიიდან უცებ აიმატა ერთბაშად 6 კაცი. ამათგან ლომობის ალალად ღირსია მხოლოდ სქოთი 10 ნომერი ფინ რასელი. ერთი სიტყვით, კვართი გაუფასურდა
ბლოკს ხმარობენოჯაშუშ’მანიის ხანაში ლომები მზირებს უფრთხიან და სათათბირო ოთახს ყოველ ჯერზე საგულდაგულოდ ამოწმებინებენ, ემანდ სადმე მისაყურადებელი მოწყობილობა არ ეყენოსო. ბრიტები მსაჯებსაც საჯაროდ უთვლიან, კივები ბლოკს უწესოდ ხმარობენო, მაგრამ ეს ჩივილი მასპინძლებს დიდადაც არ აწუხებთ - თუ მსაჯობის ყაიდას გაგანია თამაშში ვერ ავუღეთ ალღო, მაშ, ვერ ვვარგებულვართო
"ოლ ბლექსი" სამოას რბევით გახურდა * 78:0 თავიდან "მანუმ" შეუტია და 20 ფაზაც კი აკინძა, სონი-ბილ ვილიამსი კი გააბითურეს ალაპატი ლეიუამ და თიმ ნანაი-ვილიამსმა. თემიდამ კივებს პირველი ლელოც უძღვნა, მაგრამ თერნოვერიდან რომ შეუტია ბენ სმითმა და სოლო ოვალის გაგორებითა და სრიალით დაასრულა ბოდენ ბარეთმა, სამოას გული გაუტყდა და მეორე ტაიმში კიდევ 8 ლელო მიირთვა
შავებმა ხაზი ბლომად ჭრეს (28/3) და გემოზეც ინავარდეს (845/217) ჯულიან სავეამ 53-ე ტესტში 46-ე ლელო მიითვალა, მაგრამ ლომთა წინააღმდეგ 11 ნომერი კვართი მაინც რიკო იოანეს ერგო. შავები ავტორიტეტს რომ აფასებენ, ალბათ მაგიტომღაა 14 ნომერი იზრაელ დეგი და 13 - რაიან ქროთი, 8 ნომრად კი ბრუნდება კაპიტანი ქიარან რიდი, ვისაც აპრილში ცერი მოტყდა და მას აქეთ ... თულუხჩობდა
ბრიტანეთის "ლომები" @ ზელანდია * 2017(შ = 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
(( თითოეული თამაშის თორენთ’ბმული -- საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2017/R6/22_LOMEBI-06.htm ))
5 <<
მაორი 10:32 ლომებიმაო: ლოუ მილნერ-სქადერ პროქთორ (თომპსონ 54) ნგატაი რ.იოანე
<10-9> დ.მაკ’ქენზი (ვესთ 67) ქერ-ბარლოუ სბ 48 (ჰოლ 74) /
ჰეიმს (ივზ 62) ეშ.დიქსონ^კაპ (ელიოთ 70) მეი (რენატა 70)
ვილერ (პრაის 70) ფრენქლინ; ა.იოანე ელ.დიქსონ (პრაიორ 72) მესამ -
ლ: მესამ; გ ჯ: მაკ’ქენზი
ლომ: ჰაფ’პენი ვოთსონ ჯთ.დევის თე’ო ნორს (დეილი 64)
<10-9>სექსთონ (ბიგარ 67) მარი (ლეიდლოუ 67) /
ვუნიპოლა (მაკ’გრას 60) ჯორჯ (ოუენს 65) ფურლონგ (სინქლერ 65)
ითოჟე ქრუზ (ჰენდერსონ 60) ო’მანი^კაპ (ვორბერთონ 64) ო’ბრაიენ ფალეტაუ -
შ + ლ: ითოჟე;გ 6ჯ: ჰაფ’პენი
რეფ პეიპერ (აფრ) 17/06 @
როტორუა, ინთერ’ნეშენალ (28 177)
0:3(5) 0:6(10) 7:6(13) 7:9(20) 10:9(22) 10:12(33) ნახ(40+2) /
10:15(44) სბ(48მ) 10:22(51შ) 10:29(56) 10:32(70)
6 <<
ჩიფს 6:34 ლომებიჩიფ: სთივენსონ პულუ (ტიატია 13) ნანაი-ვილიამს ფაული ალაი’მალო (ლ.ლაულალა 66)
<10-9> დონალდ^კაპ ქრისთი (ტაუმატეინე 58) /
ფისიჰოი (როს 65) პოლვორთ (ელიოთ 60) ნ.ლაულალა (მოლი 65)
ბერდ ალარდაის (ქარპიქ 65) ბრაუნ სბ 55, ბოშია სანდერს (მესამ 55) -
2ჯ: დონალდ
ლომ: ლმ.ვილიამს ნოულ პეინ (დეილი 77) ჰენშოუ დეილი (სიმორ 60)
<10-9> ბიგარ ლეიდლოუ /
მარლერ სბ 13, ბესთ^კაპ ქოულ;
ჰენდერსონ ლოზ (ავ.ჯოუნზ 52-57) ჰასქელ (დელ 14-23) თიპურიქ სტანდერ *
არშ: რასელ გა.დევის / დეისი ფრანსის; ჰილ -
შ + 3ლ: ნოულ (1 2) პეინ; 3გ 2ჯ: ბიგარ
რეფ გარსეზ (სფრ) 20/06 @ ჰემილთონ, ვაიქათო (29 974)
0:3(10) სბ(13ლ) 0:6(18) 3:6(22) 3:13(26) 6:13(40+) /
6:20(54შ+სბ) 6:27(60) 6:34(65)
სვლა’გეზი [ყველა თამაში 11.35 საქართველოს დროით]
# დღე თრღ მეტოქე შედეგი ქალაქი
1 შაბ 03/06 ბარბაროსები 13:07 ფონგარეი
2 ოთხ 07/06 ბლუზ 16:22 ოქლენდ
3 შაბ 10/06 ქრუსეიდერზ 12:03 ქრაისთ’ჩერჩ
4 სამ 13/06 ჰაილენდერზ 22:23 დანიდინ
5 შაბ 17/06 მაორი 32:10 როტორუა
6 სამ 20/06 ჩიფს 34:06 ჰემილთონ
7 შაბ 24/06 ზელანდია (1ტ) : ოქლენდ
8 სამ 27/06 ჰარიქეინზ : ველინგთონ
9 შაბ 01/07 ზელანდია (2ტ) : ველინგთონ
10 შაბ 08/07 ზელანდია (3ტ) : ოქლენდ
სამიდან ორიავსტრალიაში კავშირის "საგანგებო ყრილობის" წინ ბეჩავად წააგეს ვოლაბებმა * 19:24 - სქოთებს სამიდან ორი ლელო აჩუქეს: დანქან თეილორმა პასი ჩაუჭრა ტატაფუ პოლოტა-ნაუს, ფინ რასელმა კი ვილ გენიას მოგერიებაზე დაუფარა
ბერნარდ ფოლიმ სინბინი კი მოიხილა, მაგრამ ჯერ გრძელი პასით ახეირა იზი ფოლაუ, ტაიმის ბოლო შეტევაში კი მასვე ლელოში ყუმბარა (ლიგური აბრაგანი) აუწია და ლიგელ-რულზელმა კოხტად მოხსნა
გენიამ საათის თავზე რაქთან გადადო ლელოში ბურთი და ოზები პირველად დააწინაურა, მაგრამ მალევე სქოთებმაც წაიბურთავეს 50 მეტრიდან - ფრთაზე გაიჭრა ლი ჯოუნზი, თეილორმა კი ფოლაუ მიიზიდა და ჰემიშ ვოთსონი გაათარხნა
გულ’დათუთქული ქომაგინამატჩევს თანამედროვე ყოფაში სოც’მედიის ძალა ცხადად გამოჩნდა - მოყვარულმა მორაგბემ და მწვრთნელმა, ჯექ ქვიგლიმ, ვისაც 16 ქილა | კახთა | ბოთლი ლუდი შეესვა, ფეის’ბუქზე 15-წლიანი დარდის გასაქარვებლად 800-სიტყვიანი ტირადა დაწერა და ვოლაბებს სულ უჯიგროები უწოდა
პოსტმა დღე-ნახევარში 4 ათასი გაზიარება და 41 ათასი მოწონება დაიმსახურა, ვოლაბთა მოძღვარი მაიქლ ჩექა კი შეეხმიანა გულ’დათუთქულ ქომაგს, მადლობა გადაუხადა და მისი სტატუსი შეგირდებს საწვრთნელ ბაზაზე გაუკრა, აი, რა დღეში ჩააგდეთ ფანიო
ყრილობა კი მხიარულად დაიშალა. რებელზმა მოითხოვა, 2017 წლისთვის ერთი ოზური გუნდის მოკვეთაზე გაცემული თანხმობა გააუქმეთო, მაგრამ მახვშები მაგრად დადგნენ. მედია ვარაუდობდა, რომ კავშირის მთავარ მოხელეს, ბილ პულვერს დაამხობდნენ, მაგრამ ეს საკითხი თურმე საერთოდ არ წამოჭრილა
ჰოდა, ავსტრალია კიდევ კარგა ხანს ვერ გადაწყვეტს, ვინ გაწიროს - ფორსი თუ რებელზი, რაკი ორივე სასამართლოში ჩივის და ბიჭებს კონტრაქტებსაც უგრძელებს ... ორ-ორი წლით
ზაფხულის ტესტები * 2017მეორე ვიქ’ენდი (შ = 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ტონგა 6:24 უელსი2ჯ: ტაკულუა -
შ + ლ: ქასბერთ; 4ჯ: სმ.დევის
რეფ ბრაიანთ (ზელ) 16/06 @ ოქლენდ (ზელ), იდენ პარქ (_)
0:3(3) 0:8(19) 3:8(23) /
6:8(44) 6:11(52) 6:14(68) 6:17(78) 6:24(80შ)
ზელანდია 78:0 სამოაზელ: ბ.სმით^კაპ (ჯ.ბარეთ 63) დეგ ლენართ-ბრაუნ სბ.ვილიამს ჯ.სავეა
<10-9> ბ.ბარეთ (სოპოანგა 62) ა.სმით (პერენარა 57) /
მუდი (ქროქეთ 51) თეილორ (ჰარის 63) ფრენქს (ფაუმუინა 51)
რეთალიქ ვაითლოქ (სქ.ბარეთ 51) კაინო (ფიფიტა 57) ქეინ ა.სავეა -
12ლ: ლენართ-ბრაუნ ბ.ბარეთ (2 8) ა.სავეა (3 11) ვილიამს დეგ ჯ.სავეა თეილორ ფიფიტა პერენარა ქეინ; 9გ: ბ.ბარეთ 7, სოპოანგა 2
სამ: ტუალა ნიკორო (ქ.პისი 57) ფონოტია ლეიუა ნანაი-ვილიამს
<10-9> ტ.პისი (ლეუილა 63) ფოტუ’ალიჰი^კაპ (პოლა’ტაივაია 74) /
აფატია (ლეატი’ ნგანგა 69) ლეია’ტაუა (ს.ლემ 61) ს.ჯონსთონ (ალო-ემილ 51)
ვუი (ტ.ტუიფუა 61) ლემალუ; ფასა’ლელე სელე’სელე (ფაჰო’სილივა 58) ლევავე
რეფ რეინალ (სფრ) 16/06 @ ოქლენდ (ზელ), იდენ პარქ (_)
7:0(13) 14:0(31) 21:0(35) 28:0(40+) /
35:0(43) 40:0(52) 47:0(57) 54:0(61) 61:0(63) 66:0(72) 73:0(78) 78:0(79) ბოლო(80+3)
ფიჯი 22:19 იტალიაფიჯ: მური’მური’ვალუ ტ.ნანგუსა სბ 54, ვატუმბუა ვასიტერი (მასილევუ 62) ნგონევა
<10-9> ვოლა’ვოლა ვულარიკა (მატა’ვალუ 68) /
რავაი (ვეი’ტაი’აკი 75) ტალეიმაი’ტონგა ტავაკე (საულო 41)
რატუნია’რავა (თავუმბატი 49) ნაკარავა; ვანქანი’მბუროტუ (მატა 49) ნქერა^კაპ ნ.ნანგუსა (ვოკა 80+3) -
3ლ: ვასიტერი ვატუმბუა ნგონევა;2გ ა: ვოლა’ვოლა
იტა: პადოვანი ესპოზიტო კამპანიარო ბონი (ბენვენუტი 73) სარტო
<10-9> ალენ ვიოლი (ტებალდი 62) /
ლოვოტი (ფ.ძანი 64) ბიჯი (ჯეგა 51) ფერარი (პასკუალი 26-31, 75)
ფუზერ (რუძა 80) ბად; მინტო^კაპმბანდა ბ.სტეინ (ფან’სხალკვეიკ 45) -
ლ: მბანდა; გ: ალენ; 4ჯ: ალენ 3, ბენვენუტი
რეფ ვილიამს (ზელ) 17/06 @ სუვა, ეი’ენ’ზედ (_)
7:0(4) 7:3(6) 7:6(14) 14:6(16) 14:9(27) /
19:9(44) სბ(54ფ) 19:16(57) 19:19(80+4) 22:19(80+9ა)
ავსტრალია 19:24 შოტლანდიაავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ჰანთ (ქუპერ 67) ნამბული (ჰოჯ 61)
<10-9> ფოლი სბ 24, გენია /
რობერთსონ (სიო 69) პოლოტა-ნაუ (მორ 50) ალა’ალატოა (კეპუ 55)
ქართერ (არნოლდ 43) ქოულმენ; ჰენიგან ჰუპერ^კაპ ჰიგინბოთამ (ჰარდვიქ 57) -
3ლ: ფოლაუ (1 2) გენია; 2გ: ფოლი
შტლ: თონქს ლ.ჯოუნზ დანბარ თეილორ ჰიუზ (სქოთ 41)
<10-9>რასელ პრაის (პირგოს 65) /
რიდ (დელ 55) ბრაუნ (ფორდ 49) ფეიგერსონ (ნელ 46)
თულის (სვინსონ 73) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპვოთსონ ვილსონ სბ 39 (ჯ.სტრაუს 58) -
3ლ: თეილორ რასელ ვოთსონ; 3გ: რასელ; ჯ: თონქს
რეფ ბარნს (ინგ) 17/06 @ სიდნი, ალიანს (30 721)
0:3(3) 0:10(16) 7:10(21) სბ(24ა) 7:17(27) სბ(39შ) 12:17(40) /
19:17(58) 19:24(63) ბოლო(80+2)
იაპონია 22:50 ირლანდია3ლ: ნოგუჩი ფუკუოკა ნაგარე; 2გ: მაცუდა; ჯ: ტამურა / სბ: იტო -
7ლ: ერლს (1 7) ლივი (2 3) ქონან (4 5) რინგ’როუზ; 6გ: ჯექსონ 5, რ.სქანელ; ჯ: ჯექსონ / სბ: ქონვეი
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 17/06 @ შიზუოკა (27 381)
0:3(7) 0:10(13) 3:10(15) 3:17(26სბ) 3:24(30) 3:31(33) /
3:38(47) სბ(52ირ) 10:38(61) 10:45(67) 10:50(71) 15:50(77) 22:50(80)
აფრიკა 37:15 საფრანგეთიაფრ: ან.კუცია (ლეიდს 80) რულ მაპუ (ფ.სტეინ 65) სერფონტეინ სქოსან
<10-9> იანკის რ.კრონიე (ჰოუხარდ 65) /
მთავარირა (კიცჰოფ 52) მარქს (მბონამბი 74) მალჰერბე (უსტჰეიზენ 65)
ეცებეთ (დიუ’ ტოი 65) მოსტერტ; კოლისი მოჰოჟე (ჟლ.დიუ’პრე 14) ვაითლი^კაპ -
4ლ: სერფონტეინ კოლისი უსტჰეიზენ იანკის; 4გ 3ჯ: იანკის
სფრ: სპედინგ იუჟე (დიუკუინ 13) პენო ფიკუ ვაკატავა
<10-9> ტრენ-დიუკ (დუსენ 74) სერენ (დიუპონ 55) /
პუარო (ბენ’არუ 58) გირადო^კაპ (მეინადიე 74) სლიმანი (ატონიო 58)
მაესტრი (ლე’დევდეკ 73) ტაოფიფენუა; კამარა გურდონ პიკამოლ (ლე’რუ 22) -
2ლ: სპედინგ პენო; გ: სერენ; ჯ: ტრენ-დიუკ
რეფ ო’ქიფ (ზელ) 17/06 @ დურბან, ქინგზ პარქ (41 ათასი) * Iტ 37:14
0:7(4) 3:7(6) 10:7(22) 17:7(27) 20:7(31) 23:7(39) /
23:10(64) 30:10(70) 30:15(71) 37:15(80)
არგენტინა 25:35 ინგლისიარგ: ტუკულეტ რ.მოჟანო ორლანდო დე’ლა’ფუენტე ბოფელი (მორონი 74)
<10-9> სანჩეს (ერნანდეს 62) ლანდახო (ვერტრანუ 74) /
ნოგერა-პას (ტეტას-ჩაპარო 47) კრევი^კაპ (მონტოჟა 60) პიერეტო-ეილან (ერერა 50)
ალემანო (პეტი-პაგადისავალ 47) ლავანინი; მატერა (სენატორე 55) ორტეგა-დესიო ლეგისამონ -
3ლ: ტუკულეტ მატერა ბოფელი; 2გ 2ჯ: სანჩეს
ინგ: ბრაუნ იარდ (სოლომონა 66) სლეიდ ფრანსის (ლოზოვსკი 66) მეი
<10-9> ფორდ ქეა /
გენჩ (მულენ 53) ჰართლი^კაპ ვილიამს (ქოლიე 60)
ლონჩბრი იუელს; რობშოუ ანდერჰილ (ვილსონ 60) ჰიუზ -
4ლ: იუელს ფრანსის ქეა ქოლიე; 3გ 2ჯ ა: ფორდ
რეფ ლეისი (ირლ) 17/06 @ სანტა’ფე, ლოპეს (29 750) * Iტ 34:38
0:7(6) 7:7(10) 7:10(11) 10:10(15) 13:10(19) 13:13(29) 13:18(31) /
18:18(52) 18:25(57) 25:25(60) 25:32(66) 25:35(74ა)
კანადა 9:25 რუმინეთი3ჯ: მაკ’რორი / სბ: არდრონ დტჰ.ფან’დერ’მერვე -
3ლ: ლუკაჩ ფონოვაი (2 3) 2გ 2ჯ: ვლაიკუ / წბ: ტურაშვილი
რეფ კუბო (იაპ) 17/06 @ ედმონთონ, ელერსლი (_)
3:0(11) 3:7(19) სბ-წბ(23) 6:7(24) /
6:14(43) 9:14(48) 9:17(53) სბ(55კ) 9:22(62) 9:25(74)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (19/06_2017)
1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 9014, 3(4) ირლანდია 8509,
4(3) ავსტრალია 8463, 5(6) შოტლანდია 8390, 6(5) აფრიკა 8363,
7 უელსი 8145, 8 საფრანგეთი 8016, 9 არგენტინა 7931,
10 ფიჯი 7663, 11 იაპონია 7409,
12 საქართველო 7361, 13 ტონგა 7185, 14 სამოა 7125, 15 იტალია 7100,
16 რუმინეთი 7027, 17 შტატები 6610 ...
+/-: შტლ 172 ავს, აფრ 76 სფრ,
საქ 69 აშშ (21:17 გ), ირლ 43 იაპ,
რუმ 41 კან, ინგ 27 არგ, ფიჯ 17 იტა, უელ 9 ტონ * ზელ 0 სამ
ზაფხულის ტესტები * მესამე კვირეულისაქართველოს თარიღითა და დროით
24/06 ფიჯი 06.30 შოტლანდია სუვა
. ავსტრალია 09.00 იტალია ბრისბენ
. იაპონია 09.40 ირლანდია ტოკიო
. ზელანდია 11.35 ბრიტანეთი ოქლენდ. აფრიკა 19.00 საფრანგეთი იოჰანესბერგ
. რუმინეთი 20.00 ბრაზილია ბუკურეშტ
. კანადა 23.00 შტატები * ჰემილთონ
. არგენტინა 23.15 საქართველო ხუხუისთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@