მობურთალმა მოჭიდავეს აჯობა "ლომებმა" ზელანდიური ტურნე დუნედ დაიწყეს -
არიფ ბარბაროსებს ძლივს მოუგეს, ბლუზისგან კი სამი ეშხიანი ლელო მიირთვესOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))ბრიტებს შორეთში თავიდანვე რომ გაუჭირდებოდათ, მაგას სრულიად რაგბეთი ელოდა. სტუმრები ჯერაც გონს ვერ მოსულან დამღლელი მგზავრობის შემდეგ; შინაც ერთად თითქმის არ უვარჯიშიათ კლუბთა გადამკიდე, და ერთბაშად ოთხი ქვეყნის ნაკრებთა ნაკრებიც რომ არიან, შეთამაშება აკლიათ
ეგეც საეჭვოა, ჩრდილოელები ტურნეზე იმდენად შეხმატკბილდნენ, თანამედროვე პროფ’რაგბს რომ ჭირდება. რაღაც ჭირად, წლეულს ზელანდიაც უმაგალითოდ ძლიერია და ამოუწურავ რესურსს ფლობს. ჰოდა, პირველ ჯახში, ადათის თანახმად, თუმც სუსტი გუნდი დააჯახა ტურისტებს, მაინც კინაღამ მოუგო
სამივე ბარეთილომების ზელანდიელმავე გურუმ, ვორენ გეთლენდმა გეგმად დაისახა, საწყის სამ მატჩში 41-ვე მოთამაშე გამოსცადოს. შაბათს, ზე’რაგბის უდაო ლიდერთან - ქრუსეიდერზთან - ბრიტებს მესამე კაპიტანი, უელსელი ალინ-ვინ ჯოუნზი უყოჩებს, ღერძად კი ირლანდიელი ქონორ მარი შეუამხანაგდება ინგლისელ ოუენ ფარელს, რაღაი ჯონათან სექსთონი მაგრად ურევს
იმსაჯებს ფრანგი მატიო რეინალ’ი. ქრუსეიდერზს "ოლ ბლექებით" გაძეძგილი შერკინება გაჰყავს, 15 ნომრად კი იზრაელ დეგი ბრუნდება. შავებმაც დაასახელეს 33-კაცა, სატესტებო რაზმი. მასში მოხვდა სამივე ბარეთი - ძმები: ბოდენ, ჯორდი და სქოთ’ი; ნალიგარი შუამარბი ნგანი ლაუმაპე და ტვინ’შერყეული კვაჭი დეინ ქოულზ’იც, კოლორიტი დამიენ მაკ’ქენზი კი უფროსობამ "მაორებს" გადაულოცა
ვორენის ვაჟიცსამხრეთში ზამთარი რომაა, ჩრდილოეთ კუნძულს უხვად დააწვიმა. ლოგოზე თხის მყოლმა ბარბაროსებმა 10 ნომრად ვორენის ვაჟი - ბლუზის მარქაფა, ბრინი დაიყენეს. ნახევრად’პროფესიონალმა კივებმა თავი დადეს, მაგრამ ზომიერებამ ბევრჯერ დააღალატათ, ლომებმა კი შვებით მას შემდეგღა ამოისუნთქეს, რაც როს მორიართის მიძალების შემდეგ, ფარელმა ფრთაზე ახლოდან დაგეზა ენთონი ვოთსონი
სექსთონს ჯარიმა 0:0-ზე გაუცუდდა, ფარელმა კი 13:7-ზე ძელს გლიჯა. 3:0-ზე ლომები იხსნა ტაულაპე ფალეტაუმ; ტაიმის ბოლო შეტევაში შეტანილი ვერ დადო ჯონათან ჯოზეფმა, მატჩის დასკვნით ეპიზოდში კი, ბარბაროსები რომ მიეძალნენ სახელოვან სტუმრებს, თერნოვერი ბურჯმა მაკო ვუნიპოლამ გაახერხა * 13:7 ლომთა სასარგებლოდ
ხსოვნას უძღვნიანკივურმა მედიამ სტუმრებს აზროვნების (!) სისხარტე დაუწუნა. კვირას მეტროპოლია’ყოფილის დელეგაცია ჩაიყვანეს დაბა ვაიტანგში, სადაც1840 წელს, მაორთა მიამიტმა ბელადებმა ერის მიწა-წყალი - "აო ტეა როა" ინგლისის დედოფალს უფეშქაშეს. შესრულდა ტრადიციული სალამ-ქალამი, კაპიტანმა სემ ვორბერთონმა კი განაცხადა, ტურნეს ლონდონის ტერ’აქტში დაღუპულთა ხსოვნას ვუძღვნითო
ზე’რაგბის ხუთი კივური გუნდიდან უსუსტესმა - ბლუზმა ბრიტები ოთხშაბათს დააშამათა. მატჩამდე გეთლენდის უელსელი თანაშემწე, რობ ჰაული "ქაოსურ რაგბზე" - თერნოვერიდან შეტევაზე საუბრობდა და აუხდა კიდეც: მასპინძლებმა სწორედ არეული ბურთაობით ალელოვეს სტუმრები, თორემ ამათ მოლი ღონივრად უგორეს და შერკინებაშიც იქეთ დაიბრიყვეს
საუკეთესო სამზადისიაოპირველი ტაიმის ბოლოს წვიმამ მაგრად დაუშვა. მანამდე ბლუზმა 7 ფაზით ჩაითრია დაცვა და რიკო იოანემ ფრთაზე გააბითურა ჯექ ნოული. ლელოში გადაწოლილ ექს-კივს, ჯარედ პეინს კიდეზე ზედ ალამთან დააბიჯებინა ფეხი ნორჩმა სთივენ პეროფეტამ. მანვე "წითელ დროზე" გასატანი ძელს გაარტყა და ამხტარმა ნოულმა თავის ლელოში რომ შეაგდო ოვალი, ჯიუტმა სონი-ბილ ვილიამსმა დაუმიწა * 12:10
მესამე მეოთხედში უელსელმა ლიამ ვილიამსმა ზედიზედ ორჯერ ჩამოაგდო აბრაგანების ასაღებად ამხტარი მეთ დაფი და სინბინი მოიხილა. ლომებმა მაინც იძალეს და შერკინებაში მოპოვებული ჯარიმით წინაც გავიდნენ, მაგრამ სამართალმა პური ჭამა და მობურთალმა აჯობა მოჭიდავეს:
სთივენ ლუატუას ოფლოუდიდან სონი-ბილმა ხაზი გაჭრა და ჯვარზე შეიყვანა მწიფური იჰაია ვესთი, ვინაც ფინტებით გააბრიყვა სექსთონი, ლი ჰაფ’პენი და კარში შეფრინდა. ბლუზმა * 22:16 იმარჯვა, გურუ გეთლენდმა კი თქვა, დაძაბული მატჩი სატესტოდ საუკეთესო სამზადისიაო
ბრიტანეთის "ლომები" @ ზელანდია * 2017(( თითოეული თამაშის თორენთ’ბმული -- საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2017/R6/09_LOMEBI-02.htm ))
1 <<
ბარბაროსები 7:13 ლომებილ: ანდერსონ-ჰიზერ; გ: გეთლენდ -
ლ: ვოთსონ; გ: ფარელ; 2ჯ: სექსთონ ლეიდლოუ
რეფ გარდნერ (ავს) 3/06 @ ფონგარეი, ოკარა პარქ (19 951)
0:3(17) 7:3(24) ნახ(40+3) / 7:6(43) 7:13(54)
ლომ: ჰოგ ვოთსონ ჯოზეფ თე’ო სიმორ
<10-9> სექსთონ (ფარელ 49) ლეიდლოუ (ვებ 58) /
მარლერ (ვუნიპოლა 50) ბესთ (ჯორჯ 50) სინქლერ (ფურლონგ 50)
ავ.ჯოუნზ ჰენდერსონ (ქრუზ 50) მორიართი ვორბერთონ^კაპ (თიპურიქ 67) ფალეტაუ
* არშ: დეილი
2 <<
ბლუზ 22:16 ლომებიბლუ: ქოლინზ დაფი (ფაიანე 40+2 -/) მოალა (ფაიანე 66) სბ.ვილიამს რ.იოანე
<10-9> პეროფეტა (ვესთ 52) პულუ (ნოქ 72) /
ტუჰუნგაფასი (ჰოჯმენ 58) პარსონს^კაპ (ფაივა 72) ფაუმუინა (მაფილეო 58)
ქაული-ტუიოტი (ტუპოუ 58) სქრაფთონ; ა.იოანე გიბსონ (პრაიორ 66) ლუატუა -
3ლ: რ.იოანე ვილიამს ვესთ; 2გ: პეროფეტა ვესთ; ჯ: ვესთ
ლომ: ჰაფ’პენი ნოულ პეინ (ლმ.ვილიამს 48 სბ 57) ჰენშოუ დეილი
<10-9> ბიგარ (სექსთონ 36) ვებ (ლეიდლოუ 76) /
მაკ’გრას (მარლერ 54) ოუენს^კაპ (ბესთ 69) ქოულ (სინქლერ 55)
ითოჟე ლოზ (ჰენდერსონ 76) ჰასქელ (ო’მანი 54) თიპურიქ სტანდერ -
ლ: სტანდერ; გ 3ჯ: ჰაფ’პენი
რეფ გაიუზერ (სფრ) 7/06 @ ოქლენდ, იდენ პარქ (40 639)
5:0(7) 5:7(19) 5:10(25) 12:10(40+4) /
15:10(53) სბ(57ლ) 15:13(66) 15:16(71) 22:16(75)
სვლა’გეზი [ყველა თამაში 11.35 საქართველოს დროით]
# დღე თრღ მეტოქე შედეგი ქალაქი
1 შაბ 03/06 ბარბაროსები 13:07 ფონგარეი
2 ოთხ 07/06 ბლუზ 16:22 ოქლენდ
3 შაბ 10/06 ქრუსეიდერზ : ქრაისთ’ჩერჩ
4 სამ 13/06 ჰაილენდერზ : დანიდინ
5 შაბ 17/06 მაორი : როტორუა
6 სამ 20/06 ჩიფს : ჰემილთონ
7 შაბ 24/06 ზელანდია (1ტ) : ოქლენდ
8 სამ 27/06 ჰარიქეინზ : ველინგთონ
9 შაბ 01/07 ზელანდია (2ტ) : ველინგთონ
10 შაბ 08/07 ზელანდია (3ტ) : ოქლენდ
ზაფხულის ტესტები 2017საქართველოს თარიღითა და დროით
10/06 ავსტრალია 09.00 ფიჯი მელბურნ
. იაპონია 09.40 რუმინეთი კუმამოტო
. შოტლანდია 16.00 იტალია სინგაპურ
. აფრიკა 19.00 საფრანგეთი პრეტორია
. არგენტინა 23.15 ინგლისი სან’ხუან
. შტატები 24.00 ირლანდია ნიუარქ
11/06 კანადა 01.00 საქართველო ქალგარი
16/06 ტონგა 09.30 უელსი ოქლენდ (ზელ)
. ზელანდია 12.00 სამოა ოქლენდ
17/06 ფიჯი 06.30 იტალია სუვა
. ავსტრალია 09.00 შოტლანდია სიდნი
. იაპონია 09.00 ირლანდია შინოზუკა
. აფრიკა 19.00 საფრანგეთი დურბან
. არგენტინა 23.15 ინგლისი სანტა’ფე
18/06 კანადა 01.00 რუმინეთი ედმონთონ
. შტატები 03.00 საქართველო ატლანტა
23/06 სამოა 10.30 უელსი აპია
24/06 ფიჯი 06.30 შოტლანდია სუვა
. ავსტრალია 09.00 იტალია ბრისბენ
. იაპონია 09.40 ირლანდია ტოკიო
. ზელანდია 11.35 ბრიტანეთი ოქლენდ
. რუმინეთი __.__ ბრაზილია ბუკურეშტ
. აფრიკა 19.00 საფრანგეთი იოჰანესბერგ
. არგენტინა 23.15 საქართველო ხუხუი
01/07 ზელანდია 11.35 ბრიტანეთი ველინგთონ
08/07 ზელანდია 11.35 ბრიტანეთი ოქლენდ
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@