ბუნდოვანი მხარე ზელანდიაში მოგზაურმა "ლომებმა" სამხრეთ კუნძულზე
ჯერ ძლიეს ქრუსეიდერზი, მერე კი ჰაილენდერზთან წააგესOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))ბრიტთა სატესტო რაზმი "დადგენის პროცესშია". შეფს - თავადვე კივს, ვორენ გეთლენდს ბირთვი წინდაწინ ეყოლებოდა შეგულვებული, მაგრამ ვიდრე "ოლ ბლექსს" შეებმება, ჯერ მოედანზე, ზე’რაგბის ფრანჩაიზებთან უნდა გამოცადოს
ოდინდელი ტრადიციით, რაკი ტესტები შაბათსაა, მოსათელ მატჩებშიც უფრო შაბათობით თამაშობენ პირველი ნომრები. ჰოდა, ზე 18-ში 14-ვე მატჩის მომგებ ქრუსეიდერზს ღერძად ოუენ ფარელ (10) - ქონორ მარი (9) რომ გაუყვანა გურუმ, მავანთ იგუმანეს, ჯონი სექსთონი დამწყებ მგეზავად აღარ "მოიაზრებაო"
რჩეულებმა გეთლენდს ნდობა გაუმართლეს - თამაში ჩრდილოურ, პოზიციურ ყაიდაზე წარმართეს და ქრუსეიდერზი ულელოოდ (!) დააშამათეს. გაცხადდა, რომ ერთად უვარჯიშებელი ბრიტები თანდათან უკეთ უგებენ ერთმანეთს, სამხრეთში კი, ჭიდილსა და ფეხოსნობაზე მეტად, ბურთაობა რომ ფასობს, მაქაური ლიდერი თურმე შეიძლება მწარედ ჩაიჭრას უცხო სტილის მიმდევართან
მსაჯი სადაურია?ცოდვა გამხელილი სჯობს და კივთა მარცხი ფრანგი რეფის, მატიო რეინალის ბრალიციაა. ამან შერკინებაში თავიდან 4-ჯერ დააჯარიმა მასპინძლები და ლომებს ფორა მისცა, 21’ წუთზე კი ქრუსეიდერზმა ბეჭებზე იქეთ რომ დადო ბრიტები, მცირედი ჩხუბიც ატყდა
გეთლენდი ნამატჩევს მისდგა თანა-მემამულეებს და ყალთაბანდობაც დააბრალა, ესაო და შერკინებაში ან ადრე გვაწვებით, და ანაც უწესოდ ახლოს გვიდგებითო, მაგრამ შემდეგივე თამაში კივთა მეზობელმა - ავსტრალიელმა ენგას გარდნერმა რომ იმსაჯა, მაგის წყალობით ახლა უკვე მასპინძლებმა იხეირეს მეტად
ერთი სიტყვით, შერკინება კვლავაც რჩება 15-კაცა რაგბის ბუნდოვან მხარედ, მატჩის ბედს კი გარკვეულ’წილად მსაჯის სადაურობა, უფრო სწორად კი - ნახევარ’ სფეროსადმი კუთვნილება წყვეტს!
ვეღარ გარისკესქრუსეიდერზი * 3:12 დამარცხდა. ლომებმა სტატისტიკურადაც იყოჩაღეს: ბურთი 58-42%, ტერიტორია 62-38%, ხაზის ჭრა 13-5, რაქი103-76 და ბოჭვა 114-145. კივთაგან თითოჯერ რიჩი მოჰუნგამ და ჯექ გუდჰიუმ შექმნეს სალელოე მომენტი, ხოლო ბრიტებში ამ მხრივ გამოირჩნენ ენთონი ვოსთონი და ლიამ ვილიამსი
ძირით ტონგელმა უელსელმა, "თობი" ფალეტაუმ 12-ჯერვე შებოჭა მიმხვდური, ფარელმა კი ხუთიდან ხუთი გაიტანა, ოღონდაც 9:3-ზე იმ სიმაღლეზე დაარტყა, რომ ბურთმა ძელს კენწეროზე გადაუარა და კიდის მსაჯებმა ვეღარ გარისკეს ალმების შემართვა
კივებმა ნამატჩევს ეგეცა თქვეს, ჩვენს დერეფანში სტუმრები განგებ მორთავენ ღრიალს, კოდები რომ ჩაგვიხშონ, თვითონ კი წინდაწინ, გზაში თათბირობენ და ამ სეირნობაში ტემპსაც გვიგდებენო.
სხვაფრივ, ლომებს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ: სქოთი 15 ნომერი, სთიუართ ჰოგი შინ გასაგზავნი შეიქნა, რაკი მარიმ იდაყვი უცაბედად სახეში გაარტყა და ყვრიმალი ჩაუმტვრია; შუამარბ ჯონათან დევისს კი, მოჰუნგამ რომ შებოჭა, ტვინი შეერყა
უღალატო ბენქსიდანიდინის დარბაზში, ჰირბიდულ საფარზე, ლომები არა’კეთილ’ მოსურნე რეფს ხომ გადაეყარნენ და წინაც ჰაილენდერზის 10 ნომრის, ლიმა სოპოანგას წყალობით’ღა იყვნენ:
ნაკრების წევრობის მარადი კანდიდატი პირველ ლელოზე მოსრიალდა; მეორეზე მანვე, ლელოდან 65 მეტრზე, პირდაპირ მეტოქეს გადაუკიდა ოვალი, მესამეზე კი ისე მოისროლა ბურთი, რომ ლომებს 5-მეტრა შერკინება აჩუქა
სოპოანგა იქვე შეცვალეს, მის ნაცვლად შესულმა, უღალატო მართი ბენქსმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა. მანამდე, პირველ ტაიმში, ვაისაკე ნაჰოლომ მწარედ გააბითურა ქორთნი ლოზი - ეს შერყევაზე შესამოწმებლად გაიყვანეს და ვეღარ დაბრუნდა, და ქიქერებმაც დააღალატეს ლომები:
22:20-ზე ფეხი მოეცარა დენ ბიგარის ნაცვლად იმ წუთას შესულ ფარელს, სულ ბოლოს კი, ზე’შორი დარტყმის ოსტატმა, ელიოთ დეილიმ თავისი ნახევრიდან ცოტათი ვერ უწია კარს * 22:23
ბოდენ, ჯორდი და სქოთილომებს ტურნეს მეხუთე მატჩზე - შაბათს, მაორებთან, მეოთხე კაპიტანი - ირლანდიელი პითერ ო’მანი გაიყვანს
მასპინძლებმა სასწაული მობურთალები შეკრიბეს: ჯეიმზ ლოუ, ორივე იოანე, იჰაია ვესთ’ი, ჰიკა ელიოთ’ი, 10 ნომრად კი თვით დამიენ მაკ’ქენზი იწყებს
წინა დღეს, სამოასთან ითელება "ოლ ბლექსი". ახალი, დროებითი კაპიტანია 15 ნომერი ბენ სმითი; ცხრად ამისი მოგვარე და კლუბელი, არონი იწყებს; 12-ზე სონი’ბილ ვილიამსი დგას, 23 კაცში კი ერთბაშად სამი ბარეთია:
ბოდენ’ი 10 ნომრად წერია, ჯორდი 23-ად, ხოლო სქოთ’ი 19-ად
ბრიტანეთის "ლომები" @ ზელანდია * 2017 (( თითოეული თამაშის თორენთ’ბმული -- საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2017/R6/15_LOMEBI-04.htm ))
3 <<
ქრუსეიდერზ 3:12 ლომებიქრს: დეგ ტამანი’ვალუ გუდჰიუ ჰავილი ბრიჯ (ბეითმენ 66)
<10-9> მოჰუნგა (მ.ჰანთ 74) ჰოლ (დრამონდ 62) /
მუდი (ქროქეთ 51) თეილორ (ფანელ 51) ფრენქს (ალა’ალატოა 51)
რომანო (სთრეინჯ 56) ს.ვაითლოქ^კაპ;
ბედველ-ქერთის (ბრაუნ 62) თოდ ტაუფუა -
ჯ: მოჰუნგა
ლომ: ჰოგ (ვოთსონ 20) ნორს დევის (სექსთონ 29) თე’ო ლმ.ვილიამს
<10-9> ფარელ მარი /
ვუნიპოლა (ჯ.მაკ’გრას 62) ჯორჯ (ოუენს 66) ფურლონგ (ქოულ 66)
ავ.ჯოუნზ^კაპ ქრუზ (ითოჟე 62)
ო’მანი ო’ბრაიენ (სტანდერ 56) ფალეტაუ * არშ: ვებ -
4ჯ: ფარელ
რეფ რეინალ (სფრ) 10/06 @
ქრაისთ’ჩერჩ, რაგბი’ლიგ პარქ (20 497)
0:3(13) 0:6(17) 3:6(25) 3:9(31) ნახ(40+2) / 3:12(71) ბოლო(80+2)
4 <<
ჰაილენდერზ 23:22 ლომებიჰლნ: ბაქმან ნაჰოლო ფეკიტოა (ბენქს 12-15) ვოლდენ ლი (ოზბორნ 68)
<10-9> სოპოანგა (ბენქს 55) ჰემინგთონ (რენთონ 75) /
დ.ლენართ-ბრაუნ (სეიული 59) ქოლთმენ (პლეზენთს-თეით 68) ტოკოლაჰი (ჰალა’ნუკო’ნუკა 68)
ეინლი (დიქსონ 55) ჰემოპო;
ევანს დ.ჰანთ (ლენჩის 59) ლ.ვაითლოქ^კაპ -
2ლ: ნაჰოლო ქოლთმენ; 2გ: სოპოანგა ბენქს; 3ჯ: სოპოანგა 2, ბენქს
ლომ: პეინ (დეილი 63) ნოულ ჯოზეფ ჰენშოუ სიმორ
<10-9> ბიგარ (ფარელ 68) ვებ (ლეიდლოუ 48) /
მარლერ (ჯ.მაკ’გრას 55) ბესთ (ოუენს 25-28, 49) სინქლერ (ქოულ 49)
ლოზ (ავ.ჯოუნზ 27) ჰენდერსონ;
ჰასქელ ვორბერთონ^კაპ (თიპურიქ 68) სტანდერ -
3ლ: ჯოზეფ სიმორ ვორბერთონ; 2გ ჯ: ბიგარ
რეფ გარდნერ (ავს) 13/06 @ დანიდინ, ფორსაით ბარ (29 620)
3:0(5) 3:3(16) 10:3(27) 10:10(31) /
10:15(43) 13:15(50) 13:22(54) 20:22(62) 23:22(74)
სვლა’გეზი [ყველა თამაში 11.35 საქართველოს დროით]
# დღე თრღ მეტოქე შედეგი ქალაქი
1 შაბ 03/06 ბარბაროსები 13:07 ფონგარეი
2 ოთხ 07/06 ბლუზ 16:22 ოქლენდ
3 შაბ 10/06 ქრუსეიდერზ 12:03 ქრაისთ’ჩერჩ
4 სამ 13/06 ჰაილენდერზ 22:23 დანიდინ
5 შაბ 17/06 მაორი : როტორუა
6 სამ 20/06 ჩიფს : ჰემილთონ
7 შაბ 24/06 ზელანდია (1ტ) : ოქლენდ
8 სამ 27/06 ჰარიქეინზ : ველინგთონ
9 შაბ 01/07 ზელანდია (2ტ) : ველინგთონ
10 შაბ 08/07 ზელანდია (3ტ) : ოქლენდ
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@