ვიცი რომ ბევრი არ დამეთანხმებით, მაგრამ მაინც უნდა დავწერო
მამუკა გორგოძე არის მოვლენა, მსოფლიო დონის მოთამაშე, საქართველოს საუკეთესო მორაგბე და ლიდერი.
მაგრამ........
კაპიტნად გორგოძის დანიშვნა არ იყო სწორი გადაწყვეტილება და აი რატომ:
მამუკას როგორც ლიდერს უდიდესი როლი აკისრია, მთელი თამაშის განმავლობაში ასრულებს უდიდეს სამუშაოს.
ამას კიდევ დამატებული კაპიტნის პასუხისმგებლობა, უკვე ზედმეტ ტვირთად მიმაჩნია.
გორგოძე ლიდერი უფრო პროდუქტიულია ნაკრებისათვის, ვიდრე როგორც ლიდერი+კაპიტანი.
მგონია რომ კაპიტნობას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგება, ალბათ გაცილებით მეტსაც ნერვიულობს.
ასეთ დროს კი რაციონალური გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილია.
ყოფილიყო კაპიტანი: სუთიაშვილი, ზირაქაშვილი, კაჭარავა. არა მგონია ამით მამუკას ლიდერობას ჩრდილი მიდგომოდა,
პირიქით, არ ინერვიულებდა გადაწყვეტილების მიღებაზე და დამატებითი ტვირთის გარეშე უფრო თავისუფლად ითამაშებდა.
გუნდი კი უფრო რაციონალურ და ცივსისხლიან გადაწყვეტილებებს მიიღებდა.
მაგალითად, დასარტყმელ ჯარიმას დაარტყამდა და როცა საჭირო იქნებოდა აუტში გადაიტანდა.
უფრო მოკლედ რომ ვთქვა, კაპიტნობით მამუკას დამატებით თავსატეხსა და საფიქრალს ვუჩენთ.
ხომ არ სჯობს რომ უბრალოდ ვაცადოთ აკეთოს ის საქმე რაც ყველაზე კარგად გამოდის?