ტექსტი ჩემი არ არის ამიტომ მიჭრა მოჭრების გარეშე ვდებ იდეა მომეწონა და იქნებ ავაგოროთ რა ჩემი პროფილის სურათი ვიტო გახდა

ფეისბუკზე ვინც ხართ დიდი თხოვნა იქნება გაიზიაროთ
https://www.facebook.com/george.gallo.735/p...d_comment_replyყველა ერთად ვიყოთ მე-16 მოთამაშე!!!
მეგობრებო, ერთი ინიციატივა, იდეა და თუ გინდათ თხოვნაც მაქვს ყველა თქვენთაგანთან, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და მსოფლმხედველობისა smile emoticon
სპორტის ნებისმიერ სახეობაში ქართველების ინდივიდუალური თუ გუნდური წარმატება ყველას ერთნაირად გვახარებს და გვაერთიანებს, მითუმეტეს როდესაც ჩვენები მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებში მონაწილეობენ.. სამწუხაროდ გუნდური სახეობებში არ ვართ განებივრებულები მსოფლიო ჩემპიონატების დასკვნით ეტაპზე თამაშით, მაგრამ საბედნიეროდ გვყავს ერთი და ძალიან მაგარი გამონაკლისი - საქართველოს რ ა გ ბ ი ს ნაკრები!
როგორც იცით 18 სექტემბერს იწყება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში, სადაც ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას! ბორჯღალოსნების პროგრამა მინიმუმი არის ჯგუფურ ეტაპზე 2 თამაშის მოგება, რაც წინა 3 ჩემპიონატზე სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ, თუმცა 2007 წელს ირლანდიასთან თამაშში ძალიან ახლოს ვიყავით რაგბის სამყაროში ესე იშვიათ და ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაციასთან..
მოგეხსენებათ ჯგუფში ჩვენების მეტოქეები არიან ტონგა, არგენტინა, ახალი ზელანდია და ნამიბია, მათ ამ თანმიმდევრობით ვეთამაშებით.. ამ ოთხეულიდან რეალური მოგების შანსი მხოლოდ ერთ გუნდთან გვაქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დანარჩენი 3 რეიტინგით ჩვენზე მაღლა დგანან და უძლიერეს ნაკრებებთან თამაშის ჩვენზე გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ.. მაგრამ ამ 3 გუნდიდან 1-ის მოგების შანსი მაინც არსებობს და საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი ამ შანსის გამოყენებაა! ამ შემთხვევაში, ქართული რაგბის კიდევ უფრო განვითარება და უმაღლეს დონეზე თამაში ფაქტიურად გარდაუვალი იქნება.. რადგანაც ევროპელ ბობოლებს სხვა გზა აღარ დარჩებათ და მე-7 ერად დაგვიმატებენ ამ ეტაპზე 6 ერის სახელით ცნობილ ტურნირზე, ამაზე ლაპარაკი დიდი ხანია მიდის უკვე, რაც ჩვენი ნაკრები ბოლო წლებია უცვლელად და დიდი უპირატესობით ლიდერობს და ყოველ წელს იგებს ევროპის ქვედა ლიგის 6 ერს.. მაგრამ სხვადასვა მიზეზების და პრობლემების გამო ჯერჯერობით თავს იკავებენ..
მოკლედ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მიზანია ორი თამაშის მოგება და დანარჩენი მერე გამოჩნდებაsmile.gif
ჩვენ შანსებს გამოვყვეთ ბოლოდან:
4. ნამიბია - წინა მსოფლიოზეც გვყავს დამარცხებული საკმაოდ დამაჯერებლად
და მათთან წელსაც გვაქვს მოგების რეალურად მაღალი შანსი - მაგრამ ეს ერთი
მოგება არ იქნება საკმარისი..
3. ზელანდია - რაგბში საერთოდ გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმაც კი იცის,
რომ ზელანდიას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ნაკრები ყავს თავისი
პოტენციალით, ამ ქვეყანაში სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების ნაცვლად
ბიჭს თუ გოგოს 1 კლასიდან რაგბის თამაშს ასწავლიან.. მოკლედ ბევრს აღარ
გავარგრძელებ - სულ თითზე ჩამოსათვლელი ნაკრებების გარდა, დანარჩენების
მიზანია, ზელანდიასთან როგორმე ღირსეულად ითამაშონ და ძალიან
დიდი სხვაობით არ წააგონ.. ამ თამაშში ჩვენი ბიჭები უდიდეს გამოცდილებას
მიიღებენ, რადგანაც ჩვენი რაგბის ისტორიაში პირველად გვიწევს მათთან
თამაში..
2. არგენტინა - შეგვიძლია ცოტა ვანერვიულოთ და პრობლემები შევუქმნათ, ანუ
ადვილად წესით ვერ უნდა მოგვიგონ, თუმცა ბოლო წლებში მათი პროგრესი
იმდენად დიდი და თვალსაჩინოა, რომ მე-4 ერად დაიმატეს (აქამდე 3 ერის
ტურნირად ცნობილ შეჯიბრში) ზელანდიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ,
შესაბამისად მათი კლასიც ისე ამაღლდა, რომ უკვე ტოლსწორად ეთამაშებიან
აღნიშნულ სარაგბო ბობოლებს და რიგ შემთხვევბში უგებენ კიდევაც..
1. ტონგა - 19 სექტემბერს, თბილისის დროით 3 საათზე ბორჯღალოსნები
პირველივე თამაშში ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან და შესაძლოა გარდამტეხ შეხვედრას გამართავენ ქართული
რაგბის ისტორიაში.. და მე მჯერა, რომ როგორც არასდროს ისეთი ძლიერები,
დაუღლელები, მონდომებულები, თავდადებულები, ჯიგრიანები, ტექნიკურები
და ამ ყველაფრის მერე იღბლიანებიც იქნებიან ამ შეხვედრაში.. რაც თამაშს
ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს კიდევაც!
მოკლედ ეს შესავალი იყო smile emoticon ახლა მთვარი რითიც დავიწყე, ამ მიზნის მიღწევაში ჩვენ ბიჭებს ისე როგორც არასდროს ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა, ჩვენი მე-16, მე-17, მე-18 და ა.შ. მოთამაშეობა მოედანზე! ეს როგორმე უნდა ვაგრძნობინოთ აქედან! რითიც და როგორც შეგვიძლია.. ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენი ნაკრების თითოეული მოთამაშე, გუნდის წევრი და შემადგენელი ნაწილი! უნდა ვიგრძნოთ თითოეული დაჯახება, შებოჭვა, დარტყმა, მოლი, რაქი, აუტი, კარგი კომბინაცია და ბოლოს ლელო!!! ამას თუ შევძლებთ ყველა ერთად, ტონგასაც დავამარაცხებთ და მერე ამ გამარჯვებით გაძლიერებულები არგენტინას კაცმა არ იცის რა სიურპრიზს შევთავაზებთ..smile emoticon
ამისთვის გთავაზობთ და მოგიწოდებთ, რომ ქვემოთ მოცემული ჩვენი 31 ბორჯღალოსნიდან შევარჩიოთ რომელიმე მოთამაშე და მსოფლიო ჩემიონატის მსვლელობისას მისი ფოტო დავიყენოთ პროფილის სურათად! (ყველა გორგოძის სურათს ნუ დაიყენებთ ოღონდ smile.gif) აბსოლიტურად ყველა მოთამაშემ უნდა იგრძნოს ჩვენი მხარდაჭერა!
და რათქმაუნდა ნაკრების თამაშებს მეგობრებთან, ოჯახთან, მშობლებთან, შვილებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან ერთად უნდა ვუყუროთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენ საამაყო ბიჭებს, საქართველოს რაგბის ნაკრებს!
დამიჯერეთ ეს მუხტი მათაც გადაეცემათ, იგრძნობენ მთელი საქართველოს მხარდაჭერას, რაც დინამოს თუ ლოკომოტივის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკვირის მხარდაჭერაზე არანაკლები ზემოტივაცია იქნება ყველასთვის!
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს რ ა გ ბ ი ს ნ ა კ რ ე ბ ს გ ა უ მ ა რ ჯ ო ს! ჯოს! ჯოს! ჯოს!
https://www.facebook.com/media/set/?set=a.9...04472820&type=3 This post has been edited by Santa_papa on 16 Sep 2015, 20:50