არ იქნება ეგრე არა
როგორ დაეტყო ზელანდიის თამაშის შედეგი ყველაფერს
ერთგან დავლინკე სარეკლამო ბანერი სადაც "ოლ ბლექსმა დაძლია საქართველო" წერია, რეკლამა არის ძალიან პერო ინტერნეტ მაღაზიის ზელანდიურ სექციაზე
ბიჭების და ქვეყნის სახელი (ბიჭების წყალობით) უკვე ძააალიან პოპულარული ხდება, თუ არ გახდა უკვე და მე არ ვაგვიანებ
ნამიბიაც ხმამაღალი ლაპარაკიდან დაცვით პოზიციაში გადავიდა, გუშინ ვკითხულობდი მაგათთან ჩაწერილ ინტერვიუებს (მგონი დადეს კიდეც ფორუმელებმა რომელიღაც თემაში) და ვერ არიან გონორზე ჩვენთან
ბევრი რამე იცვლება, ძალიან ბევრი რამ
ინგლისი! მესამე ადგილზეა ჯგუფში და იგივე პოზიციაში აღმოჩნდება რაშიც ჩვენ როცა ნამიბიას მოვუგებთ
ეხლა მეტყვით სად ინგლისი, სად ჩვენო, იმათ უელსი ყავდათო, ავსტრალიაო
კი ბატონო, ჩვენ ზატო ზელანდია, პუმები და ჩვენთვის საჩოთირო ტონგა გვყავდა და ფაქტი ძალიან ჯიუტია, მსოფლიოს ტოპ გუნდების შედეგს ვიმეორებთ
გადახედეთ რა გუნდები გავიდნენ მე3 ადგილზე ჯგუფში და ეხლა რა გუნდები გადიან და ვთქვათ მერე არის თუ არა ეგ ჩვენთვის დიდი მიღწევა, თან პროგრესულად იწევს შედეგების მაჩვენებელი მსოფლიოდან მსოფლიომდე
ასე რომ წინ ბორჯღალოსნებო გვასახელეთ ისე როგორც ყოველთვის გვასახელებდით