ხო იცი ამბობენ ძლიერს უმართლებსო, და არსად ასე არ ჭრის ეს კანონზომიერება როგორც აქ რაგბში
გორგოძემ რო აიტაცა ის ბურთი და დაამიწა, იმას უკან მინი-მოლში მიყვებოდა ხალხი, მაგალითად ვიკო და ზირაქა რომლებმაც მაგ ლელოს განაღდებაში დიდი როლი შეასრულეს, მოლით მანიპულირება მაგრად იციან მაგ ბიჭებმა
მამუკამ პროსტა მაგრად აჭამა ტონგას და ისე ოსტატურად გადაიღრიცა და ისეთ მხარეს დაუდო ბურთი რო ნაიჯელ ოუენსიც დააბნია და აშკარა ლელოზე ვიდეო მსაჯი ახმობინა
მამუკამ ჰაერში მყოფმა, კიდევ ფინტი გაუკეთა არწივებს
თხილაიშვილს რო მიუგორდა ბურთი მანამდე მეკოს ნარბენი და მააააგარი ჩათამაშებული ბურთი არ დაგვავიწყდეს
<<< სწორად მინდა გაიგო: არ გეუბნები გავიწყდებათქო ანდა ბიჭების შრომას ფასს არ ადებთქო >>>
უბრალოდ მაგ სიტუაციაში მოედანზე თუ ხარ ნამყოფი ადვილად მიხვდები რატომ არ იყო "მიგორებული" (არ მოგყვები სიტყვაზე, სიტუაციურ ანალიზს ვაკეთებ) ეგ ბურთი
რადგან ქართველები უფრო მეტი იდგნენ ბურთის მახლობლად, დაზღვევა/შეყოლაზე ვიდრე ტონგელები
ასე რომ კარგი, გემრიელი ჩათამაშებული ბურთი მიუვიდა იმას ვინც ამ ბურთს სწორ ადგილას, სწორ დროს ელოდებოდა და შედეგმაც არ დაახანა
დააკვირდი რა კარგი სნეფშოტებია, დააკვირდი თავისუფალი ქართველების და დაცვის ორომტრიალში ჩაყირავებული ტონგელების თანაფარდობას


ანუ შეტევის ეფექტურობაზე, მასიურობაზე უწყვეტობაზე ვამახვილებ ყურადღებას
ზელანდიელების და სამხრეთელების დაწყებულია ეგ მცირე "პაჩკებად" მასირებული შეტევები, ბურთიანს ახლოს მიყვები რამდენიმე და დანარჩენს აცლი რაქებიდან, მოლებიდან და სხვა ჯირგალიდან გამოსვლას და გადაწყობას
თან ეს მცირე სწრაფი "პაჩკები" ბურთს არ აცივებს, აწვება და მიდის წინ (ფორვარდების ჩართვა ამ პაჩკებში დიდი ფუფუნებაა ჭიაღუა ბექებისთვის)
ასე რომ ჩემი აზრით ორივე ლელო ძალიან მაგარი გავიტანეთ ამ მსოფლიოზე და ეგეც იყო მიზეზი არგენტინელებმა მთელი ძალით რო შეგვიტიეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში
საქართველომ ტონგასთან ძალიან პროფესიონალური თამაში აჩვენა
Rugby is a good occasion for keeping 30 bullies far from the centre of the city - Oscar Wilde :D
Rugby football is a game for gentlemen of all classes, but for no bad sportsman of any class - Walter Carey