ვისი გასვლაც გაგვეხარდებოდა ზე 18-ის ნახევარ’ფინალში გავიდა სწორედ ის ოთხეული, რომელიც
ამას კოხტა თამაშით იმსახურებს - სამი ზელანდიური და ერთიც აფრიკული კლუბიOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!2016 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2016/PDF/2016_S18.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_GAN_KA.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_SCH_GMT.htm20 წლის ჯამი (1996-2015) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL.htmმეოთხედ’ფინალთა წინ რაგბეთს ადარდებდა, ემანდ პირველივე "ზე 18" ზელანდიის პირველობად არ იქცესო. ამისი საკმაო ალბათობა არსებობდა იმის მიუხედავად, რომ ოთხი კივური გუნდიდან სამი სტუმრად რაგბობდა
და მაინც, სამართალმა პური ჭამა - ზე’მუღამიანი, ალაგ-ალაგ ულოგიკო ფორმულის მიუხედავად, ნახევარ’ფინალში სწორედ ის ოთხეული გავიდა, ვინაც ცხრილში ზედა ოთხ ადგილს დაიჭერდა, დასი 4 კონფერენციად და ორ ჯგუფად რომ არ იყოს დაყოფილი
1 ჰრქ ველინგთონ 53 11-4 +144 61/37 458:314 9
2 ლნზ იოჰანესბერგ 52 11-4 +186 71/42 535:349 8
3 ჰლნ დანიდინ 52 11-4 +149 50/28 422:273 8
4 ჩიფ ჰემილთონ 51 11-4 +150 68/39 491:341 7
5 სთო ქეიპთაუნ 51 10-4*1 +166 49/28 440:274 9
6 ქრს ქრაისთჩერჩ 50 11-4 +170 65/40 487:317 6
ზელანდიის ჰეგემონია დაარღვია აფრიკის ლაიონზმა, ვინაც ამქარში 2014 წელსღა აღადგინეს, და იმდენად არა’აფრიკულად რაგბობს, რომ შარშანდელ მსოფლიო თასზე მისგან ბოკეში არავინ აიყვანეს. მას აქეთ კივები მეტად მოძლიერდნენ, ლაიონზს კი ფინიშზე რომ არ ეტუტუცა, ვინძლო ბოლომდეც შინ ეთამაშა პლეი’ოფი
დამცავი კორსეტით?პირველი მეოთხედ’ფინალი პარასკევს იყო, სამი კი შაბათს. ოზეთსა და კივეთში წვიმდა და ძლიერი ქარიც ქროდა, აფრიკაში კი რაგბს დაედარა. ორგან მასპინძელმა მოიგო და ორგანაც სტუმარმა
ორ მატჩში ზელანდიამ დაანგრია აფრიკა - 41 და 39 ქულით; ლაიონზმაც დამაჯერებლად - თუმც’კი 17 ქულიღთა გაასაღა 7-გზის ჩემპიონი ქრუსეიდერზი, ხოლო შარშანდელმა ჯილამ, ჰაილენდერზმა იღბლად’ღა - 6 ქულით - მოუგო ავსტრალიის დესპან ბრამბიზს
ორივე ნახევარ’ფინალი შაბათსაა - ზელანდიაში ჩვენებურად შუა დღეზე @ 11.35, აფრიკაში კი ნასამხრევს @ 17.00
ჰარიქეინზი უხვდება აფრიკაში ნამყოფ ჩიფსს, ვისთანაც 9’რაუნდში, შინ’ვე 27:28 წააგო. მასპინძელთა კვაჭსა და კაპიტანს, დეინ ქოულზს ნეკნები ისე დაეჟეჟა, რომ დამცავი კორსეტით თუღა ითამაშებს და რამდენს გაძლებს, ეგეც საეჭვოა, ჩიფსს კი დროულად მოუკეთდნენ კაპიტანი სემ ქეინ’ი, შუა’მარბი სეტა ტამანი’ვალუ და "იაპონელი" მარბიელი მაიქლ ლიჩ’ი
ლაიონზი ზეგანზე მიიღებს ჰაილენდერზს, ვინაც ივლისში უკვე მოიხილა აფრიკა, არგენტინა, ავსტრალია და შინაც შეიარა. 3’რაუნდში კივებმა შინვე 34:15 ძლიეს იაპები. მასპინძლებს უყოჩებს მღლეტელი იაკო კრილ’ი, რაღაი დაცვის ბურჯს - ვორენ ვაითლი’ს წვივი სტკივა, მსაჯებად კი მახვშებს გაუმწესებიათ:
კივურ დარბზე - ოზი ენგას გარდნერ’ი, ხოლო აფრიკაში - იქაური’ვე იაკო პეიპერ’ი
გაწირვა არ ეგებისობრამბიზს დაემატა ივნისში, ინგლისთან დაშავებული დევიდ პოქოქი. ავდარში სტადიონზე ერთობ ცოტა მოსეირე მივიდა. ჰაილენდერზმა თავიდანვე შეუტია - პეთ ოზბორნმა და ვაისაკე ნაჰოლომ ალმებს უწიეს. კივები ბურთაობას ცდილობდნენ, ოზები კი ჭიდაობდნენ. მეტოქემ მათ მძლავრი იარაღი - მოლი ხელიდან გამოაცალა, რაკი დერეფანი 5-ჯერ (!) მოუგო
ბრამბიზი ლამის შესვენებამდე * 6:3 იგებდა, სტუმრებს წითელ ზოლში ორი ხეირი რომ მიეცათ და მეტობით ნაჰოლო ახეირეს, მეთ ტომუა კი სინბინშიც წაბრძანდა * 6:10 მეორე ტაიმში ქიქერებმა თითო გასატანი ჯარიმა ააცდინეს. საათის თავზე ლიმა სოპოანგამ პასი ჩაჭრა და მეთ ფედესი გააჭენა; ეს შებოჭა აიდან ტოუამ, მაგრამ შემდეგ ფაზაში ლელო მაინც დაიდო * 9:15
ფინალი დრამატული გამოვიდა. 74’წუთზე ოზთა მარქაფამ - ლაუსი ტალიაულიმ, ვისაც ზურგში პოქოქი აწვებოდა - თითქოს შეიტანა გამარჯვების ლელო, მაგრამ თემიდამ დაასკვნა, ჩემპიონის ასე გაწირვა არ ეგებისო. კანბერელები 5-მეტრა ნიშნულზე დაბანაკდნენ, მაგრამ შიშით კიდეზე ვერ ურტყამდნენ ჯარიმებს, ხოლო ოდენ მიწოლით კივებს ბევრს ვერაფერს გამორჩნენ * 9:15
ტაქტიკური ფეხოსნობითჰარიქეინზმა ქარშიც იბურთავა - 9 ნომერმა თი’ჯეი პერენარამ ააწიოკა შარქსი, მგეზავმა ბოდენ ბარეთმა კი "ტაქტიკური ფეხოსნობის" ლექცია ჩაატარა: 16 გადაკიდება - ოდენ 5 პასი - 10 სოლო
კივებმა დაამარქაფეს ბოლო ხანს გაზანტებული ჯულიან სავეა. შარქსს თავიდან ჭიდაობაში არა უშავდა, მაგრამ შავ’ტუხა გარს ეიპრილმა შესვენებამდე სამივე ჯარიმა დაახაია - ორჯერ 0:0’ზე, 35 მეტრიდან
შუა ტაიმში ბარეთმა ფრთაზე გადაუკიდა ჯეისონ ვუდვორდს, ამან ჯეი’პი პიტერსენს მოუხსნა და ბურჯი ლონი უჰილა რაქთან შევარდა ლელოში; 10-მეტრა შერკინებიდან კი პერენარამ მოკლე ფრთაზე შეუტია, ლუაზი მვოვო მიიზიდა და ჯეიმზ მარშალი ახეირა * 13:0
მეორე ტაიმში შარქსი დაღუპა უაზრო და უმიზნო დარტყმებმა: პერენარამ ჯერ ვილი ლე’რუს გადაკიდებული გამოაქცუნა, მიხაელ კლასენსი ხელის კვრით დაიფრინა და ვუდვორდი დაგეზა, კლასენსის აწეულიდან კი მეორე’ხაზელი ვაეა ფიფიტა დააკვალიანა * 27:0
პერენარამ ლელო თავადაც შეიტანა, როცა უჰილამ 5 მეტრზე გაათამაშა ჯარიმა, სულ ბოლოს კი სტუმრები დაპანიკდნენ - ბურთი თავიანთ ლელოსთან ბევრჯერ დაუვარდათ და 0:41 მოისრნენ -- 21-ე სეზონის 72-ე ზე’ფინალში გუნდი პირველად დამარცხდა "ნულზე"
დასრულებული ზეობალაიონზმა თავიდანვე დააბნია ნემანი ნანდოლოს გარეშე მოთამაშე ქრუსეიდერზი - მულატმა ქორთნოლ სკოსანმა შუა ხაზზე გააბითურა ზორბა ლუქ რომანო * 5:0 მალე ეს მოლის ჩაქცევისთვის სინბინშიც გაამწესეს და დერეფანში აგორებული მოლიდან შუა’მარბმა როან იანსე - ფან’რენსბერგმა ახლოდან იძალა * 12:0
კივებმა თამაში თანდათან ააწყვეს, მაგრამ იაპებიც კარგა ხანს დაცვაში მაგრად იდგნენ. ბოლოს, 7 ფაზის შემდეგ, რაიან ქროთიმ ძელს ძირში მიადო ოვალი, მაგრამ ტაიმის ბოლო შეტევაში მასპინძლებმა 5-მეტრა დერეფნიდან ისევ ჩაიგრიალეს * 22:10
სტუმრებმა შესვენებაზე შეცვალეს ბებერი 9 ნომერი ენდი ელისი. მესამე მეოთხედში გავიდა 3 გოლი და ფორა 15 ქულა გახდა. კრილმა რომ ვერ აიღო იზრაელ დეგის აბრაგანი, რიჩი მოჰუნგამ ახეირა მიჩ დრამონდი, მაგრამ უმალ მოზანგო ლაიონელ მაპუმაც 65 მეტრიდან შუაში გასერა დაცვა და ქერა რუან კომბრინკი ჯვარზე შეუშვა * 35:20
მერე მაპუს გადაკიდებული როს კრონიემ დაამიწა, დეგმა კი პრესტიჟის ლელო დაადებინა ბენ ვოლა’ვოლას * 42:25 ამით დასრულდა თოდ ბლექედერის 8-წლიანი ზეობა, რომლის განმავლობაშიც ჯვაროსნებმა 7 ტიტულს ვეღარაფერი შემატეს. გუნდს გაისად სქოთ რობერთსონი გაწვრთნის, ბლექედერი კი უკვე მოჩანგლა ინგლისის "ბასმა"
ტემპს უჩვევები ვართოსთორმერზი - ფორმულის გინდ წყალობით და გინდაც გადამკიდე - პირველად ახლაღა გადაეყარა ზელანდიის გუნდს - გემოზე მობურთალ ჩიფსს და 28,972 ქომაგის თვალწინ 8 ლელო რომ გაუშვა, ნამატჩევს იმაზე მოჰყვა წუწუნს, ასეთ ტემპს უჩვევები ვართო
სტუმრებს 12 ნომრად ბებერი სთივენ დონალდი ეყენათ, მასპინძლებს კი ათად - ნორჩი რობერტ დიუ’პრე, ვისაც მარტიდან აღარ ეთამაშა, ახლა კი უნდა შეეცვალა დაშავებული ჟან-ლიუკ დიუ’პლესი. იაპებს 2’წუთზევე დაემტვრათ მარბიელი სია კოლისი, მაგრამ ცოტა ხნით კი მაინც დაწინაურდნენ - იძალა ბურჯმა ვინსენტ კოხმა * 7:3
აქედან მოყოლებული, ჩიფსმა აიშვა და ნაცნობი - "არეული ბურთაობის შოუ" დადგა. ამას დაერთო კონცხელთა ლაფსუსებიც - არონ ქრუდენმა ლელოში, მოგერიებაზე რომ დაუფარა იაკო ტაუტეს. ჯეიმზ ლოუმაც ჩახვევით შეიცურა და ლელოში დაახტა. ჰოდა, ტაიმი 14:34 დასრულდა
მეორე ნახევარში სთორმერზმა თავისი შერკინებაც წააგო და დამიენ მაკ’ქენზიმ ხაზის ნაბურთალი დააგვირგვინა. მერე იაპებმაც შეუტიეს, მაგრამ ოსტატობა აშკარად ვერ ჰყოფნიდათ. მათ 73’წუთზე მაინც რომ დადეს პრესტიჟის ლელო, კივები გაბრაზდნენ და უმალ სამით უპასუხეს - ბოლოზე ტავერა ქერ-ბარლოუს სამიც კი ზედ დაეკიდა, მაგრამ სულ ტყუილად * 21:60
ზე რაგბი 2016* მეოთხედ’ფინალები
ფოქსის 50’ რჩეული
https://acrossthetasman.com/attachment.php?...31&d=1469465534ბრამბიზ 9:15 ჰაილენდერზ#4 3ჯ: ლეალიაფანო / სბ: ტომუა -
#5 2ლ: ნაჰოლო სქვაიერ; გ ჯ: სოპოანგა
რეფ გარდნერ (ავს) 22/07
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=14691911480:3(5) 3:3(11) 6:3(18) 6:10(38სბ) /
9:10(52) 9:15(57) ბოლო(80+3)
ჰარიქეინზ 41:0 შარქს#1 6ლ: უჰილა მარშალ ვუდვორდ ფიფიტა პერენარა შილდს;
4გ: ბარეთ 3, ვუდვორდ; ჯ: ბარეთ -
#8
რეფ ჯექსონ (ზელ) 23/07
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=14692714363:0(14) 8:0(17) 13:0(21) /
20:0(48) 27:0(51) 34:0(60) 41:0(80+2)
ლაიონზ 42:25 ქრუსეიდერზ#2 5ლ: სკოსან იანსე-ფან’რენსბერგ მარქს კომბრინკ კრონიე;
4გ 2ჯ ა: იანკის -
#7 3ლ: ქროთი დრამონდ ვოლა’ვოლა; 2გ 2ჯ: მოჰუნგა / სბ: რომანო
რეფ იუბერ (აფრ) 23/07
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...99&d=14693021165:0(2) სბ(6ქ) 12:0(8) 15:0(15) 15:3(20) 15:10(34) 22:10(40+) /
22:13(47) 25:13(54ა) 28:13(62) 28:20(63) 35:20(70) 42:20(76) 42:25(80) ბოლო(80+2)
სთორმერზ 21:60 ჩიფს#3 3ლ: კოხ (1 2) ქარ; 3გ: დიუ’პრე 2, თომსონ -
#6 8ლ: ს.მაკ’ნიქოლ ვებერ სენდერს ლოუ მაკ’ქენზი ელიოთ კოლოა’მატანგი ქერ-ბარლოუ; 7გ 2ჯ: მაკ’ქენზი
რეფ პეიპერ (აფრ) 23/07
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...05&d=14693105340:3(4) 7:3(12) 7:10(16) 7:17(18) 7:24(25) 7:27(29) 7:34(36) 14:34(39) /
14:39(46) 21:39(73) 21:46(77) 21:53(80) 21:60(80+2)
სტატ’მოწინავენიქულა: 193 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 190 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ; 179 რიჩი მოჰუნგა (ქრს;
171 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 165 ელთონ იანკის (ლნზ; 163 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ;
142 ნიკოლას სანჩეს (ხგრ; 130 იჰაია ვესთ (ბლუ; 128 ჟან-ლიუკ დიუ’პლესი (სთო;
120 ჯექ დებროსინი (რბლ, ბერნარდ ფოლი (ვრთ; 109 ფრანსუა ბრამერ (ბულ; 105 ტუსი პისი (სნვ)
ლელო: 11 იზი ფოლაუ (ვრთ; 10 მაკ’ქენზი;
9 აკიჰიტო იამადა (სნვ, როან იანსე - ფან’რენსბერგ (ლნზ, ლაიონელ მაპუ (ლნზ, სერჯილ პიტერსენ (ჩტზ,
ქორთნოლ სკოსან (ლნზ, სეტა ტამანი’ვალუ (ჩიფ, მეთ ფედეს (ჰლნ, რის ჰოჯ (რბლ;
8 ლეოლინ ზას (სთო, რუან კომბრინკ (ლნზ;
7 ბარეთ, ჯეიმზ ლოუ (ჩიფ, ჯონი მაკ’ნიქოლ (ქრს, სთივენ მორ (ბრმ, ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ,
თი’ჯეი პერენარა (ჰრქ, რაიან ქროთი (ქრს;
6 ტრევის იშმაილ (ბულ, ჯერომ კაინო (ბლუ, ვინსენტ კოხ (სთო, აგუსტინ კრევი (ხგრ,
მარტინ ლანდახო (ხგრ, ჯონე მათილაი (ქრს, სეფანაია ნაივალუ (რბლ, ნემანი ნანდოლო (ქრს,
ჯულიან სავეა (ჰრქ, ადრიან სტრაუს (ბულ, ჯო ტომანე (ბრმ, უზეირ ქასიმ (ჩტზ)
ნახევარ’ფინალები (საქართველოს დროით)
სვლაგეზი EN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TRAVEL.htm
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.htmlშაბ 30/07ჰრქ.ზელ#1 11.35 ჩიფ.ზელ#6
ლნზ.აფრ#2 17.00 ჰლნ.ზელ#5
@