დიდი ფინალისა და სეზონის მიმოხილვა = ერთ’ბაშად
(მოვანდომე 12 საათი სუფთა დრო: კვი ორ სამ ოთხ)
წინა თაობებს მიუძღვნეს ზე’რაგბს ახალი, მეცხრე ჩემპიონი ეყოლა - პირველი ზე 18-ის ფინალში
ჰარიქეინზმა შინ, ავდარში, დაცვითა და ფეხოსნობით ძლია აფრიკის ლაიონზი
და კივეთის გუნდებიდან ბოლომ მოიგო ტიტულიOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!2016 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2016/PDF/2016_S18.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_GAN_KA.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_SCH_GMT.htmსვლაგეზი EN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TRAVEL.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htmჰარიქეინზი დასაბამიდან კოხტად რაგბობს, მაგრამ აქამდე სტაბილურობა აკლდა და იღბალიც ზურგს აქცევდა ხოლმე. დედა’ქალაქის კლუბმა ზე 14-სა და 15-ში თითო ფინალი წააგო. ჰოდა, ისე წავიდნენ ასპარეზიდან ქრისჩენ ქალენ’ი, ნორმ ჰიუით’ი, როდნი სოიალო, ტანა უმანგა, კონრად სმით’ი და მაჰა ნონუ, ხოლო იმ’ქვეყნად - ჯონა ლომუ და ჯერი ქოლინზ’ი, რომ გრიგალთა ფანობა ვერ გაახარეს
წლეულს ნავსი გატყდა ქრის ბოიდ’ისა და შარქსიდან დაბრუნებული ჯონ პლამთრი’ს სარდლობით - გუნდმა ფინიშზე მოიგო ზედიზედ ხუთი, ბოლო რაუნდში ქრუსეიდერზს სტუმრად აართვა პრემია, მეშვიდე ადგილიდან ერთბაშად ახტა პირველზე, პლეი’ოფის სამივე თამაში შინ დაიბევა და ქარსა და წვიმაში ისე იჩემპიონა, რომ ბოლო 7 ტაიმში ლელო ეგრეც არ გაუშვია!
უდაოდ საუკეთესოთქმულა, ბექები ცალკეულ მატჩებს იგებენ, ტურნირში გამარჯვებას კი შერკინება ჩარხავსო. ჰარიქეინზს ყოჩობს "ოლ ბლექსის" კვაჭი დეინ ქოულზ’ი; ფინიშზე უცებ გამოჩნდა "ტონგელი დათვი" - ბურჯი ლონი უჰილა; უმატა ამავე ჯილაგის მეორე ხაზმაც - ვაეა ფიფიტამ და მაიქლ ფატი’ჰალოფამ; მესამეში კი თუმც 100 ზე’კეპის პატრონი, ბებერი ვიქთორ ვიტო საშოვარზე მიდის, არდი სავეა და ბრედ შილდს’ი წესით ნაკრებშიც უნდა დაწინაურდნენ
სმითი - ნონუს დუეტის გაფრანგების შემდეგაც კლუბს ხაზში ისე კარგად მისდის საქმე, რომ თვით ჯულიან სავეას ამარქაფებს, ღერძი კი ზენიტშია: თი’ჯეი პერენარას კადნიერება არასოდეს აკლდა, ბოდენ ბარეთი კი თუ აქამდე "ოლ ბლექსის" სუპერ’საბი - "შეცვლაზე შეშვებით თამაშის გარდამტეხი" იყო - ივნისში, უელსთან ისე ათამაშდა, რომ მთელს ამქარში უდაოდ საუკეთესო 10 ნომერია!
ადგილის დედაფინალს თავისი ადათი აქვს - მთავარი ხდება დაცვა და შეცდომაზე მეტოქის გამოჭერა. ავდარში ორივე ფაქტორმა იმძლავრა: ბარეთმა ტაქტიკურად უნაკლოდ წაიყვანა თამაში და კარშიც 4-დან 4 გაიტანა, მისმა ვიზავმა - მულატმა ელთონ იანკისმა კი სამიდან ერთიღა შეაგდო და ვერც "მიმხდომ დაცვას" მოარგო გასაღები
კივებს ძაან შეეწიათ "ადგილის დედა" - სავსე სტადიონი, ნაცნობი გარემო და ტაროსი. აკი წინა 20 სეზონშიც, ფინალის სათამაშოდ ოთხ გუნდს გადაეფრინა ინდოეთის ოკეანეზე, მაგრამ ყოველ ჯერზე წაეგო - თანაც, მინიმუმ 24 ქულით!
ზე’ოღრაშული გაგებით, მსაჯებიც მასპინძლები იყვნენ. სველი ოვალი რაქიდან დროზე ვერ გამოდიოდა, იაპთა ზე’სხარტი ყაიდა - მთიანეთსა და მშრალ ამინდზე გათვლილი, ხელ’და’ხელ ბურთაობა კი საავდროდ გამოუსადეგარი გამოდგა
21’ში უცოტავესიდაიდო სამი ლელო: ერთი უნაღდესი, მაგრამ ტელე’რეფმა გააუქმებინა ორი ფაზით ადრე იოტის’ოდენი "წინ თამაშის" გამოჩხრეკით, და ორიც - "წნეხის ქვეშ" დაპანიკების შედეგად. მოგროვდა ოდენ 23 ქულა, რაც 21 ზე’ფინალში უცოტავესია - აქამდე ანტი’რეკორდი 30 ქულას უდრიდა და 1997 წელს, ლამის წარღვნაში აღნუსხულ’იყო
ამ ყველაფრის მიუხედავად, შოუ საცქერლად ნამდვილად ღირდა, რაკი მეტოქეებს თავი არ დაუზოგავთ. პირველ ტაიმში ზურგ’ქარი კივებს ერგოთ, იანკისმა ქიქ’ოფი რომ ჩააფლავა და 43 მეტრიდან კარში დარტყმამდეც სადგამზე შეყენებული ბურთი წაექცა
ბარეთმა ფრთაზე ვირტუოზულად რომ გადაუკიდა ქორი ჯეინს, მაგას მოჰყვა ზემოთ’ხსენებული ვიდეო’ანალიზი, მაგრამ მალევე სტუმრებმა შეტევა თამაშ’გარედან ჩახურეს, იანკისმა კი თავისი 22-დან წამოიწყო იერიში, ოვალი ლაიონელ მაპუს შეაჩეჩა და ამან ვეღარ მოიგერია - პირდაპირ ჯეინს დაუმიზნა * 10:0 @ 23’
პინგ’პონგი და წნეხი10:3-ზე ბურებმა შერკინებაში აშკარად იძალეს, მაგრამ კარში არ დაარტყეს, ჯარიმის ნაცვლად მოთხოვნილ შერკინებაში კი იქეთ დაჯარიმდნენ. ტაიმი 7’ითღა რომ წააგო, ლაიონზს ლოგიკით მეორე ნახევარში, ზურგ’ქარში უნდა ეძალა, მაგრამ ნამგზავრობა შეეტყო და მეტოქესაც პინგ’პონგში აჰყვა
ჰარიქეინზმა წნეხს მოუჭირა. ყოჩ ქოულზს ნეკნები წამოსტკივდა და შეცვალეს. სტუმრებს აბრაგანის აღებისას თამაშ’გარე შეემთხვათ და სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა
შეცვლებმა დაიგვიანეს. 64’ წუთზე იანკისმა კარს მეორედაც ააცდინა, ბოლოს კი ცხრაზე რომ აღარ იდგა ფაფ დე’კლერკი, მისი დუბლიორი თავის ლელოსთან მოგებულ დერეფანში დაიბნა, კივებმა ბურთზე ფეხი მიუკრეს და ბარეთი ხაზს იქეთ დაახტა * 20:3 @ 70’
ტიპიური სურათისტუმრებმა ამის მერეც ამაოდ უტიეს. ბარეთს დარტყმა/პასი/სოლო 21/14/12 გამოუვიდა, იანკისს 9/19/7; პერენარას 7/51/5, ხოლო დე’კლერკს 11/64/5
ფატი’ჰალოფამ და შილდსმა 14 ბოჭვა შეასრულეს, სავეამ 13. კივებს მოლი ეგრეც არ დაუყენებიათ, იაპებმა კი 6-ჯერ ააგორეს, მაგრამ (ალბათ სულ) 22-ს გარეთ. რაქშიც სტუმრებმა მეტ’ჯერ შეინარჩუნეს ბურთი 108-81 და მეტადაც უტიეს, მაგრამ ეგ ტიპიური სურათია, როცა გუნდი აგებს და უსწოროდ რაგბობს
ნამატჩევს კაპიტანმა ქოულზმა ტიტული ჰარიქეინზის წინა თაობებს მიუძღვნა. ამიერიდან ხუთივე კივური კლუბი მინიმუმ თითოჯერ გამხდარა ფალავანი, ლიდერი კი ქრუსეიდერზია, ვინაც ბოლო - მეშვიდე ტიტული 8 წლის წინ მოიგო, ხოლო წლეულს თუმც 5-0$3 დაანგრია ავსტრალია და 4-0$2 აფრიკა’2 (ლურჯი) - თვისტომებში ოდენ მეოთხე იყო 2-4$1
მატრიცები >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Q8/07_ZERA-CXR_2016.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Q8/08_ZERA-TAB_2016.htmჰარიქეინზი დასაბამიდან (1996) მეცხრე ჩემპიონია, ზელანდიამ კი 21 სეზონში 14-ჯერ იპირველა
21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htmახალ, ჩახლართულ სისტემას კრიტიკოსი არა ჰკლებია, მაგრამ ცხრილი იმად იყო გაუწონასწორებელი, რომ ზელანდიამ უმაგალითოდ მოსრა დაჩაჩანაკებული მეზობელი 25: 21-3*1, $13-6 = ქულებით 99-20
შინ თუნდაც თითოჯერ ყველა, 18-ვე გუნდი დამარცხდა, ფორსმა კი შვიდივე წააგო. ეგრევე 0-7 ირაგბეს სტუმრად რედსმა და სან’ვულვზმა, ბრამბიზმა კი თავისი კონფერენცია 6-0 ბალანსით დაასრულა, მაგრამ მეოთხედ’ფინალი შინ წააგო
მენცრები ლაიონზს ანუგეშებენ, "გენიალური სისტემით" გაისად (2017) ზელანდიელებს პლეი’ოფამდე აღარ ხვდებით და აბა, თქვენ იცით, პირველი ადგილი და ფინალთა წინ გამართვის უფლება ხელიდან აღარ გაუშვათო.
სხვაფრივ, "პლენტ რაგბმა" რომ შეადგინა 15’ეული, რვა რჩეული აფრიკელი გამოუვიდა, 6 ზელანდიელი და ერთი’ღა ოზი - საუკეთესო მელელოვე, ნალიგარი იზი ფოლაუ!
ზე რაგბი 2016* ფინალი
ჰარიქეინზ 20:3 ლაიონზჰრქ (ველინგთონ) #1 (ზელ)
მარშალ ჯეინ პროქთორ ჰალა’ჰოლო (ასო 50) ვუდ’ვორდ (ჯ.სავეა 70)
<10-9> ბარეთ პერენარა (გიბსონ-პარქ 77) /
უჰილა (კაინგა 76) ქოულზ^კაპ (რიქითელი 43-56, 60) მეი (ივზ 52)
ფიფიტა ფატი’ჰალოფა (ებოთ 74) შილდს (გიბინს 74) ა.სავეა ვიტო -
2ლ: ჯეინ ბარეთ; 2გ 2ჯ: ბარეთ
ლნზ (იოჰანეს’ბერგ) #2 (აფრ)
ა.კუცია (ფან’დერ’ვალტ 70) კომბრინკ მაპუ იანსე-ფან’რენსბერგ (მნისი 57-63, 74) სკოსან
<10-9> იანკის დე’კლერკ (კრონიე 68) /
დ.სმით (კ.ფური 70) მარქს (ა.ფან’დერ’მერვე 70) რედლინჰეის (ფან’რუიენ 74)
ფერერა (ერაზმუს 74) მოსტერტ; ი.კრილ ტეკლენბერგ ვაითლი^კაპ (აკერმან 70) -
ჯ: იანკის
რეფ ჯექსონ (ზელ) 6/08 (34 973)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...08&d=14704876513:0(12) 10:0(23) 10:3(26) / 13:3(52) 20:3(70)
მატრიცები >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Q8/07_ZERA-CXR_2016.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Q8/08_ZERA-TAB_2016.htm
სტატ’მოწინავენიქულა: 223 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 199 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ; 190 ელთონ იანკის (ლნზ; 186 ლიმა სოპოანგა (ჰლნ;
179 რიჩი მოჰუნგა (ქრს; 163 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ; 142 ნიკოლას სანჩეს (ხგრ; 130 იჰაია ვესთ (ბლუ;
128 ჟან-ლიუკ დიუ’პლესი (სთო; 120 ჯექ დებროსინი (რბლ, ბერნარდ ფოლი (ვრთ; 109 ფრანსუა ბრამერ (ბულ; 105 ტუსი პისი (სნვ)
ლელო:11 იზი ფოლაუ (ვრთ;
10 მაკ’ქენზი, როან იანსე - ფან’რენსბერგ (ლნზ, ქორთნოლ სკოსან (ლნზ, მეთ ფედეს (ჰლნ)
9 ბარეთ, აკიჰიტო იამადა (სნვ, ლაიონელ მაპუ (ლნზ, სერჯილ პიტერსენ (ჩტზ, სეტა ტამანი’ვალუ (ჩიფ, რის ჰოჯ (რბლ)
8 ლეოლინ ზას (სთო, რუან კომბრინკ (ლნზ, ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ)
7 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ, ჯონი მაკ’ნიქოლ (ქრს, სთივენ მორ (ბრმ, თი’ჯეი პერენარა (ჰრქ, რაიან ქროთი (ქრს)
6 ტრევის იშმაილ (ბულ, ჯერომ კაინო (ბლუ, ვინსენტ კოხ (სთო, აგუსტინ კრევი (ხგრ, იაკო კრილ (ლნზ,
მარტინ ლანდახო (ხგრ, ჯონე მათილაი (ქრს, სეფანაია ნაივალუ (რბლ, ნემანი ნანდოლო (ქრს, ჯულიან სავეა (ჰრქ,
ადრიან სტრაუს (ბულ, ჯო ტომანე (ბრმ, უზეირ ქასიმ (ჩტზ, ქორი ჯეინ (ჰრქ)
ბოჭვა: 205 არდი სავეა (ჰრქ; 191 სემ ქეინ (ჩიფ; 165 მეთ თოდ (ქრს; 162 მეთ ჰოჯსონ (ფორ;
156 პიტერ ლაბუსხახნი (ბულ; 155 ფრანკო მოსტერტ (ლნზ, ბრედ შილდს (ჰრქ; 154 მაიქლ ჰუპერ (ვრთ)
მბოჭავის გაბითურება: 67 მაკ’ქენზი; 62 სამუ კერევი (რედ; 57 კომბრინკ, კრილ; 55 ფოლაუ;
54 დეინ ჰეილეთ-პეთი (ფორ; 51 ბენ სმით (ჰლნ; 48 შონ მაკ’მან (რბლ)
სოლო: 215 მაკ’ქენზი; 200 ჰეილეთ-პეთი; 182 კერევი; 173 ფოლაუ; 163 აიდან ტოუა (ბრმ; 162 ჰენდრიკ ტუი (რედ; 157 ლოუ
ნავარდი (მეტრი: 1304 მაკ’ქენზი; 1283 ჰეილეთ-პეთი; 1276 კომბრინკ; 1250 ფოლაუ; 1120 ბ.სმით; 1062 ლოუ; 988 კერევი; 975 ტოუა
ოფლოუდი: 34 მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ; 28 მაკ’ქენზი; 26 ლოუ, ნანდოლო; 24 ფოლაუ, პეთ ოზბორნ (ჰლნ; 23 კერევი, ბ.სმით
დერეფნის მოგება: 82 ფრანსუა ეის (ჩტზ; 78 სტეფან ლა’ვის (შრქ; 72 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო; 68 ჯონ-ჩარლზ ესთლ (ქნგ;
64 სემ ქართერ (ბრმ; 63 ელიოთ დიქსონ (ჰლნ; 61 რობ სიმონს (რედ)
"პლანეტ რაგბის" რჩეულნი15 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ, 14 რუან კომბრინკ (ლნზ, 13 იზი ფოლაუ (ვრთ, 12 როან იანსე - ფან’რენსბერგ (ლნზ, 11 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ;
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ, 9 ფაფ დე’კლერკ (ლნზ) /
1 დილან სმით (ლნზ, 2 მალკომ მარქს (ლნზ, 3 ვინსენტ კოხ (სთო;
4 ვაეა ფიფიტა (ჰრქ, 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ;
6 ელიოთ დიქსონ (ჰლნ, 7 არდი სავეა (ჰრქ, 8 ვორენ ვაითლი (ლნზ)
სულ: 7 ლნზ, 3 ჰრქ, 2 ჩიფ, 1 ვრთ სთო ჰლნ * 8 აფრ, 6 ზელ, 1 ავს
ზე 12/14/15/18-ის ჩემპიონები (1996-2016) ქრუსეიდერზ (ქრაისთჩერჩ) ზელ 7 1998 1999 2000 2002 2005 2006 2008
ბლუზ (ოქლენდ) ზელ 3 1996 1997 2003
ბულზ (პრეტორია) აფრ 3 2007 2009 2010
ბრამბიზ (კანბერა) ავს 2 2001 2004
ჩიფს (ჰემილთონ) ზელ 2 2012 2013
რედს (ბრისბენ) ავს 1 2011
ვორათაზ (სიდნი) ავს 1 2014
ჰაილენდერზ (დანიდინ) ზელ 1 2015
ჰარიქეინზ (ველინგთონ) ზელ 1 2016


http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@