მეტი სარფი და ინტრიგა რაგბეთის უეშხიანესი შეჯიბრი კიდევ იზარდა, ზე 18-ად იქცა და
ისეთი ფორმულა დაიდგინა, რომ ფანობა შფოთავს, ემანდ უღირსმა არ იფალავნოსოOvaluri.comxa.com/20162016 წლის განრიგი
pdf =
http://ovaluri.comxa.com/2016/PDF/2016_S18.pdfKA =
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_GAN_KA.htmEN =
http://ovaluri.comxa.com/2016/S_SCH_GMT.htm20 წლის ჯამი (1996-2015)
KA =
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI.htmEN =
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL.htm((( მერე საითზე მოდის 2015 >> 2011 წლების
ოთხ-ოთხი ფაილის ბმულები
წინათქმა = შეჯამება = ცხრილები = EN
ზე’რაგბის 21-ე სეზონი პარასკევს, სამი მატჩით იწყება. პირველი რაუნდი შაბათს, კიდევ ექვსით გასრულდება, მერე კი, დასკვნით სამ რაუნდამდე, 18 მონაწილე ორ-ორჯერ იუქმებს, რითაც 17 კვირაში თითოს 15 მატჩი გამოუვა.
სანამ სამხრეთულ დასში 12 ან 14 გუნდი იყო, იმართებოდა კლასიკური წრე და 4-გუნდა პლეი’ოფი. 2011 წლიდან ზე 15 ამერიკულ სისტემაზე გადავიდა: ამქარი სამ, "ეროვნულ" ხუთეულად დაიყო, განრიგი კი ისე შედგა, რომ ახლობლებს ხშირად ერაგბებოდი, ხოლო შორებლებს - იშვიათად.
ახლა დასს კიდევ სამი წევრი რომ შეემატა, კონფერენცია უკვე ოთხია. რა თქმა უნდა, ჯობდა 18 გუნდის სამ ექვსეულად განაწილება, მაგრამ ჭირვეულმა აფრიკამ არა ჰქნა! ჰოდა, არგენტინის კლუბს ვინ ჩივის, იაპონიაც მას მიება, ცხრილში კი, თვალ’საჩინოებისთვის, მეოთხე ფერიც - ლურჯი შემოვიტანეთ.
მაინც ფალავნობს ხოლმემახვშები თავიანთი გათვლებით უძღვებიან საქმეს, კლუბები, მედია და ქომაგები კი ფორიაქობენ, აბა, სადაური წესია, ამ სეზონში შავები რომ არ ეთამაშებიან მწვანეებს, ხოლო ყვითლები - ლურჯებს; რომელიმე დაჯგუფება სუსტი რომ გამოვიდეს, მაგით სამართალი პურს ვერ ჭამსო.
კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, მართლები არიან, მაგრამ საზოგადო კანონ’ზომიერებაა, რომ როცა შოუ ფრთებსა შლის და ახალ ბაზრებს იპყრობს, ოდინდელი ფასეულობები უკანა პლანზე გადადის, წინაზე კი სარფი და ინტრიგა ჯდება.
სხვაფრივ, როგორც ამერიკულ-ავსტრალიური გამოცდილება მოწმობს, უძლიერესი ბოლოს მაინც ფალავნობს: ჯერ მარათონში ცხრილის ზედა ნაწილში დააფინიშებს და პლეი’ოფში გავა, მერე კი სპრინტში სათითაოდ - ხშირად სტუმრადაც - გააბითურებს ხოლმე მეტოქეებს.
ამდენს რა იფრენსსამიდან ორი ახალი მონაწილე (იაპონია, არგენტინა) თავის რეგიონში მარტო რომაა, ფრენაც სხვებზე ბევრად მეტი მოუწევს. დაუმატეთ ამას ბიოლოგიური საათის (ძილ-ღვიძილის) გადაწყობის აუცილებლობა და ადვილად მიხვდებით, თუ სამხრეთელ ბებრებს რად უჭირავთ თვალი ევროპაზე: ძველ "ხუთ ერში" ხელფასი ბევრად მეტია, მეტწილად შინა ხარ და რაგბის დონეც (ტემპი, სიხისტე, ტექნიკა) დაბალია.
მსოფლიო თასით 4-წლიანი ციკლი რომ დასრულდა, ეგრე საშოვარზეწავიდნენ: დენ ქართერი, მაჰა ნონუ, კონრად სმითი, ძმები დიუ’პლესები, ჟან დე’ვილიერსი, დვეინ ფერმიულენი, ქვეიდ ქუპერი, ვილ გენია, ადამ ეშლი-ქუპერი; ოლიმპიური ოქროს ხათრით 7-კაცაობს სონი-ბილ ვილიამსი. რიჩი მაკ’ქოუ კი სულაც პენსიაზე გავიდა.
((( მომდევნო ცხრილი საითზე ფერადია! )))
2016 ფრენა ბიო მწვრთნელი სტაჟი კაპიტანიიაპ 88183 34 ჰემით 0 ჰორიე
არგ 71816 44 პერეს 0 კრევი
ფორ 62877 34 მ.ფოლი 3 ჰოჯსონ
ბულ 61726 38 მარე 0 სტრაუს
სთო 59518 38 ფლეკ 0 დე’იონხ | მალჰერბე
რბლ 57321 30 მაკ’გან 2 სთერზაქერ
ლნზ 53723 30 აკერმან 3 ვაითლი
ვრთ 49170 26 გიბსონ 0 დენის | ჰუპერ
შრქ 47688 30 გოულდ 1 ლემბი
ჩიფ 47160 36 რენი 4 ქეინ | ქრუდენ
ჩტზ 45435 28 ფ,სმით 0+ ფენტერ
ჰლნ 43350 32 ჯოზეფ 5 ბ.სმით | ქრისთი
ქნგ 42720 30 დევიდს 0 საიქს
ჰრქ 40667 32 ბოიდ 1 ქოულზ
რედ 36068 24 გრემ 2 სლიპერ
ბრმ 33755 24 ლარქემ 2 მორ | ლეალიაფანო
ბლუ 33443 24 უმანგა 0 კაინო
ქრს 32791 24 ბლექედერ 7 რიდ
ფრანგული ვარიაციაწელს 18-დან 8 გუნდს (რა თქმა უნდა, სამივე ახალბედას) ახალი მწვრთნელი ჰყავს - გამაჩანჩალებულ "ბლუზს" თვით ტანა უმანგა დამოძღვრავს; გამოცდილები - თოდ ბლექედერი (ქრს) და ჯემი ჯოზეფი (ჰლნ) კი ბოლო სეზონს ატარებენ.
უპირობო ბონუსი რას მიქვიაო და ამ სისტემის მომგონმა სამხრეთმა გადაიღო "ფრანგული ვარიაცია" - სამი ლელოთი მეტი, რაიც ჩვენთან 2012 წლიდან მოქმედებს. ერთი კია, ზე’რაგბს ბონუსის მისათვლელად მოგება აუცილებლად არ მიაჩნია, ანუ შეგიძლია ცოტათი წააგო უხვ’ლელოიანი შოუ და ძველებურად 2 ქულა მოინაგრო.
სიახლეა ისიც, რომ სირენის შემდეგ შეგიძლია ჯარიმა კიდეზე გადაიტანო და დერეფნიდან შეუტიო. ივნისი უწინდებურად ტესტებს დაეთმობა და ზე 18 შეწყდება; იაპონია "მწვანეებს" აფრიკასთან უფრო ახლოს - სინგაპურში მიიღებს, რაკი ამათ ყოველ წელს უწევთ "მზის მგლებთან" სტუმრობა, ჩიფსი - ქრუსეიდერზი კი 1 ივლისს, სულაც სუვა’შია (ფიჯი) დანიშნული.
* პირველი რაუნდი (საქართველოს დროით)
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html პარ 26/02ბლუ.ზელ 10.35 ჰლნ.ზელ
ბრმ.ავს 12.40 ჰრქ.ზელ
.
ჩტზ.აფ1 21.00 არგ.აფ2
შაბ 27/02იაპ.აფ1 08.15 ლნზ.აფ2
ქრს.ზელ 10.35 ჩიფ.ზელ
ვრთ.ავს 12.40 რედ.ავს
ფორ.ავს 14.50 რბლ.ავს
.
ქნგ.აფ2 17.00 შრქ.აფ2
სთო.აფ1 19.05 ბულ.აფ1
@
მიმაგრებული სურათი