ეშხი ფასობს! ზე 18-ის მეხუთე რაუნდში კივებმა
ორ-ორი მარცხი აგემეს ოზებსა და იაპებს,
და რვეულის ქვოტაც ბოლომდე აითვისესOvaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
2016 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2016/PDF/2016_S18.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_GAN_KA.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_SCH_GMT.htm20 წლის ჯამი (1996-2015) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL.htmსამხრეთში ეშხი რომ საკადრისად ფასობს, ცხრილს კენწეროში მოექცა მობურთალი ჩიფსი, ვინაც 9-ჯერ დაალელოვა ფორსი. ჩემპიონმა ჰაილენდერზმა ოზეთში ამჯერადაც დაცვით იმარჯვა - რებელზთან; ქრუსეიდერზმა აფრიკაში დაამხო ლიდერი შარქსი, ჰარიქეინზმა კი პრემია სირენის შემდეგღა აიღო გათამამებულ ქინგზთან
ბონუსი რვავე რკენაში გაიცა. ოთხეული, ანუ კონფერენციათა ჯილები, არ შეცვლილა, მდევრებიდან კი უკვე სამია შავი და ერთიც ლურჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასე ადრიანად გამოიკვეთა ზელანდიური ოთხეული, ვინაც პლეი’ოფში გავა, ხოლო მეხუთე კივური გუნდი - ბლუზი - ალბათ ისევ ზედმეტი აღმოჩნდება
არეული პასაობითბლუზს ტანა უმანგა წვრთნის, და უქმობდა. უპირობო მაჩანჩალა, ქინგზი, ზედ შესვენების წინ წამოეწია ჰარიქეინზს. თუ პირველ ტაიმში 5 ლელო დაიდო, მეორეში ჯერ 4 გოლი გავიდა. საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ ველინგთონი შინ 4 ქულას უნდა დაჯერებოდა, მაგრამ ამქარში პროტექციით ჩარიცხული აღმ.კონცხი დერეფანში შეცდა და ბოდენ ბარეთმა ლელომდე 60 მეტრი იჭენავა * 42:20
ჩიფსის ფანობა შიშობდა, ბიჭებს დაღლის აფრიკიდან არგენტინის გავლით შინისკენ მგზავრობაო. და მართლაც, თავიდან ზელანდიაში დაბუდებული ფორსი უტევდა, მაგრამ ბელადებმა გამოარღვიეს ალყა და არეული პასაობით, რომელშიც რამდენიმე "წინ გადაცემას" ჰგავდა, უკოხტავესი ლელო გაიტანეს
ჩიფსს - მთელ გუნდს - ბურთაობის სასწაული ტექნიკა აქვს. ლიანგიც სააღდგომოდ სეირს ელოდა და კიდეც იხილა: არონ ქრუდენმა და დამიენ მაკ’ქენზიმ ოსტატურად გეზეს ბიჭები; ფორსი ბოლო მეოთხედში ისევ დაიბნა. ჰოდა, შუამარბმა ჩარლი ნგატაიმ (იმავე "ნაატაი"მ) 4 ლელო მიითვალა * 53:10
წინ იდექიოჰაილენდერზმა რებელზიც, ვორათაზისა არ იყოს, შეცდომებზე იჭირა და სამჯერ დაალელოვა: არონ სმითის აბრაგანი ვერ აიღო ჯონა პლასიდმა, რობ თომპსონმა კი აგორა და მისდია; ლიმა სოპოანგამ კიდევ დაჰკრა არეკნი და ძელს მოარტყა, მაგისვე გაგორებული კი თომპსონს წვივში მოხვდა და ლელოში ჯექ ვილსონი დაახტა; ხოლო სულ ბოლოს, პათრიქ ოზბორნმა ჩაჭრიდან 80 მეტრი ირბინა * 27:3
ქრუსეიდერზი ძველებურად ღონიერია, მაგრამ მძიმედ ირჯება, ხოლო ნორჩი რიჩი მოჰუნგა ბევრს აცილებს. შარქსი ერთადერთი იყო, ვისაც აქამდე არ წაეგო. ლუაზი მვოვომ ჩაჭრით დუბლი შეასრულა 60 და 40 მეტრიდან; ვილი ლე’რუმაც მისდია გადაკიდებულს და ლელო გაიტანა, მაგრამ ტელი’რეფმა დაუდგინა, დამრტყმელზე წინ იდექიო
სტუმართა ჯილაა ვირგლა ფიჯელი ნემანი ნანდოლო, ვინაც პირველ ლელოზე წითელ ზოლში ორი მბოჭავი მიიზიდა და ოფლოუდი გაუშვა; მეორეზე ქიარან რიდის გრძელი პასიდან თავად გააბითურა დაცვა; მესამეზე კი - 15 ფაზის შემდეგ რიდი თავად რომ შეიჭრა კართან - იოლი გარდასახვაც დაარტყა * 19:14
გაწელილ დერეფანშიზელანდიელთა სერიოზულ მეტოქეებად ისახებიან ბრამბიზი და სთორმერზი. კანბერის კლუბმა ჩიტაზი 28’’ წამზევე დაალელოვა, მაგრამ ტელი’რეფმა ჩანასახშივე მონახა "წინ პასი". ოზებმა პირველ ტაიმში მაინც გაიტანეს ორი ლელო - ბარაქიან მეტობათა შემდეგ, ზანგ-ნარევმა ბურებმა კი ბოლომდე იომეს და ნუგეში მიითვალეს * 25:18
სთორმერზმა არგენტინაში * 13:8 იმადღა მოიგო, რომ ქიქერმა ნიკო სანჩესმა ძაან აურია, თუმცკი ერთხელ ხაზიც მაგრად გასერა. იაპთა ლელო ახლოდან, ფინტებით დადო მულატმა ჩიკორმა - ფულ’ბექმა ჩესლინ კოლბემ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ტომას ლავანინის რეიდის შემდეგ, ტომას ლესანას დამიწებისას დაუვარდა ოვალი
ბულზი იაპონელებს სინგაპურში ეახლა და დერეფანში მარჯვედ აგორა მოლები * 30:27. სან’ვულვზმა ახლაც იბურთავა სამოელი ტუსი პისის დირიჟორობით, მაგრამ ნუგეშსღა გამოკრა ხელი; ისე კი, ლამაზი ლელოები დადო: პისის პასით რომ გარეკა აკიჰიტო იამადამ, ზანგი ვორიქ ხელანტი თავით დაეჯახა და თავადვე გაიტეხა ყბა, სირენის შემდეგ კი იუკი იატომი გაწელილ დერეფანში გაძვრა
ეგეც გამორჩათაღდგომაზე გაწვიმდა ბრისბენში და ძირ’ძველ ოზურ დარბში რედსი ზედიზედ მეექვსედაც დამარცხდა ვორათაზთან * 13:15
სტუმრებს მგეზავად დაუბრუნდათ იაპონია’მოვლილი და დაშავებული ბერნარდ ფოლი, მაგრამ მიწოლაში ცუდად ნავარჯიშებებმა იდედლეს და 5-მეტრა შერკინებაში სამჯერ რომ მიიღეს ჯარიმა, "ტექნიკურითაც" დაისაჯნენ
გავერანებული ქვინზლენდი კრიზისიდან გამოდის, ოღონდ კლასი ძაან აკლია. შერკინებიდან გაუტია ჯეელმა ჯედ ჰოლოვეიმ, ნიქ ფიპსმა კი შორს მიაწოდა იზი ფოლაუს. რედსმა შესვენების წინ კიდევ შეუტია, მაგრამ მაიქლ ჰუპერმა ასწაპნა ოვალი, ფოლი გაიჭრა და ფოლაუმ დუბლი გაასრულა
მეორე ტაიმში, მოგერიებაზე დაფარებისას, მასპინძლებმა ზედახორაში მაინც ვერ დაამიწეს ბურთი; მერე თემიდას სინბინში გასაგდები აერია, გადამწყვეტი ჯარიმის წინ კი ფოლიმ უცებ რომ გაათამაშა, ოვალი წინ დაუვარდა, მაგრამ მსაჯს ეგეც გამორჩა
ზე რაგბი 2016* მეხუთე რაუნდი ($ ბონუსი)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...01&d=1459207073 EN ცხრილი >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Q3/30_ZERA-05+EN.htmჰარიქეინზ$ 42:20 ქინგზ5ლ: ლაუმაპე თომსონ ა.სავეა ასო ბარეთ; 4გ 3ჯ: ბარეთ -
2ლ: საიქს ფუშე; 2გ 2ჯ: ფუშე
რეფ პიქერილ (ზელ) 25/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=14589066395:0(6) 5:3(11) 12:3(14) 19:3(27) 19:10(31) 19:17(40+) /
22:17(54) 25:17(58) 25:20(62) 28:20(69) 35:20(74) 42:20(80+)
ჩიფს$ 53:10 ფორს9ლ: მაკ’ქენზი (1 7) ლიჩ ნგატაი (2 5 8 9) პულუ ლოუ; 4გ: მაკ’ქენზი 3, დონალდ -
ლ: ტაპუაჰი; გ ჯ: გრანთ / სბ: ქოთრელ
რეფ ფრეიზერ (ზელ) 26/03 (12 339)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...15&d=14589898235:0(12) 5:3(23) 5:10(26) 12:10(35) /
19:10(47) სბ(56ფ) 24:10(58) 29:10(62) 36:10(66) 41:10(73) 46:10(79) 53:10(80+2)
რებელზ 3:27 ჰაილენდერზ$ჯ: დებროსინი -
3ლ: თომპსონ ვილსონ ოზბორნ; 3გ 2ჯ: სოპოანგა
რეფ ლის (ავს) 26/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...19&d=14589924330:3(21) 0:10(24) 0:13(33) /
3:13(47) 3:20(57) 3:27(65)
სან’ვულვზ$ 27:30 ბულზ3ლ: დურუთალო იამადა იატომი; 3გ 2ჯ: პისი / სბ: ლეონარდი ქვერქ -
3ლ: სტრაუს რ.სმიტ ულენგო; 3გ 3ჯ: სკუმან
რეფ ჰიუსთონ (ავს) 26/03 @ სინგაპურ (7 571)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...22&d=14590028507:0(3) 7:3(6) 10:3(14) 10:6(17) 10:9(21სბ) 10:16(27) /
10:23(48) 13:23(51) 20:23(58) 20:30(67) სბ(68ს) 27:30(80+3)
ჩიტაზ$ 18:25 ბრამბიზ2ლ: კასიმ სჯ.პიტერსენ; გ 2ჯ: მარე / სბ: ნჩე -
3ლ: ვაეა ტოუა ელიგზანდერ; 2გ: ლეალიაფანო ტომუა; 2ჯ:ლეალიაფანო / სბ: ს.ქართერ
რეფ ჯექსონ (ზელ) 26/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...28&d=14590116270:7(5) 0:10(12) 3:10(21) 8:10(24) სბ(34ჩ) 8:15(36) სბ(40ბ) /
8:18(45) 8:25(58) 15:25(76) 18:25(80+2)
შარქს$ 14:19 ქრუსეიდერზ2ლ: მვოვო; 2გ: ჯო.პიტერსენ -
3ლ: ჰავილი ნანდოლო რიდ; 2გ: მოჰუნგა ნანდოლო / სბ: ჰავილი
რეფ პეიპერ (აფრ) 26/03
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...38&d=14590184130:7(26) 7:7(37) /
14:7(46) სბ(49ქ) 14:12(52) 14:19(73)
ხაგუარეს$ 8:13 სთორმერზლ: დელა’ფუენტე; ჯ / სბ: სანჩეს -
ლ: კოლბე; გ 2ჯ: ქოულმენ
რეფ პოლოქ (ზელ) 26/03 @ არგ
ვიდეო (აკლია 1-11’) >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...42&d=14590394080:3(4) 0:6(18) 3:6(20) 3:13(24სბ) 8:13(40+) /
რედს$ 13:15 ვორათაზლ: [საჯ] გ 2ჯ: მაკ’ინთაიერ / სბ: რედი -
2ლ: ფოლაუ; გ ჯ: ფოლი
რეფ ო’ქიფ|ი (ზელ) 27/03 (17 247)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...54&d=14590789017:0(14) 7:5(19) 7:12(40+4) /
სბ(44რ) 10:12(46) 13:12(49) 13:15(69)
# უქმობდნენ
ლაიონზ, ბლუზ სანდო წყაროებივიკი’პედია >>
https://en.wikipedia.org/wiki/2016_Super_Ru...eason#Standings ფოქს’სპორტ >>
http://www.foxsports.com.au/rugby/super-rugby/ladder მეექვსე რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი EN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TRAVEL.htm
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html პარ 1/04ჰლნ.ზელ 10.35 ფორ.ავს
ლნზ.აფ2 21.00 ქრს.ზელ
შაბ 2/04ბლუ.ზელ 10.35 ხგრ.აფ2
ბრმ.ავს 12.40 ჩიფ.ზელ
ქნგ.აფ2 19.05 სნვ.აფ1
ბულ.აფ1 21.10 ჩტზ.აფ1
კვი 3/04ვრთ.ავს 10.05 რბლ.ავს
უქმობენჰრქ.ზელ . რედ.ავს
შრქ.აფ2 . სთო.აფ1
@
მიმაგრებული სურათი