რაგბი კივური თამაშია ! ზე 18-ის მე-12 რაუნდში ზელანდიაში "წლის ბურთაობა" შედგა,
ავსტრალიაში კი ლიდერი შეიცვალა და ქერთლი ბილიც დაშავდა Ovaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/2016 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2016/PDF/2016_S18.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_GAN_KA.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_SCH_GMT.htm20 წლის ჯამი (1996-2015) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL.htmგასამართი ხუთი რაუნდი’ღა რომ რჩება, კივეთის ოთხი ბობოლა ქულებით უსწრებს დანარჩენი სამი ჯგუფის ლიდერებს და პლეი’ოფშიც უსიკვდილოდ გავა, მაგრამ დებულებით მეოთხედ’ფინალის შინ გამართვა მარტო ფალავანს ერგება, ხოლო ვაილდ’ქარდები იქეთ უნდა ეწვიონ კონფერენციათა ჯილებს - გინდაც ამათ ქულა ნაკლები ექნეთ!
სამ ზელანდიურ გუნდს ქულა ტოლად მოჰგროვებია და კიბეზე სხვაობის კლებით’ღა ჩამოწიკწიკებულა. ამათში 2015 წლის ჩემპიონი ჰაილენდერზი ჯერჯერობით მესამეა, მაგრამ წინა რაუნდში ჩიფსი გააბურთავა, ახლა კი ქრუსეიდერზიც ზედ მიაყოლა. და მაინც, ორივე ძლეულს თითო მატჩით ნაკლები უთამაშია, ანუ პოტენციურად წინაა
უბურთოდ გაძლესდანიდინის დარბაზში 7 ლელო დაიდო. ქრუსეიდერზს ისევ აკლდა დასჯილი ნემანი ნან’დოლო, ჰაილენდერზს კი ჰყავდა ორივე სმითი - არონ და ბენ, მოკეთებული ვაისაკე ნა’ჰოლო, მალაკაი ფეკიტოა, ლიმა სოპოანგა და ... ქერა მეთ ფედესი, ვინც დაამტკიცა მოარული მოსაზრება, რომ ზე’ამქარში უმარდესია
პირველ მეოთხედში ჰაილენდერზმა ფაქტობრივად უბურთოდ გაძლო და სულ რაღაც 6 ქულით ჩამორჩა * 3:9
ტელი’რეფმა სტუმრებს მართებულად გაუუქმა ორი ლელო: იზრაელ დეგმა ლელოში რომ შეუცურა ქიარან რიდს, ამას არონმა შეუყო ხელი და ოვალი დამიწებამდე თურმე (!) გააგდებინა, შებოჭილი ლუქ რომანო კი ბურთიანი ხელით შეეხო მიწას და ლელოს არა ინერციით, არამედ მეორე
გაბრძოლებით მიწვდა
ჰაილენდერზმა რაჟამს დააღწია ალყას თავი და ბურთი მოიხელთა, ბექებით იქეთ დადო სამი უკოხტავესი ლელო: სოპოანგამ ნაჰოლოს ალამთან გადაუკიდა; არონმა დერეფნიდან გაშლაში ორჯერ წაითამაშა და ფედესს გააჭრევინა ხაზი; ამისი შემდეგი რეიდიდან კი იქეთა ფლანგზე ბარაქიანი მეტობა შეიქმნა * 20:12 და ბონუსის შანსი!
დასჯილთა გარეშეცმეორე ტაიმში იმატა წუნმა, მაგრამ იმავე დონეზე დარჩა შოუს ხიბლი. სტუმრებმა საათის თავზე 8 ქულამდე შეამცირეს დეფიციტი, მაგრამ დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა მთლად აიშვეს და ულაპარაკოდ გაიმარჯვეს * 34:26 (ლ 5/2)
ამ თამაშის ფონზე დანარჩენი მატჩები გაფერ’მკრთალ’და; არადა, 7’დან ოთხი რიგიანი გამოვიდა და სამიც - ისე’რა, და რაგბის ხარისხითაც ყველა ჯობდა "ევროპის ჩემპიონთა თასის" გაბუქულ ფინალს
კივთაგან ჩიფსი უქმობდა, ჰარიქეინზმა კი დასაჯა ხუთი ლიდერი, რომელთაც აფრიკაში სპორტული რეჟიმი დაერღვიათ. ამათმა შემცვლელებმა - ვეზ ხუსენმა და ჯეისონ ვუდვორდმა გუნდის ხუთი ლელოდან სამი მიითვალეს და ველინგთონის კლუბმაც ქარში, ბონუსით ძლია უფანტაზიო რედსი * 29:14
ოზები თავიდან ზურგ’ქარში ფაზაობდნენ, მაგრამ ფუჭად. მერე ბოდენ ბარეთმა მაღალი გადაუკიდა ხუსენს; დეინ ქოულზმა მოლით შეიტანა ლელო; ვუდვორდმა დავარდნილ ბურთზე ფეხი მიუკრა სტუმრებს, სირენის შემდეგ კი პასიც ჩაუჭრა და 80 მეტრი ირბინა
ვეღარ გაუუქმესავსტრალიურ დარბში 8 ლელო დაიდო, ექსპერტები კი მოქმედი ვიდეო’ პროტოკოლის ზადზე მსჯელობენ. საქმე ისაა, რომ ვიდრე გარდასახვა დაირტყმება, მსაჯს შეუძლია ლელოს გადამოწმება ტელი’რეფთან, მერე კი - აღარ. ჰოდა, ბრამბიზის ქიქერმა ქრისჩენ ლეალიაფანომ რომ იეჭვა, ჯეიმზ დარგევილმა წინ მომაწოდა ბურთიო, გარდასახვა უცებ დაჰკრა არეკნით და თუმც ააცილა, რეფმა უკვე ვეღარ გაუუქმა სათუო ლელო!
თამაში იმით დაიწყო, რომ ბრამბიზმა 25 ფაზა იცოდვილა და გოლსღა გამორჩა. ტაიმი კონფერენციის ლიდერმა 10 ქულით მოიგო. საათის თავზე რებელზი ერთ გოლსღა აგებდა * 22:25 აქ ლეალიაფანომ ინამუსა და ბურჯთა (!) ფინტაობით გატანილი ლელოს გარდასასახად ბურთის სადგამზე დაყენებას შეუდგა, რეფმა კი "მოსამზადებელი ფაზა" გააანალიზა და "წინ თამაში" დაადგინა
ბრამბიზმა გრძელი პასებით ფრთაზე მაინც დადო ეგ მეხუთე და რებელზს ნუგეშიც აღარ დაუტოვა * 30:22, მაგრამ უბონუსოდ რომ დაშვრა, ჯგუფის ლიდერობა დაკარგა და ერთიან ცხრილში მეოთხე ადგილიდან მეცხრემდეც დაეშვა, რადგან ვორათაზმა პრემიით გაასაღა ბულზი და მეათიდან მეოთხეზე აიჭრა * 31:8
ბილი მოსრიალდაწინა დღეს სიდნის კლუბის 27 წლის აბორიგენ ვარსკვლავს, 60’კეპოსან ქერთლი ბილს 2’წლიანი, მილიონ’ ნახევარ გირვანქად შეფასებული კონტრაქტი დაედო ინგლისის "ვოსპსთან", მაგრამ ახლად დაგებულ გაზონზე, 27’’ წამზე რომ ახტა აბრაგანის ასაღებად, მოსრიალდა და კარეტით გასაყვანი შეიქნა, ხოლო მუხლის ოპერაციის შემდეგ დადგინდა, რომ ოქტომბრამდე ვეღარ ითამაშებს
მობურთალებზე ამან თუ იმოქმედა - 34 წუთის შემდეგ ანგარიში ჯერაც 0:0 იყო, მერე კი ოზთა 9 ნომერმა ნიქ ფიპსმა გამოაცხო სამი ლელო: წითელ ზოლში ორმა მეტოქემ რომ მოცელა, მაგრამ ვერ’კი გააკავა, წამოდგა და ლელოს უწია; რაქის გვერდით ახლოდან დაგეზა დინ მამი; ბერნარდ ფოლიმ კი პასი რომ შეუბრუნა იზი ფოლაუს. ამას მიჰყვა
სად იყო და სად არა, უიმედოდ ჩამორჩენილმა ბულზმაც შეიტანა ლელო, მაგრამ სულ ბოლოს კაცი რომ გაუსინბინეს მოლის ჩაშლისთვის, ვორათაზმა 5’მეტრა ჯარიმა გაათამაშა, განდაგან წავიდა და ბურჯი ენგას ტაჰავაო კარში შევარდა * ლ 4/1
შეხუთულ დარბაზშივორათაზი ჭრელ ცხრილში ერთი ხანობა მეორეც იყო, მაგრამ მერე გაუსწრეს აფრიკელებმა - სთორმერზმა და ლაიონზმა. პირველმა შეისვენა და საომრად ვერაფრით განეწყო ეკვატორზე, სინგაპურის შეხუთულ დარბაზში. მასპინძელი - ტოკიოს "სან’ვულვზი" წინ 14 ქულითაც იყო, კიდევ ერთი ლელო კი ტელი’რეფმა გაუუქმა აკიჰიტო იამადას, რადგან ხაზს ვერ მიწვდა და ბურთი ნელ’ნელა გააჩოჩა
სათამაშო წუთები რჩებოდა, აზიელები 7 ქულით რომ იგებდნენ, მაგრამ გასატანი ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეზე დაჰკრეს, დერეფანი წააგეს, სთორმერზმა თავზე ხელი აიღო, შეუტია და თუმც რამდენჯერმე შეფერხდა, მაინც გაიტანა ლელო და კიდეც გარდასახა * ფრე 17:17
ლაიონზმა ცივ წვიმასა და ქარში ბლიც’კრიგი მოუწყო ბლუზს - 12 წუთში 19:0 გაუსწრო. ორი ლელო 10 ნომრის, ელთონ იანკისის გადაკიდებულებით დაიდო, მეორე ტაიმში კი ანგარიში კატასტროფულად რომ იზარდა, ჰეთ’თრიქი მიითვალა ზანგმა შუამარბმა ლაიონელ მაპუმ * 43:5
10 კვირა კბენისთვისაფრიკელ მაჩანჩალათა - ჩიტაზისა და ქინგზის - ლამის უმაყურებლო შეჯიბრის მიწურულს მეტი ტრადიციის მქონე მასპინძელმა პრემია დაკარგა და სერჯილ პიტერსენსაც კანჭი გაეჭიმა * 34:20
ჩვენებურად ნაშუაღამევს, ბუენოს’აირესში, მასპინძლები დაემდურნენ აფრიკელ მსაჯს, ესაო და ბოლო წუთზე შერკინებაში წამოდგომისთვის რატომ დაგვაჯრიმა - საათის თავზე 5’მეტრა შერკინებათა წყებაში რომ დავჯაბნეთ მეტოქე, საჯარიმო ლელო ხომ არ გვიბოძაო
ამ საბედისწერო ჯარიმამდე ფრე იყო, მაგრამ პეთ ლემბიმ 35 მეტრიდან გნიასშიც ზუსტად დაარტყა, შარქსმა * 25:22 ძლია ხაგუარესი და რვეულიდან გამოაძევა ბულზი
ნამატჩევს ორი არგენტინელი დაიბარეს ტრიბუნალზე: კვაჭი კაპიტანი აგუსტინ კრევი ერთ კვირას იუქმებს შუბური ბოჭვისთვის, მარბიელი ლეონარდო სენატორე კი რაგბიდან განიკვეთა 10 კვირით ... რადგან ხელზე უკბინა ქიგან დანიელს
ზე რაგბი 2016* მე-12 რაუნდი ($ ბონუსი)
ფოქსის 50’ რჩეული
https://acrossthetasman.com/attachment.php?...57&d=1463406577EN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Q5/18_ZERA-12+EN.htm+++ სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეოთა თორენთები >> სტატიაში
ჰაილენდერზ$ 34:26 ქრუსეიდერზ5ლ: ნაჰოლო (1 3) ფედეს (2 4) სქვაიერ; 3გ ჯ: სოპოანგა / სბ: ვილერ -
2ლ: ტაუფუა დეგ; 2გ 4ჯ: მოჰუნგა
რეფ პოლოქ (ზელ) 13/05
3:0(4) 3:3(9) 3:6(14) 3:9(20) 8:9(22) 8:12(29) 13:12(30) 20:12(38) /
27:12(54) სბ(55ჰ) 27:19(62) 34:19(73) 34:26(80+2)
რებელზ 22:30 ბრამბიზ 3ლ: ქროუფორდ ჰოჯ ნაივალუ; 2გ ჯ: დებროსინი -
5ლ: პოქოქ არნოლდ ლეალიაფანო ფარდი აუ’ვონგ; გ ჯ: ლეალიაფანო
რეფ ჰოფმან (ავს) 13/05
0:3(7) 7:3(11) 7:8(16) 10:8(21) 10:15(33) 10:20(37) /
17:20(46) 17:25(52) 22:25(57) 22:30(71)
ჰარიქეინზ$ 29:14 რედს5ლ: ხუსენ ქოულზ ვუდვორდ (3 5) ლაუმაპე; 2გ / სბ: ბარეთ -
ლ: ფეაუაი-საუტია; 3ჯ: გორომარუ / სბ: ტუი
რეფ პიქერილ (ზელ) 14/05
0:3(3) 5:3(14) 5:6(28) სბ(40რ) 12:6(40+2) /
12:9(43) 17:9(44) 17:14(51) 24:14(67) სბ(80+1ჰ) 29:14(80+3)
ვორათაზ$ 31:8 ბულზ4ლ: ფიპს (1 3) მამ ტაჰავაო-მატაუ; 4გ ჯ: ფოლი -
ლ: სვონეპულ; ჯ: ტ.სკუმან / სბ: კერსტენ
რეფ ჯექსონ (ზელ) 14/05
7:0(36) 7:3(40+2) /
14:3(46) 17:3(56) 24:3(71) 24:8(74) სბ(79ბ) 31:8(80)
სან’ვულვზ 17:17 სთორმერზლ: იამადა; 4ჯ: პისი -
2ლ: პს.დიუ’ტოი კოხ; 2გ: ჟლ.დიუ’პლესი თომსონ; ჯ: დიუ’პლესი
რეფ ვილიამს (ზელ) 14/05 @ სინგაპურ
0:3(4) 3:3(6) 8:3(12) 11:3(27) 14:3(32) /
17:3(50) 17:10(61) 17:17(80+2)
ჩიტაზ 34:20 ქინგზ4ლ: რულ ქასიმ ფან’დერ’სპეი სჯ.პიტერსენ; 4გ 2ჯ: სეილინგა / სბ: პ.სკუმან -
2ლ: ჯპ.დიუ’პლესი ამ; 2გ: ფუშე; 2ჯ: ვოთს
რეფ ანსელმი (არგ) 14/05
0:3(14) 3:3(19) 10:3(24) 17:3(29) 17:6(31) /
24:6(46) 27:6(48) 27:13(51) 34:13(56) 34:20(73) სბ(78ჩ)
ლაიონზ$ 43:5 ბლუზ7ლ: ვაითლი სკოსან იანსე-ფან’რენსბერგ მაპუ (4 6 7) ტეკლენბერგ; 4გ: იანკის -
ლ: კ.პრაიორ
რეფ ფან’ჰირდენ (აფრ) 14/05
5:0(1) 12:0(9) 19:0(12) /
26:0(48) 31:0(51) 38:0(66) 38:5(74) 43:5(79)
ხაგუარეს$ 22:25 შარქს 3ლ: ლავანინი ლანდახო გარსია-ბოტა; 2გ ჯ: სანჩეს / სბ: მატერა -
ლ: დ.დიუ’პრე; გ: ლემბი; 6ჯ: ლემბი / სბ: სითოლე
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 14/05 @ არგ
7:0(9) 7:3(12) 7:6(16) 14:6(19) 14:9(28) 14:12(30) სბ(34ხ) 14:19(36) 17:19(39) /
17:22(50) სბ(70შ) 22:22(72) 22:25(80) ბოლო(80+2)
უქმობდნენ
ჩიფს, ფორსსანდო წყაროები: ფოქს’სპორტ >>
http://www.foxsports.com.au/rugby/super-rugby/ladderრაგბი’ჰევენ >>
http://www.smh.com.au/rugby-union/super-rugby/ladderქულა: 122 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 120 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ; 119 ელთონ იანკის (ლნზ;
114 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 112 რიჩი მოჰუნგა (ქრს; 110 იჰაია ვესთ (ბლუ;
108 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ; 95 ტუსი პისი (სნვ; 85 ჯექ დებროსინი (რბლ;
80 ჯეიქ მაკ’ინთაიერ (რედ, ბერნარდ ფოლი (ვრთ)
ლელო: 8 აკიჰიტო იამადა (სნვ;
7 მაკ’ქენზი, ლაიონელ მაპუ (ლნზ, სერჯილ პიტერსენ (ჩტზ;
6 მარტინ ლანდახო (ხგრ, ჯო ტომანე (ბრმ, მეთ ფედეს (ჰლნ, იზი ფოლაუ (ვრთ, რის ჰოჯ (რბლ;
5 ბარეთ, ჯეიმზ ლოუ (ჩიფ, ჯონე მათილაი’ტორი (ქრს, ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ, ჩარლი ნგატაი (ჩიფ,
თი’ჯეი პერენარა (ჰრქ, ჯულიან სავეა (ჰრქ, სეტა ტამანი’ვალუ (ჩიფ, აკერ ფან’დერ’მერვე (ლნზ,
ნიქ ფიპს (ვრთ, უზეირ ქასიმ (ჩტზ)
მე-13 რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი EN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TRAVEL.htm
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html პარ 20/05ქრს.ზელ 11.35 ვრთ.ავს
შაბ 21/05რედ.ავს 09.05 სნვ.აფ1
ჩიფ.ზელ 11.35 რბლ.ავს
ფორ.ავს 13.40 ბლუ.ზელ
ლნზ.აფ2 17.00 ხგრ.აფ2
შრქ.აფ2 19.05 ქნგ.აფ2
ბულ.აფ1 21.10 სთო.აფ1
უქმობენბრმ.ავს = ჩტზ.აფ1
ჰლნ.ზელ = ჰრქ.ზელ
@
მიმაგრებული სურათი