ძვრები არდადეგების წინ ზე 18-ის მე-14 რაუნდში ჩიფსი რომ ვორათაზმა გააბურთავა, წინ ისევ გაიჭრა ქრუსეიდერზი,
სონი’ბილ ვილიამსი კი საგაისოდ ბლუზში ჩაეწერაOvaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!
2016 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2016/PDF/2016_S18.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_GAN_KA.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_SCH_GMT.htm20 წლის ჯამი (1996-2015) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL.htmზე’აბსურდული სისტემის გამო ლიდერი ოთხიდან სამ ჯგუფში შეიცვალა:
"შავ" ზელანდიაში ქრუსეიდერზი მეხუთიდან პირველ ადგილზე აიჭრა, ჩიფსი კი დაღმა დაეშვა;
"ყვითელ" ავსტრალიაში ბრამბიზმა ლიდერის მჯობნი ვორათაზი უკან მოიტოვა "მეტი მოგებით" და მეათიდან მეოთხეზე ასკუპდა;
"მწვანე" აფრიკაში სთორმერზმა დაიბრუნა მოწინავეობა, ბულზი კი მესამე ადგილიდან მეათემდე დაიძირა, რაღაი "ლურჯი" აფრიკის’ვე ლიდერმა, ლაიონზმა შინ პირველად ძლია და თანაც დაანგრია
ივნისის ტესტების გამო დაიწყო ერთ’თვიანი არდადეგები. გუნდებიც ნათამაშევით გაუტოლდნენ ერთმანეთს. ფინიშზე ყველა სამ-სამ მატჩს გამართავს, ანუ რაუნდში ცხრავე რკენა შედგება. ბევრი რამაა დამოკიდებული სვლაგეზზე, ჩიფსი კი ქრუსეიდერზს 1 ივლისს ფიჯზე მიიღებს, რაც კივთა მხრიდან სამადლობელ ჟესტად აღიქმება
სონი’ბილი ტანასთან30 წლის "ოფლოუდის კარუზოს", სონი’ბილ ვილიამსს წლეულს სა’ზე’რაგბოდ არა სცალია, რადგან 7’კაცაობს და რიოს ოლიმპიადაზე აპირებს ჩაუქობას
ამ უნიკუმმა პროფ’კრივში ხომ სცადა ბედი და ლამის მთელი რაგბეთიც მოვლო - ბულდოგზ და რუსთერზ (ნრლ), კივიზ (ზელ 13კ), ტულონ (ტოპ 14), ქენთებრი და ქაუნთიზ’მანუკაუ (ზელ), პანასონიკ (იაპ), ქრუსეიდერზ და ჩიფს (ზე’რაგბი), ოლ ბლექს (ზელ) ორ მსოფლიოზე,
1 ივნისს კი სამი წლითაც (2017-19) შეეკრა ზელანდიის კავშირს, ხოლო ზე’რაგბის განხრით საყვარელი ჩიფსი გადაცვალა ოქლენდის ბლუზ’ზე, რაკი ამას ძველი კერპი, თვით ნა’ტულონ’არი ტანა უმანგა წვრთნის
ეურჩე და ჩამოდიო!მანამდე, ვიქენდზე, ივნისის რაზმები გამოაქვეყნეს ჯერ ბოკემ და მერე "ოლ ბლექსმა" - იაპები შინ სამჯერ ეტესტებიან ირლანდიას, ვისაც ვერ ეყოლება 10 ნომერი ჯონი სექსთონი; ხოლო კივები უელსს ეთამაშებიან
აფრიკის ახალმა, მულატმა გურუმ, ალისთერ კუციამ 31’კაციან სიაში ერთბაშად 9 ახალბედა შეიყვანა. მათგან სამი "ძაან ზანგია" - აქ ჩვენი რასისტობა არაფერ შუაშია: სპორტის მინისტრი მხოლოდ "კუპრივით შავებს" მიიჩნევს ნაღდ აფრიკელებად; დაწინაურებულ ბექთაგან კი აღსანიშნავნი არიან ლაიონზის ჩია 9 ნომერი ფაფ დე’კლერკ’ი, უკანა ბექი რუან კომბრინკ’ი და შარქსის მულატი 10 ნომერი გარს ეიპრილ’ი
დასაბამიდან 57-ე კაპიტნად აკურთხეს ბულზის ბური კვაჭი ადრიან სტრაუს’ი, 9 ნომერმა რუან პინარმა კი ალსთერიდან შემოთვალა, ამ ჯერზე ჩემი იმედი ნუ გექნებათო. ტულონელი ბრაიან ჰაბანაც რიოსკენ იმზირება, კავშირმა კი 8 ნომერს, დვეინ ფერმიულენს შეუთვალა, მურად ბუჯელალის გეგმები არ გვაინტერესებს - ეურჩე და ჩამოდიო!
რაგბეთის გასაგონადზელანდიის სიაში 32 მოთამაშეა. ბოდენ ბარეთს (ჰრქ) 10 ნომრობას შეეცილებიან არონ ქრუდენ’ი (ჩიფ) და ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 15 ნომრად ისევ იხმეს იზრაელ დეგ’ი (ქრს); ახალბედა კი ოდენ ექვსია
მათგან ყველაზე ცნობილნი ჩიფსის ბექები - დამიენ მაკ’ქენზი და სეტა ტამანი’ვალუ ბრძანდებიან. რაზმში ქრუსეიდერზიდან 9 კაცია, ჩიფსიდან 8, ჰაილენდერზიდან 7, ხოლო ჰარიქეინზიდან და ბლუზიდან 4-4. კაპიტანი 8 ნომერი ქიარან რიდ’ია (ქრს), ხოლო ვიცე’ სკიპერი - ფულ’ბექი ბენ სმით’ი (ჰლნ)
გურუ სთივ ჰანსენ’ი უელსთან ექსპერიმენტებს გამორიცხავს. აკი ბრძანა სრულიად რაგბეთის გასაგონად, "ცდებით, თუ გგონიათ, რომ ახალი გუნდის შენებას დავიწყებთ; არა, ბატონო, მიღწეულს კიდევ განვავითარებთ და შემდეგ დონეზე ავალთო"
ღერძმა რომ აიშვაარდადეგების წინა რაუნდის 8 მატჩიდან სამი ბარაქიანი გამოვიდა. მათგან საუკეთესოში ვორათაზმა 20 ქულით, მაგრამ მაინც უბონუსოდ *45:25 გაასაღა ჩიფსი; ლაიონზმა გასვლაზე 36 ქულით * 56:20 მოუგო ბულზს, ქრუსეიდერზმა კი დასკვნით მეოთხედშიღა, სტუმრად 5’ით აჯობა ბლუზს * 26:21
ვორათაზის შუამარბმა, იზი ფოლაუმ თავიდანვე ჩაუჭრა პასი 9 ნომერს, ბრედ ვებერს და 90 მეტრი ირბინა. პასუხად ჩიფსმა თამაშ’თამაშ დადო წყვილი ლელო. ტაიმის ბოლო შეტევაში სამოელმა გოლიათმა ვილ სქელთონმა გაჭრა ხაზი და ოფლოუდი მიართვა მაიქლ ჰუპერს, მატჩის ბედი კი გადაწყდა მეორე ტაიმის შუაში, როცა აიშვა ოზთა ღერძმა: #10 ბერნარდ ფოლი - #9 ნიქ ფიპს
ხაუტენხ’ურ (ყოფილი ტრანს’ვაალ) დარბს გაუძღვა ქრეიგ იუბერ’ი, ვინაც მეასედ (!) იმსაჯა ზე’რაგბი და პირველი შერკინება 26’ წუთზეღა დანიშნა. ლაიონზს აკლდა მულატი 10 ნომერი ელთონ იანკის’ი, მაგრამ თეთრმა მარნიც ბოსჰოფმაც აბურთავა ხაზი და კარშიც ზუსტად ურტყა
ნაკრებში ხმობილმა დე’კლერკმა შვიდიდან სამი ლელო შეამზადა. ქრუსეიდერზს დაემატა სასჯელ’მოხდილი ფიჯელი ფრთა ნემანი ნანდოლო და მეტოქე ძაან შეაწუხა სოლოებითა და ოფლოუდებით, ბლუზი კი საბოლოოდ ჩამორჩა საათის თავზე, როცა ხაზი ქირონ ფონოტიამ გაუსერა და ენდი ელისს უპასა
12 კაცის ამარაკივური დარბი და შარშანდელი ფინალის რე’მატჩი (ჰარიქეინზ - ჰაილენდერზ) წვიმამ წაახდინა. სტუმრები 0:14-დან წამოეწივნენ მეტოქეს. ბოლო მეოთხედში კარგა ხანს ფრე იყო; მერე ბარეთმა (ჰრქ) ააცილა იოლი ჯარიმა, ხოლო არდი სავეამ ვერ დადო შეტანილი, მაგრამ ბოლო შეტევაში, ხეირზე, მანვე ახლოდან იძალა * 27:20
ბრამბიზს იაპონიის სან’ვულვზ’ი 12 წუთსღა გაუძალიანდა * 66:5 (ლ 10/1) გლობალურად უაზრო, კვირის ოზურ დარბში რებელზმა მაინც აჯობა ფორსს * 27:22, ვისაც კავშირი შეპირდა, ფინანსურად დაგეხმარები, პერთში დაგტოვებ და სიდნი’ში არ გადმოგიყვანო
სთორმერზს სამივე მარბიელი არა’თეთრი ეყენა - ნიზამ ქარ, სია კოლისი, სიხუმბუზო ნოჩე - მაგრამ კი ძლია კლას’ნაკლული ჩიტაზი *31:24
ხოლო არგენტინის ხაგუარესი ფრიად გაუგებრობაშია: ავჭალაში 2013 წელს ნამყოფმა კივმა რეფმა პირველ ტაიმშივე წითლით გაუძევა ორი მორკინალი - მეორე’ხაზელი ტომას ლავანინი და ბურჯი რამირო ერერა ერთი და იმავე რამისთვის - "რაქის წმენდისას თავში მხრით დაჯახება"
და მაინც, ხაგუარესის მეტოქე, "აფრიკის მეექვსე ფრანჩაიზი" ქინგზი იმდენად უმწეო აღმოჩნდა, რომ 13 კაცს ნახევარი საათი ვერაფერი დააკლო და მხოლოდ მაშინ, როცა მოლის ზედიზედ ჩაქცევისთვის სტუმრები 12 კაცის ამარა დარჩნენ, გარდატეხა და მოიგო თამაში * 29:22
ზე რაგბი 2016* მე-14 რაუნდი ($ ბონუსი)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...30&d=1464638355EN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Q6/03_ZERA-14+EN.htmჰარიქეინზ 27:20 ჰაილენდერზ$3ლ: ა.სავეა (1 3) შილდს; 3გ 2ჯ: ბარეთ -
2ლ: სოპოანგა ლინერთ-ბრაუნ; 2გ: სოპოანგა; 2ჯ: სოპოანგა ბენქს
რეფ ფრეიზერ (ზელ) 27/05
7:0(14) 14:0(23) 14:7(29) 17:7(38) /
17:14(44) 17:17(53) 20:17(58) 20:20(63) 27:20(80+)
ვორათაზ 45:25 ჩიფს6ლ: ფოლაუ (1 5) ჰუპერ (2 4) ქელოვეი დემპსი; 6გ ჯ: ფოლი / სბ: პალუ -
4ლ: ტამანი’ვალუ ქრუდენ ჰარის პულუ; გ ჯ: მაკ’ქენზი
რეფ პეიპერ (აფრ) 27/05
3:0(2) 10:0(10) 10:5(13) 10:10(19) სბ(26ვ) 10:13(34) 17:13(40+) /
17:18(48) 24:18(53) 31:18(56) 38:18(64) 38:25(69) 45:25(79)
ქინგზ$ 29:22 ხაგუარეს$4ლ: ფერეირა [საჯ] იუმან მჯეკევუ; 3გ ჯ: ფუშე -
ლ: ისა; გ 5ჯ: სანჩეს წბ ლავანინი ერერა / სბ: ლესანა
რეფ ბრაიანთ (ზელ) 27/05
3:0(2) 3:3(17) წბ(26ხ) 3:6(35) წბ(38ხ) /
3:9(42) 3:12(47) 3:15(52) 10:15(60) 10:22(64) სბ(71ხ) 17:22(72) 24:22(75) 29:22(77)
ბლუზ$ 21:26 ქრუსეიდერზ2ლ: ვესთ მოალა; გ: ვესთ; 3ჯ: ვესთ 2, ფრენსის -
2ლ: ნანდოლო ელის; 2გ: მოჰუნგა; 4ჯ: მოჰუნგა
რეფ გარდნერ (ავს) 28/05
0:7(11) 5:7(17) 8:7(31) 8:10(38) 15:10(40+) /
15:13(47) 18:13(50) 18:20(63) 18:23(71) 18:26(75) 21:26(80+2)
ბრამბიზ$ 66:5 სან’ვულვზ10ლ: ფარდი მორ (2 5) დაუსეთ აუ’ვონგ (4 10) ტოუა ჯექსონ-ჰოუპ დარგევილ ტალიაული; 8გ: ლეალიაფანო -
ლ: იამადა / სბ: ჰ.ონო
რეფ ფან’ჰირდენ (აფრ) 28/05
7:0(13) 14:0(19) 21:0(24) 28:0(32) სბ(40ს) /
35:0(44) 40:0(55) 47:0(58) 54:0(61) 54:5(67) 59:5(75) 66:5(80+4)
სთორმერზ 31:24 ჩიტაზ$3ლ: დ.დიუ’პლესი ზას ფან’ვეიკ; 2გ 4ჯ: ჟლ.დიუ’პლესი -
2ლ: პ.სკუმან სჯ.პიტერსენ; გ: სეილინგა; 4ჯ: სეილინგა 3, მარე
რეფ ჯექსონ (ზელ) 28/05
0:3(4) 3:3(10) 3:6(14) 6:6(19) 6:9(22) 9:9(27) 14:9(36) /
21:9(44) 21:14(48) 24:14(55) 24:21(60) 31:21(65) 31:24(68)
ბულზ 20:56 ლაიონზ$3ლ: ჯ.კრილ სტრაუს სტეხმან; გ: ტ.სკუმან; ჯ: ბრამერ / სბ: სკუმან -
7ლ: იანსე-ფან’რენსბერგ (1 7) მაპუ რედლინჰეის ი,კრილ სკოსან დე’კლერკ; 6გ 3ჯ: ბოსჰოფ
რეფ იუბერ (აფრ) 28/05
0:3(2) 0:6(13) 0:13(20) 5:13(21) 5:18(26) 8:18(36) 8:25(40+) /
8:28(47) 8:35(55) 13:35(57) 13:42(64) სბ(67ბ) 13:49(70) 13:56(77) 20:56(79)
რებელზ 27:22 ფორს$4ლ: ჰოჯ ნაივალუ (2 4) ტიმანი; 2გ: ჰოჯ დებროსინი; ჯ: ჰოჯ -
3ლ: მორაჰენ (1 3) სქობლ; 2გ ჯ: გრანთ
რეფ პოლოქ (ზელ) 29/05
7:0(13) 7:3(15) 7:8(16) 10:8(25) /
15:8(42) 15:15(48) 20:15(59) 27:15(67) 27:22(72)
უქმობდნენ
შარქს, რედს სანდო წყაროები: ფოქს’სპორტ >>
http://www.foxsports.com.au/rugby/super-rugby/ladderრაგბი’ჰევენ >>
http://www.smh.com.au/rugby-union/super-rugby/ladderქულა: 142 რიჩი მოჰუნგა (ქრს; 134 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 130 იჰაია ვესთ (ბლუ;
127 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ; 126 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 124 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ;
123 ელთონ იანკის (ლნზ; 106 ნიკო სანჩეს (ხგრ; 105 ტუსი პისი (სნვ; 95 ბერნარდ ფოლი (ვრთ)
ლელო: 9 აკიჰიტო იამადა (სნვ, ლაიონელ მაპუ (ლნზ;
8 სერჯილ პიტერსენ (ჩტზ, იზი ფოლაუ (ვრთ, რის ჰოჯ (რბლ;
7 მაკ’ქენზი, ქურთნოლ სკოსან (ლნზ, სეტა ტამანი’ვალუ (ჩიფ;
6 რუან კომბრინკ (ლნზ, მარტინ ლანდახო (ხგრ, ჯო ტომანე (ბრმ, მეთ ფედეს (ჰლნ)
მე-15 რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი EN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TRAVEL.htm
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html პარ 1/07 * დილაჩიფ.ზელ 11.35 ქრს.ზელ
ბრმ.ავს 13.40 რედ.ავს
შაბ 2/07 * დილასნვ.აფ1 09.15 ვრთ.ავს
ჰრქ.ზელ 11.35 ბლუ.ზელ
რბლ.ავს 13.40 სთო.აფ1
შაბ 2/07 * საღამოჩტზ.აფ1 17.00 ფორ.ავს
ქნგ.აფ2 19.05 ჰლნ.ზელ
ლნზ.აფ2 21.10 შრქ.აფ2
კვი 3/07ხგრ.აფ2 01.40 ბულ.აფ1
ევროპა "ოთხ ერში" 2016საქართველოს თარიღითა და დროით
11/06 ზელანდია 11.35 უელსი ოქლენდ
. ავსტრალია 14.00 ინგლისი ბრისბენ
. აფრიკა 19.00 ირლანდია ქეიპ’თაუნ
. არგენტინა 22.45 იტალია სანტა’ფე
18/06 ზელანდია 11.35 უელსი ველინგთონ
. ავსტრალია 14.00 ინგლისი მელბურნ
. აფრიკა 19.00 ირლანდია იოჰანეს’ბერგ
20/06 არგენტინა 01.10 საფრანგეთი ტუკუმან
25/06 ზელანდია 11.35 უელსი დანიდინ
. ავსტრალია 14.00 ინგლისი სიდნი
. აფრიკა 19.00 ირლანდია პორთ’ელიზაბეთ
. არგენტინა 22.10 საფრანგეთი ტუკუმან (?)
@
მიმაგრებული სურათი