გეშლებათ,სამოყვარულოა არგენტინის შიდა ჩემპიონატი.
თუმცა, საკმაოდ მაღალი დონეა.
რამდენიმე წლის წინ ბუენოს აირესის ჩემპიონატის თამაშებს აჩვენებდა
ლათინური იესპიენ და ხშირად ვუყურებდი.
ძალიან კარგი დონე იყო და კარგი საყურებელი თამაშები.
საქართველოს ჩემპიონატი ოდნავ მიახლოვებულიც კი არაა იმ დონესთან.
წინა მსოფლიოებზე არგენტინელების წარმატება, მერე 3 ერში დამატება, 99%-ით
ძალიან ძლიერი ლეგიონერების დამსახურებაა. ისინი რომ არა, არასოდეს
იფიქრებდა ვინმე მათ სამხრეთულ გრანდებთან ინტეგრაციაზე.
საქართველოზე ბევრად მდიდარმა და ბევრად დიდი ბაზრის მქონე არგენტინამ
ძლივს მონახა რესურსი, ერთი სრულიად პროფესიონალური გუნდი სუპერ რაგბში
შეეყვანა.
ამიტომ ქართულ პროფესიონალურ რაგბზე საუბარი, უტოპიაა.
ცარიელი სიტყვებით პუნქტების ჩამოწერა, ყველაზე იოლია.
მაგრამ ფულის გარეშე, ფანტასტიკის ჟანრია ეგ სცენარი.
ფულს ყველა დახარჯავს, ფული სად უნდა იშოვოთ და მერე რაგბში მოიტანოთ, ეგ თქვით

თუმცა მაგის თქმაც იოლია,ამიტომ ფულს თუ არ მოიტანთ, ესე იგი ჰაერზე
ლაპარაკობთ

აგერ 2007 წელს არგენტინის მესამეზე გამყვანი მწვრთნელის, მარსელო ლოფრედას
წლევანდელი ინტერვიუ, სადაც ღიად ამბობს, რომ ვერ ხედავს
არგენტინის შიდა ჩემპიონატის პროფესიონალურად გადაქცევის პერსპექტივას
http://www.buenosairesherald.com/article/1...professional’ზოგადად კი, რეალობის გააზრება უმნიშვნელოვანესია.
სანამ საქართველო არ გახდება მდიდარი ქვეყანა, ან თუ სადმე
საქართველოში ნავთობი არ ამოხეთქავს, მანამდე ქართული პროფესიონალური
სპორტის განვითარებაზე საუბარი უტოპიაა. მარტო რაგბს არ ეხება.
ქართული რაგბი მივიდა პროფესიონალური რაგბის კარებთან.
ევროჩელენჯი არის სირობა, არც რუმინეთს,არც ესპანეთს და არც პორტუგალიას, ბევრი არაფერი
მისცა მანდ მონაწილეობამ.
ყველაზე მაგარი იქნებოდა რაბოდაირექტზე თამაში.
ამაში ნაღდად ღირს ფულის Dახარჯვა. მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტი
ფულის თემაა. იტალიელები დამატებით ფულს
იხდიან მანდ თამაშისთვის.