როგორც გია ნიჟარაძემ განაცხადა სილქტივისთან ინტერვიუში, მომავალი წლის მაისიდან საქართველოს ექნება ხმა მსოფლიო რაგბის საბჭოში, ასევე ზოგიერთ სხვა მეორე დონის ქვეყანას და ასევე ახსენა მდოფლიო რაგბის მიერ გამოქვეყნებული გარკვეული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
http://www.worldrugby.org/news/122987აქ მოცემული სქემის მიხედვით, მსოფლიო რაგბის საბჭოში წარმომადგენლები შემდეგნაირად გადანაწილდება
1. თითო წარმომადგენელი ეყოლება, ბოლო რვა წელში, ზედიზედ ორი მსოფლიო თასის მონაწილეს, ასეთი ქვეყენა კი 19-ია:
ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია, საქართველო, რუმინეთი, აშშ, კანადა, ტონგა, სამოა, ფიჯი, იაპონია და ნამიბია.
2. დამატებით ერთი წარმომადგენელი რაგბი ჩემპიონშიპის და 6 ერის მონაწილეებს ანუ 10 ქვეყანას: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია
3. კიდევ ერთი წარმომადგენელი ეყოლება იმ ქვეყნებს, რომლებიც ერთდროულად დააკმაყოფილებენ რამდენიმე პირობას:
- მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ბოლო რვა წელში, ზედიზედ ორ მსოფლიო თასზე
- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველ წელს საშუალოდ 20 მილიონი ფუნტის ინვესტიცია უნდა ქონდეს ჩადებული რაგბში
- უნდა იყვეს, წინა რვა ან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩატარებული/ჩასატარებელი მსოფლიო თასის გამართვის პრეტენდენტი
- უნდა გააჩნდეს, მსოფლიო თასზე საასპარეზო ქმედითი პროგრამა ქალებისთვის ან მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული მსოფლიო თასზე, ბოლო რვა წლის განმავლობაში
- უნდა გააჩნდეს, ქალთა და მამაკაცთა 7 კაცა რაგბის ქმედითი პროგრამები, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს რეგიონალურ შეჯიბრებებში და/ან მსოფლიო სერიაში მონაწილეობით.
2011 წლის მსოფლიო თასის ჩატარების კანდიდატები იყვნენ: ახალი ზელანდია, იაპონია და სამხრეთ აფრიკა.
2015 წლის მსოფლიო თასის ჩატარების კანდიდატები იყვნენ: ინგლისი, იაპონია, სამხრეთ აფრიკა და იტალია
2019 წლის მსოფლიო თასის ჩატარების კანდიდატები იყვნენ: იაპონია, იტალია და სამხრეთ აფრიკა.
ვინაიდან ახალი საბჭო 2016 წელს უნდა აირჩეს, ბოლო რვა წელში წესით 2007 წელი არ უნდა იგულისხმებოდეს და ამიტომ მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, იტალია და იაპონია, ამგვარად ისინი უნდა ჩავთვალოთ სამი წარმომადგენლის ყოლის კანდიდატებად, თუკი იტალიის და იაპონიის შემთხვევაში, ყოველ წელს 20 მილიონი ფუნტი ინვესტიციის პრობლემა არ დადგა.
4. ექვსივე რეგიონალურ ფედერაციას ეყოლება 2-2 წარმომადგენელი.
შეიძლება რამე მეშლება, მაგრამ თუ არ მეშლება და არაფერი შეიცვალა, მაშინ
3-3 წარმომადგენელი ეყოლება: ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას და ინგლისს, შესაძლოა ასევე იტალიას და იაპონიას
2-2 წარმომადგენელი ეყოლება: ავსტრალიას, არგენტინას, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს და შოტლანდიას, შესაძლოა იტალიას და იაპონიას თუ ქვეყნების პირველ ჯგუფში ვერ მოხვდნენ
1-1 წარმომადგენელი ეყოლება: საქართველოს, რუმინეთს, აშშ-ს, კანადას, ტონგას, ფიჯის, სამოას და ნამიბიას
2-2 წარმომადგენელი ეყოლება ექვსივე რეგიონალურ ფედერაციას
This post has been edited by net on 27 Nov 2015, 23:21