http://m.rugby.ge/ka-GE/tables/რაგბი ევროპა 201627/07 @ 19.15 დედანი
საქართველო -
შაბათობით, საქართველოს დროით
06/02 . შინ გერმანია
13/02 . გარეთ პორტუგალია
27/02 . შინ ესპანეთი
12/03 . გარეთ რუსეთი
19/03 . შინ რუმინეთი
@
http://qaflan.netai.net/ragbi_olimpshi/2003-02-A/2003-02-19_Oxrash-Xito.htm

ოღრაშის ტრიბუნა
მიტოც დამეთანხმება და დიტოცმოვლენათა შუაგულში ვტრიალებ. ჩემს ოღრაშულ მზერას ვერარა სიახლე ვერ გამოეპარება. რაკი გასულ უქმეებზე რაგბის ორი შეჯიბრი ერთბაშად დაგვეწყო, მაგათზე რომ არ გამოვთქვა ავტორიტეტული აზრი, ჩემი დოსტები, მოჭადრაკე ენციკლოპედისტი მიტო და მეფსონე კომენტატორი დიტო, ვიცი, ძაან გამინაწყენდებიან.
ეს ხალხი ნესვა ბურთის თამაშში ჩემზე უკეთაა ჩახედული. თუ მე მარტო ავსტრალია და ინგლისი გამიგია და ისიც ყურმოკვრით, ეგენი დიდ მატჩს არ "მაზავენ" და თავიანთი, უკომპრომისო შეხედულებებიც გააჩნიათ ყველა საკითხზე. მოკლედ, ორივე Xიტო იმდენს მეჩიჩინა დიდი რაგბის სწორად მოუწყობლობის გამო, რომ ბოლოს კიდეც ამიყოლიეს ეს მარლთმოწმუნე ვეტერანი.
დიტოს არ ესმის, "ექვსი ერიდან" რატომ არავინ ვარდება. მიტოც კვერს უკრავს, მაგრამ მშვენივრად კი ხვდება, რომ საქმეში შავბნელი ძალები არიან გარეული.
დიტოს დიდ სპორტში სხვისგან არაფერი ესწავლება და უამრავი მაგალითი მოაქვს იმისა, რომ სადაც სამართალია, იქ სუსტი უნდა დათქვეითდეს, ხოლო მზარდი აღზევდეს, რაკი უამისოდ პროგრესი შეუძლებელია.
მიტომ საფიხვნოზე მომინახულა და ევროპული რაგბის ფერადად დაბეჭდილი სქემა მომიტანა. მასზე რამდენიმე დონე იყო. ისრები აღმა-დაღმასვლებს უთითებდა და მხოლოდ სულ კენწეროში მოკალათებულ "ექვს ერს" ჰქონდა შემოვლებული შავი, შეუვალი ღობე. მის ოვალს იქვე მინაწერიც ახლდა, იტალია 2000 წელს მიიღეს საძმოშიო.
აქედან დავასკვენი, რომ ვითარება ევროპულ რაგბში მთლად დამყაყებულიც არ უნდა იყოს. გავიფიქრე, თუკი იტალია აიმატეს ვეშაპებმა, მაშ, ერთ მშვენიერ დღეს გრანდებთან გაჯიბრების შანსი გერმანიას, შვედეთსა და საბერძნეთსაც შეიძლება მიეცეთ-მეთქი, მაგრამ აქ Xიტოებმა ციდან მიწაზე დამაბრუნეს და ამიხსნეს, რომ მაგათ "ექვს ერამდე" ჯერაც ერთობ ბევრი უკლიათ.
მაშ ვინა-მეთქი, კიდევ ჩავეძიე და გავვოცდი. რუმინეთი და საქართველო აღმოჩნდნენ ელიტაში მოხვედრის მოწინავე კანდიდატები. ჩვენების პორტუგალიასთან წაგება, ჩემი პატივცემული, ოღონდაც სულ სხვა ამფსონების აზრით, ოდენ სამწუხარო გაუგებრობად უნდა ჩაითვალოს, თორემ სხვაფრივ სორელისა და კომპანიის წინსვლას მსოფლიო რაგბის ევერესტისკენ წინ ვერაფერი დაუდგება.
* * *
კეთილი და პატიოსანი! ამდენი ინფორმაციის მიღების შემდეგ, გავითვალისწინე რა ხელბურთისა და ბურთიანი ჰოკეის გამოცდილება, შევადგინე ევროპის რაგბის ჩემპიონატის მონახაზი, რომელსაც მალე ოღრაშულად ჩამოვაყალიბებ და გავუგზავნი დუბლინელ კოლეგებს, ისინი კი, ოღრაშულივე სოლიდარობის გამო, ალბათ ყურადღებით ჩაიკითხავენ და ხორცსაც შეასხამენ.
ჩემი წინადადება ეგაა, რომ ჩემპიონატი ჩატარდეს ყოველ წელს, ოღონდაც აპრილ-მაისში, და მის უმაღლეს ლიგაში ითამაშოს რვა გუნდმა. შეიქმნას სხვა, უმცროსი, ასევე 8-გუნდა ლიგებიც და მიმოცვლა ყოველ ორ მომდევნოს შორის დაწესდეს, ესე იგი, აღზევდეს პირველი და გავარდეს ბოლო, მერვე.
რვა გუნდი უნდა დაიყოს ორ თანაბარ პულად. ამით ერთგან მოხვდებიან I, IV, V და VIII ნომრები, მეორეგან II, III, VI და VII. პულში შეჯიბრი ერთ წრედ უნდა გაიმართოს. ამას მოყვება ჯვარედინი ნახევარფინალები და ფინალები, რათა ყველა ადგილი განაწილდეს.
ამ ფორმულით ყოველი გუნდი ხუთს მატჩს გამართავს. "ექვს ერზე" და ჩვენების "ერთა თასზეც" ზუსტად ასეა. ამით დატვირთვა არ გაიზრდება, ტურნირებს კი მუღამი ყველა ამბავში მოემატება.
ჯერ ერთი, წინსვლის სტიმული და გავარდნის შიში ყველას ექნება. მეორე, ტურნირები უფრო მრავალფეროვანი გამოვა, თორემ დიტოსა და მიტოს უკვე იმდენი უნახავთ შოტლანდია - ირლანდია, რომ გასულ უქმეებზე აღარც შეუხედავთ ეკრანისთვის, რაღაი კელტური დარბის ცქერას ისევ ელექტრო-შედუღებისთვის ("სვარკა") თვალყურის დევნება ურჩევნიათ.
ამ შაბათს თურმე ინგლისი უელსს ეთამაშება. ვაშლიჯვრისა და შავნაბადას ტოტალიზატორები ამ მატჩზე ფსონებს აღარ ღებულობენ. იქაურმა მენცარმა ესეც მითხრა, მაგათი რკენა მორალურად გაცვდა და გასაიშვიათებელია - ხომ თქმულა, ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირადო.
ჩემი, ოღრაშული სისტემა გაისადვე თუ დაინერგა, ინგლისი და უელსი სხვადასხვა პულში მოხვდებიან და აგვცდება მორიგი საცოდაობის ცქერა. სამაგიეროდ, თუ "ერთა თასზე" მეორე ადგილს არ ჩამოვცდით, ვუდვორდის ბრიგადა ბაზრობის მეზობლად, ეროვნულზე ჩამოგვაკითხავს და გინდაც დედის დღე არ იყოს, სტადიონი მანდილოსნებით მაინც აივსება.
ვაღარშაკ ანდრიავიჩუსი
მზიური ზურზიკეთის კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 6 Nov 2015, 11:40