https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/...moakherkha.htmlრაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, მიზეზი მარტივია - ის არ არის შესაბამის ფორმაში, რომ მოხვდეს შემადგენლობაში. არავითარ პირად ინტერესზე არ არის საუბარი და ვერც იქნება.
ჩვენ, სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები თავიდანვე შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდისთვის მორაგბეებს უნდა ჩაებარებინათ პროტოკოლის მიხედვით დანიშნული ტესტები.
95-მა პროცენტმა ნაკრების მოთამაშეებისა, ინდივიდუალური ტესტები ჩააბარა და ისეთი შედეგი დადო, რისთვისაც აქამდე არ მიუღწევია. ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ტესტი არ იყო კრიტერიუმი, მაგრამ როდესაც არის შეთანხმება, რომ რაღაცის გაკეთება მოგიწევს კონკრეტულ დროს და იყო საუკეთესო ფორმაში, ეს უნდა შეასრულო.
არის ერთი მორაგბე ამ ხუთი პროცენტიდან, რომელიც შემადგენლობაში ვიხმეთ, რადგან ვინც გათვალისწინებული გვყავდა, იმან ტრავმა მიიღო. შესაძლოა, მსგავს შემთხვევაში, შემადგენლობაში ზურაბ ჟვანიაც ვიხილოთ.
თავიდანვე ჩანდა, რომ პატივცემული არჩევანს მიშაზე, გოგიჩაზე და კარლენზე გააკეთებდა. კარლენის ტრავმის და ფორმის ბოლომდე ვერ აკრეფის გათვალისწინებით, ჟვანიას (მითუმეტეს მშვენიერი სეზონის შემდეგ) კარგი შანსი გაუჩნდა, მაგრამ მაინც გარეთ დარჩა.
დარწმუნებული ვარ შეკრებაზე რომც შესულიყო, საბოლოო რაზმში მაინც ვერ მოხვდებოდა. ახლა კი ტესტის ჩაუბარებლობის გამო, მელიტონს მიზეზი მიეცა.
პატივცემულის ადგილას მე ახლავე ან პირველი შეკრების შემდეგ, პირდაპირ ვიტყოდი, ზუზუ კარგი ბიჭია, მაგრამ კონკურენტები ჯობნიან (მირჩევნია) და მსოფლიოს მიღმა ამიტომ რჩება თქო.
ის კი საკვირველია, გაშლილი რაგბის მოყვარული მწვრთნელი მობურთალ ბურჯს ასე ადვილად რომ ელევა.
პ.ს კოტე ვისმა ტრავმამ გადაარჩინა ხომ არ იცით?
This post has been edited by solo-solo on 27 Jun 2019, 17:24