ბატონი ზაალის ცხრილი ვნახე (საინტერესოდ გაწყობილი)
http://site.rugby.ge/ka-GE/RWC-History/ჩვენ "ჭრილში" მოკლე რეზიუმე დაახლოებით ასე ჟღერს -
8 მსოფლიო თასიდან 4-ის მონაწილე
პირველი ორი თასის დროს დამოუკიდებელ სუბიექტად არც ვარსებობდით (1987-1991)
მას შემდეგ რაც სარაგბო სამყაროსთვის დამოუკიდებელი სუბიექტები გავხდით პირველი ორი მცდელობა ვერ შევწვდით კენწეროს (1995-1999) მეორე მცდელობაზე მიზანთან ნაბიჯ (ნახევარი) დაგვაკლდა
ამის შემდეგ კი ზედიზედ 4 ჯერ ელიტაში ვასპარეზობთ (2003-2007-2011-2015) + 2019 ის საგზური უკვე ჯიბეში გვაქვს
- პირველ ჯერზე - 20 გუნდიდან მე-19 ადგილი დავიკავეთ ვაჯობეთ რა საერთო რეიტინგში მხოლოდ ნამიბიას, თუმცა პირველ ჯერზე საკუთარი ყველა თამაში წავაგეთ: 6:64 ინგლისთან, 9:46 სამოასთან, 12:24 ურუგვაისთან (აქ კი ვგეგმავდით პირველ გასროლას მაგრამ ვერ გავწვდით) ბალანსით 46:200
- მეორე ჯერზე - 20 გუნდში უკვე მე-13 ადგილს ვიკავებთ გადავასწარით რა: სამოას, რუმინეთს, იაპონიას, კანადას, აშშ-ს, პორტუგალიას და ნამიბიას. ძალიან ხმაურიან სენსაციასთან ახლო მყოფებმა პირველად მოვიგეთ მ/თ ისტორიაში: 30:0 ნამიბიასთან, დანარჩენშიი მოლოდინისამებრ მარცხი ვიწვნიეთ: 3:33 არგენტინა, 7:64 საფრანგეთი, 10:14 ირლანდია. ბალანსი 50:111
- მესამე ჯერზე - კვლავ 20 გუნდი და მე-15 ადგილი - გადავასწარით რა: აშშ-ს, იაპონიას, რუსეთს, რუმინეთს და ნამიბიას. ამ ჯერზეც ერთი გამარჯვება 25:9 რუმინეთთან და სამი მარცხი: 6:15 შოტლანდიასთან, 7:25 არგენტინასთან და 10:41 ინგლისთან. ბალანსი 48:90
- მეოთხე ჯერზე კი ნაბიჯით წინ წავედით - მე-12 ადგილი 20 პრეტენდენტს შორის (ჯგუფში მე-3 ადგილი+ავტომატური კვალიფიკაცია ამომავალი მზის ქვეყანაში 2019-ში), გადავასწარით რა: სამოას, ტონგას, ფიჯის, რუმინეთს, კანადას, ნამიბიას, აშშ-ს და ურუგვაის. მოვიგეთ ორი მატჩი: 17:10 ტონგასთან და 17:16 ნამიბიასთან, წავაგეთ: 9:54 არგენტინასთან და 10:43 ახალ ზელანდიასთან. ბალანსი 53:123
მეხუთე ჯერზე ვნახოთ